imedi  /  28 ოქტომბერი 2020, 19:32 / სანდო წყარო

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.

უკრაინის მთავრობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებას უკავშირდება.

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა პირველად 25 მარტს დაწესდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7 474 ადამიანს დაუდასტურდა, 165 კი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 363 075 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 6 755 პაციენტი ემსხვერპლა, 148 642 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ყველა სიახლე

პოლ გობლი

02 დეკემბერი 2020, 20:24

პოლიტიკა

პოლ გობლი: ჯო ბაიდენის ინტერესებიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ აშშ იქნება უფრო ღია ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების იდეისადმი და აშკარა კანდიდატები ამ თვალსაზრისით, საქართველო და უკრაინა არიან

„რუსეთის მიერ, საერთაშორისო თამაშის წესების დარღვევამ საქართველოსა და უკრაინაში, გამოიწვია ამ წესების კიდევ ერთხელ დარღვევა მოსკოვის მიერ უკვე სხვა ადგილებში. 2008 წელს, რომ შეერთებული შტატები უფრო მკაცრი ყოფილიყო მოსკოვის მიმართ, ჩვენ ეხლა არ ვისაუბრებდით ყირიმის ანექსიაზე ან დონბასის მიმდინარე კონფლიქტზე. თუკი იკითხავთ მიაღწია თუ არა საქართველომ დიდ საქმეს, მე გიპასუხებთ, რომ დიახ, საქართველომ მიაღწია დიდ საქმეს“, - განაცხადა პოლ გობლმა.

ბენ ჰოჯესი

02 დეკემბერი 2020, 20:23

პოლიტიკა

გენერალი ბენ ჰოჯესი: დასავლეთისთვის სასარგებლო იქნება თუ საქართველო ალიანსის წევრი გახდება

იმის გამო, რომ ჩვენ სათანადო ყურადღება არ დავუთმეთ შავი ზღვის რეგიონს და განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიას, ამიტომ ახლა რუსეთის ჯარი დგას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამიტომ ვფიქრობ, რომ დასავლეთისთვის სასარგებლო იქნება თუ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა „ქრონიკის“ ვაშინგტონის ბიუროსთან ისაუბრა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

02 დეკემბერი 2020, 20:12

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო: ნატო სამხედრო დაჯგუფებას ქმნის, რათა ბელარუსის დასავლეთ ნაწილი დაიკავოს

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ნატო სამხედრო დაჯგუფებას ქმნის, რათა ბელარუსის დასავლეთ ნაწილი დაიკავოს.

02 დეკემბერი 2020, 20:02

საზოგადოება

პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა გადაიდო და 2021 წლის თებერვლის მეორე ნახევარში ჩატარდება

ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა გადაიდო და 2021 წლის თებერვლის მეორე ნახევარში ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად დარეგისტრირებული პირები გამოცდის ჩატარების კონკრეტული თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოგვიანებით მიიღებენ.

ვიქტორ დოლიძე

02 დეკემბერი 2020, 20:00

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე: ნატოს სამიტი იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციას წინ წაიყვანს

პანდემიის მიუხედავად საქართველოს ნატოსთან ძალიან ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა. დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინისტერიალი იქნება. ჩვენ ნატოსთან გვაქვს არამარტო სამხედრო, არამედ პოლიტიკური განზომილება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.არსებითი პაკეტის განახლება ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, - ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ვიქტორ დოლიძემ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალთან დაკავშირებით განაცხადა.

02 დეკემბერი 2020, 19:56

ეკონომიკა

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება ხვალიდან დაიწყება

მათი ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მეოთხე ეტაპის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურმა მოამზადა მოქალაქეთა მიზნობრივი სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო რეგისტრაციის ახალი პროგრამული უზრუნველყოფა.

