21 ოქტომბერი 2020, 12:29 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დიდი ალბათობაა კოვიდი იყოს

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით შეიძლება იყოს კოვიდი, ამიტომ უნდა დავრჩეთ სახლში და სახლიდან კონტაქტი გვქონდეს ჩვენს ოჯახის ექიმთან და 112-თან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ 112 და ოჯახის ექიმი ჩათვლის საჭიროდ ტესტის გაკეთებას, მაშინ უნდა გავიკეთოთ.

„ტესტის პასუხი სანამ გექნებათ, სასურველია ისევ იზოლაციაში დარჩეთ და იმოქმედოთ ექიმის დანიშნულებისა და რეკომენდაციების მიხედვით. ეს არის დღეს მთავარი გზავნილი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1351 ადამიანს დაუდასტურდა, 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 003, გარდაიცვალა 172 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 4462 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3071, კოვიდ-სასტუმროში - 1772, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

მიხაილო პოდოლიაკი

03 ოქტომბერი 2022, 19:26

მსოფლიო

პოდოლიაკი: რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ნატოს წევრებს თავად მოუნდებათ უკრაინის ალიანსში მიღება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ნატოს წევრებს თავად მოუნდებათ უკრაინის ალიანსში მიღება.

03 ოქტომბერი 2022, 19:06

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი ფულის ნიშნების გავრცელების შესაზღუდად ახალი რეგულაცია დაამტკიცა

ყალბი ფულის ნიშნების გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის ფაქტებზე რეაგირების შესაბამისი წესი დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დოკუმენტით განსაზღვრულია, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ნაღდი ფულის ოპერაციების განმახორციელებელმა პირებმა ყალბი ფულადი ნიშნების გამოვლენისას, როგორ უნდა უზრუნველყონ ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნების მიმოქცევიდან დაუყოვნებლივი ამოღება და სათანადო ორგანოების დროულად ინფორმირების გზით, შეზღუდონ ყალბი ფულის ნიშნების გავრცელება ქვეყნის ტერიტორიაზე.

დენის შმიგალი

03 ოქტომბერი 2022, 19:01

მსოფლიო

ევროკავშირმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების შესახებ

ევროკავშირმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების შესახებ. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

03 ოქტომბერი 2022, 18:47

მსოფლიო

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, სერგეი რიაბოკონი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. რუს დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად 5 დღე მიეცა.

03 ოქტომბერი 2022, 18:25

პოლიტიკა

ოთარ შამუგია: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება, მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 95 მლნ ლარით იზრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სამინისტროს ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან განმარტება გააკეთა.

არვიდას ანუსაუსკასი

03 ოქტომბერი 2022, 18:22

მსოფლიო

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი: ომის მიუხედავად, უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცედურა ახლა უნდა დაიწყოს

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ ომის მიუხედავად, უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცედურა ახლა უნდა დაიწყოს.

03 ოქტომბერი 2022, 18:19

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ პაველ ჰერჩინსკის ევროკავშირის ელჩის პოზიციაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ნაყოფიერი გახდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ზურაბ აზარაშვილი

03 ოქტომბერი 2022, 18:17

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი: ორი წლის განმავლობაში დევნილებისთვის 7 ათასი ბინა აშენდება

„მოგეხსენებათ, ჩვენ მიცემული გვაქვს პირობა, რომ 2024 წლის ბოლომდე 13 ათასი დევნილი ოჯახის ბინებით უზრუნველყოფა მოხდება. ნაწილს გადაეცემა ახალაშენებული ბინები, ნაწილი დაკმაყოფილდება „სოფლად სახლის პროექტის“ ფარგლებში და ნაწილი ასევე დაკმაყოფილდება იმით, თავად რასაც შემოგვთავაზებს - თუ აქვს სურვილი რომელიმე კონკრეტული ბინის შეძენა მოხდება“, - განაცხადა აზარაშვილმა.

03 ოქტომბერი 2022, 18:09

მსოფლიო

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთის ტერიტორია დატოვონ

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესების საფრთხის გამო რუსეთის ტერიტორია დატოვონ.

ზურაბ აზარაშვილი

03 ოქტომბერი 2022, 18:09

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი: მომდევნო წლიდან რეფერენტულ ფასებს დავნერგავთ, კონკრეტულ მედიკამენტებზე ფასის მაქსიმალური ზედა ზღვარი განისაზღვრება

ჩვენ ძალიან მასშტაბური პროექტი გვაქვს დაწყებული მედიკამენტების ბაზრის გამჭვირვალობიდან გამომდინარე. უკვე მომდევნო წლიდან რეფერენტულ ფასებს დავნერგავთ. შერჩეული ქვეყნების მიხედვით, საქართველოში განისაზღვრება მაქსიმალური ზღვარი კონკრეტულ მედიკამენტებზე და მხოლოდ ამ ფასის ფარგლებში შეეძლებათ სააფთიაქო ქსელებს მედიკამენტების გაყიდვა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე ეს ცვლილება ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებს შეეხება.

