imedi /  24 ოქტომბერი 2020, 11:11 / სანდო წყარო

პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას კორონავირუსი დაუდასტურდა

ანჯეი დუდა

ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი პრესმდივანი ბლაჟეი სპიხალსკი ავრცელებს.

„გუშინ პრეზიდენტ ანჯეი დუდას კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს შესაბამის სამედიცინო სამსახურებთან“, - წერს ბლაჟეი სპიხალსკი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ბექა ლილუაშვილი

26 ნოემბერი 2020, 18:35

პოლიტიკა

ბექა ლილუაშვილი: აუცილებელია, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, ბიზნესს ეკონომიკური წნეხი უნდა შევუმსუბუქოთ

ჩვენი პოლიტიკური გუნდის ამოცანაა ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვა და ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მძიმეა, მაგრამ მართვადი, - ამის შესახებ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ანგელა მერკელი

26 ნოემბერი 2020, 18:32

COVID19

ანგელა მერკელი ევროკავშირის ტერიტორიაზე ყველა სათხილამურო კურორტის დახურვის მოწოდებით გამოდის

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ევროკავშირის ტერიტორიაზე ყველა სათხილამურო კურორტის დახურვის მოწოდებით გამოდის.

ეკატერინე ტიკარაძე

26 ნოემბერი 2020, 18:25

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: სისტემა უძლებს იმ დატვირთვას, რაც დღეს არსებობს

ჩვენი მზადება ყოველთვის ორიენტირებული იყო ყველაზე რთული სცენარისთვის და დღეის მდგომარეობით რა ვითარებაც გვაქვს, გათვლილია ყველაზე რთულ სცენარზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, სისტემა უძლებს იმ დატვირთვას, რაც დღეს არსებობს.

ანრი ოხანაშვილი

26 ნოემბერი 2020, 18:24

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: არ შეიძლება, მოლაპარაკებას წინ ულტიმატუმის ენით საუბარი უძღოდეს

„არ შეიძლება, მოლაპარაკებას წინ ულტიმატუმის ენით საუბარი უძღოდეს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს ამ მოლაპარაკებისთვის სახარბიელო ვითარებას ვერ შექმნის.

26 ნოემბერი 2020, 18:20

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ სიტუაციაში საპენსიო ფონდის გამოყენებას მთავრობა არ განიხილავს

მე მჭირდება მტკიცებულებები, რომ ნამდვილად ითხოვენ მოქალაქეები საპენსიო ფონდის ახლა გამოყენებას, რაშიც მე ეჭვი მეპარება. ვისაც არ უნდოდა საპენსიო ფონდში მონაწილეობის მიღება, მათ დატოვეს ეს ფონდი. ვინც ამ ფონდშია გაწევრიანებულია, ეს გადაწყვეტილება თავად მიიღეს და მთავრობა ვალდებულია მათი ინტერესი დაიცვას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

26 ნოემბერი 2020, 18:16

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 3,705 დადასტურდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 3,705 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 32 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში კორონავირუსის 106,101 შემთხვევა გამოვლინდა, 68,572 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1,256 გარდაიცვალა.

ეკატერინე ტიკარაძე

26 ნოემბერი 2020, 18:16

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: გვაქვს საკმაოდ აგრესიული ინფექციის ზრდა და ძალიან მნშვნელოვანია, გავრცელების სიჩქარის კონტროლი შევძლოთ

„როდესაც შეზღუდვებზე ვსაუბრობთ, გვიწევს გადაწყვეტილება მივიღოთ ორი მნიშვნელოვანი კომპონენტით. რადგან სოციალური მიმართულებაც ჯანდაცვის სამინსიტროს ეკუთვნის, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა მდგომარეობაა მოსახლეობაში ამ მიმართულებით. როდესაც ვაკეთებთ შეწონვას, რა ღონისძიებების განხორციელება არის საჭირო, გუნდშივე ხშირად გვიწევს კამათი და მსჯელობა იმაზე, რომ შევძლოთ ბალანსის დაცვა ორ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს შორის. შეზღუდვები, რომლებიც ჩვენ დღეს დავაწესეთ პირველ რიგში მიმართულია ინფექციის დროულ და ეფექტურ შეჩერებაზე. დღეს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებაში გვაქვს საკმაოდ აგრესიული ინფექციის ზრდა და ძალიან მნშვნელოვანია შევძლოთ და დავიწყოთ ინფექციის გავრცელების სიჩქარის კონტროლი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჰულუსი აქარი

26 ნოემბერი 2020, 18:14

მსოფლიო

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: ყარაბაღთან დაკავშირებით საფრანგეთის სენატის რეზოლუცია იმაზე მიუთითებს, რომ საფრანგეთი რეგიონში პრობლემის ნაწილია

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია იმაზე მიუთითებს, რომ საფრანგეთი არა პრობლემის დარეგულირების, არამედ რეგიონში პრობლემის ნაწილია.

