imedi /  26 ოქტომბერი 2020, 10:59 / სანდო წყარო

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 872 ადამიანს დაუდასტურდა, 603 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსი

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 872 ადამიანს დაუდასტურდა, 603 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11 370, გარდაიცვალა 215 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ალფონსო დევისი

04 დეკემბერი 2020, 13:42

სპორტი

„ბაიერნის“ ახალგაზრდა ფეხბურთელი, ალფონსო დევისი კანადის წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

„ბაიერნის“ ახალგაზრდა ფეხბურთელი, ალფონსო დევისი კანადის წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 20 წლის ნახევარმცველისთვის გასული სეზონი ძალიან წარმატებული იყო - მან „რეკორდმაისტერთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, ევროპის სუპერთასი და გერმანიის სუპერთასი მოიგო.

04 დეკემბერი 2020, 13:35

რეგიონი

ღია მუზეუმი, ჩანჩქერები, წისქვილები და ღვინის მარანი - მთიან აჭარას კაპნისთავის ტურისტული ბილიკი შეემატა

მთიან აჭარას კიდევ ერთი ახალი ტურისტული ბილიკი შეემატა. სოფელი კაპნისთავი, რომელიც ბათუმიდან 26 კილომეტრითაა დაშორებული, გამორჩეულია ჩანჩქერებით, ღია მუზეუმით, ძველი წიქვილებითა და ბუნებაში არსებული საფეხმავლო ბილიკით. კაპნისთავის ტურისტული მიმართულების მარკირება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მიმდინარე წელს განახორციელა და ტურისტულ ბილიკზე მცირე საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოაწყო.

04 დეკემბერი 2020, 13:32

პოლიტიკა

ევროპარალმენტმა ევროკავშირშის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის იმპლემენტაციის შესახებ წლიური ანგარიში მიიღო

2020 წლის 3 დეკემბერს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა კენჭი უყარა და მიიღო ევროპარლამენტარის, სვენ მიკსერის მიერ წარდგენილი წლიური ანგარიში ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის იმპლემენტაციის შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დოკუმენტში საუბარია ევროკავშირის როლზე გლობალური უსაფრთხოების საქმეში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს წინაშე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში არსებული გამოწვევების შესახებ და ხაზგასმითაა აღნიშნული რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული საოკუპაციო პოლიტიკა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე.

04 დეკემბერი 2020, 13:28

სამართალი

პოლიციამ ქუთაისში ავტომობილების გაქურდვის ფაქტი გახსნა - მხილებულია ორი არასრულწლოვანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი - 2004 წელს დაბადებული გ.მ. და 2003 წელს დაბადებული რ.ხ. ამხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

04 დეკემბერი 2020, 13:28

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისია: წინასაარჩევნო პერიოდში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი 7-მა მაუწყებელმა დაარღვია და ეთერში დებატები არ განათავსა

კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი 7-მა არხმა დაარღვია და ეთერში წინასაარჩევნო დებატები არ განათავსა. კომისიის ინფორმაციით, მაუწყებლები ვალდებულნი არიან მაყურებელს საარჩევნო სუბიექტების დებატები შესთავაზონ და მისცენ შესაძლებლობა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

ვახტანგ მეგრელიშვილი

04 დეკემბერი 2020, 13:26

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე: შიდა პრობლემა იყო, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ მსგავს შიდა პრობლემას ასეთი გადაწყვეტილების გამოწვევა შეეძლო

რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა უღრუბლო ცაზე მეხის გავარდნა. ჩვენი ურთიერთობის პრობლემები არასდროს არ უკავშირდებოდა „გირჩის“ პოზიციონირებას. ძალინ ბევრი კითხვა არსებობს, რომელთაც პასუხი უნდა გაეცეს, რაც შეიძლება, ჩქარა, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომ „იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის“ კეთებას აღარ აპირებს“.