სანდრო რაქვიაშვილი

03 ოქტომბერი 2022, 18:08

პოლიტიკა

სანდრო რაქვიაშვილი: შანსი გვიჩნდება, რომ აფხაზებთან ურთიერთობა გავაუმჯობესოთ და ის ხალხი, რომლებიც რუსეთის გამო შეიძლება უკრაინასთან ომში აღმოჩნდეს, ჩვენ მივიღოთ

„სავსებით გასაგები იქნება, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ხალხი გაიწვიოს [რუსეთმა]. მათ შორის, უკრაინიდანაც იმავეს აკეთებს და იმ ტერიტორიებზე, რომელსაც აკონტროლებს, ხალხი ჯარში მიჰყავს. ამ ნაწილში, როგორც ჩანს შანსი გვიჩნდება, რომ აფხაზებთან ურთიერთობა ბევრად გავაუმჯობესოთ და ის ხალხი, რომლებიც რუსეთის გამო შეიძლება უკრაინასთან ომში აღმოჩნდეს, ჩვენ მივიღოთ. ეს კარგი ჟესტი იქნება ჩვენი მხრიდან, თუ ხელს შევუწყობთ, რომ ეს ხალხი ომში არ წავიდეს“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილი

03 ოქტომბერი 2022, 18:05

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი: ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ და ბიუჯეტში თანხების მობილიზებამ მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვნად გაგვეზარდა ხარჯვითი ნაწილი

„ჩვენი სამინისტროს შემთხვევაში ეს შეეხო როგორც სოციალურ ასევე ჯანდაცვისა და დევნილების მიმართულებებს. პრინციპში, ეს არის ყველა მიმართულება, რასაც ჩვენი სამინისტრო მოიცავს. 700 მილიონ ლარზე მეტი ზრდა არის სოციალური მიმართულებით, რაც სოციალურ დახმარებას და საპენსიო გასაცემლებს შეეხო. შემდეგია ჯანდაცვის მიმართულება, სადაც მნიშვნელოვანი ზრდაა საყოველთაო ჯანდაცვის და სხვადასხვა პროგრამის მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა დევნილების მიმართულებით, სადაც უპრეცედენტო ზრდა ბიუჯეტი და 300 მილიონი ლარის ფარგლებშია დევნილი ოჯახების ბინებით უზრუნველყოფის ბიუჯეტი“, - განმარტა აზარაშვილმა.

დავით მათიკაშვილი

03 ოქტომბერი 2022, 18:03

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს საკუთარი მრუდე დღის წესრიგით იხელმძღვანელოს და ისე თარგმნოს ყველაფერი, როგორც მას სურს

დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით საინტერესო რეალობის წინაშე დადგა საზოგადოება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რადიკალური ოპოზიციის უუნარობას იყონ თანმიმდევრულები პოლიტიკურ პროცესებში და მეორე მხრივ აჩვენებს მათ სუბიექტივიზმსა და ანტისახელმწიფოებრივ განწყობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

03 ოქტომბერი 2022, 17:35

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებისთვის გაუგებარია, თუ რას სთავაზობს მათ საოკუპაციო რეჟიმი, მათი მომავალი არის ბუნდოვანი - ჩვენ ყველაფერს დავაკვირდებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სათანადო შეფასებებს მივცემთ

რუსეთის მილიტარისტული რიტორიკა, უკრაინაში მიმდინარე ომი, საერთოდ ოკუპაციური პოლიტიკა, რასაც ატარებს რუსეთი, რომ საფრთხეს უქმნის ადამიანებს, მათ შორის აფხაზეთშიც, ეს არის ნათელი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

03 ოქტომბერი 2022, 17:24

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ევროკავშირს არ უთქვამს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უნდა იყოს მიღებული ისეთი კანონი, რომელშიც პირდაპირ ჩაიწერება ერთადერთი სახელი და გვარი

ევროკავშირს არ უთქვამს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უნდა იყოს მიღებული ისეთი კანონი, რომელშიც პირდაპირ ჩაიწერება ერთადერთი სახელი და გვარი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

03 ოქტომბერი 2022, 17:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პარლამენტი და საზოგადოება უნდა დაუბრუნდეს იმ რეალურ პოლიტიკას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის

ვფიქრობ, პარლამენტი და ზოგადად, საზოგადოება უნდა დაუბრუნდეს იმ რეალურ პოლიტიკას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. ასეთი საგნობრივი პროექტები, ამ ტიპის კანონმდებლობის განხილვა შესაძლებლობას გვაძლევს, შევთავაზოთ საზოგადოებას უფრო მეტი, საინტერესო და ინტენსიური დისკუსია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კლიმატის კანონის შემუშავებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

03 ოქტომბერი 2022, 17:15

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 9-დან 15 ოქტომბრამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით ახალი, ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ აღინიშნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 9-დან 15 ოქტომბრამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალი, ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ აღინიშნება, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

03 ოქტომბერი 2022, 17:13

პოლიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა სამხედრო გაწვევის დე ფაქტო განკარგულებას ხელი მოაწერა

ამავე განკარგულების თანახმად, იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც გაწვევის ვადა ამოეწურათ, სამსახურიდან დაითხოვენ. ასლან ბჟანიამ დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტს, რაიონებისა და სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციებს გაწვევასა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება დაავალა.

დიმიტრი პესკოვი

03 ოქტომბერი 2022, 17:11

მსოფლიო

კრემლში აცხადებენ, რომ ანექსირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების „საზღვრები“ ჯერ არ არის განსაზღვრული

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ანექსირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების „საზღვრები“ ჯერ არ არის განსაზღვრული და „მოსახლეობის ნებაზე“ იქნება დამოკიდებული.

03 ოქტომბერი 2022, 17:09

პოლიტიკა

ბიუროს სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

ბიუროს სხდომაზე, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. დღეს, 20:00 საათზე იურიდიული კომიტეტი, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავს. ოპოზიციამ, საარჩევნო კოდექსში, მათ მიერ მომზადებული დოკუმენტის განხილვაც დაჩქარებული წესით მოითხოვა, თუმცა სხდომაზე ითქვა, რომ ამ ორ კანონპროექტს შორის ტოლობის ნიშნის დასმა უსამართლოა და თუკი ოპონენტებს სურდათ საკითხზე საკუთარი მოსაზრებების გაზიარება, ისინი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში უნდა ჩართულიყვნენ