imedi /  24 ოქტომბერი 2020, 12:20 / სანდო წყარო

უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,014 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,014 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 337,410 ადამიანს დაუდგინდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსს 125 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამში კი 6,289 ინფიცირებული გარდაიცვალა. უკრაინაში 139,755 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

28 იანვარი 2021, 17:58

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 209 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 209 ადამიანს გამოუვლინდა, 8 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 229,793 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,113 ადამიანი. ვირუსისგან 224,154 პაციენტი განიკურნა.

მუჰამედ ჯავად ზარიფი სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2021, 17:51

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მუჰამედ ჯავად ზარიფმა ირანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

თამთა მეგრელიშვილი

28 იანვარი 2021, 17:47

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი დავით გარეჯზე: დარწმუნებული ვარ გამოიკვეთებიან საქმის მთავარი ფიგურანტები, ვინც ჯერ დუმს, ან შესაძლოა ის, ვინც ბევრს ყვირის

პროკურატურა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გააგრძელებს საქმეზე მუშაობას დარწმუნებული ვარ გამოიკვეთება საქმის მთავარი ფიგურანტები, ვინც ჯერ დუმს ან შესაძლოა ვინც ბევრ ყვირის, - იურისტი თამთა მეგრელიშვილი ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოთი გათავისუფლების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობას. როგორც იურისტი სოციალურ ქსელში წერს, დავით გარეჯის საქმის გარშემო ილიჩოვასა და მელაშვილის ბრალდებასთან დაკავშირებით გამოძიებას პრაქტიკულად ყველა მტკიცებულება ხელთ აქვს.

28 იანვარი 2021, 17:37

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე. ბექა ძამაშვილი, საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქეთი სარაჯიშვილი და იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი, აიმანიში ტაკაო, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გოჩა ლორთქიფანიძემ აკირა იმამურას მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს.

28 იანვარი 2021, 17:36

პოლიტიკა

ალესანდრე მოწერელია: ელჩის მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ ქართული აგროსამრეწველო პროდუქცია იხილონ ჩეხეთის ბაზარზე

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე მოწერელია ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პეტრ მიკისკას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობას და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს, განსაკუთრებით კი საპარლამენტო კავშირების განმტკიცებას დაეთმო.

მიხეილ ჩხენკელი

28 იანვარი 2021, 17:36

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ონლაინ კონფერენცია „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და გამოწვევები“ გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

28 იანვარი 2021, 17:36

რეგიონი

31 იანვარს ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბში მოძრაობა რამდენიმე საათით ნაწილობრივ შეიზღუდება

თუმცა, აღნიშნული სამუშაოების ჩატარება ტექნიკურად ვერ ხერხდება დაგეგმილ დროს. რის გამოც, სამუშაოები შესრულდება, 2021 წლის 31 იანვრის 00:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე. ამ პერიოდში შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ, ჯერ ერთ შემდეგ მეორე მხარეს.

გიორგი კვარაცხელია

28 იანვარი 2021, 17:32

ეკონომიკა

„ლილოს“ დირექტორის თქმით, მთავრობასთან შეხვედრაზე ითქვა, რომ ბაზრობების გახსნის თარიღი 15 თებერვლის იქით არ გადაიწევს

„ბევრი ვიკამათეთ, ბევრი ვიდავეთ და იმედია თარიღი არ გადაიწევს. ჯერჯერობით შაბათ-კვირას არ გვხსნიან და როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ყველაფერი დამოკიდებულია, როგორი ვითარება იქნება შემდეგ კვირას. ეკონომიკური გუნდი ჩვენ მხარეს დგას, სურვილი აქვთ რომ მოგვყვნენ, რადგან სხვა გამოსავალი არაა, თავზე გვენგრევა ეკონომიკა“, - აღნიშნა კვარაცხელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

28 იანვარი 2021, 17:29

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტად მყოფი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მუჰამედ ჯავად ზარიფს ტელეფონით ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დავით ზალკალიანი მიესალმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტს და მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით პირადად ვერ უმასპინძლა კოლეგას.

ვახტანგ გომელაური

28 იანვარი 2021, 17:16

სამართალი

პარლამენტის ნდობის ჯგუფი ვახტანგ გომელაურს უსმენს

გომელაური ნდობის ჯგუფს წარუდგენს ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2020 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ.

ნათია თურნავა

28 იანვარი 2021, 17:13

პოლიტიკა

ნათია თურნავა ვაქცინებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ეს არის მორიგი ტყუილი და არასერიოზული გამონათქვამი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას შეფასებით, ვაქცინებთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება „მორიგი ტყუილი და არასერიოზული გამონათქვამია“. მისი თქმით, აქტიურად მუშაობენ, არამარტო „კოვაქს“ პლატფორმის შიგნით, არამედ პირდაპირ მომწოდებელ კომპანიებთან და სხვა ქვეყნებთან.

ალეკო ელისაშვილი

28 იანვარი 2021, 17:12

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება მოლაპარაკების შედეგია

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ულოცავს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

ნათია თურნავა

28 იანვარი 2021, 17:05

პოლიტიკა

ნათია თურნავა: კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველოს ქულა არის სტაბილურად კარგი, რაც ნიშნავს, რომ აღქმა კორუფციისა და კორუფციის საფრთხისა არის ძალიან დაბალი

კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 2020 წელს კვლავაც შეინარჩუნა საკმაოდ კარგი ქულა, ეს არის 56 ქულა, ანუ არანაირად ჩვენი პოზიციები არ გაუარესებულა და პირიქით, კვლავაც საქართველო ინარჩუნებს რეგიონში ლიდერის პოზიციას, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო აღნიშნული მაჩვენებლით რეგიონში საუკეთესოა.

ეკატერინე ტიკარაძე

28 იანვარი 2021, 17:03

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბაზრობების გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ თარიღზე, არამედ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე

„ბაზრობებს ჰქონდათ სურვილი და მესმის, რომ არსებობს მათი დროულად გახსნის საჭიროება. ჩვენ შევეცადეთ აგვეხსნა მათთვის ყველა ის მიზეზი, რატომ არის ბიზნესის გახსნისას თანმიმდევრობის დაცვა საჭირო. ისინი ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდნენ და შევჯერდით იმაზე, რომ გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ თარიღზე, არამედ დავაკვირდებით ეპიდემიოლოგიური მდგომარეობას, სტატისტიკურ მონაცემებს და შესაბამისად, როგორც კი ეპიდემია მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ დროულად მივიღოთ გადაწყვეტილება ბაზრობებისა და სხვა ბიზნესის სასარგებლოდ, რა თქმა უნდა, საბჭო იმსჯელებს ამის თაობაზე“.

ნათია თურნავა

28 იანვარი 2021, 17:01

ეკონომიკა

ნათია თურნავა არ გამორიცხავს, რომ ბაზრობები დაანონსებულზე ადრე გაიხსნას

ვაკვირდებით რა იმას, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება მეტ-ნაკლებად კონტროლირებადია და დადებითობის მაჩვენებელიც უმჯობესდება, არ გამოვრიცხავთ, რომ ერთი კვირის თავზე, თუ ეს ტენდენცია სტაბილურად გაგრძელდება, ბაზრობებისთვის ოპტიმისტური გადაწვეტილება მივიღოთ და ამ თარიღმა უფრო ახლოს გადმოიწიოს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ბაზრობების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

28 იანვარი 2021, 17:00

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მუჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები იყო რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, როგორც რეგიონის ეკონომიკური განვითარების, ასევე რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

ნატალია ილიჩოვა ივერი მელაშვილი

28 იანვარი 2021, 16:57

სამართალი

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ. მათ სასამართლომ გირაო შეუფარდა. 13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.

ვლადიმერ ბოჟაძე

28 იანვარი 2021, 16:54

საზოგადოება

ვლადიმერ ბოჟაძე: დანაშაულის დამკვეთებს აქვთ „ვალდებულება“ როცა „შემსრულებელი ჩავარდება“ გირაოს თანხის გადახდა უზრუნველყონ, მგონი ეგ კამპანიაც დაიწყება, პირველ შენატანს ნიკა გვარამია გაიღებს

დანაშაულის დამკვეთებს აქვთ ,,ვალდებულება" როცა ,,შემსრულებელი ჩავარდება" გირაოს თანხის გადახდა უზრუნველყონ, მგონი ახლა ეგ კამპანიაც დაიწყება, პირველ შენატანს ნიკა გვარამია გაიღებს - ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოთი გათავისუფლების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

კორონავირუსზე ტესტირება

28 იანვარი 2021, 16:54

COVID19

სოფელ ინგირის მეორე საჯარო სკოლის 5 მოსწავლესა და 2 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მამუკა ბულიას განცხადებით, ინფიცირებულების ყველა კონტაქტი თვითიზოლაციაშია გადასული და დანარჩენი კლასები სწავლას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით აგრძელებენ.

ივერი მელაშვილი

28 იანვარი 2021, 16:53

სამართალი

სასამართლომ თანამდებობიდან ივერი მელაშვილის გადაყენების შუამდგომლობაც დააკმაყოფილა

13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.