imedi /  28 ოქტომბერი 2020, 12:05 / სანდო წყარო

თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა

თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორის, დავით სარიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილია 70 წლის ქალი.

ის კლინიკაში 14 ოქტომბერს ბათუმიდან შეიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო, რადგან თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 14 829, გარდაიცვალა 253 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

25 ნოემბერი 2020, 18:30

COVID19

პოლონეთში 674 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, პოლონეთში კორონავირუსის 15,362 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ჯამში ინფიცირებულთა რიცხვმა 924,000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. ბოლო 24 საათში პოლონეთში 674 პაციენტი გარდაიცვალა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია. ჯამში ქვეყანაში 14,988 ლეტალური შემთხვევაა დაფიქსირებული.

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები

25 ნოემბერი 2020, 18:29

სპორტი

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრას 26 ნოემბერს გამართავს

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებს 26 ნოემბერს და 1 დეკემბერს გამართავს მათი მეტოქეები მალტისა და ბოსნიის ეროვნულ გუნდები იქნებიან.

გიორგი ამილახვარი

25 ნოემბერი 2020, 18:26

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: გვჯერა, რომ უმრავლესობა და რიგი ოპოზიციური პარტიები შევლენ პარლამენტში და გავაგრძელებთ ნორმალურ საპარლამენტო ცხოვრებას

არც ერთი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი და საერთაშორისო დამკვირვებელი არ მოიძებნება, რომელიც გარკვეული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას და ყველა უკლებივ მოგვიწოდებს ჩვენც და ოპოზიციასაც, რომ შევიდეთ პარლამენტში და გავაგრძელოთ პოლიტიკური ცხოვრება - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა გიორგი ამილახვარმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

25 ნოემბერი 2020, 18:23

COVID19

კახეთში კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა

კახეთში, კორონავირუსის დიაგნოზით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა. კოვიდინფიცირებული კაცი მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადიოდა, თუმცა მძიმე თანმხლები დაავადებებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. Imedinews-ის ინფორმაციით, 72 წლის კოვიდპაციენტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან იყო.

გიორგი ამილახვარი

25 ნოემბერი 2020, 18:21

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: იმედი მაქვს ორივე მხარე შეძლებს კომპრომისზე წასვლას და იმ საერთო წერტილის გამონახვას, რომელიც დღევანდელ პოლიტიკურ კრიზისს ჩიხიდან გამოიყვანს

„ჩვენ მზად ვართ ამ მოლაპარაკებისთვის, რომლის მესამე რაუნდიც ახლო დღეებში გაიმართება. ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილი, რომ ორივე მხარე შეძლებს კომპრომისზე წასვლას და იმ საერთო წერტილის გამონახვას, რაც დღევანდელ პოლიტიკურ კრიზისს ჩიხიდან გამოიყვანს და პოლიტიკურ ცხოვრებას პარლამენტში გადაიტანს. ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა თუ საერთაშორისო დამკვირვებლების პირდაპირი მოწოდებაც არის, გადავიდეთ და გადავიტანოთ პოლიტიკური ცხოვრება სპარლამენტო ტრიბუნაზე. მნშვნელოვანია ორივე მხარემ გავითვალისწინოთ ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. როგორია მათი დაკვეთა? 2 მილიონამდე ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, შესაბამისად მათ სურთ თავიანთი ინტერესების მიხედვით, იმ პოლიტიკურ პარტიებს და წარმომადგენლებს, რომელთაც მხარი დაუჭირეს, შევიდნენ პარლამენტში და გაგრძელდეს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება“, - აცხადებს ამილახვარი.

სი ძინპინი

25 ნოემბერი 2020, 18:21

მსოფლიო

სი ძინპინმა ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

მირზა ხინიკაძე

25 ნოემბერი 2020, 18:19

COVID19

მირზა ხინიკაძე: ნიღაბი, დისტანცია და ჰიგიენური წესების დაცვა, ეს მარტივად შესასრულებელი რეგულაციებია, რომ შევამციროთ ინფიცირებულთა რაოდენობა

ძირითადად ალბათ, მაინც ექიმების დამსახურებაა და იმ სამედიცინო ჯგუფის, რომელმაც ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გადაიტანა, - ამის შესახებ „ნიუ ვიჟენის“ დირექტორმა მირზა ხინიკაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ნიღაბი, დისტანციის დაცვა და ხელების დაბანა, ეს არის ძირითადი მოთხოვნა, რის წინაშეც ვირუსი გვაყენებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

25 ნოემბერი 2020, 18:06

COVID19

ევროკომისიის პრეზიდენტი: შეზღუდვების ძალიან სწრაფად და ძალიან ფართოდ შემსუბუქება მესამე ტალღის დადგომის საფრთხეს შეიცავს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებმა შეზღუდვები ძალიან სწრაფად არ უნდა შეამსუბუქონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შობის შემდეგ ეპიდემიის მესამე ტალღის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან.

ზურაბ ჯაფარიძე

25 ნოემბერი 2020, 18:00

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: ელჩები ცდილობენ, იპოვონ გარკვეული გადაკვეთის წერტილები

ფასილიტატორი ელჩების მხრიდან არის მცდელობა, იპოვონ რაღაცა გადაკვეთის წერტილები და როგორღაც დააახლოონ პოზიციები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მირზა ხინიკაძე

25 ნოემბერი 2020, 17:59

COVID19

მირზა ხინიკაძე: კორონავირუსის გამოწვევის წინაშე ჩვენზე გამართული ქვეყნებიც კი უძლური აღმოჩნდა

მისი თქმით, კორონავირუსის მიმდინარეობა არავინ არ იცის და მისი შესაწავლა ახლა ხდება. „სწავლობს მთელი მსოფლიო და შესაბამისად, გამოწვევაც მოულოდნელია. შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს მდგომარეობა უფრო უარესისკენ ან უკეთესობისკენ“,- აღნიშნა მირზა ხანიკაძემ.

კორეა საზღვარი

25 ნოემბერი 2020, 17:57

მსოფლიო

ჩრდილოკორეელი ტანმოვარჯიშე სამმეტრიან ღობეს გადაახტა და სამხრეთ კორეაში გაიქცა

სამხრეთ კორეის სამხედროები იძიებენ 20 წლის ჩრდილოკორეელის საქმეს, რომელიც 2020 წლის ნოემბერში ორ ქვეყანას შორის არსებული საზღვრის ქვეითად გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა The Korea Herald-ი წერს.

შოთა ბურჯანაძე

25 ნოემბერი 2020, 17:55

ეკონომიკა

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი: სახელმწიფოსთან დიალოგის მთავარი ამოცანა დასაქმებულების გადარჩენის გზებია

დღეს ჩვენ უნდა წარვადგინოთ ჩვენი შეხედულებები არსებულ სიტუაციასთან მიმართებით, რაც შეეხება კოვიდვითარებას და ბიზნესს, – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

25 ნოემბერი 2020, 17:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არჩევნებს ჰყავს „ლუზერები" - ეს არის „ევროპული საქართველო", რომელთაც დესტრუქციის მეტი მოტივაცია აქვთ

„ოპოზიციის ერთ ნაწილს აქვს საკმაოდ ხისტი პოზიცია, თუმცა, არის ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელსაც არ აქვს ასეთი ხისტი პოზიცია. როგორც გითხარით, ჩვენ გვაქვს ერთადერთი წითელი ხაზი, რაც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება და ამ წითელი ხაზის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება არის მიღწევადი“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

25 ნოემბერი 2020, 17:51

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ უარი თქვა ყველაფერზე, რაც არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას უკავშირდებოდა

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციამ ხელისუფლების ყველა იმ შეთავაზებაზე თქვა უარი, რაც არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას ეხებოდა.

მირზა ხინიკაძე

25 ნოემბერი 2020, 17:51

COVID19

მირზა ხინიკაძე: დღევანდელ დღემდე მხოლოდ ექიმების პროფესიონალიზმმა მოგვიყვანა

პრობლემა მართლაც დიდია და მსოფლიოც და საქართველოც ამ გამოწვევის წინაშე დგას. დღევანდელ დღემდე რაც მოვედით, მოგვიყვანა ექიმების პროფესიონალთა გუნდმა. იმ საშუალო და მაღალმა მედპერსონალმა, რომელმაც მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთა, რომ რაც შეიძლება ნაკლები გართულებები გვქონოდა, - ამის შესახებ ​აიპი „ნიუ ვიჟენ“ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორმა, პროფესორმა მირზა ხინიკაძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. „დღეს კლინიკაში გვყავს 137 კოვიდინფიცირებული პაციენტი. მათ შორის 40 იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩვენთან ძირითადი კონტიგენტი არის საშუალო და მძიმე პაციენტები. ჩვენ ვართ ჩართული პროექტში, რომელიც გულისხმობს დღეში დაახლოების 20-30 პაციენტის გამოყვანას ბინიდან და კოვიდსასტუმროებიდან ტესტირების ჩასატარებლად. მათ უტარდებათ კომპიუტერული ტომოგრაფია და ის ძირითადი კვლევები, რომლებიც პროტოკოლით არის გათვალისწინებული

25 ნოემბერი 2020, 17:44

რეგიონი

ონს ახალი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ექნება

ონს ახალი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ექნება, - ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, 1948 წელს დაარსდა, მაგრამ 1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ მუზეუმი პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ დატოვა და მასში დაცული ექსპონატების მდიდარი კოლექცია დღემდე ავარიულ შენობაშია მოთავსებული.

25 ნოემბერი 2020, 17:40

COVID19

გაერომ შსს-ს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს დამცავი აღჭურვილობა გადასცა

უწყების ცნობით, პროექტის მიზანი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების დასაძლევად საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობის მრავალმხრივი მხარდაჭერაა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

25 ნოემბერი 2020, 17:39

ეკონომიკა

სოსო ფხაკაძე: ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია

ნებისმიერი შეზღუდვა ბიზნესს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე ყოველთვის ყველაზე ძვირად ფასობს, - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

25 ნოემბერი 2020, 17:26

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის 5,534 შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 5,534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 114 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 511,836 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 429,807-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 16,225 ადამიანი ემსხვერპლა.

25 ნოემბერი 2020, 17:15

ეკონომიკა

ჰოლანდიაში 9 მცირე მარნის 47 ღვინის ნიმუში გაიგზავნა

COVID-19 პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის შესამსუბუქებლად, სსიპ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინის ტრანსპორტირება, მათ მიერ მოძიებულ პოტენციურ იმპორტიორებთან, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ჰოლანდიაში გაიგზავნა 9 მცირე მარნის 47 ღვინის ნიმუში.