imedi /  27 ოქტომბერი 2020, 11:12 / სანდო წყარო

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 824 ადამიანს დაუდასტურდა, 1 262 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 824 ადამიანს დაუდასტურდა, 1 262 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 12 632, გარდაიცვალა 238 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

04 დეკემბერი 2020, 17:14

მსოფლიო

სომხეთი საფრანგეთის პარლამენტის მიერ მთიანი ყარაბაღის შესახებ რეზოლუციის მიღებას მიესალმება

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის პარლამენტის მიერ მთიანი ყარაბაღის შესახებ რეზოლუციის მიღებას მიესალმება.

04 დეკემბერი 2020, 17:10

პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ელჩებთან მორიგ შეხვედრას მართავენ

მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის გამართვამდე დიპლომატები ოპოზიციას, სავარაუდოდ, ბოლოჯერ ხვდებიან. ამ წუთებში ელჩებს პარტიები ერთობლივად შემუშავებულ წინადადებებს აცნობენ. კონსულტაციები ამჯერად ამერიკის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში მიმდინარეობს.

რასელ ვესტბრუკი

04 დეკემბერი 2020, 17:09

სპორტი

რასელ ვესტბრუკი კარიერას „ვაშინგტონში“ განაგრძობს

რასელ ვესტბრუკი კარიერას „ვაშინგტონში“ განაგრძობს. როგორც ESPN-ი იტყობინება, „ჰიუსტონ როკეტსმა“ თავისი ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ, „ვიზარდსიდან“ ჯონ ვოლი და 2023 წლის დრაფტზე პირველი არჩევანის უფლება მიიღო.

ელისაბედ II

04 დეკემბერი 2020, 17:04

ტაბლოიდი

დიდი ბრიტანეთის დედოფალს ძაღლი მოუკვდა

2 წლის წინ ელიზაბეტ II-ს კიდევ ორი ძაღლი, უილოუ და უისპერი დაეღუპა. 2015 წელს ელიზაბეტ მეორემ გადაწყვიტა ძაღლები აღარ აეყვანა. დედოფალმა განმარტა, რომ არ სურდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ოთხფეხა მეგობრები პატრონის გარეშე დარჩენილიყვნენ.

04 დეკემბერი 2020, 17:03

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 4,267 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 4,267 ადამიანს გამოუვლინდა, 41 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 138,000 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 1,551 ადამიანი. ვირუსისგან 83,000 პაციენტი განიკურნა.

დიმიტრი ხუნდაძე

04 დეკემბერი 2020, 17:02

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: ჯანდაცვის სისტემაში ვითარების ხელოვნურად დაძაბვა ყველასთვის საზიანოა

17 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტი ძალიან მძიმეა, მაგრამ ინფორმაციის დამახინჯება, თითქოს გოგონა კოვიდინფიცირებული იყო და ბინაში გარდაიცვალა, რადგან ვერ მოხერხდა კლინიკაში გადაყვანა არის უსაფუძვლო და ტყუილი - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ჯო ბაიდენი

04 დეკემბერი 2020, 16:56

მსოფლიო

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ტელეკამერების წინ გაიკეთებს

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებს, ბარაკ ობამას, ბილ კლინტონსა და ჯორჯ ბუშს შეუერთდება და საზოგადოების ვაქცინაციის უსაფრთხოებაში დარწმუნების მიზნით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ტელეკამერების წინ გაიკეთებს.

ვახტანგ გომელაური

04 დეკემბერი 2020, 16:51

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის დამზადების სანაცვლოდ თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირია დაკავებული. მინისტრის თქმით, ზოგადად, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან შინაგან საქმეთა სამინისტროს და კოლეგა უწყებებს ახლო ურთიერთობა აქვთ.

ვახტანგ გომელაური

04 დეკემბერი 2020, 16:48

სამართალი

ვახტანგ გომელაური: 8 წელია შინაგან საქმეთა მინისტრის ოთახში იგივე რემონტი, იგივე ავეჯია და რასაც ვყიდულობთ, ეს მინისტრის კაბინეტისთვის კი არა, პოლიციელებისთვის არის განკუთვნილი

ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სერვერების შესყიდვა 112-ის შესაძლებლობების გაძლიერებას უკავშირდება, ხოლო შესასყიდი ავეჯი განთავსდება გურჯაანის პოლიციის ახალ შენობაში და განკუთვნილია არა მინისტრის კაბინეტისთვის, არამედ პოლიციელებისთვის.

