26 ოქტომბერი 2020, 10:30 / სანდო წყარო

ჩინეთში უსიმპტომო კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

ბოლო 7 თვის განმავლობაში, ჩინეთში უსიმპტომო ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სინძიანის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 137 ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა, თუმცა არც ერთ მათგანს სიმპტომები არ აქვს. ტესტირება მას ჩემდეგ ჩაატარეს, რაც ტანსაცმლის საწარმოს 17 წლის თანამშრომელს ვირუსი დაუდგინდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რიცხვი მკვეთრად შემცირდა, არსებობს მოლოდინი, რომ ვირუსის გავრცელების ახალი ტალღა დაიწყება, რის გამოც ტესტირების რაოდენობა კვლავ იზრდება.

ქვეყანაში ვირუსის უკვე 86 ათასამდე ადამიანს დაუდგინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

გიორგი ცუცქირიძე

04 დეკემბერი 2020, 13:18

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში წინსვლა მნიშვნელოვანია საინვესტიციო პოზიციების გასაძლიერებლად

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში წინსვლა მნიშვნელოვანია საინვესტიციო პოზიციების გასაძლიერებლადაც, რადგან შეფასების აგრეგატები ქვეყნის თავისებურ საინვესტიციო გზამკვლევსაც წარმოადგენს," - აღნიშნა ექსპერტმა.

ცისანა თაზიაშვილი

04 დეკემბერი 2020, 13:13

რეგიონი

საოკუპაციო ხაზთან გატაცებული მირიან თაზიაშვილის მეუღლე: ირაკლი ანთაძემ შემატყობინა, რომ 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თირკმელი და ფილტვები აწუხებს, წნევაც მაღალი აქვს, მაგრამ ახლა ნორმალურად არისო. იმედია, კორონა არ შეხვდება. ანთაძემ მითხრა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ეს ინფორმაციაა, ერგნეთში შეხვედრა შეიძლება ამ თვეში შედგეს და იქ უფრო მეტ ინფორმაციას შეიტყობენ“, - განაცხადა გატაცებულის მეუღლემ.

04 დეკემბერი 2020, 13:12

COVID19

კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, 22 500-ზე მეტი ობიექტი შემოწმდა

„​​​​​​​იზოლაციისა და კარანტინის დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის დადგენილების ამოქმედების შემდეგ, ამ დროის მონაცემებით, შემოწმდა 22 532 ობიექტი. მათ შორის, წერილობითი და სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 16 733 ობიექტს, საქმიანობა შეუჩერდა 5 792 ობიექტს, რომლებიც შეზღუდვების მიუხედავად, აგრძელებდნენ არანებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას და დაჯარიმდა 7 ობიექტი“.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

04 დეკემბერი 2020, 13:10

საზოგადოება

საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის და მარეგულირებელი ორგანოს არსებობის ისტორიაში პირველად, კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სერტიფიკატი გაიცა

გავრცელებული ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის N 01-23ნ ბრძანებით, საქართველოს ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP-ის (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენას, ასევე, GMP და GDP სერტიფიკატების გაცემას, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს.

04 დეკემბერი 2020, 13:05

სპორტი

გარეტ ბეილმა კარიერაში საიუბილეო, მე-200 გოლი გაიტანა

გარეტ ბეილმა კარიერაში საიუბილეო, მე-200 გოლი გაიტანა. „ტოტენჰემის“ 31 წლის უელსელმა ფეხბურთელმა, ამის გაკეთება „ლასკთან“, ევროპა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში, თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით მოახერხა. თამაში ფრედ, 3:3 დასრულდა, რაც ლონდონელებისთვის მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.

04 დეკემბერი 2020, 13:00

სპორტი

შვეიცარიაში უეფას შტაბ-ბინაში, ევროპის ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ოთხთა ფინალის წილისყრა გაიმართა

შვეიცარიაში, ქ. ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში, ევროპის ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ოთხთა ფინალის წილისყრა გაიმართა. A ლიგის ოთხი საუკეთესო გუნდი ნახევრფინალში დაწყვილდა. პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში 2021 წლის 6 ოქტომბერს, მილანში, „სან სიროზე“ იტალიის ნაკრები ესპანეთს შეხვდება, ხოლო მეორე ნახევარფინალში, 7 ოქტომბერს ტურინში, საფრანგეთის ნაკრების ბელგიას დაუპირისპირდება.

04 დეკემბერი 2020, 12:59

ტექნოლოგიები

კვლევა: მწვანე ჩაი თმის ცვენას აჩერებს

სწორედ ეს ნეგატიური ეფექტები აფერხებს თმის ნორმალურ ზრდას. ექსპერიმენტის ფარგლებში პაციენტებს თავის კანს მწვანე ჩაის ექსტრაქტით უმუშავებდნენ. ექსპერიმენტის მონაწილეთა უმრავლესობას თმის ზრდის აქტივობა გაუუმჯობესდა.

04 დეკემბერი 2020, 12:55

სამართალი

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. პროკურატურაში შესვლამდე მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ის ჩვენების მიცემას აპირებს, თუ რეალურად რა ხდებოდა საქმის გარშემო. ამიტომ ის პირველი ჩვენების შეცვლას არ აპირებს. მიქელაძის ადვოკატი განმარტავს, რომ გამოკითხვა არის ნებაყოფლობითი და ისევე როგორც სექტემბერში მისცა ჩვენება, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის მისცეს ჩვენება.

ამირან გამყრელიძე

04 დეკემბერი 2020, 12:51

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსგადატანილი ადამიანების აცრაზე ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული არ არის

იმ ჯგუფს, ვინც ინფექცია გადაიტანა, სჭირდება თუ არა შემდგომში ვაქცინაცია, ეს გადაწყვეტილი არ არის, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

04 დეკემბერი 2020, 12:47

COVID19

ამირან გამყრელიძე: ამ დროისთვის ქვეყანაში 400 ათასამდე PCR-ტესტი გვაქვს, დაკვეთილია კიდევ ნახევარი მილიონი

„დაკვეთილია ნახევარი მილიონი კიდევ, რომელიც, ალბათ, მომავალ 2 კვირაში შემოვა. გვაქვს დაახლოებით 400 ათასამდე PCR-ტესტი მარაგში, ვფიქრობთ, ტესტების დეფიციტი არ შეიქმნება. ჩვენი სამიზნე მაჩვენებლია დღიურად ავიდეთ 20 ათას ტესტზე, საიდანაც „პი სი არი“ იქნება ნახევარი, ნახევარი კი ანტიგენის ტესტი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

04 დეკემბერი 2020, 12:42

COVID19

ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით მეორედ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა ჯერ არ გვაქვს, 2-3 სავარაუდო შემთხვევას ვიკვლევთ

მიმდინარეობს კორონავირუსით მეორედ ინფიცირების რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის კვლევა, მაგრამ დადასტურებული ინფორმაცია, რომ საქართველოში ნამდვილად გვქონდა რეინფიცირების შემთხვევა, ჩვენ არ გვაქვს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

04 დეკემბერი 2020, 12:40

COVID19

ამირან გამყრელიძე: რეკორდულ შემთხვევებთან ერთად, ყველაზე მეტი 17,463 ტესტი გაკეთდა

დღეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფიცირების რაოდენობა დაფიქსირდა. რეკორდულ შემთხვევებთან ერთად ყველაზე მეტი, 17,463 ტესტი გაკეთდა. აქედან PCR ტესტი არის 10,804 და 6,659 არის ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტი, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

თამარ გაბუნია

04 დეკემბერი 2020, 12:36

COVID19

თამარ გაბუნია: თვითდინებით და შემოვლითი გზებით ჰოსპიტალში მოხვედრამ, შეიძლება ბინაზე უფრო მძიმე პაციენტი დატოვოს

„112-ს აქვს მომლოდინე პაციენტების სია და მას შეუძლია განსაზღვროს, ვისი მდგომარეობაა განსაკუთრებით მძიმე და ვინ უნდა გადავიდეს სტაციონარში. გარდა ამისა, თვითდინებითაც მიდიან პაციენტები კლინიკებში და ეს არ უკავშირდება ნაცნობობას“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, როდესაც შესაბამის შეკითხვას უპასუხა საავადმყოფოებში ადგილების არარსებობაზ

თამარ გაბუნია

04 დეკემბერი 2020, 12:29

COVID19

თამარ გაბუნია: დაგვიანებული შემთხვევები თუ თქვენ ხელში მოხვდა, ძალიან გთხოვთ გამიზიარეთ და ყველა ასეთ შემთხვევას პირადად გავეცნობი

