http://imedi.ge/ /  24 ოქტომბერი 2020, 22:01 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: ვიდრე ცდილობენ, იპოვონ „კატა ბნელ ოთახში“, ჩვენ დიდი წარმატებით ვუმკურნალეთ 26-ათასზე მეტ კოვიდინფიცირებულს

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უცხოეთში მყოფ იმ ქართველ მედიკოსებს პასუხობს, რომლებიც საქართველოს სახელისუფლებო ვერტიკალისა და ექიმების მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო პოლიტიკასა და ღონისძიებებს აკრიტიკებენ.

„ბატონი გიორგი კანდელაკი ა.წ. 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტში წარუმატებლად შეეცადა ნეგატიურად შეეფასებინა ქვეყანაში სახელისუფლებო ვერტიკალისა და ექიმების მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო პოლიტიკა და ღონისძიებები (მაშინ მან თავი აარიდა ჩვენთან ამ საკითხზე ტელედებატებს).

ა.წ. 17 და 18 ოქტომბერს ბ-ნმა გიორგიმ და ბ-ნმა რევაზ ბოჭორიშვილმა (რომელიც საფრანგეთში საქმიანობს) გამოაქვეყნეს პოსტები, სადაც დაუფარავი კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ ჯანმო-ს საერთაშორისო კვლევა „Solidarity”-ის შუალედური შედეგების მიხედვით, არ დადასტურდა მედიკამენტ რემდესივირის (ისევე, როგორც ამ კვლევაში ჩართული სხვა მედიკამენტების) ეფექტი COVID-19-ისმკურნალობაში და ნიშნის მოგებით და ძალიან ნეგატიურად აფასებენ ქვეყანაში COVID-19-ის კლინიკური მართვის პროცესს. სრულიად გაუგებარია, რა უხარიათ ან რა აქვთ ნიშნის მოსაგები და სასაყვედურო. საიდან ამდენი ტყუილი, ღვარძლი და ბოღმა.

რა, თუ მედიკამენტები, რომლებსაც მთელი მსოფლიო იმედის თვალით შეჰყურებს არაეფექტიანი ან ნაკლებ ეფექტიანი გამოდგა, ეს სასიხარულოა და ვინმესთვის კარგია? რატომ ვერ ეგუებიან ისინი, რომ ბოლო პერიოდში COVID-19-ით მკვეთრად გაზრდილი ავადმყოფების რაოდენობის მიუხედავად ქვეყანა მაინც წარმატებით მართავს პროცესებს. მინდა ყველა იმ პირს, რომელიც ხელმძღვანელობს პრინციპით „რაც უარესი, მით უკეთესი“ ვინც ამბობს, რომ ქვეყანაში სიკვდილობა კატასროფულად იზრდება და ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველომ COVID-თან ბრძოლაში კრახი განიცადა, მკაფიოდ და გასაგებად ვუთხრა, რომ ეს ტყუილია. დიდი ტყუილი.

COVID პაციენტების მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის პირობებშიც კი საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც აქვს გარდაცვალების შემთხვევების ევროპის 49 ქვეყანასა და ამერიკის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, როგორც პროცენტულად (0,73%), ისე გარდაცვლილთა აბსოლუტური რაოდენობით ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით (48 გარდაცვლილი). ეს ასეა, მოსწონთ თუ არა ეს მათ და შეუძლიათ ამაში მარტივად დარწმუნდნენ, თუ გაეცნობიან ევროპის CDC-ის, ამერიკის CDC-ის, Worldometers-ის და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მონაცემებს. გასაგებია, რომ მათ და მათ თანამოაზრეებს „სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდათ“, მაგრამ ეს არ აძლევს მათ ადამიანების ბედით მანიპულირების უფლებას.