გიორგი ვოლსკი

26 ნოემბერი 2020, 18:14

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციის ერთ ნაწილს, სააკაშვილის მეთაურობით, დესტაბილიზაცია სურს

„შეთანხმება აუცილებელია, თუ ამ ქვეყნის ბედი გენაღვლება, მაგრამ არ შეიძლება, რომ ეს შეთანხმება საზოგადოების ხარჯზე მოხდეს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ფრანგული პოლიცია

26 ნოემბერი 2020, 18:12

მსოფლიო

ფრანგი მასწავლებლისთვის თავის მოკვეთის საქმეზე ბრალი მის 4 მოსწავლეს წაუყენეს

პარიზის გარეუბანში სკოლის მასწავლებლის, სამუელ პატისთვის თავის მოკვეთის საქმეზე ბრალი მის 4 მოსწავლეს წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე

26 ნოემბერი 2020, 18:04

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: ჩვენი პოზიცია იგივეა - არჩევნები გაყალბდა

„რაღაც პროგრესი არის, მაგრამ ის ხისტი პოზიცია, რომელიც ტელევიზიიდან გვესმის, აბსოლოტურად კონტრპროდუქტიულია პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დავით გარეჯის ლავრა

26 ნოემბერი 2020, 17:58

სამართალი

დავით გარეჯის საქმეზე პროკურორმა წინასასამართლო სხდომის ორი თვით გადადება ითხოვა

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხზე 2012 წელს ჟურნალისტის შეკითხვას სპონტანურად უპასუხა, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორია არ არის. ამის შესახებ დღეს მან საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

დიეგო მარადონა

26 ნოემბერი 2020, 17:54

მსოფლიო

ადვოკატის განცხადებით, მარადონასთან სასწრაფო ნახევარი საათის შემდეგ მივიდა

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას ადვოკატის, მატიას მორლას განცხადებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა ექსფეხბურთელთან გამოძახებიდან ნახევარი საათის შემდეგ მივიდა.

გიგი უგულავა

26 ნოემბერი 2020, 17:54

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: საკითხები, რომლებსაც ახლა განიხილავენ, პოზიციების დაახლოების ოპტიმიზმს გვაძლევს

„ასე რომ, ველოდებით მესამე რაუნდს. აქ უკვე საინტერესოა ხელისუფლების პოზიცია. ჩვენ, ამ პერიოდის განმავლობაში არ მოგვისმენია ხელისუფლების პოზიცია, რა წინადადებით აპირებს ის წარდგენას მესამე რაუნდზე. არსებობს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება მზად არის რაღაც კომპრომისზე, ჩვენ ასეთი წინადადება არ მოგვისმენია. თუმცა ის საკითხები, რომლებიც იხილება, შესაძლოა გვაძლევდეს რაღაც ოპტიმიზმს, რომ საბოლოო ჯამში, შესაძლოა დაახლოვდეს პოზიციები.

რამაზ საყვარელიძე

26 ნოემბერი 2020, 17:51

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: ოპოზიცია პარლამენტში თუ არ შევიდა, ეს უკვე საბოტაჟია, ისინი ხელისუფლებისაგან უკანონო ნაბიჯებს ითხოვენ

„ხელისუფლებამ ერთპარტიულობისთვის ხელისშემშლელი ნაბიჯი არ უნდა გადადგას, რომ მერე არ უსაყვედუროს ვინმემ ეს ამბავი. შესაბამისად, მიზეზი შუსვლელობის თვითონ არ უნდა იყოს. ოპოზიცია თუ არ შევიდა, ეს უკვე საბოტაჟია. ოპოზიცია ხელისუფლებისაგან უკანონო ნაბიჯებს ითხოვს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

არსენ ავაკოვი

26 ნოემბერი 2020, 17:50

COVID19

უკრაინის შს მინისტრი: ქვეყანაში სულ მცირე 3-4 კვირით ლოკდაუნი უნდა დაწესდეს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სულ მცირე 3-4 კვირით ლოკდაუნი უნდა დაწესდეს.

ბადრი ჯაფარიძე

26 ნოემბერი 2020, 17:49

პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე: დიდი ალბათობით, მიტინგები აღარ გაიმართება

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, არსებული პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ოპოზიცია მასშტაბურ აქციებს აღარ გამართავს. მისი თქმით, ისედაც საფრთხისშემცველ გარემოს სხვა ფაქტორები არ უნდა დაუმატონ.

26 ნოემბერი 2020, 17:33

ეკონომიკა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გუნდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და მათი დაძლევის გზები იყო განიხილვის მთავარი საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელთან, სელიმ ჩაკირთან, გამართულ დისტანციურ შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტ, სოსო ფხაკაძესთან ერთად აღმასრულებელი გუნდის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

26 ნოემბერი 2020, 17:30

რეგიონი

სენაკის მუნიციპალიტეტში, ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტში, ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს , - ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტს, რომლის ღირებულება 46 282, 76 ლარს შეადგენს, შპს ,,ჯეო ბილდერი“ ახორციელებს.

სალომე ზურაბიშვილი

26 ნოემბერი 2020, 17:20

ტაბლოიდი

სალომე ზურაბიშვილი ბებია გახდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბებია გახდა. ამის შესახებ მან Instagram-ზე დაწერა.