imedi /  22 ოქტომბერი 2020, 10:44 / სანდო წყარო

ინდოეთში კორონავირუსის 55,838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 55,838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 7,706,946-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათში, ინდოეთში 702 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 116,616-ს აღწევს. ჯამში 6,874,518 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

24 იანვარი 2021, 22:15

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.

გიორგი ვოლსკი

24 იანვარი 2021, 21:54

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე: გავა დრო, ეს პროექტები იარსებებს და ყველას ეცოდინება, რომ ეს არ იყო გაკეთებული რაიმე ფინანსური შემოსავლის ან ანგარებით

„გავა დრო, ჩვენი შვილიშვილები იქნებიან უკვე ხანში შესულები და ეს პროექტები იარსებებს და ყველას ეცოდინება, რომ ეს არ იყო გაკეთებული რაიმე ფინანსური შემოსავლის ან ანგარებით, რომელიც პირად ემოციას ან ამპარტავნებას უკავშირდება. ქვეყანას დარჩება უნივერსიტეტიც, ბოტანიკური ბაღიც, დენდროლოგიური პარკიც და უამრავი სხვა რამ და არაერთი გადარჩენილი, ჩვენი სახელმწიფოსთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი. ვფიქრობ, მაინც წარსულს ჩაბარდება ის ღვარძლი, გააფთრებული შეტევა, უსაფუძვლო უტიფარი ხშირ შემთხვევაში, უზნეო, მაგრამ ასეა თუ ისე, გაკეთებული საქმეები თავის თავზე უფრო მეტს ილაპარაკებს, ვიდრე პოლიტიკური გუნდი, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს განცხადებები გაკეთებული“, - მიიჩნევს გიორგი ვოლსკი.

სოზარ სუბარი

24 იანვარი 2021, 21:48

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ოპოზიცია ბოლომდე იმაშიც ვერ ჩამოყალიბდა წავიდა თუ არ წავიდა ბიძინა ივანიშვილი და ეს არის მათი ტრაგედია

„მე რასაც ვუყურებ, თვითონ დარჩნენ საფუძველგამოცლილნი. მართლა არ იციან რაზე ილაპარაკონ, არ იციან რა აკეთონ. არსი დაკარგეს თითქოს თავისი არსებობის. თუ მართლა ვინმე სერიოზულად ფიქრობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას აკეთებდა იმიტომ, რომ პოლიტიკაში მოსულიყო და მან ეს ქველმოქმედება დაიწყო პოლიტიკაში მოსვლამდე 20 წლით ადრე, 20 წლით ადრე დაგეგმა, რომ დახმარებოდა ადამიანებს, რომ მათი სიცოცხლე გადაერჩინა ხშირ შემთხვევაში, მან ეს ყველაფერი შეასრულა, 20 წლის მერე მოიგო და კიდევ 10 წლის მერე წავიდა პოლიტიკიდან, თუ ასეთი ძლიერია მაშინ საერთოდ რაღას იბრძვიან, დაყარონ ფარ-ხმალი“, - ამბობს სუბარი.

ვახტანგ მეგრელიშვილი

24 იანვარი 2021, 21:36

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ მოლაპარაკების წარმატებით დასასრულებლად

ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ ამ მოლაპარაკების წარმატებით დასასრულებლად. თუ ამას არ ვაკეთებთ, მერე პასუხისმგებლობა მოგვიწევს, რატომ არ მოვიქეცით ასე, - ამის შესახებ განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას.

დავით- გარეჯი ამირან გულაშვილი

24 იანვარი 2021, 21:32

სამართალი

ამირან გულუაშვილი: ივერი მელაშვილმა უკანონოდ გაცემული ბრძანების შესაბამისად ხაზი გაავლო ისე, რომ ჩიჩხიტურის მიმდებარე ტერიტორია აღმოჩნდა აზერბაიჯანული მხარის კუთვნილება

„მიუხედავად ამისა, როგორც ივერი მელაშვილი ჩანაწერში საუბრობს, მან უკანონოდ გაცემული ბრძანების შესაბამისად ფაქტობრივად ხაზი გაავლო იმ ფორმით, რომ ჩიჩხიტურის მიმდებარე ტერიტორია აღმოჩნდა აზერბაიჯანული მხარის კუთვნილება“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

თეა წულუკიანი

24 იანვარი 2021, 21:25

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: საგულისხმოა, რომ სააკაშვილის ბრძანება, რომელმაც 10 აგვისტოს დილით გამოიყვანა ჯარები სამხედრო არეალიდან, არსად აღმოჩნდა

„საგულისხმოა, რომ თავად მაშინდელი მთავარსარდლის, სააკაშვილის ბრძანება, რომელმაც 10-ში დილით გამოიყვანა ჯარები სამხედრო არეალიდან, ჩვენთვის სამართლებრივად სასიცოცხლო მნიშვნელობის მტკიცებულება იყო, რომ გვეჩვენებინა, რომ ჩვენ დავტოვეთ სამხედრო მოქმედებები არეალი, მაგრამ რუსეთი ჩვენზე თავდასხმას მაინც აგრძელებდა, ეს ბრძანება არსად აღმოჩნდა და დღეს ვხედავთ, რომ ის მთავარსარდალი, რომელმაც საკუთარ ბრძანებას ვერ მიხედა, ამბობს, რომ მოიგო. მეორედ თი მესამედ გაუგებარი გამარჯვება მოიპოვა“, - განაცხადა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა.

24 იანვარი 2021, 20:35

კულტურა

დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისს“ როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის 2021 წლის გამოშვება ორ ნაწილად გაიმართება: 1-7 თებერვალსა და 2-6 ივნისს. ფორმატი შერეული იქნება, რაც ონლაინღონისძიებების გარდა, კინოჩვენებებზე ფიზიკურ დასწრებასაც გულისხმობს. როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალი 1972 წელს დაარსდა. იგი მაყურებელს საავტორო და ექსპერიმენტულ კინოს სთავაზობს და ფოკუსირებულია ახალი ტალანტების აღმოჩენაზე.

კორონავირუსი

24 იანვარი 2021, 20:21

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 25 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის 25 003 695 შემთხვევა დადასტურდა, 417 538 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ნუგზარ სხირელი

24 იანვარი 2021, 20:09

სპორტი

​თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა

მსოფლიო საჭიდაო სამყაროში აღიარებულმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლას საფუძველი ჩაუყარა. მას არაერთი სახელოვანი შეგირდი და მსოფლიოს უძლიერესი ფალავანი აღუზრდია, მათ შორის არიან ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი.

მიხეილ სარჯველაძე

24 იანვარი 2021, 19:59

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე „ნაცმოძრაობის“ მიერ დაანონსებულ „საპროტესტო სეირნობაზე“: არავინ მისცეს თავს უფლება კანონზე მაღლა დადგეს

„უნდა დავგმოთ ასე ვთქვათ ხელმოცარული ადამიანების მხრიდან მცდელობა, რომ ყურადღება მიიქციონ კანონდარღვევის ჩადენის გზით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ეს არ არის ის ღირებულება, რომლის ირგვლივაც დაფუძნებულია ქართული საზოგადოება. კანონდარღვევა, კანონშეუსაბამო ქცევა - ეს არ არის ის, რაც მოსაწონი უნდა იყოს საზოგადოებაში. პროტესტის ფორმა ნებისმიერ შემთხვევაში ნებადართულია, მაგრამ მანამ ვიდრე ეს მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. შესაბამისად, ჩემი მოწოდება ყველას მიმართ გახლავთ ის, რომ არავითარ შემთხვევაში არავინ მისცეს თავს უფლება, რომ დადგეს კანონზე მაღლა. წესრიგი არის ის ღირებულება, რაც აერთიანებს მთლიანად ჩვენს საზოგადოებას. უმთავრესი და უძირითადესი ღირებულება. შესაბამისად ამის დარღვევის და ფეხქვეშ გათელვის უფლება და შესაძლებლობა არავის უნდა ჰქონდეს. არცერთი მოტივაციის გზით“, - განაცხადა სარჯველაძემ.

სასამართლო კახეთი მკვლელობა

24 იანვარი 2021, 19:48

სამართალი

სასამართლომ სოფელ კისისხევში მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

პროცესზე პროკურორის მიერ დაკავებულის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა გააპროტესტა დაცვის მხარემ იმ არგუმენტით, რომ ბრალდებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც მან აღკვეთის გაუქმება მოითხოვა. ამ მოთხოვნას მოსამართლე არ დაეთანხმა.

