IMEDI /  26 ოქტომბერი 2020, 12:01 / სანდო წყარო

სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იხდიან თავიანთ დაზღვევაში. შესაბამისად, ეს ვალდებულება ყველა სადაზღვევოს და ყველა იმ ოჯახის ექიმს აქვს, ვინც ამ პროგრამაში არის ჩართული“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ყველა სიახლე

01 დეკემბერი 2020, 21:10

ტექნოლოგიები

ჩინეთის ხომალდი მთვარის ზედაპირზე წარმატებით დაეშვა

მისიის მიზანი მთვარის გრუნტის მოგვარებაა. ამ ამოცანის შესასრულებლად მოდულს 48 საათი აქვს. ამ დროის გასვლის შემდეგ აპარატი კაფსულას, სადაც დაახლოებით 2 კილოგრამი გრუნტი მოთავსდება, ორბიტალურ მოდულზე მოათავსებს, რომელიც დედამიწაზე დაბრუნდება.

01 დეკემბერი 2020, 20:57

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 13 430 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 430 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 603 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯეიმს აპატურაი

01 დეკემბერი 2020, 20:51

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: მინისტერიალზე შეთანხმდებიან გადაწყვეტილებებზე, რომლებიც შავი ზღვის რეგიონში ნატოს ქმედებებს გააძლიერებს

„საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი ძალიან დაინტერესებული იყო ამ საკითხით . რა უნდა გავაკეთოთ და რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად - აი, ეს მეტწილად უკავშირდება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ინფორმაციის გაცვლა, საქართველოს უნარის და შესაძლებლობების გაძლიერება სანაპირო თავდაცვის საკითხებში , რეფორმების მხარდაჭერა და ასევე სხვა მნიშვნელოვანი თემები.ძალიან ბევრი ახალი იდეაა. მხარდაჭერის დამატებითი ღონისძიებები აისახა ნატო -საქართველოს არსებით პაკეტში და ამასთან ერთად გადაწყვეტილებებს ვიღებთ ცალკე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის ცალკე , მაგრამ დიდწილად ინტეგრირებული არსებით პაკეტთან. ნატოს მინისტრები შეთანხმდებიან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად პაკეტზე“, - აღნიშნა აპატურაიმ.

დავით ზალკალიანი

01 დეკემბერი 2020, 20:49

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: გვაქვს მოლოდინი, რომ მინისტერიალზე ნატო-საქართველოს განახლებული ერთობლივი პაკეტი გვექნება

გვაქვს მოლოდინი, რომ მინისტერიალზე ნატო-საქართველოს განახლებული ერთობლივი პაკეტი გვექნება, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

01 დეკემბერი 2020, 20:36

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 19 350 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 19 350 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 785 ადამიანი გარდაიცვალა.

ლევან ვარშალომიძე

01 დეკემბერი 2020, 20:35

პოლიტიკა

ლევან ვარშალომიძე ასლან ვაშაყმაძის მუქარაზე: ასეთი განცხადებების შემდეგ, ამ ბრძოლასა და ამ აქციაში მისი ადგილი არ არის

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ვარშალომიძე პოლიციელების მიმართ ოპოზიციური პარტიის წევრის, ასლან ვაშაყმაძის მუქარას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის ადგილს ოპოზიციის აქციებზე ვერ ხედავს. „ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, უკვე ერთობლივად გავემიჯნეთ ამას. ჩვენი სახეობა არაა ძალადობა. პირდაპირ გეტყვით, ასეთი განცხადებების შემდეგ, არამედ, აქ მოსვლა, არამედ, ამ ბრძოლასა და ამ აქციაში მისი ადგილი არ არის“ - აცხადებს ლევან ვარშალომიძე.

სერგეი ლავროვი

01 დეკემბერი 2020, 20:30

მსოფლიო

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი ვერ დაეთანხმება მოლდოვის არჩეული პრეზიდენტის განცხადებას დნესტრისპირეთიდან რუსული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის თაობაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ვერ დაეთანხმება მოლდოვის არჩეული პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებას დნესტრისპირეთის რეგიონიდან რუსული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის თაობაზე.

01 დეკემბერი 2020, 20:20

სამართალი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავარიის დროს დაშავებული ქვეითის მდგომარეობა მძიმეა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ავარიის დროს დაშავებული ქვეითის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კაცს ავტომანქანა საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ დაეჯახა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული მძიმე დაზიანებებით დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

გელა ბეჟუაშვილი

01 დეკემბერი 2020, 20:17

პოლიტიკა

გელა ბეჟუაშვილის გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში 7 საათი გაგრძელდა

„მოგეხსენებათ, რომ კომისია არის უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისია. ის არ ექვემდებარებოდა უშუალოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ანგარიშვალდებული იყო ეროვნული უშიშროების საბჭოსთან. მე დავაფიქსირე ღიადაც და დღეს გამომძიებელთან ჩემი დამოკიდებულება დაკავებულებთან მიმართებაში. არც მაშინ და არც დღეს არ მაქვს არანაირი საფუძველი ეჭვი შევიტანო მათ პროფესიონალიზმში ან მათ პატრიოტიზმში“, - განაცხადა ბეჟუაშვილმა.

