IMEDI /  28 ოქტომბერი 2020, 09:24 / სანდო წყარო

ირანის პარლამენტის სპიკერი კორონავირუსით დაინფიცირდა

ირანის პარლამენტის სპიკერი მუჰამედ-ბაგერ გალიბაფი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ Alarabiya იტყობინება.

ამჟამად პოლიტიკოსი თვითიზოლაციაში იმყოფება და იმედოვნებს, რომ სახლიდან მუშაობას შეძლებს. ირანში სულ Covid19-ის 581 824 შემთხვევაა გამოვლენილი.

ვირუსმა ქვეყანაში 33 299 ადამიანი იმსხვერპლა, 463611 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

05 დეკემბერი 2020, 18:55

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება

განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციების გაჩერებას არ ვაპირებთ. პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

05 დეკემბერი 2020, 18:31

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: არის ერთი კონკრეტული პარტია და ერთი ლიდერი, რომელიც უკვე გადავიდა უცნაურ, მაზოხისტურ განწყობაზე

არის ერთი კონკრეტული პარტია და ერთი ლიდერი, რომელიც უკვე გადავიდა უცნაურ, მაზოხისტურ განწყობაზე. ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ შემიძლია შევაფასო, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანს უხარია, როდესაც მისი სიტყვით ხორციელდება, ვითარდება დესტრუქციული პროცესები, ვგულისხმობ სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს, რომლებმაც სხვებზე მეტი ხმა აიღეს არჩევნების დროს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განაცხადა.

ტომას ტუხელი

05 დეკემბერი 2020, 18:19

სპორტი

„პსჟ“-ს მთავარმა მწვრთნელმ სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

„პსჟ“-ს მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს, - ამის შესახებ ინფორმაციას Ligue 1 News-ი ავრცელებს. კლუბის ხელმძღვანელებმა ტუხელს 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა და ამით ყველას მიანიშნა, რომ მომდევნო წლიდან კარიერას სხვა გუნდში განაგრძობს.

05 დეკემბერი 2020, 18:13

სპორტი

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ზურაბ კახაბრიშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ზურაბ კახაბრიშვილი უხელმძღვანელებს. კახაბრიშვილმა ამ თანამდებობაზე ვალერი ახალკაცი შეცვალა, რომელიც ასოციაციას ორი საპრეზიდენტო ვადის მანძილზე მართავდა.

05 დეკემბერი 2020, 18:10

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯისთან 24-38 დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასზე დასკვნითი შეხვედრა გამართა ფიჯის ნაკრებთან და 24-38 დამარცხდა. ამჯერად ბორჯღალოსნებმა ტურნირზე, რომელიც ერთჯერადად ჩატარდა მერვე ადგილი დაიკავეს.

გერმანია

05 დეკემბერი 2020, 17:59

მსოფლიო

გერმანიის სასამართლომ კორონავირუსის შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციის ჩატარება აკრძალა

გერმანიის სასამართლომ კორონავირუსის შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციის ჩატარებას აკრძალვას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გიორგი ვოლსკი

05 დეკემბერი 2020, 17:55

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: უკეთესია, რომ სტრატეგიული საკითხები ოპონირების რეჟიმში იყოს განხილული

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, უკეთესია, რომ პარლამენტში სტრატეგიული საკითხები ოპონირების რეჟიმში იყოს განხილული, თუმცა თუ ასე არ იქნება, ეს არ არის პასუხისმგებლობა, რომელიც თავის თავზე მმართველმა გუნდმა უნდა აიღოს. მისი თქმით, პარლამენტი მუშაობას შეუდგება და დეპუტატებს მნიშვნელოვანი თემები აქვთ განსახილველი.

05 დეკემბერი 2020, 17:36

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 4,323 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 4,323 ადამიანს გამოუვლინდა, 42 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 142,323 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 1,593 ადამიანი. ვირუსისგან 85,980 პაციენტი განიკურნა.

იაგო ხვიჩია

05 დეკემბერი 2020, 17:27

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ჩვენ პლებისციტის იდეასთან დაკავშირებით შედარებით გულგრილი ვართ

„ზოგი პლებისციტს, ზოგი არჩევნებს, ზოგი რას ითხოვს, ამ თვალსაზრისით კამათი მიმდინარეობს, ზოგადად, ჩვენ პლებისციტის იდეასთან დაკავშირებით შედარებით გულგრილები ვართ. სხვა იდეები, რაზეც მსჯელობა მიდის, უფრო მოგვწონს, თუმცა, ჩვენს კოლეგებს ვეთანხმებით პლებისციტის იდეაშიც“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

05 დეკემბერი 2020, 17:10

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ჩვენ ჩავატარეთ პლებისციტზე უფრო მეტი - ეს იყო არჩევნები

სიტუაციიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენ ჩავატარეთ პლებისციტზე უფრო მეტი - ეს იყო არჩევნები. ამ არჩევნებზე საზოგადოებამ გამოხატა თავისი პოზიცია. ამაში ნებისმიერი ქმედება, ნებისმიერი ეჭვი, რომელიც კითხვის ნიშნებს დააყენებს ამ შედეგებთან დაკავშირებით, არის საზოგადოებისთვის მიუღებელი და ქვეყნის ინტერესებისთვის მიუღებელი.

ბადრი ჯაფარიძე

05 დეკემბერი 2020, 16:57

პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე: ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით არის განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ მთლიანობაში სრული თანხვედრაა

მე არ დავაკონკრეტებ ამა თუ იმ პუნქტს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ძირითად მოთხოვნებთან მიმართებაში არის სრული თანხმობა. ის, რომ არის პოლემიკა ამა თუ იმ კონკრეტულ პუნქტზე, ეს არის ჯანმრთელი პროცესი და ამაში პრობლემა არ არის“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გიგი წერეთელი

05 დეკემბერი 2020, 16:53

პოლიტიკა

გიგი წერეთელი: უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, ინდივიდუალურად ვუწყობთ თუ არა ხელს ნდობის აღდგენას და თანამშრომლობას ეუთოს სივრცეში

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა ეუთოს მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ონლაინ ფორმატის შეხვედრას ორგანიზაციის 57 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ელჩები და ეუთოს ლიდერები დაესწრნენ, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიგი უგულავა

05 დეკემბერი 2020, 16:49

პოლიტიკა

გიგი უგულავა: როდესაც ჩიხია, ხელისუფლება, ოპოზიცია და ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ბუნებრივ გამოსავლად თვლის, რომ თქვას - მოდი ხალხს ვკითხოთ

„მინდა მკაფიოდ განვსაზღვრო ერთი რამ - ჩვენი მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები და ჩვენ, ჩვენს დოკუმენტში ასევე ვთავაზობთ „ქართულ ოცნებას“, როგორ მივიდეს სამართლიანად, საზოგადოების მონაწილეობით, სამართლებრივ და კონსტიტუციურ სივრცეში დარჩენით, რიგგარეშე არჩევნებამდე“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კარლ ჰარცელი

05 დეკემბერი 2020, 16:45

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ჯერ კიდევ გულწრფელად მჯერა, რომ შეთანხმებამდე მისვლა შესაძლებელი იქნება

ჯერ კიდევ გულწრფელად მჯერა, რომ შეთანხმებამდე მისვლა შესაძლებელი იქნება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პირველ არხს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით განუცხადა.

05 დეკემბერი 2020, 16:29

COVID19

შიდა ქართლში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა

შიდა ქართლში 24 საათის განმავლობაში სწრაფი ტესტების რაოდენობის გაზრდის შედეგად კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 5 280-ით გაიზარდა. ხოლო გამოჯანმრთელდა 35 ადამიანი. თვითიზოლაცია მოეხსნა 36 პირს. სულ რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 4 201 შეადგენს, აქედან 1 001 პაციენტი მკურნალობას სახლში გადის. რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაშია 2 540 პირი.

თურქეთი

05 დეკემბერი 2020, 16:29

მსოფლიო

თურქეთი მაისის შემდეგ პირველად, სრულ ლოკდაუნზე გადავიდა

თურქეთში მაისის შემდეგ პირველად, სრული ლოკდაუნი ამოქმედდა. ამის მიზეზი კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელის დაფიქსირება. 83-მილიონიან ქვეყანაში 32 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის არიან უსიმპტომოებიც, ეს პანდემიის დაწყებიდან, მარტიდან დღემდე ყველაზე დიდი რიცხვია.

სერგო ჩიხლაძე

05 დეკემბერი 2020, 16:15

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: მთელი ოპოზიციის პოზიცია კვლავ ერთიანია

„ჩვენს კოლეგებს გავაცანით, გუშინ რაზე იყო საუბარი ელჩებთან, კიდევ ერთხელ შევჯერდით, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრის პოზიცია არის კვლავ ერთიანი, არ გავდივართ იმ სივრციდან, რასაც ვადამდელი არჩევნები ჰქვია, დეტალებზე კვლავ არ ვსაუბრობთ, ვიცავთ შეთანხმებას და რამდენიმე დღეში გავაკეთებთ განცხადებას“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

05 დეკემბერი 2020, 16:09

COVID19

კახეთში სწრაფი ანტიგენის ტესტირებისთვის შესაბამის დაწესებულებებს დღეში ასობით ადამიანი მიმართავს

კახეთში სწრაფი ანტიგენის ტესტირებისთვის შესაბამის დაწესებულებებს დღეში ასობით ადამიანი მიმართავს. კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, ეს პროცესი რეგიონში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. შიოშვილი მიესალმება მოქალაქეების ჩართულობას კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში და მიიჩნევს, რომ უფასო ტესტირებაში მათი მონაწილეობა მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

05 დეკემბერი 2020, 15:50

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 66 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 66 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 66 015 170 შემთხვევა გამოვლინდა, 1 521 066 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 42 431 570 - გამოჯანმრთელდა.

გიორგი გახარია

05 დეკემბერი 2020, 15:43

პოლიტიკა

გიორგი გახარია ჰელგა შმიდს ეუთო-ს გენერალურ მდივნად დანიშვნას ულოცავს

„გულწრფელად ვულოცავ ჰელგა შმიდს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივნად დანიშვნას,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს. მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ ჰელგა შმიდის ხელმძღვანელობის პირობებში ახალი შესაძლებლობები გაჩნდება.