კახა კალაძე

02 დეკემბერი 2020, 19:49

პოლიტიკა

კახა კალაძე: დიდი იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და ყველა პარტია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დადებითად და წარმატებით დასრულდება ეს მოლაპარაკებები, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გადაწყვეტილება, რომელიც არჩევნებით დაფიქსირდა, ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

თენგიზ ცერცვაძე

02 დეკემბერი 2020, 19:44

COVID19

თენგიზ ცერცვაძე უცხოეთში მოღვაწე ექიმებს: უცხოეთში კრემატორიუმებთან მიცვალებულებით მანქანები რიგში იდგნენ, ასეთი რამ საქართველოში გინახავთ?!

უცხოეთის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ქართველი ექიმები მოღვაწეობენ, გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში. მიხედეთ ყველამ იმ ქვეყანას, სადაც საქმიანობთ , - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში უცხოეთში მცხოვრები ქართველი კოლეგების პასუხად განაცხადა. მისი თქმით, უცხოეთში წამყვანი სპეციალისტები საქართველოში კოვიდის კლინიკურ მართვას ერთხმად უმაღლეს შეფასებას აძლევენ და „კრიტიკას რატომღაც ქართველი ექიმების ნაწილი გამოთქვამს“.

02 დეკემბერი 2020, 19:31

COVID19

დავით სერგეენკომ კლინიკა „თიმის“ კოვიდგანყოფილებაში იმორიგევა

დავით სერგეეენკო კვლავ ექიმის ამპლუაში - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი სოციალურ ქსელში ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ მორიგეობს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი კლინიკა „თიმის“ კოვიდ განყოფილებაში. დავით სერგეენკო კოლეგებს პაციენტების მოვლის პროცესში ეხმარებოდა. ყოფილი მინისტრი და ამჟამად უკვე მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი საავადმყოფოში მთელი დღის განმავლობაში მორიგეობდა.

02 დეკემბერი 2020, 19:05

COVID19

საფრანგეთის საზღვარზე იმ მოქალაქეებს შეამოწმებენ, რომლებიც ქვეყანაში სათხილამურო კურორტებიდან დაბრუნდებიან

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ჟან კასტექსის განცხადებით, საზღვარზე იმ მოქალაქეების შემოწმება მოხდება, რომლებიც ქვეყანაში სათხილამურო კურორტებიდან დაბრუნდებიან.

ანდრია გვიდიანი

02 დეკემბერი 2020, 19:00

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: არც პარლამენტის ლეგიტიმაციას, არც ბიუჯეტის მიღებას და არც სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ღონისძიებებს საფრთხე არ შეექმნება თუ პოლიტიკოსები უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე

არც პარლამენტის ლეგიტიმაციას, არც ბიუჯეტის მიღებას და არც სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ღონისძიებებს საფრთხე არ შეექმნება, თუ პოლიტიკოსები უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე, - ამის შესახებ ეკონომისტმა, ანდრია გვიდიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, მისთვის არასერიოზულია ოპოზიციის ერთი მხრივ ბაქიბუქი და მეორე მხრივ გაჯიუტება.

02 დეკემბერი 2020, 18:50

მსოფლიო

სომხეთის მთავრობამ მიტინგების ჩატარებაზე დაწესებული შეზღუდვა გააუქმა

სომხეთის მთავრობამ მიტინგების ჩატარებაზე დაწესებული შეზღუდვა გააუქმა.

დავით ზალკალიანი ზბიგნევ რაუს

02 დეკემბერი 2020, 18:49

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ქალაქ ვარშავაში პოლონელ კოლეგას, ზბიგნევ რაუს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს და გამოთქვეს მზადყოფნა განაგრძონ აქტიური მუშაობა არსებული მეგობრული ურთიერთობების მაღალ დონეზე შენარჩუნების მიზნით.