ირაკლი უგულავა

01 დეკემბერი 2020, 20:10

საზოგადოება

ირაკლი უგულავა: რუკებთან დაკავშირებით ექსპერტიზის ჩატარება სავალდებულო ლიცენზირებას არ საჭიროებს

„ესაა ფაქტი, ამაზე ყველა იურისტი დამემოწმება და პროკურატურამაც უნდა იცოდეს. მოგეხსენებათ, მეორე ბრალდება არის ის, რომ მე ვარ ჩემი ძმის ძმა. თურმე, ესეც დანაშაული ყოფილა ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ. რაც შეეხება ჩემს კომპეტენციას; მე მაქვს ამ სფეროში მუშაობის 21 წლის სტაჟი, დამემოწმებიან ბრალდების მხარის ექსპერტებიც, რაგან მე მათ, ყველას, პრაქტიკულად, პირადად ვიცნობ, ისინიც მიცნობენ და აქ კომპეტენციის პრობლემა არ დგას. ბოლო 21 წლის განმავლობაში, მხოლოდ კარტოგრაფიული მიმართულებით ვმუშაობ. ეს ექსპერტიზა ჩავატარე მარტო მე, მაგრამ არ ვიცი, კანონმდებლობა როგორ ითვალისწინებს, არ შეიძლება ერთმა ადამიანმა ჩაატაროს ექსპერტიზა?“, - აცხადებს ირაკლი უგულავა.

01 დეკემბერი 2020, 20:05

ეკონომიკა

ბიტკოინის ფასი რეკორდებს ხსნის

1-ელი დეკემბრის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულებამ 19,3 ათასი დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის ფასი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 2,7-ჯერ არის გაზრდილი. ჯერ კიდევ ოქტომბერში ბიტკოინი 11 000 დოლარი ღირდა.

ნათია თურნავა

01 დეკემბერი 2020, 19:57

ეკონომიკა

ნათია თურნავა: 2021 წლის ბიუჯეტი ორ ძირითად მიმართულებას - მოქალაქეზე და ეკონომიკაზე ზრუნვას ასახავს

„ბიუჯეტის პროექტი, რომელიც წარდგენილია პარლამენტში, ასახავს ორ ძირითად მიმართულებას - ეს არის ზრუნვა მოქალაქეზე და ზრუნვა ეკონომიკაზე, რაც ძალიან აქტუალური იქნება პოსტპანდემიურ პერიოდში“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

01 დეკემბერი 2020, 19:53

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ასლან ვაშაყმაძის მუქარაზე: სააკაშვილი ასევე საჯაროდ მოუწოდებდა ოპოზიციას, პოლიციელების სახლებთან მისულიყვნენ და ემხილებინათ

პოლიცია დღეს ასოცირდება არა დასჯასთან, არამედ მართლწესრიგის და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვასთან, კრიმინალთან შეუპოვარ ბრძოლასთან. მათ დროს პოლიცია ასოცირებული იყო კრიმინალთან და სადამსჯელო რაზმებად ჰყავდათ გამოყენებული, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პოლიციელების მიმართ ოპოზიციური პარტიის წევრის ასლან ვაშაყმაძის მუქარას და ამორალურს უწოდებს მას.

ვახტანგ ჭარაია

01 დეკემბერი 2020, 19:43

ეკონომიკა

ვახტანგ ჭარაია: 2021 წლის ბიუჯეტის სოლიდურ ნაწილს კვლავ კოვიდ-19 „გვიფლანგავს“

2020 წელს გამოჩენილი მტერი ქართულ ეკონომიკას არც 2021-ში მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას. სამწუხაროა, რომ 2020 წლის მსგავსად, ვალების აღების ხარჯზე მოხდება ვალდებულებების ნაწილის გასტუმრება 2021 წელსაც. თუმცა, მეორე მხრივ, ვალების არ აღება ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ ჩაითვლებოდა გონივრულ გადაწყვეტილებად. , - ამის შესახებ Facebook-ზე თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია წერს.

BTS

01 დეკემბერი 2020, 19:42

კულტურა

სამხრეთ კორეაში მიიღეს კანონი, რომელიც BTS-ის წევრებს ჯარისგან დროებით ათავისუფლებს

დეპუტატებმა ეს ინიციატივა 2019 წლის სექტემბერში წამოაყენეს, როცა BTS-ი ისტორიაში პირველად ჩარტის Billboard Hot 100 ლიდერი გახდა, სიმღერით Dynamite. მანამდე ამ შეღავათით მხოლოდ სპორტსმენები და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი კლასიკური მუსიკის შემსრულებლები სარგებლობდნენ.

01 დეკემბერი 2020, 19:38

COVID19

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საერთო სასამართლოებისთვის ახალი რეკომენდაციები დაამტკიცა

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის“ მე-9 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საერთო სასამართლოებმა და სასამართლოს მომხმარებლებმა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები...

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი

01 დეკემბერი 2020, 19:36

საზოგადოება

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი: ნონა გაფრინდაშვილზე თავდასხმის ნებისმიერი მცდელობა განწირულია მარცხისთვის

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიმართ „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულგ განცხადებას ეხმაურება.

01 დეკემბერი 2020, 19:31

COVID19

დღე-ღამეში უკრაინაში 221 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 498 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 221 ინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 745 123 შემთხვევა გამოვლინდა, 355 172 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 548 ადამიანი გარდაიცვალა.

სექს წვეულება

01 დეკემბერი 2020, 19:27

მსოფლიო

მედია: ბრიუსელში სექს-წვეულებაში მონაწილეობისთვის ევროდეპუტატი დააკავეს

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის ერთ-ერთ ბარში პოლიციამ აღკვეთა სექს-წვეულება და 25 ადამიანი, მათ შორის ევროპარლამენტის წევრი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ რამდენიმე ბელგიური გამოცემა, მათ შორის La Dernière Heure, Het Laatste Nieuws-ი და Het Nieuwsblad-ი ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძე

01 დეკემბერი 2020, 19:15

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში ცვლილებებია

აჭარის უმაღლესი საბჭოს მე- 5 მოწვევის შემადგენლობაში ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” 14 წევრით, საკონსტიტუციო უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი.