imedi /  27 ოქტომბერი 2020, 09:19 / სანდო წყარო

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით 11 400-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 11 409 ადამიანს დაუდგინეს, 42 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით Deutsche Welle ავრცელებს.

სულ გერმანიაში კოვიდინფიცირების 449 275 შემთხვევა გამოვლინდა, 10 095 პაციენტი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს გამოვლინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

მანქანა

19 იანვარი 2021, 16:12

მსოფლიო

იაპონიაში უამინდობის გამო ერთმანეთს 130 ავტომობილი შეეჯახა, არის მსხვერპლი

ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთით მოხდა, ერთმანეთს 130 მანქანა შეეჯახა. შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ.

ნათია თურნავა

19 იანვარი 2021, 16:06

ეკონომიკა

ნათია თურნავა: აშშ-სთან „ბიზნესგეგმის შედგენა“ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პროცესში საქმიანი წრეების უფრო მეტად გააქტიურებას ითვალისწინებს

აშშ - ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ბატონი ქროქის შეფასება არის ძალიან ზუსტი. ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არის ძალიან მაღალ ნიშნულზე ყველა ასპექტითა და მიმართულებით. განსაკუთრებით გამოვყოფდი ეკონომიკურ თანამშრომლობას. რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან მემორანდუმს „სუფთა ქსელის“ ინიციატივასთან საქართველოს მიერთების თვალსაზრისით, რაც ხსნის ახალ პერსპექტივებს ამერიკული ბიზნესებისთვის, რომლებიც უფრო მეტი ნდობით მოეკიდებიან საქართველოში ინვესტირებას, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ - ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ქით ქროქის ინტერვიუ, რომელიც მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას მისცა.

სებასტიან მოლინეუსი

19 იანვარი 2021, 16:05

COVID19

სებასტიან მოლინეუსი: გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმა განვიხილეთ

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.

არჩილ თალაკვაძე

19 იანვარი 2021, 15:53

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიას პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება სთხოვა

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიას პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის შეფასების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ვენეციის კომისია Twitter-ზე წერს.

ანგელა მერკელი

19 იანვარი 2021, 15:45

COVID19

მედია: გერმანიის მთავრობა ლოკდაუნის რეჟიმის 15 თებერვლამდე გახანგრძლივებას გეგმავს

გერმანიის მთავრობა ლოკდაუნის რეჟიმის 15 თებერვლამდე გახანგრძლივებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bild-ი იმ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელსაც გერმანიის კანცლერი და რეგიონების ხელმძღვანელები დღეს განიხილავენ.

19 იანვარი 2021, 15:37

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალეკო ელისაშვილი

19 იანვარი 2021, 15:32

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ვიღაცებისთვის ოპოზიციური ერთობა, უბრალოდ ცხოვრების წესია, მაგრამ ჩვენთვის არა - ბოდიში

„ოპოზიციის ერთი ნაწილი, უბრალოდ, ვერ ხვდება რას აკეთებს. ჩვენთვის მიზანი იყო ის, რომ ის ოთხი პუნქტი, რომელსაც ვითხოვდით, გამოგვეგლიჯა ოცნებისთვის ხელიდან. ვიღაცებისთვის ოპოზიციური ერთობა, უბრალოდ ცხოვრების წესია, ჩვენ ასე არ ვხედავთ ამას. ბოდიში, რომ სხვანაირად ვაზროვნებთ და განსხვავებულად ვხედავთ საკითხებს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

19 იანვარი 2021, 15:24

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 21 734 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 734 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 586 პაციენტი გარდაიცვალა.

19 იანვარი 2021, 15:23

საზოგადოება

პროექტში - „იმუშავე საქართველოდან“ ჩართვის სურვილი 90 ქვეყნის 2 000-ზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა

პროექტში - „იმუშავე საქართველოდან“ ჩართვის სურვილი, 2020 წლის 27 აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრის ჩათვლით, 90 ქვეყნის 2 000-ზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქარელოს მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაკეთებული განაცხადების საფუძველზე საქართველოში უკვე ჩამოვიდა 742 პირი.

ნინო ვიბლიანი

19 იანვარი 2021, 15:15

რეგიონი

ნინო ვიბლიანი: ადამიანები, ვის საკუთრებაზეც გაივლის ელექტროგადამცემი, მაღალი საბაზრო ფასით კომპენსაციას მიიღებენ

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“/ შპს „ენერგოტრანსი“ ჯვარი-ხორგას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის ფარგლებში, ჯვარის (500/220 კვ) და ხორგას (220/110 კვ) ქვესადგურების დამაკავშირებელი 500 და 220 კვ-იანი 56 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას ახორციელებს. პროექტის შესახებ და მის მნიშვნელობაზე ჯვარის ქვესადგურში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა ისაუბრა.