04 დეკემბერი 2020, 13:22

COVID19

უწყებათაშორისმა საბჭომ 2-თვიანი გეგმის ფარგლებში მოქმედი ინტენსიური ტესტირების პროგრამის მიმდინარეობასა და ვაქცინაციისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე იმსჯელა

სხდომაზე ასევე განიხილეს ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებული ვითარება და ის ნაბიჯები, რომლებიც დამატებითი რეანიმაციული საწოლფონდისა და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით იდგმება. ითქვა, რომ კვლავ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვაზე.

გიორგი ცუცქირიძე

04 დეკემბერი 2020, 13:18

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში წინსვლა მნიშვნელოვანია საინვესტიციო პოზიციების გასაძლიერებლად

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში წინსვლა მნიშვნელოვანია საინვესტიციო პოზიციების გასაძლიერებლადაც, რადგან შეფასების აგრეგატები ქვეყნის თავისებურ საინვესტიციო გზამკვლევსაც წარმოადგენს", - აღნიშნა ექსპერტმა.

ცისანა თაზიაშვილი

04 დეკემბერი 2020, 13:13

რეგიონი

საოკუპაციო ხაზთან გატაცებული მირიან თაზიაშვილის მეუღლე: ირაკლი ანთაძემ შემატყობინა, რომ 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თირკმელი და ფილტვები აწუხებს, წნევაც მაღალი აქვს, მაგრამ ახლა ნორმალურად არისო. იმედია, კორონა არ შეხვდება. ანთაძემ მითხრა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ეს ინფორმაციაა, ერგნეთში შეხვედრა შეიძლება ამ თვეში შედგეს და იქ უფრო მეტ ინფორმაციას შეიტყობენ“, - განაცხადა გატაცებულის მეუღლემ.

04 დეკემბერი 2020, 13:12

COVID19

კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, 22 500-ზე მეტი ობიექტი შემოწმდა

„​​​​​​​იზოლაციისა და კარანტინის დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილების ამოქმედების შემდეგ, ამ დროის მონაცემებით, შემოწმდა 22 532 ობიექტი. მათ შორის, წერილობითი და სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 16 733 ობიექტს, საქმიანობა შეუჩერდა 5 792 ობიექტს, რომლებიც შეზღუდვების მიუხედავად, აგრძელებდნენ არანებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას და დაჯარიმდა 7 ობიექტი“.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

04 დეკემბერი 2020, 13:10

საზოგადოება

საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის და მარეგულირებელი ორგანოს არსებობის ისტორიაში პირველად, კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სერტიფიკატი გაიცა

გავრცელებული ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის N 01-23ნ ბრძანებით, საქართველოს ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP-ის (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენას, ასევე, GMP და GDP სერტიფიკატების გაცემას, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს.

04 დეკემბერი 2020, 13:05

სპორტი

გარეტ ბეილმა კარიერაში საიუბილეო, მე-200 გოლი გაიტანა

გარეტ ბეილმა კარიერაში საიუბილეო, მე-200 გოლი გაიტანა. „ტოტენჰემის“ 31 წლის უელსელმა ფეხბურთელმა, ამის გაკეთება „ლასკთან“, ევროპა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში, თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით მოახერხა. თამაში ფრედ, 3:3 დასრულდა, რაც ლონდონელებისთვის მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.

04 დეკემბერი 2020, 13:00

სპორტი

შვეიცარიაში უეფას შტაბ-ბინაში, ევროპის ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ოთხთა ფინალის წილისყრა გაიმართა

შვეიცარიაში, ქ. ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში, ევროპის ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ოთხთა ფინალის წილისყრა გაიმართა. A ლიგის ოთხი საუკეთესო გუნდი ნახევრფინალში დაწყვილდა. პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში 2021 წლის 6 ოქტომბერს, მილანში, „სან სიროზე“ იტალიის ნაკრები ესპანეთს შეხვდება, ხოლო მეორე ნახევარფინალში, 7 ოქტომბერს ტურინში, საფრანგეთის ნაკრების ბელგიას დაუპირისპირდება.

04 დეკემბერი 2020, 12:59

ტექნოლოგიები

კვლევა: მწვანე ჩაი თმის ცვენას აჩერებს

სწორედ ეს ნეგატიური ეფექტები აფერხებს თმის ნორმალურ ზრდას. ექსპერიმენტის ფარგლებში პაციენტებს თავის კანს მწვანე ჩაის ექსტრაქტით უმუშავებდნენ. ექსპერიმენტის მონაწილეთა უმრავლესობას თმის ზრდის აქტივობა გაუუმჯობესდა.

04 დეკემბერი 2020, 12:55

სამართალი

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. პროკურატურაში შესვლამდე მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ის ჩვენების მიცემას აპირებს, თუ რეალურად რა ხდებოდა საქმის გარშემო. ამიტომ ის პირველი ჩვენების შეცვლას არ აპირებს. მიქელაძის ადვოკატი განმარტავს, რომ გამოკითხვა არის ნებაყოფლობითი და ისევე როგორც სექტემბერში მისცა ჩვენება, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის მისცეს ჩვენება.

ამირან გამყრელიძე

04 დეკემბერი 2020, 12:51

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსგადატანილი ადამიანების აცრაზე ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული არ არის

იმ ჯგუფს, ვინც ინფექცია გადაიტანა, სჭირდება თუ არა შემდგომში ვაქცინაცია, ეს გადაწყვეტილი არ არის, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

04 დეკემბერი 2020, 12:47

COVID19

ამირან გამყრელიძე: ამ დროისთვის ქვეყანაში 400 ათასამდე PCR-ტესტი გვაქვს, დაკვეთილია კიდევ ნახევარი მილიონი

„დაკვეთილია ნახევარი მილიონი კიდევ, რომელიც, ალბათ, მომავალ 2 კვირაში შემოვა. გვაქვს დაახლოებით 400 ათასამდე PCR-ტესტი მარაგში, ვფიქრობთ, ტესტების დეფიციტი არ შეიქმნება. ჩვენი სამიზნე მაჩვენებლია დღიურად ავიდეთ 20 ათას ტესტზე, საიდანაც „პი სი არი“ იქნება ნახევარი, ნახევარი კი ანტიგენის ტესტი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

04 დეკემბერი 2020, 12:42

COVID19

ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით მეორედ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა ჯერ არ გვაქვს, 2-3 სავარაუდო შემთხვევას ვიკვლევთ

მიმდინარეობს კორონავირუსით მეორედ ინფიცირების რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის კვლევა, მაგრამ დადასტურებული ინფორმაცია, რომ საქართველოში ნამდვილად გვქონდა რეინფიცირების შემთხვევა, ჩვენ არ გვაქვს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

04 დეკემბერი 2020, 12:40

COVID19

ამირან გამყრელიძე: რეკორდულ შემთხვევებთან ერთად, ყველაზე მეტი 17,463 ტესტი გაკეთდა

დღეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფიცირების რაოდენობა დაფიქსირდა. რეკორდულ შემთხვევებთან ერთად ყველაზე მეტი, 17,463 ტესტი გაკეთდა. აქედან PCR ტესტი არის 10,804 და 6,659 არის ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტი, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

თამარ გაბუნია

04 დეკემბერი 2020, 12:36

COVID19

თამარ გაბუნია: თვითდინებით და შემოვლითი გზებით ჰოსპიტალში მოხვედრამ, შეიძლება ბინაზე უფრო მძიმე პაციენტი დატოვოს

„112-ს აქვს მომლოდინე პაციენტების სია და მას შეუძლია განსაზღვროს, ვისი მდგომარეობაა განსაკუთრებით მძიმე და ვინ უნდა გადავიდეს სტაციონარში. გარდა ამისა, თვითდინებითაც მიდიან პაციენტები კლინიკებში და ეს არ უკავშირდება ნაცნობობას“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, როდესაც შესაბამის შეკითხვას უპასუხა საავადმყოფოებში ადგილების არარსებობაზ