ბათუმი აქცია

24 იანვარი 2021, 19:36

რეგიონი

„ნაცმოძრაობის“, „ლელოსა“ და „ალტერნატივას“ წევრები ირაკლი ფანგანის დაკავებას აპროტესტებენ

აქციის მონაწილეთა თქმით, მსგავსი ქმედების ჩადენისთვის ჯერ არავის დაუკავებიათ. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის იყო სიტყვიერი დაპირისოირება, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა.

ნიკა მელია

24 იანვარი 2021, 19:26

პოლიტიკა

ნიკა მელია: ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს - ჩავლეიშვილს მანდატის „ხამად“ მოიხსენიებს, დაჭერილ ფანგანს კი გულანთებულ ახალგაზრდად

„ისტორია კი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს - ჩავლეიშვილს მედროვედ, მანდატის ხამად მოიხსენიებს, დაჭერილ ფანგანს – გაბრაზებულ, აღშფოთებულ, გულანთებულ ახალგაზრდად, რომელსაც ზომიერებამ უღალატა პროტესტის ფორმის შერჩევისას“, - წერს მელია.

24 იანვარი 2021, 19:13

სამართალი

შსს ირაკლი ფანგანის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

„23 იანვარს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1991 წელს დაბადებული ი.ფ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დევნის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა ბათუმში, ერას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მხრიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის - ირაკლი ჩავლეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაში. ი.ფ.-მ დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ანჯეი დუდა

24 იანვარი 2021, 18:50

მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტი რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას მოითხოვს

პოლონეთის პრეზიდენტი ევროკავშირს რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ანჯეი დუდამ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. „არ არსებობს ზეწოლის სხვა ინსტრუმენტი იმ ქვეყანაზე, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. საერთაშორისო სამართლის უზენაესობა არის უმთავრესი პრინციპი. თუ ის დაცულია, აღარ არის ომი.

24 იანვარი 2021, 18:49

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 287 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 287 ადამიანს გამოუვლინდა 10 ინფიცირებული კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 228,975 შეადგინა. ჯამში, გარდაიცვალა 3,082 ადამიანი. ვირუსისგან 220,292 პაციენტი განიკურნა.

კორონავირუსი

24 იანვარი 2021, 18:44

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის სამკურნალოდ ანტისხეულებზე დაფუძნებულ მედიკამენტს გამოიყენებენ

„მომავალი კვირიდან გერმანია ევროკავშირის პირველი სახელმწიფო გახდება, სადაც კორონავირუსის სამკურნალოდ მონოკლონურ ანტისხეულებს გამოიყენებენ. თავიდან ეს საუნივერსიტეტო კლინიკებში მოხდება. ფედერალურმა მთავრობამ უკვე 200 000 დოზა შეიძინა, რისთვისაც 400 მილიონი ევრო დახარჯა“, - განაცხადა სპანმა.

აშშ

24 იანვარი 2021, 18:42

მსოფლიო

კრემლის პრესსპიკერი: რუსეთი დიალოგისთვის მზადაა, თუ ამის სურვილს აშშ გამოთქვამს

„რუსეთი მზადაა დიალოგის დასაწყებად ბაიდენის ახალ ადმინისტრაციასთან, რომლის დროსაც სავარაუდოდ გამოიკვეთება უთანხმოებები“, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა და აღნიშნა, რომ პუტინი შესაბამისად უპასუხებს აშშ-ის სურვილს დიალოგთან დაკავშირებით.

გიორგი ვაშაძე

24 იანვარი 2021, 18:24

COVID19

გიორგი ვაშაძე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე მივიდა, რითაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია

„ხალხს კლავენ შიმშილოთ, ეკონომიკა მოკლეს, ამოხუთეს, არავინ არ გვისაბუთებს, რატომ არის ესა თუ ის შეზღუდვა საჭირო. არავინ ამბობს, რომ ტოტალურად გავხსნათ ყველაფერი, ყველაფერი უნდა იყოს თანაზომადი იმ რისკის, რაც ქვეყანაში არის. არ შეიძლება, ბიზნესი, ეკონომიკა, მოქალაქეები დატოვო უმუშევარი, მშიერი და თვითკმაყოფილი იჯდე სკამში, ამბობდე – ეს არის ჩემი საუკეთესო ქმედება. ამიტომ დემონსტრაციულად ვარღვევ იმ ერთ-ერთ უწესო წესს, რომელიც მათ დააწესეს, რომლის პრეცედენტიც ძალიან ცოტა არის მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ვაშაძემ.

24 იანვარი 2021, 18:12

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში განხორციელდება.