19 იანვარი 2021, 15:14

რეგიონი

გუდაური-კობის გზის ნაწილზე ზვავსაშიშროება მოიხსნა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გუდაური-კობის გზის ნაწილზე ზვავსაშიშროება მოიხსნა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გზის მეორე ნაწილზე (კმ100-კმ104) ზვავსაშიშროების რეჟიმი ნარჩუნდება.

19 იანვარი 2021, 15:08

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 137 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 137 885 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 381 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ხატია დეკანოიძე

19 იანვარი 2021, 15:03

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: აქამდე გაკეთებული განცხადებებიდან შინაარსი ვერ გამოვიტანე, რატომ არის ეს გირჩის განაყოფი ოპოზიციაზე გაბრაზებული?

ოპოზიციის ერთიანობა და პლატფორმა რჩება ყველაზე მძლავრ იარაღად საქართველოში, ჯერჯერობით. უმძიმესი კრიზისის პირობებში, მეტი სიფრთხილე უნდა გამოგვეჩინა ყველას ამ ოპოზიციური პლატფორმის შენარჩუნებაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.„მე ვერ გამოვიტანე შინაარსი აქამდე გაკეთებული განცხადებებიდან. რატომ არის ეს გირჩის განაყოფი ოპოზიციაზე გაბრაზებული? რატომ დაწყეს მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის პირობებზე საუბარი, რომელზეც ოპოზიცია არ იყო შეთანხმებული? მიუხედავად იმისა, რომ სულ ვცდილობდი დრამატიზმი მომეკლო ამ შეფასებებში მათ შორის იმიტომ, რომ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ერთობის შენარჩუნება.

19 იანვარი 2021, 14:53

სამართალი

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გიგი უგულავა

19 იანვარი 2021, 14:53

პოლიტიკა

გიგი უგულავა: ველოდებით „ქართული ოცნებისგან“ და არა იაგო-მეგრელიშვილ-ხვიჩია-იოსელიანისგან გაუგებარ წინადადებებს

ოპოზიციამ სახელი უნდა დაარქვას ოფიციალურ განცხადებით, რომ ეს ბატონები აღარ წარმოადგენენ ძირითად ოპოზიციას, ახოვანებენ „ქართულ ოცნებას“, მათი წინადადება მოვისმინეთ, მაგრამ არ გავიზიარეთ და შესაბამისად მათტან პოლემიკას აღარ ვაპირებთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

19 იანვარი 2021, 14:45

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოზე“: მათ ყოველთვის არასახელმწიფოებრივი მიდგომა და პრინციპები ჰქონდათ

როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ყოველთვის ჰქონდათ არასახელმწიფოებრივი მიდგომა და პრინციპები

ლევან ბეჟაშვილი

19 იანვარი 2021, 14:39

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი: ვერც ერთ პოლიტიკურ პარტიას, ვერც ერთ პოლიტიკურ ლიდერს ვერ ექნება ჩვენზე გავლენა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია, აგრძელებს კონსულტაციებს ალეკო ელისაშვილთან და სხვა პარტიებთან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ბექა დავითულიანი

19 იანვარი 2021, 14:35

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ნატოში დღეს ბევრი ისეთი ქვეყანაა, რომელიც ალიანსში მიღებისას საქართველოზე ბევრად უკან იყო თავსებადობის თვალსაზრისით

საქართველო დღეს არის ნატოსთან თავსებადი და ჩვენ ველოდებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ნატოსგან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

19 იანვარი 2021, 14:31

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნატოსთან დაახლოების პროცესი შეუქცევადი იყოს

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დაახლოება ნატოსთან იყოს შეუქცევადი პროცესი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

სებასტიან მოლინეუსი

19 იანვარი 2021, 14:27

პოლიტიკა

სებასტიან მოლინეუსი გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე: ჩვენი მოსაზრებები თანხვედრაშია იმ წარმატებული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს ბოლო წლების განმავლობაში აკავშირებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შესანიშნავი შეხვედრა შედგა. ჩვენი მოსაზრებები თანხვედრაშია იმ წარმატებული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს ბოლო წლების განმავლობაში აკავშირებს, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.