imedi /  28 ოქტომბერი 2020, 23:02 / სანდო წყარო

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 4 ათასს გადააჭრბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგანგებო შტაბის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 106 შემთხვევა გამოვლინდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდფე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 4 058 შემთხვევა დადასტურდა, 2 071 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 - გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

დემნა გვასალია

25 ნოემბერი 2020, 08:58

ტაბლოიდი

დემნა გვასალია ბალენსიაგას ახალ კოლექციას ვიდეო თამაშის სახით წარადგენს

ბალენსიაგას პრეს-სამსახურმა სიახლე გაავრცელა, რომ დემნა გვასალია ბალენსიაგას მომავალ კოლექციას ვიდეო თამაშის სახით წარადგენს. ვიდეო თამაშის სახელწოდებაა : Afterworld: The Age of Tomorrow და მასში მოქმედება 2031 წელს ხდება. ამავე სახელწოდებისაა ლოიკის ახალი ტრეკი, რომელიც ვიდეო თამაშთან ერთად გავრცელდება.

25 ნოემბერი 2020, 08:48

COVID19

კახეთის რეგიონში COVID19-ით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა

კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. Imedinews- ის ინფორმაციით, 77 წლის კაცი მკურნალობის კურსს ბინაზე გადიოდა. ხანდაზმული გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან იყო და მას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, მათ შორის დიაბეტი და ანემია. სწორედ მისი ჯანმრთელობის მდგომარება გახდა მიზეზი, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

25 ნოემბერი 2020, 08:36

საზოგადოება

დღეს აღმაშენებლის ხეივანში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

სოფელი დიღმისთვის წყალარინების ქსელის მოწყობის გამო, აღმაშენებლის ხეივანში მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. სამუშაოების მიმდინარეობისას, 25 ნოემბრიდან ერთი დღე-ღამის განმავლობაში, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მძღოლებს ავტომობილების მობრუნება მომდევნო წრიულ ზოლში შეეძლებათ.

25 ნოემბერი 2020, 08:25

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1,4 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში COVID19-ით დაღუპულთა რაოდენობამ 1,4 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ბოლო სტატისტიკით, მსოფლიოში COVID19-ით 1 407 542 პაციენტი დაიღუპა. ხოლო ინფექციის გამოვლენის მაჩვენებელი 59 671 202 გაუტოლდა. გამოჯანმრთელდა 38 189 510 ადამიანი.

25 ნოემბერი 2020, 08:16

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის საგზური ოთხმა გუნდმა მოიპოვა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის პირველი სათამაშო დღის შემდეგ ფლეი-ოფის საგზური ოთხმა გუნდმა მოიპოვა. ტურნირის მერვედფინალში „ჩელსი“, „სევილია“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ გავიდა. ლონდონელებმა, სევილიელებმა და ტურინელებმა „რენი“, „კრასნოდარი“ და „ფერენცვაროში“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლებით დაამარცხეს.

25 ნოემბერი 2020, 08:05

მსოფლიო

ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები შევიდნენ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები შევიდნენ. მხარეებს შორის 10 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად, ქელბაჯარის რაიონი აზერბაიჯანის იურისდიქციაში გადადის. ამ ტერიტორიაზე კონტროლი ბაქომ 1992 წლიდან დაკარგა.

ჯო ბაიდენი

25 ნოემბერი 2020, 01:39

მსოფლიო

Reuters: თეთრი სახლი ჯო ბაიდენს ყოველდღიურ საიდუმლო მოხსენებებს გააცნობს

თეთრი სახლი ჯო ბაიდენს ყოველდღიურ საიდუმლო მოხსენებებს გააცნობს, რომელსაც ამერიკის სპეცსამსახურები აშშ-ის პრეზიდენტისთვის ადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

25 ნოემბერი 2020, 01:20

COVID19

ჯანმო: გასული კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 4 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 4 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი

25 ნოემბერი 2020, 00:59

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მადლიერების დღისთვის ორი ინდაური შეიწყალა. ვიდეო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მადლიერების დღისთვის ორი ინდაური შეიწყალა. ინდაურების შეწყალების ტრადიციული ცერემონია თეთრი სახლის ეზოში გაიმართა.

ალან რიკმანი

25 ნოემბერი 2020, 00:52

კულტურა

ალან რიკმანის დღიურები წიგნის სახით გამოიცემა

დღიურებში რიკმანი სამსახიობო ოსტატობაზე, მეგობრობაზე და პოლიტიკაზე წერდა; ყვებოდა სპექტაკლებზე, რომლებშიც მონაწილეობდა და „ჰარი პოტერის“ გადასაღებ მოედანზე მომხდარ ისტორიებს აღწერდა.

კამალა ჰარისი

25 ნოემბერი 2020, 00:47

მსოფლიო

კამალა ჰარისი: აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტების გაძლიერება მოუწევს

აშშ-ის არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტების გაძლიერება მოუწევს.

 გია კვარაცხელია

25 ნოემბერი 2020, 00:45

ეკონომიკა

გია კვარაცხელია: საპოვნელი გვაქვს ოქროს შუალედი, რომელიც არც ბიზნესს, არც ეკონომიკასა და არც ადამიანების ჯანმრთელობას არ დააზიანებს

საპოვნელი გვაქვს ოქროს შუალედი, რომელიც არც ბიზნესს, არც ეკონომიკასა და არც ადამიანების ჯანმრთელობას არ დააზიანებს, - ამის შესახებ „ლილო მოლის" გენერალურმა დირექტორმა, გია კვარაცხელიამ „იმედის“ გადაცემაში „არენა" ჩართვისას განაცხადა.

იუტა ობელისკი

25 ნოემბერი 2020, 00:43

ტაბლოიდი

იუტას უდაბნოში ლითონის უცნაური ობელისკი იპოვეს

ობიექტი საჯარო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვერტმფრენიდან შეამჩნიეს. ობელისკი ძალიან ჰგავს სტენლი კუბრიკის ფილმში „2001 წლის კოსმოსური ოდისეა“ წარმოდგენილ მონუმენტს. ოფიციალური პირები ვარაუდებონ, რომ შესაძლოა ობიექტი სწორედ ამ სურათის მოყვარულებმა ან ჯერჯერობით უცნობმა არტისტებმა დაამონტაჟეს. თუმცა ამ დროისთვის ობიექტის წარმომავლობა და მისი უდაბნოში დამონტაჟების მიზეზი უცნობია.

გიორგი ამილახვარი

25 ნოემბერი 2020, 00:41

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: ქართველი ხალხის ნების რევიზია ვერ მოხდება, ვინაიდან არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი არ დგას

„ქართული ოცნება“ მზადაა განიხილოს ყველა საკითხი, მათ შორის ის რეკომენდაციები და ხარვეზები, რაც დასკვნებშია ასახული არჩევნებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

ზაზა წერეთელი

25 ნოემბერი 2020, 00:27

COVID19

ზაზა წერეთელი: აუცილებელია იმ შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც ამ დროისთვის საქართველოში მოქმედებს

„ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანების მობილობა ძალიან იზრდება და ყველა ქვეყანა მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ყველამ მაქსიმალურად თავი შეიკავოს ამ დღესასწაულების ფართო აღნიშვნისგან. უნდა გადაიდგას ნაბიჯები, იმისათვის, რომ ვირუსის გავრცელების ნაკლები შესაძლებლობა იყოს. ეს ნიშნავს, რომ არ მოხდეს ადამიანების თავშეყრა დახურულ სივრცეში, ადამიანებს ეკეთოთ პირბადე. ვფიქრობ, რომ ის ნაბიