Imedi /  26 ოქტომბერი 2020, 11:46 / სანდო წყარო

ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსით გარდაცვლილი ახალციხის სასწრაფო დახმარების ექიმის ოჯახს უსამძიმრებს

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

ვიზიარებ ჩემი კოლეგებისა და პირველ რიგში, ამ ოჯახის წუხილს. ძალიან ვწუხვართ, რომ დავკარგეთ ერთი კოლეგა, ექიმი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

მას კითხვით მიმართეს ახალციხის სასწრაფო დახმარების ექიმის კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულის გამო ხომ არ მოუწია სამსახურს შეეჩერებინა მუშაობა.

ტიკარაძის თქმით, ექიმებიც ისევე ატარებენ რისკს, არის წინა ხაზზე, როგორც ჩვენი მოქალაეები

„რა თქმა უნდა, ამ შემთხვევის გამო ახალციხის სასწრაფოს არ მოუწია მუშაობის გაჩერება. ვიზიარებ ჩემი კოლეგებისა და პირველ რიგში, ამ ოჯახის წუხილს. ძალიან ვწუხვართ, რომ დავკარგეთ ერთი კოლეგა, ექიმი, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ, როგორც ყველა მოქალაქეს, ექიმებს ესაჭიროებოდათ გაფრთხილება და სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენი ის თხოვნები და მოწოდებები, რომ დავიცვათ დისტანცია, გამოვიყენოთ პირბადე და დავიცვათ ყველა ის მითითება, რომელსაც ჩვენ უკვე 9 თვეზე მეტია მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს. ექიმებიც ისევე ატარებენ რისკს, არიან წინა ხაზზე, როგორც მოქალაეები და აქედან გამომდინარე, მათ ჯანმრთელობასაც გაფრთხილება ესაჭიროება.

თუ რა გახდა მიზეზი, იცით, მე არ ვსაუბრობ მიზეზებზე, რადგან ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე, ჩემთვის ამაზე საუბარი მიუღებელია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ახალციხის სასწრაფო დახმარების ექიმი კორონავირუსით გუშინ გარდაიცვალა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 1 872 ადამიანს დაუდასტურდა, 603 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11 370, გარდაიცვალა 215 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

04 დეკემბერი 2020, 20:36

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ზურაბ ჯაფარიძემ ოთხ პირობაზე დათანხმება მოგვთხოვა, ოთხივეზე ვუთხარი, რომ ჩემთვის მიუღებელია

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძემ მას, იაგო ხვიჩიასა და სანდრო რაქვიაშვილს ორი დღის წინ ოთხი პირობა გაუგზავნა, რომელზე დათანხმებაც მოსთხოვა. როგორც მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ოთხი პირობიდან ერთ-ერთს „მოწევისთვის“ თავის დანებება წარმოადგენდა.

04 დეკემბერი 2020, 20:28

COVID19

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო წინადადებით გამოდის, ქვეყანაში ლოკდაუნი იანვრის დასაწყისში დაწესდეს

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო წინადადებით გამოდის, ქვეყანაში ლოკდაუნი იანვრის დასაწყისში დაწესდეს.

04 დეკემბერი 2020, 20:13

ეკონომიკა

თურქეთიდან ჩინეთის მიმართულებით, ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთის გავლით, დღეიდან რკინიგზის ტვირთების გადაზიდვა დაიწყო

საქართველოსთვის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო ცენტრისთვის, უმნიშვნელოვანესი პროექტი ოფიციალურად ამოქმედდა. ოფიციალურ ცერემონიას თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დაესწრო.

ირმა ინაშვილი

04 დეკემბერი 2020, 20:04

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: ჩვენი პარტია ცალკე გაწერილი სტრატეგიით მოქმედებს და ელჩებთან ინდივიდუალურ შეხვედრას ამჯობინებს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განმარტა, რატომ არ დაესწრნენ დღეს პარტიის წარმომადგენლები ოპოზიციის შეხვედრას ელჩებთან. როგორც ინაშვილი საქართველოს პირველ არხთან საუბარში აცხადებს, მას და მის პარტიას გაცხადებული პოზიცია აქვთ, დამოუკიდებლად და ცალკე გაწერილი სტრატეგიით მოქმედებენ.

დავით ზალკალიანი: სისერო მარტინს გარსია

04 დეკემბერი 2020, 20:03

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, სისერო მარტინს გარსიას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, სისერო მარტინს გარსიას შეხვდა. ელჩი დიპლომატიურ მისიას საქართველოში უახლოეს მომავალში ასრულებს.

04 დეკემბერი 2020, 20:02

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება

გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლიდს განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Deutsche Welle ავრცელებს.

04 დეკემბერი 2020, 19:58

პოლიტიკა

დღეს, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, სოფიო ქაცარავამ დედოფალ ელისაბედ მეორეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

„მოხარული ვარ, რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა საქართველოს ახლად დანიშნული ელჩი წარმედგინა მისი უდიდებულესობა დედოფლისთვის, რათა მას გადაეცა რწმუნებათა სიგელები ბუკინგემის სასახლიდან. ასეთი ფორმატის ვირტუალური ცერემონია პირველად ჩატარდა. წარმატებებს ვუსურვებ სოფიო ქაცარავას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად ასეთ მნიშვნელოვან დროს დაინიშნა. დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები განსაკუთრებული სიახლოვით გამოირჩევა და ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირები მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, - აღნიშნა ბუკინგემის სასახლეში გამართული ცერემონიის შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის მარშალმა ალისტერ ჰარისონმა.