გიორგი გოგინავა

04 დეკემბერი 2020, 16:44

რეგიონი

ფოთის საქალაქო სასამართლომ ასლან ვაშაყმაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

სასამართლოზე დაცვის მხარემ ასლან ვაშაყმაძის გირაოს 5 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. მოსამართლე დავით კეკენაძემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ვახტანგ გომელაური

04 დეკემბერი 2020, 16:42

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: არც ჩვენ და არც ერთ რიგით პოლიციელს არ გვიხარია ჩვენი მოქალაქეების დაჯარიმება, გვესმის, რომ მძიმე სიტუაციაა, მაგრამ გვიწევს

„არც ჩვენ და არც ერთ რიგით პოლიციელს არ გვიხარია ჩვენი მოქალაქეების დაჯარიმება, გვესმის, რომ მძიმე სიტუაციაა, მაგრამ გვიწევს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის მოქალაქეების დაჯარიმების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მაია სანდუ

04 დეკემბერი 2020, 16:39

მსოფლიო

მოლდოვის არჩეულმა პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა

მოლდოვის არჩეულმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა.

04 დეკემბერი 2020, 16:38

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისია საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეორე ანგარიშს აქვეყნებს

კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეორე ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც მაუწყებლების თვისებრივ და რაოდენობრივ ანალიზს მოიცავს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მონიტორინგი 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელზე, საუკეთესო დროს, 19:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდში განხორციელდა. თვისებრივი მონიტორინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას, „რუსთავი 2“-ს, „ტელეიმედს“, „ტელეკომპანია პირველს“ და „მთავარ არხს“ ჩაუტარდა, რაოდენობრივი მონიტორინგი 50-მდე სამაუწყებლო არხზე ჩატარდა.

ნიკოლ ფაშინიანი

04 დეკემბერი 2020, 16:35

სპორტი

Gallup-ის გამოკითხვით, სომხეთის მოსახლეობის 45%-ს ფაშინიანის გადადგომა სურს

სომხეთის მოსახლეობის 45%-ს პრემიერ-მინისტრის გადადგომა სურს. სოციოლოგიური გამოკითხვა Gallup International association-მა 25 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე პერიოდში ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, პრემიერის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის დარჩენის მომხრე რესპოდენტთა მხოლოდ 38%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაშინიანის რეიტინგი ბოლო 5 თვის განმავლობაში 47%-ით არის შემცირებული. ივლისში მას მხარს გამოკითხულთა 85% უჭერდა. ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები სომხეთში ერთი თვეა გრძელდება. მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გამო ოპოზიცია პრემიერს აზერბაიჯანთან კაპიტულაციაში ადანაშაულებს.

იაგო ხვიჩია

04 დეკემბერი 2020, 16:29

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მინდა გამოირიცხოს ვერსია, თითქოს მე და ვახო მეგრელიშვილს გვინდოდა პარლამენტში შესვლა და ზურაბ ჯაფარიძეს - არა

„ჩვენ ამ ნაწილში სრული თანამოაზრეები ვიყავით. მე თქვენ კოლეგებს ველაპარაკებოდი, თურმე ჭორი ყოფილა, რომ თითქოს იაგოს ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს უნდოდათ პარალამენტში შესვლა და ზურაბ ჯაფარიძეს არა, რაც არასერიოზულია. ჩვენ თანამოაზრეები ვიყავით და ეს მინდა, რომ გამოირიცხოს,"-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

04 დეკემბერი 2020, 16:28

საზოგადოება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ACI-ის „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერთიფიკატის მფლობელია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ACI-ის „აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის“ სერთიფიკატის მფლობელია. აეროპორტების ჯანმრთელობის აკრედიტაციის სერთიფიკატი, აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) მიერ, აეროპორტში დანერგილი ჯანმრთელობის ზომებისა და პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად გაიცემა.

ვახტანგ გომელაური

04 დეკემბერი 2020, 16:26

სამართალი

ვახტანგ გომელაური: გამოძიებამ ბადრი ესებუა ძებნილად გამოაცხადა

ბანაკებში ყაჩაღობის შემთხვევა ყოველთვის ხდებოდა. გამოძიებამ ესებუა ძებნილად გამოაცხადა, მის ადგილსამყოფელს ვადგენთ. როგორც კი დავაკავებთ, აუცილებლად გაცნობებთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

04 დეკემბერი 2020, 16:23

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 217 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 217 664 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 879 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ზაალ უდუმაშვილი

04 დეკემბერი 2020, 16:21

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გრიგოლ ვაშაძის გარეშე გაიმართა

„არა მხოლოდ გრიგოლ ვაშაძე, რამდენიმე წევრი პოლიტსაბჭოს ვერ ესწრებოდა, სხვადასხვა მიზეზის გამო. ზოგმა ვერ მოასწრო ჩამოსვლა რეგიონიდან, ზოგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ კვორუმი იყო პოლიტსაბჭოზე და შესაბამისად, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთხმად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, არცერთი განსხვავებული აზრი არ ყოფილა“.

ჩრდილოეთ კორეა

04 დეკემბერი 2020, 16:19

მსოფლიო

მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში შეზღუდვების დამრღვევი საჯაროდ დახვრიტეს

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ საჯაროდ სიკვდილით დასაჯა მოქალაქე, რომელმაც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვები დაარღვია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Radio Free Asia საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.