imedi /  21 ოქტომბერი 2020, 11:48 / სანდო წყარო

ეკატერინე ტიკარაძე: თითოეული კლინიკა იქნება პასუხისმგებელი კონკრეტულ კოვიდ-სასტუმროზე

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

ჩვენ კიდევ ერთი ბერკეტი გამოვიყენეთ, რათა მოსახლეობას უფრო მეტი ნდობა ჰქონდეს კოვიდ-სასტუმროების მიმართ. თითოეული კლინიკა იქნება პასუხისმგებელი კონკრეტულ სასტუმროზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ ეტაპზე საავადმყოფოებში გვყავს 2992 პაციენტი, დღეს საკმაოდ დიდი ნაწილი ემზადება გასაწერად. 4 392 საწოლი გვაქვს მობილიზებული და თბილისში შემდეგ დღეებში 4 კლინიკა ჩაერთვება, შიდა ქართლში - დღეიდან 3 კლინიკა, იმერეთში 3, მათ შორის ქუთაისში - 2. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვთვლით, რომ საწოლფონდის დეფიციტი არსებობს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ასევე ვიყენებთ კოვიდ-სასტუმროების სივრცეს. მინდა აღვნიშნო, რომ იქ მობილიზებულები არიან ექიმებისა და ექთნების ბრიგადები, რომლებიც მონიტორინგს გააგრძელებენ ისევე, როგორც ეს კლინიკებში ხდება, უბრალოდ იქ ხვდებიან პაციენტები, რომლებთანაც რისკი მინიმალურია. ჩვენ კიდევ ერთი ბერკეტი გამოვიყენეთ, რათა მოსახლეობას უფრო მეტი ნდობა ჰქონდეს კოვიდ-სასტუმროების მიმართ. თითოეული კლინიკა იქნება პასუხისმგებელი კონკრეტულ სასტუმროზე. დღეის მდგომარეობით, სასტუმროებში 1500 პაციენტი მკურნალობს. სახლში მკურნალობას 6544 ადამიანი გადის და აქაც გვაქვს სიახლე - დღემდე თბილისში არსებული 17 კლინიკას კიდევ 24 კლინიკა დავამატეთ და ყველა ეს დაწესებულება ჩართულია პაციენტების მართვაში. ამ მიმართულებით დაფარულია 780 000 თბილისელი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ყველა სიახლე

ოპოზიცია

04 დეკემბერი 2020, 09:30

პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს დიპლომატებს შეხვდებიან

კანონმდებლები კი საქმიანობას მომდევნო კვირიდან უნდა შეუდგენენ. ამ ერთ კვირაში უნდა გადაწყდეს, მოხერხდება თუ არა დიალოგის მესამე რაუნდზე შეთანხმება. მეათე მოწვევის პარლამენტში, მმართველ პარტიასთან ერთად, კიდევ 8 პოლიტიკური სუბიექტი უნდა შევიდეს, თუმცა ოპოზიცია ჯერ კიდევ ბოიკოტს განაგრძობს. როდის დაინიშნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ჯერ კიდევ უცნობია.

ჯო ბაიდენი

04 დეკემბერი 2020, 09:05

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ენტონი ფაუჩის მთავარი მრჩევლის პოზიცია შესთავაზა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს საქმიანობის გაგრძელება სთხოვა. ბაიდენი ენტონი ფაუჩის სამედიცინო საკითხებში მთავარ მრჩევლობას სთავაზობს.

კორონავირუსი

04 დეკემბერი 2020, 08:44

COVID19

1027 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

გუშინ ინფიცირების 4 260 შემთხვევა აღირიცხა. ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსი სულ 21 655 ადამიანს აქვს. 4000-მდე მოქალაქე მოთავსებულია კოვიდსასტუმროებში, 11-ათასზე მეტი კი სახლში მკურნალობს. საკარანტინო სივრცეებშია 2000-მდე ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 50 500-ზე მეტი.

ეკონომიკა

04 დეკემბერი 2020, 08:26

ეკონომიკა

სარესტორნო ბიზნესის სესხის და ლიზინგის სუბსიდირებასთან დაკავშირებით, განაცხადების მიღება დღეიდან იწყება

საქართველოს მთავრობა სარესტორნო ბიზნესის სესხის და ლიზინგის სუბსიდირებას იწყებს. განაცხადების მიღება დღეიდან იწყება. სესხის პროცენტი პრაქტიკულად სრულად 6თვის განმავლობაში პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაიფარება.

ამინდი

04 დეკემბერი 2020, 08:20

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 3 დეკემბერს ქუთაისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +10. ასევე მზიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8. ასევე უნალექო ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ბათუმში, სადაც +16 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ბენ ჰოჯესი

04 დეკემბერი 2020, 08:07

პოლიტიკა

ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონში ინიციატივის მოსაპოვებლად გზა უნდა ვიპოვოთ, ამას ხელს შეუწყობდა საქართველოსა და უკრაინისთვის მაპის შეთავაზება

„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ვზრუნავთ რეგიონზე, ასევე უნდა შევძლოთ, ვიპოვოთ გზა შავი ზღვის რეგიონში ინიციატივის მოსაპოვებლად; საქართველოსა და უკრაინისთვის მაპის შეთავაზება კი ამას ხელს შეუწყობდა“, - ამის შესახებ Europe Time-თან ინტერვიუში განაცხადა.

ასლან ვაშაყმაძე

04 დეკემბერი 2020, 07:54

სამართალი

პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ ასლან ვაშაყმაძეს ბრალს დღეს წაუყენებენ

პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ ასლან ვაშაყმაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოცქსელში პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფით იმუქრებოდა, ბრალს დღეს წაუყენებენ. ამის შემდეგ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო იმსჯელებს. ის ფოთში 2 დღის წინ დააკავეს. ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

მიხეილ დუნდუა

04 დეკემბერი 2020, 01:06

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: ახლა ერთადერთი გამოსავალი სოციალურად ორიენტირებული დანახარჯების ზრდაა

ახლა ერთადერთი გამოსავალი სწორედ სოციალურად ორიენტირებული დანახარჯების ზრდაა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, როგორც ყველა განვითარებული ქვეყანა იქცევა, ზუსტად იმ ტრენდში ვართ ჩვენც.

სამხრეთ აფრიკა ლატარეა

04 დეკემბერი 2020, 00:56

ტაბლოიდი

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლატარეას საეჭვო მომგებიანი კომბინაციის გამო თაღლითობაში ადანაშაულებენ

გათამაშებაში, რომლის ჯეკპოტიც 7,4 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა გამარჯვებული რიცხვები ასეთი თანმიმდევრობით ამოვიდა: 8, 5, 9, 7, 6 და 10. შედეგად ჯეკპოტი 20 ადამიანს შორის გადანაწილდა, რომლებმაც უჩვეულო 6-რიცხვიანი კომბინაცია სწორად გამოიცნეს, მაშინ როდესაც მოგების შანსი 1 42 375 200-ზეა.

04 დეკემბერი 2020, 00:49

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო: „მთავარი არხის“ მიერ 17 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

3 დეკემბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, კორონავირუსით 17 წლის გოგო გარდაიცვალა. მიზეზად კი, პაციენტის კლინიკამდე ვერ მიყვანა დაასახელეს. ჯანდაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა.

04 დეკემბერი 2020, 00:47

მსოფლიო

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის აღიარებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის აღიარებისკენ მოუწოდებს.

ამირან გამყრელიძე

04 დეკემბერი 2020, 00:40

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსზე ტესტირება შესაძლოა აფთიაქებშიც ჩატარდეს

„არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე ხანში მსგავსი ტესტირება ნერწყვიდან და არა ნაცხიდან შემოვიდეს. ნერწყვის ტესტების ვალიდაცია საერთაშორისო დიდ კომპანიებში ახლა მიმდინარეობს, ჯერ არ არის. მომავალში არ არის გამორიცხული, რომ ამ ტიპის ტესტი იყიდოთ და თქვენ თვითონ ჩაიტაროთ. მისი ჩატარების ტექნოლოგია ძალიან მარტივია. არავითარი სამედიცინო განათლება არ სჭირდება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მიხეილ ხიდურელი

04 დეკემბერი 2020, 00:30

ეკონომიკა

მიხეილ ხიდურელი: 6 თვის განმავლობაში სარესტორნო ბიზნესს სესხების 80%-ს სახელმწიფო აუნაზღაურებს

1-ლი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში რესტორნებს, რა ოდენობის სესხიც ექნებათ, 80%-ს სახელმწიფო აანაზღაურებს, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

04 დეკემბერი 2020, 00:26

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 14 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 14 მილიონს გადააჭარბა.

04 დეკემბერი 2020, 00:25

რეგიონი

ჩხოროწყუში სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

ავარიის შედეგად სასწრაფო დახმარების მანქანაში მყოფი პაციენტი მძიმედ დაშავდა. ექიმებმა და მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. დაშავებული პაციენტი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მიხეილ დუნდუა

04 დეკემბერი 2020, 00:20

პოლიტიკა

მიხეილ დუნდუა: კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა სიკვდილიანობის სიმცირით საქართველო ერთ-ერთი გამორჩეულია ევროპაში

ამ დროს დარტყმა პერსონალურად ჯანდაცვის მინისტრზე და სამინისტროზე ეს არის ბრძოლა ქვეყნის წინააღმდეგ და მეტი არაფერი, თავი რომ დავანებოთ იმ ამაზრზენ ცილისწამებას, რომელის მოსმენაც კი უხერხულია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, პაციენტთა სიკვდილიანობის სიმცირით საქართველო ერთ-ერთი გამორჩეულია ევროპაში.

მიხეილ ხიდურელი

04 დეკემბერი 2020, 00:20

ეკონომიკა

მიხეილ ხიდურელი: რეიტინგები არის პირველი, რასაც ინვესტორს ვაჩვენებთ

„ეს არის საინტერესო რეიტინგი, რომელიც აჩვენებს, რომ იმდენად დაბალი ბიუროკრატიაა, რომ ინვესტორ ინვესტიციის განხორციელება მთავრობასთან მინიმალური კონტაქტით შეუძლია. რეიტინგები არის პირველი, რასაც ვაჩვენებთ ინვესტორს, ამის შემდეგ კი ხდება კონკრეტული შეთავაზებები“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

03 დეკემბერი 2020, 23:57

მსოფლიო

ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის გარდაცვალების გამო, საფრანგეთში 9 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის გარდაცვალების გამო, ემანუელ მაკრონმა 9 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

თეა გვარამაძე

03 დეკემბერი 2020, 23:43

საზოგადოება

თეა გვარამაძე: 300-ლარიანი დახმარების მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურში 24 დეკემბრამდე გაგრძელდება

შემოსავლების სამსახურში თვითდასაქმებულთა რეგიტრცია დღეიდან დაიწყო და 24 დეკემბრამდე გაგრძელდება. უკვე ამ თვეში შესაძლებელი იქნება მათთვის თანხების გადარიცხვა, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, თეა გვარამაძემ „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილ რიცხვები“ ჩართვისას განაცხადა.

მიხეილ დუნდუა

03 დეკემბერი 2020, 23:39

საზოგადოება

მიხეილ დუნდუა: საქართველოს საზღვრების გახსნის მიუხედავად, მიგრაციის სალდო მკვეთრად შემცირდა

მიგრაციაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ ე.წ. მიგრაციის სალდო, ანუ გამსვლელთა და შემომსვლელთა სხვაობა. ჩვენ თუ მხოლოდ გამსვლელებს დავითვლით და შემომსვლელებს არ მივათვლით, მცდარ მონაცემებამდე მივალთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.