imedi /  28 ოქტომბერი 2020, 18:08 / სანდო წყარო

საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ორსული პაციენტის გაქცევის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება

საუნივერსიტეტო კლინიკა

საუნივერსიტეტო კლინიკა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ ორსული პაციენტის კლინიკიდან გაქცევის შესახებ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სამედიცინო დაწესებულების განცხადება Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

„ერთ-ერთ ტელევიზიაში გასული სიუჟეტის საპასუხოდ გვინდა განვმარტოთ, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტი არ გაქცეულა, როგორც ეს სიუჟეტშია ნათქვამი. ეს პაციენტი გახლდათ ორსული, კოვიდინფიცირებული ქალი და ჩვენს კლინიკაში მკურნალობდა 21 ოქტომბრიდან. მისი ორსულობის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ დაავადების მიმდინარეობა იყო უსიმპტომო, ჩვენ პაციენტს მივეცით რეკომენდაცია, მკურნალობა კლინიკაში გაეგრძელებინა, რაზეც მან უარი განაცხადა. ვინაიდან პაციენტის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი და მას ჰქონდა თვითიზოლაციის პირობები, მისივე სურვილით და მისი ოჯახის წევრების კატეგორიული მოთხოვნით, გაეწერა ხელწერილის საფუძველზე და მკურნალობას აგრძელებს ბინაზე“, - ნათქვამია კლინიკის განცხადებაში, რომელსაც თან ახლავს ხელწერილის ასლი და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადება.


ყველა სიახლე

24 ნოემბერი 2020, 09:29

COVID19

ამ დროისთვის საქართველოში 881 მძიმე პაციენტია

გუშინ კორონავირუსს კიდევ 36 ადამიანი ემსხვერპლა. საავადმყოფოებში 6 ათასზე მეტი პაციენტი მკურნალობს, 4 ათასამდე მოქალაქე მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 8 500-ზე მეტი კი, მკურნალობის კურსს შინ გადის. საკარანტინო სივრცეში 2-ათასზე მეტი მოქალაქეა მოთავსებული. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 ათასზე მეტი ადამიანი.

დონალდ ტრამპი

24 ნოემბერი 2020, 09:06

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ხელისუფლების გადაცემის პროცესის დაწყებას დათანხმდა

„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და მჯერა, რომ გავიმარჯვებთ. ამის მიუხედვად, ამ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რეკომენდაციას ვაძლევ ემილის და მის გუნდს, გააკეთონ ყველაფერი, რაც გასაკეთებელია პროტოკოლის მიხედვით. ანალოგიურ რეკომენდაციას ვაძლევ ჩემს გუნდს“, - წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერის“გვერდზე.

24 ნოემბერი 2020, 08:49

საზოგადოება

დღეს საქართველოში სინოპტიკოსები უნალექო ამინდს ვარაუდობენ

სინოპტიკოსები 24 ნოემბერს ქუთაისში მცირე მოღუბლულობას პროგნოზირებენ. დღისით ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +6. ოზურგეთშიც დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7. მზიანი ამინდია ნავარაუდევი ბათუმში, სადაც +17 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გიორგი ვოლსკი

24 ნოემბერი 2020, 08:24

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საერთაშორისო განცხადებები სიტუაციის ზუსტ შეფასებას ემყარება

მისივე თქმით, ეს არის განცხადებები, რომელიც ემყარება სიტუაციის ზუსტ ანალიზს. „ეს არის ის სურათი, რომელიც ამბობს რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად. თუნდაც ის ამბავი, რომ ოპოზიცია უარს ამბობს გადათვლაზე, ვიდეოთვალის გახსნაზე, ეს მეტყველებს იმაზე რომ ამ განცხადებებს საფუძველი გააჩნია“, - აღნიშნავს ვოლსკი.

ლინკოლნ მიტჩელი

24 ნოემბერი 2020, 08:11

პოლიტიკა

ლინლკოლნ მიტჩელი: ტრამპის გადაწყვეტილებებმა ბევრ ამერიკელ მოკავშირეს შეუქმნა პრობლემები, მაგრამ საქართველო ამას გადაურჩა

ლინკოლნ მიტჩელის შეფასებით, როდესაც 2016 წელს, დონალდ ტრამპი გახდა აშშ-ის პრეზიდენტი, საქართველოსთვის, ათწლეულების მანძილზე ამერიკასთან ჩამოყალიბებული კარგი ურთიერთობები საფრთხის წინაშე დადგა, რადგან ტრამპმა აირჩია ამერიკის იზოლაციური როლი მსოფლიო პოლიტიკაში.

შარლ მიშელი

24 ნოემბერი 2020, 01:05

მსოფლიო

შარლ მიშელმა ჯო ბაიდენი 2021 წელს ევროკავშირის სპეციალურ სამიტზე მიიწვია

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საიუბარი გამართა.

გიორგი ვოლსკი

24 ნოემბერი 2020, 00:49

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებით ზუსტად გამოიკვეთა, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად

ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთო/ოდირის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები არ არის ემოციური, როგორც ზოგიერთ ჩვენს ოპონენტს უნდა, რომ წარმოაჩინოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბორის ჯონსონი

24 ნოემბერი 2020, 00:44

COVID19

ბორის ჯონსონი: დიდ ბრიტანეთში ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება.

24 ნოემბერი 2020, 00:15

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 6 713 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 713 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 153 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

24 ნოემბერი 2020, 00:10

სპორტი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმის გამო ერთი თვე ვერ ითამაშებს

39 წლის შვედი ფორვარდი იტალიის სერია A-ს უკანასკნელ ტურში, „ნაპოლისთან“ მატჩის დროს დაშავდა და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა.დეტალურმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ზლატანს ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს, რომლის მკურნალობასაც სამიდან ოთხ კვირამდე დასჭირდება.

23 ნოემბერი 2020, 23:57

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 4 452 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 452 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 501 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

23 ნოემბერი 2020, 23:54

COVID19

ლევან რატიანი: პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელსაც 35 კვირაზე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, სიცოცხლისთვის იბრძვის

ლევან რატიანის თქმით, ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია და ის ახალშობილთა რეანიმაციაში იმყოფება.

23 ნოემბერი 2020, 23:46

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 25 886 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 25 886 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 512 ადამიანი გარდაიცვალა.

23 ნოემბერი 2020, 23:41

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 15 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 206 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯო ბაიდენი და იენს სტოლტენბერგი

23 ნოემბერი 2020, 23:36

მსოფლიო

ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გამართა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გამართა და ამერიკასა და ევროპას შორის კავშირების განმტკიცების მიზნით, მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ ნატოს პრესსამსახური ავრცელებს.

კახეთი

23 ნოემბერი 2020, 23:24

COVID19

კახეთში კორონავირუსის 70 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კახეთის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 70-ით გაიზარდა და ვირუსის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2,711-ს მიაღწია. ბოლო ინფორმაციით რეგიონში კოვიდსტატისტიკა ასეთია: ახმეტა - 158, გურჯაანი-569, დედოფლისწყარო -224, თელავი - 789, ლაგოდეხი - 297, საგარეჯო -257, სიღნაღი-177 და ყვარელი -240.

ესპანეთის მეფე ფილიპე VI

23 ნოემბერი 2020, 23:11

COVID19

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, ესპანეთის მეფე კარანტინში გადავიდა

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, ესპანეთის მეფე ფილიპე VI კარანტინში გადავიდა. ინფორმაციას ამის შსახებ ესპანეთის სამეფო სახლი ავრცელებს.

ენტონი ბლინკენი

23 ნოემბერი 2020, 22:47

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახელმეწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის კანდიდატურა წარადგინა

ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახელმეწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის კანდიდატურა წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯო ბაიდენის გარდამავალი გუნდი ავრცელებს.

23 ნოემბერი 2020, 22:11

პოლიტიკა

PACE: საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის მიზნით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მანდატები მიიღონ და ახალ პარლამენტში შევიდნენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები, ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ, საპარლამენტო მანდატები მიიღონ და პარლამენტში შევიდნენ.

თემურ ქეცბაია

23 ნოემბერი 2020, 22:05

სპორტი

თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. გამოკითხვაში უმაღლესი დივიზიონის კლუბებიდან ყველა მისი კოლეგა მონაწილეობდა და 13 მწვრთნელიდან 12-მა ხმა ქართველ სპეციალისტს მისცა.