02 დეკემბერი 2020, 18:38

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: სახელისუფლებო ვერტიკალი, ჯანდაცვის სისტემა და ექიმები, პანდემიას ყველა ეტაპზე ადეკვატურად მართავდნენ

ის, რომ სისტემამ არ გაითვალისწინა საფრთხე და არ მოემზადა კოლაფსისთვის, ამას ვერ დავეთანხმები, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემა „დღის ნიუსრუმში” განაცხადა.

ანდრია გვიდიანი

02 დეკემბერი 2020, 18:37

ეკონომიკა

ანდრია გვიდიანი: ოქროს შუალედია მოსაძებნი, რომ ბიუჯეტით თუ სხვა ტიპის საფინანსო გადაწყვეტილებებით, მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას

ბიუჯეტში მნიშვნელოვნად შეიცვალა მაკროეკონომიკური პარამეტრები, ისეთები, როგორებიცაა ბიუჯეტის დეფიციტი,საგარეო ვალის მაჩვენებელი და სხვა ისეთი მდგრადობის ინსტრუმენტები, რომელიც ზოგადად, ფინანსური სტაბილურობისთვის არის მნიშვნელოვანი- ამის შესახებ ეკონომისტმა, ანდრია გვიდიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ბექა ლილუაშვილი

02 დეკემბერი 2020, 18:36

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: ჩვენ საკმაოდ შორს ვართ იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენი ვალის მოცულობა შეიძლება შეფასდეს, როგორც რისკის მატარებელი

ჩვენ საკმაოდ შორს ვართ იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენი ვალის მოცულობა შეიძლება შეფასდეს, როგორც რისკის მატარებელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ზოგადად, ვალის აღება მთავრობას მაშინ უწევს, როდესაც ფორსმაჟორული შემთხვევები ხდება.

02 დეკემბერი 2020, 18:34

მსოფლიო

საფრანგეთში მაშველებმა ბინიდან 300-კილოგრამიანი კაცი ამწის საშუალებით გამოიყვანეს

საფრანგეთის ქალაქ პერპინიანში მაშველებმა უნიკალური ოპერაციაა ჩაატარეს. როგორც The Sun-ი იუწყება, ერთ-ერთი ბინიდან მათ 300 კგ. წონის ალან პანაბიერის ევაკუაცია განახორციელეს. ამისთვის კედლის ფასადის ნაწილის ჩამონგრევა გახდა საჭირო.

02 დეკემბერი 2020, 18:28

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 64 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 64 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 64 015 351 შემთხვევა გამოვლინდა, 1 483 676 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 41 175 362 - გამოჯანმრთელდა.

ვლადიმერ პუტინი

02 დეკემბერი 2020, 18:27

COVID19

რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობას მომდევნო კვირიდან მასშტაბური ვაქცინაციის დაწყება დაავალა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მთავრობას მომდევნო კვირიდან ქვეყანაში მასშტაბური ვაქცინაციის დაწყება დაავალა.

ანდრია გვიდიანი

02 დეკემბერი 2020, 18:25

ეკონომიკა

ანდრია გვიადიანი: რეგიონის ქვეყნებს შორის, ჩვენ ეკონომიკური ვარდნის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვექნება

„თვალი რომ გადავავლოთ ქვეყნებს, რომლებთანაც აქტიური ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს, ყველგან პანდემიამ გამოიწვია ეკონომიკური რეცესია, მაღალი ინფლაცია და სხვა ტიპის ნეგატიური ფაქტორები. ევროზონაში 8%-იანი ეკონომიკური ვარდნაა 2020 წელში. გართულდა პროცესი რეგიონშიც. გლობალური პანდემიის გარდა დიდი გავლენა იქონია რეგიონში სამხედრო მოქმედებებმა, მხედველობაში მაქვს სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტი. ყველა ეს პროცესი ნეგატიურად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. ჩვენ ველით 5%-იან ვარდნას, თუმცა რეგიონის ქვეყნებს შორის ეს არის ეკონომიკური ვარდნის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი“, - განაცხადა ანდრია გვიადიანმა