ბ-ნი რევაზითავის პოსტში წერს „საქართველოში დღეს რაც ხდება, მსგავსი დაბოლების?!, COVID-ის გაპოლიტიზირებისა და მკერდში მჯიღების ცემის შედეგიცაა“?!. ისეთი რა ხდება ბატონო რევაზ, რაც საფრანგეთში არ გინახავთ? მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი მატების მიუხედავად, საქართველო ყველა მაჩვენებლით ბევრად სჯობნის საფრანგეთს, სადაც თქვენ საქმიანობთ. კერძოდ, საფრანგეთში 24 ოქტომბრის მონაცემებით სულ დაფიქსირებულია 1 041 075 შემთხვევა და 34 508 გარდაცვალება (3,31%). მაშინ, როცა საქართველოში დაფიქსირებულია 26 503 შემთხვევა და 193 გარდაცვალება (0,73%). 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საფრანგეთში COVID-19-ის 15 938 შემთხვევაა და 528 გარდაცვალება, მაშინ როდესაც საქართველოში - COVID-19-ის 6 648 შემთხვევაა და 48 გარდაცვალება - ანუ 11-ჯერ ნაკლები?! ვიდრე საფრანგეთში და ეს მაშინ, როცა საქართველოს ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა მთლიანობაში საფრანგეთისაზე ბევრად უფრო სუსტია და კიდევ აქეთ გვედიდგულებით? COVID-19-ის ახალი შემთხვევებითაც კი საფრანგეთში უარესი მდგომარეობაა 42 038 ახალი შემთხვევაა (1 მილიონ მოსახლეზე - 647), ვიდრე საქართველოში - 1941ახალი შემთხვევაა (1 მილიონ მოსახლეზე - 511).

აღსანიშნავია აგრეთვე, რომ საქართველომ ამას სწორედ COVID-19-ის უკეთესი მართვით, მათ შორის უკეთესი კლინიკური მართვით მიაღწია და არა ჩაკეტვებითა და შეზღუდვებით,რამეთუ ეს უკანასკნელი გაზაფხულზეც და მითუმეტეს ახლა გაცილებით უფრო მკაცრი და მასშტაბური იყო საფრანგეთში, ვიდრე საქართველოში (თუ გინდათ ჩამოგითვლით). ასე, რომ ბ-ნმა რევაზმა უმჯობესია თავის საფრანგეთს მიხედოს.

ის მაინც გაიხსენოს, რა საშინელებები ხდებოდა საფრანგეთში (და ევროპის სხვა ქვეყნებშიც), თუ რამდენი ხანი ელოდებოდნენ ავადმყოფები (მათ შორის მძიმე ავადმყოფები) ტესტის პასუხებს და ჰოსპიტალიზაციას და რამდენი ავადმყოფი მოუკვდათ ისე, რომ საავადმყოფოში მოხვედრაც არ ეღირსათ, ან როგორ მიჰყავდათ მძიმე ავადმყოფები გადასარჩენად მეზობელ გერმანიაში. საქართველოში ხომ ჯერჯერობით არაფერი მსგავსი არ ხდება.

ახლა, ყველაზე გულდასაწყვეტი და ჩვენთვის მტკივნეული. ბ-ნმა გიორგიმ,რომელსაც უდიდეს პატივს ვცემდით ჩვენგან ყოველგვარი საბაბის გარეშე ძალიან მოუხშირა არაკორექტულ და შეურაცხმყოფელ პასაჟებს ჩვენს მიმართ. ის თავის თავს უფლებას აძლევს თავის პოსტებში გამოთქვას თავისი კოლეგების მიმართ ისეთი არაკორექტული და სინამდვილეს მთლიანად აცდენილი ბრალდებები, როგორიცაა: „ღია კორუფციაში“?! ბრალდება COVID-19-ით უსიმპტომო პაციენტების ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით. იგი აცხადებს, რომ COVID კლინიკები სავსეა პირდაპირ „სახნავ-სათესიდან წამოყვანილი“ უსიმპტომო პაციენტებით (ისე, რომ არცერთ COVID კლინიკაში ერთხელაც არ არის ნამყოფი), უაპელაციოდ აცხადებს, რომ „ჩვენ უკვე ვავნეთ ასობით ადამიანს“?!

ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობით და შევეცადოთ აღარ ვავნოთ სხვა მკურნალობებით“?! „რომ არ წავიტეხოთ ცხვირი ისე, როგორც მოგვივიდა ჰიდროქსიქლოროქინის შემთხვევაში წარსულში და რემდესივირის შემთხვევაში სულ ახლახანს“?! ეს უკვე სცდება არაკორექტულობის და არაეთიკურობის ფარგლებს და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, კორუფციის ბრალდებაზე რომ არაფერი ვთქვათ.

ხომ შეიძლება ვიღაცამ მართლა დაიჯეროს, რომ ჩვენ ასობით ადამიანს უკვე ვავნეთ?! მითუმეტეს, რომ ჰიდროქსიქლოროქინს COVID პაციენტების გარდა ბევრი სხვა ავადმყოფებიც იღებენ და ყველა მათგანი სტრესში აღმოჩნდება. ან კიდევ მართლა „წავიტეხეთ ცხვირი“ წარსულშიც და სულ ახლახანს (რა აზრები მოგდით?).

ვის რა ვავნეთ ბატონო გიორგი? ან რაზე „წავიტეხეთ ცხვირი“? ჰიდროქსიქლოროქინზე ჩვენთან არცერთი გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა და პრაქტიკულად ყველა ავადმყოფი განიკურნა, ხოლო რემდესივირი კი ჯერ საერთოდ არ გამოგვიყენებია და რომც გამოგვეყენებინა, რა? მთელი მსოფლიო იყენებს და FDA-მაც უკვე ოფიციალურად დაამტკიცა. კიდევ რაღას ვუცადოთ? გამოდის, რომ თქვენს გარდა ყველამ „ცხვირი წაიტეხა“? და საერთოდ საქართველოში სადღეისოდ 50-მდე COVID კლინიკა მუშაობს და თან სულ სხვადასხვა გემოვნების და ბ-ნ გიორგის სხვადასხვა კვლევის შედეგებით მანიპულირების ნაცვლად, რომლებიც ისედაც ყველამ კარგად ვიცით, თავისუფლად შეეძლო ემუშავა რომელიმე მათგანში და თავისი წვლილი შეეტანა პაციენტების მკურნალობაში.

თორემ ვიდრე ბ-ნი გიორგი და მისი თანამოაზრეები ცდილობენ, იპოვონ „კატა ბნელ ოთახში“, ჩვენ დიდი წარმატებით ვუმკურნალეთ 26-ათასზე მეტ COVID-19-ით ავადმყოფს ევროპასა და ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიკვდილობის მაჩვენებლით“, - წერს თენგიზ ცერცვაძე Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში დღეს კორონავირუსი კიდევ 1 941 ადამიანს დაუდასტურდა, 412 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი, 23 მაისს კი, მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათიც გაუქმდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

29 ნოემბერი 2020, 00:59

ტაბლოიდი

ინდოეთში 14 წლის ვუნდერკინდმა ბაკალავრის ხარისხი მიიღო

ინდოეთში, ქალაქ ჰაიდარაბადში მცხოვრებმა 14 წლის მოზარდმა ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ამის შესახებ Newsflare იუწყება. აგსტია ჯაისვალი ჰაიდარაბადში ოსმანთა უნივერსიტეტში სწავლობდა და ბაკალავრის ხარისხი მიიღო. მან ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტი დაამთავრა. ის აცხადებს, რომ პირველი სტუდენტია, რომელმაც ბაკალავრის ხარისხი 14 წლის ასაკში მიიღო.

29 ნოემბერი 2020, 00:50

ტაბლოიდი

კენიაში კაცი ბალზამირების დროს გაცოცხლდა

კენიაში, კაცი მორგში ბალზამირების პროცედურის დროს გაცოცხლდა. ამის შესახებ New York Post-ი გამოცემა The Standart-ზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, 32 წლის პიტერ კიგენი კლინიკაში კუჭის პრობლემებისგან გამოწვეული კომატოზური მდგომარეობით კლინიკაში მიიყვანეს. კიგენის ძმის განცხადებით, მას ერთ-ერთმა მედდამ აცნობა, რომ პაციენტი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მან კინგის ძმას გადასცა შესაბამისი საბუთები, ნათესავებმა გარდაცვლილის ცხედარი მორგში გადაასვენეს.

ქეთევან ბუბუტეიშვილი

29 ნოემბერი 2020, 00:25

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძის მეუღლე: ყველაფერს წესით და რიგით რომ აკეთებ და მაინც ტალახს გესვრიან, ძალიან სამწუხაროა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მეუღლე ქეთევან ბუბუტეიშვილი მედიაში გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. „მინდა გამოვეხმაურო TV პირველის ცილისმწამებლურ სიუჟეტს. განმარტებას ვაკეთებ იმ ადამიანებისთვის, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ოჯახზე. ათი წელი ვიცხოვრეთ ამ ბინაში, რომელსაც თავიდან ვქირაობდით და შემდეგ ვიყიდეთ იპოთეკით, როგორც ბევრი მოქალაქე აკეთებს.

ზურაბ ჯაფარიძე

29 ნოემბერი 2020, 00:08

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: თუ ხელისუფლება მოდის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, მე გავცვლიდი ამას ბოიკოტში

„გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციას აქვს ბოიკოტი, რომელიც შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანში დააბარტერო. „მე და „გირჩსაც“ პარლამენტში შესვლა გვინდოდა, რომ იქ გვეკეთებინა საქმე, რაზეც ოპოზიციასთან შეთანხმებები დავდეთ. თუ კითხვა ისაა, რომ თუ ვადამდელ არჩევნებზე ხელისუფლებამ უარი თქვა, მაგრამ მოდის მართლმსაჯულების სისტემის იმ რეფორმაზე, რომელზეც ოპოზიცია ვართ შეთანხმებული, ამაში უნდა გაიცვალოს თუ არა ბოიკოტი, მე ეგრევე გავცვლიდი“, - ამის შესახებ ჯაფარიძემ „ზუმში“ ონლაინ შეხვედრაზე მხარდამჭერებთან საუბრისას განაცხადა.

კალათბურთი

28 ნოემბერი 2020, 23:40

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მესამე შეხვედრა მოიგო

ქართველმა კალათბურთელებმა ფინეთის ნაკრები სტუმრად, ანგარიშით 91:85 დაამარცხეს. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 27 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 30 ნოემბერს შვეიცარიის ნაკრებთან გამართავს. თამაში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

კორონავირუსი

28 ნოემბერი 2020, 23:22

COVID19

კახეთში ორი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

კახეთში ორი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ვირუსს ემსხვერპლა საგარეჯოს სოფელ ნინოწმინდაში მცხოვრები 82 წლის ქალი, რომელიც მკურნალობის კურსს საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ მუშაობდა. COVID-19- ის დიაგნოზით დაიღუპა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის მკვიდრი 76 წლის ქალიც. პაციენტი თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფიელებაში იყო მოთავსებული.

28 ნოემბერი 2020, 22:58

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკასა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს, ასევე, სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა შეაფასეს.

კახეთი

28 ნოემბერი 2020, 22:42

COVID19

კახეთში COVID19-ის 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში COVID19-ის 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის მასშტაბით კი სულ 3,582 ინფიცირებულია. დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობა მუნიციპალიტეტის მიხედვით ასეთია: ახმეტა-33, გურჯაანი-36, დედოფლისწყარო -16, თელავი -44, ლაგოდეხი- 58, საგარეჯო-12, სიღნაღი -9 და ყვარელი-28.

სანდრო მამუკელაშვილი

28 ნოემბერი 2020, 22:37

სპორტი

სანდრო მამუკელაშვილმა აშშ-ში ახალი სეზონი ორმაგი დუბლით გახსნა

მან 13-დან 6 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. მამუკელაშვილისთვის ეს სტუდენტურ ლიგაში რიგით მერვე ორმაგი დუბლია. მომდევნო შეხვედრას "სეტონ ჰოლი" 2 დეკემბერს, "როდ აილენდთან" გამართავს.

ფრანჩესკო ტოტი

28 ნოემბერი 2020, 22:29

სპორტი

ფრანჩესკო ტოტი: მგონია, რომ იბრაჰიმოვიჩი 50 წლამდე ცალი ფეხითაც ასეთ დონეზე იასპარეზებს

„მგონია, რომ 50 წლამდე ცალი ფეხითაც ასეთ დონეზე იასპარეზებს“, - ასე ახასიათებს ფრანჩესკო ტოტი ზლატან იბრაჰიმოვიჩს.

ლევან დავითაშვილი

28 ნოემბერი 2020, 22:18

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფას საფრთხე არ ემუქრება

„პანდემიის მიუხედავად, საქართველოს სასურსათო ჯაჭვში არ ყოფილა წყვეტა და არცერთი პროდუქტის დეფიციტი არ ყოფილა. ჩვენ არ გვინახავს ცარიელი დახლები“, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

აკაკი ზოიძე

28 ნოემბერი 2020, 21:55

საზოგადოება

აკაკი ზოიძე: თუ ინფექციის გავრცელების სიჩქარე არ შევანელეთ, ამას კარგად მომზადებულ სისტემაც ვერ გაუძლებს

„თუ ინფექციის გავრცელების სიჩქარე არ დავაგდეთ, გერმანიიდანაც რომ ჩამოვიყვანოთ ექიმები, მხოლოდ რამდენიმე დღეს მოვიგებთ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

28 ნოემბერი 2020, 21:40

ეკონომიკა

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ენკა რინიუებლზი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ენკა რინიუებლზი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ მიზანმიმართულ დეზინფორმაციას, რომელიც ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტთან და კომპანია „ენკასთან“ დაკავშირებით ვრცელდება. „ენკა“ 63-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 20 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული“, - აცხადებენ კომპანიაში.

კახი კავსაძე

28 ნოემბერი 2020, 21:31

COVID19

კახი კავსაძე კლინიკაშია გადაყვანილი და მართვით სუნთქვაზეა

მსახიობი კახი კავსაძე ჰოსპიტალიზებულია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, კახი კავსაძე მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. „მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, სუნთქვის უკმარისობა აქვს და მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

აკაკი ზოიძე

28 ნოემბერი 2020, 21:27

COVID19

აკაკი ზოიძე: ვაქცინა ერთადერთი გამოსავალია

„ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება, რომელიც კაცობრიობას გამოუგონია ნებისმიერი ინფექციური დაავადების დასამარცხებლად“, - ის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა „ქრონიკაში“ განაცხადა. „მსოფლიოში, რამდენიმე მილიარდი ადამიანი იმედით შეჰყურებს ამ ვაქცინას, ასე რომ, არ მგონია, რომ გვქონდეს იმის ფიქრის საფუძველი, რომ ეს ჩვენზე სხვანაირად იმოქმედებს. მიმაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან, სხვა შემთვევაში, ამ მდგომარეობაში ყოფნა მოგვიწევს“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

აკაკი ზოიძე

28 ნოემბერი 2020, 21:06

საზოგადოება

აკაკი ზოიძე: დღეს ეპიდემიოლოგიური კუთხით, ცეცხლი უკიდია ჩვენს ქვეყანას

აკაკი ზოიძე მთავრობის მიერ ახალი შეზღუდვების დაწესებას ერთადერთ სწორ გამოსავლად მიიჩნევს. ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, რამდენად შევძლებთ ამ რეგულაციების აღსრულებას, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ორ კვირაში უნდა გვქონდეს კლება.

ლევან დავითაშვილი

28 ნოემბერი 2020, 21:00

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა განმარტა, რა სქემით შენარჩუნდება პურის ფასი

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განმარტა თუ როგორ მოხდება პურის ფასის სუბსიდირება. დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ ბიზნესის წარმომადგენლებს პურზე ფასის სუბსიდირების რამდენიმე სქემა შესთავაზა.

28 ნოემბერი 2020, 20:34

სპორტი

გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურში ჰეთ-თრიკი შეასრულა

„ანორთოსისმა“ საკუთარ მოედანზე „პარალიმნს“ 4:2 მოუგო. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა კი თავი მე-13, 53-ე, და 73-ე წუთებზე გამოიჩინა. სამიდან ორ შემთხვევაში ქვილითაიამ თერთმეტმეტრიანი გაიტანა. მის გარდა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ლორია და მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილს კი ტრავმის გამო არ უთამაშია.

ლევან დავითაშვილი

28 ნოემბერი 2020, 20:27

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჩვენი ჩარევის გარეშე, რა თქმა უნდა, პურის ფასი გაიზრდებოდა

„რომ არა სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება, ჩვენი ჩარევის გარეშე, რა თქმა უნდა, პურის ფასი გაიზრდებოდა“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

28 ნოემბერი 2020, 19:30

სამართალი

სამართალდამცველებმა პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.