თუ ერთი საათის შემდეგ რომელიმე ზარი უპასუხოდ რჩება, ამ შემთხვევაში ცენტრალური ონლაინ კლინიკის ფუნქციაა აიღოს ეს ზარი, დაელაპარაკოს და დააკავშიროს ოჯახის ექიმს. თუ მაინც დარჩა ისეთი ზარი და ვიღაცა თვლის, რომ უყურადღებოდაა, მინდა იცოდეთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის მზადა იმისთვის, რომ ასეთი ზარები პირადად გაიაროს და ასეთ პაცეინეტებს შესაბამისი მომსახურება გაეწიოთ, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია

04 დეკემბერი 2020, 12:20

COVID19

თამარ გაბუნია: რეგულირების სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში გარდაცვალების ყველა შემთხვევას შეისწავლის

ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტების გარდაცვალების ყველა შემთხვევას სწავლობს. აუდიტის ჯგუფი მუშაობს სპეციალურად ამ მიზნებისთვის. რეგულირების სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის გარდაცვალების ყველა შემთხვევას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ტორესა მოსი

04 დეკემბერი 2020, 12:14

პოლიტიკა

„გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ტორესა მოსი პარტიას ტოვებს

„გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ტორესა მოსი პარტიას ტოვებს, - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერა. „მოკლედ, ასეთი ამბავია, მე გადავწყვიტე, გაურკვეველი ვადით ჩემი დღის წესრიგიდან გაქრეს მიმდინარე ლოკალური პოლიტიკური ვნებათაღელვები. მინდა, რომ ჩემს ძირითად საქმიანობას დავუთმო მეტი დრო, ენერგია და ჩემი გონება უფრო გლობალური მოვლენებისკენ მივმართო. წარმატებას ვუსურვებ ყველას თავის ბრძოლაში, რადგან მჯერა, რომ სამყარო უნივერსალური ბალანსია, სადაც ყველას ჰარმონიული თანაარსებობა შესაძლებელია.

თამარ გაბუნია

04 დეკემბერი 2020, 12:12

COVID19

დღე-ღამეში, ანტიგენით ტესტირების შედეგად, კოვიდინფიცირების 1 400 შემთხვევა გამოვლინდა

გუშინ იყო პირველი დღე, როდესაც დავიწყეთ გაფართოებული ინტენსიური ტესტირება ანტიგენ ტესტებით. ანტიგენით ტესტირებულთა შორის, 1 400 შემთხვევა დაფიქსირდა. ანტიგენით ტესტირებას ექვემდებარებიან ის პირები, ვისაც აქვთ სიმპტომები. ტესტი საკმაოდ მაღალი ხარისხისაა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ანდრია გვიდიანი

04 დეკემბერი 2020, 12:09

ეკონომიკა

ანდრია გვიდიანი: გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის გაუმჯობესება ხაზს უსვამს ქვეყნის განვითარების სწორ გეზს

SolAbility-ს გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის (GSC index 2020) მიხედვით, საქართველო 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და 37-ე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პოზიცია საქართველოსთვის ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. ინდექსის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ პოზიციების გაუმჯობესება ქვეყანაში სწორი პოლიტიკის გატარების კიდევ ერთი დადასტურებაა.

04 დეკემბერი 2020, 12:03

სამართალი

პროკურატურამ პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედების მოწოდების ფაქტზე დაკავებულ ასლან ვაშაყმაძეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების და პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ასლან ვაშაყმაძეს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ნოემბერს, ა.ვ.-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მოქალაქეებს პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდა და აღნიშნავდა, რომ საჭიროა მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება მიაყენონ.

სანდრო რაქვიაშვილი

04 დეკემბერი 2020, 12:00

პოლიტიკა

სანდრო რაქვიაშვილი: ვერ გავიგე რას ნიშნავს ზურა ჯაფარიძის განცხადება - მიდის თუ ჩვენ გვაგდებს?

მიზეზი არ ვიცით, თვითონაც თქვა, რომ მიზეზს არ დაასახელებს და ადრე თუ გვიან, უნდა გავიგოთ. მე არ მახსოვს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კამათი ყოფილიყო. კამათი ჩვენთან ყოველთვის არის, რაზე არ გვიკამათია, „გირჩში“ ვართ ბოლოს და ბოლოს. ბოლო დღეებში არაფერი ხდებოდა. აი, გუშინაც, მე, ზურა და ვახო ერთად ვისხედით ოპოზიიციის შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, რომ ასეთ მდგომარეობაში ვიყავით. კონფლიქტი ბოლო დღეებში არ გვქონია.