04 დეკემბერი 2020, 19:48

პოლიტიკა

7 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ სიტუაციას განიხილავს

7 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილ სიტუაციას განიხილავს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

შემოსავლების სამსახური

04 დეკემბერი 2020, 19:46

ეკონომიკა

საშემოსავლო და ქონების გადასახადის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადების მიზნით კომპანიებმა განცხადებით შემოსავლების სამსახურს უნდა მიმართონ

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეახსენებს გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებსაც 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადებული ჰქონდათ საშემოსავლო და ქონების გადასახადი და რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში (ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში), საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, 2021 წლის 1-ელ იანვრამდე, გადაევადებინათ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში.

ჰელგა შმიდი

04 დეკემბერი 2020, 19:32

მსოფლიო

ეუთოს ახალი გენერალური მდივანი ჰელგა შმიდი გახდა

გერმანელი დიპლომატი ჰელგა მარია შმიდი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ახალი გენერალური მდივანი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეუთოში გერმანიის წარმომადგენლობა Twitter-ზე ავრცელებს.

დაჯარიმება

04 დეკემბერი 2020, 19:10

სამართალი

იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი და მისი თანმხლები პირი დააჯარიმეს

იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი და მისი თანმხლები პირი დააჯარიმეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

04 დეკემბერი 2020, 19:09

სპორტი

„გაგრა“ საქართველოს თასის გამარჯვებულია

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში „გაგრამ“ წყალტუბოს „სამგურალი“ 11-მეტრიანთა სერიაში დაამარცხა და ისტორიაში მეორედ ქვეყნის თასის გამარჯვებული გახდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

04 დეკემბერი 2020, 18:56

მსოფლიო

ერდოღანი: ვეთანხმები ალიევს, თუ ფრანგებს ასე უყვართ სომხები, მარსელი გადასცენ მათ

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საფრანგეთის პარლამენტის მიერ მთიანი ყარაბაღის შესახებ რეზოლუციის მიღება გააკრიტიკა.

04 დეკემბერი 2020, 18:38

მსოფლიო

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში საფრანგეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა

საფრანგეთის პარლამენტის მიერ მთიანი ყარაბაღის შესახებ რეზოლუციის მიღების გამო, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში საფრანგეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა.

04 დეკემბერი 2020, 18:36

საზოგადოება

არაფორმალური განათლების ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი გაიმართა

არაფორმალური განათლების ექსპერტმა, ქეთევან გრიგოლიამ, ისაუბრა სფეროს როლზე, არსებულ საერთაშორისო პრაქტიკაზე და ახალგაზრდების მოზიდვის მნიშვნელობაზე. მან განიხილა არაფორმალური განათლების თანამედროვე სტანდარტების თავისებურებები და საერთაშორისო პროგრამების დანერგვის მეთოდები.

კარლ ჰარცელი

04 დეკემბერი 2020, 18:34

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ჩემთვის ნათელია, რომ ეს დისკუსია რთული იქნება და რთულად გაგრძელდება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შესაძლებელი უნდა გახდეს გზის გამონახვა

„მინდა აღვნიშნო, რომ შეხვედრა, რომელიც დღეს საღამოს გაიმართა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმაში დასარწმუნებლად, რომ მოლაპარაკებები და ყველა მხარის ამბიციები საერთო პლატფორმის ძიების მიმართულებით ჯერ კიდევ აქტიურია, რომელსაც ჩვენ უკვე რამდენიმე კვირაა ვეძებთ“.

მამუკა მდინარაძე

04 დეკემბერი 2020, 18:30

COVID19

მამუკა მდინარაძე: კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, საღი აზრი, სახელმწიფოებრივი მიდგომა ოპოზიციაშიც გაიმარჯვებს და მოლაპარაკება შედგება

კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, საღი აზრი, სახელმწიფოებრივი მიდგომა ოპოზიციაშიც გაიმარჯვებს და მოლაპარაკება შედგება, მაგრამ ეს არ მოხდება წითელი ხაზების გადაკვეთის ხარჯზე და ქართველი ამომრჩევლების ნების რევიზიის ხარჯზე. ამას ჩვენი მხრიდან არ დაუშვებთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ენტონი ფაუჩი

04 დეკემბერი 2020, 18:27

მსოფლიო

ენტონი ფაუჩი: თანახმა ვარ, სამედიცინო საკითხებში ჯო ბაიდენის მთავარი მრჩეველი ვიყო

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ თანახმა არის, სამედიცინო საკითხებში ჯო ბაიდენის მთავარი მრჩეველი იყოს.

04 დეკემბერი 2020, 18:23

სპორტი

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის E ჯგუფის ბოლო 2 ტურის 4 მატჩი თბილისში გაიმართება

E ჯგუფის მონაწილე ოთხივე ეროვნული ნაკრები – საქართველო, სერბეთი, ფინეთი და შვეიცარია თბილისში შეიკრიბებიან, სადაც ეგრედწოდებული „ბაბლის” პრინციპით ჩვენი შესარჩევი ჯგუფის დასკვნითი 2 ტურის 4 შეხვედრა ჩატარდება.

დავით ზალკალიანი
უენდი მორტონი

04 დეკემბერი 2020, 18:22

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა

ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხებისა და პოსტ-პანდემიურ გარემოში თანამშრომლობის პერსპექტიულ მიმართულებებზე საუბრის პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ ქმედებებს. ამ კონტექსტში, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის მნიშვნელობას. უენდი მორტონმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა.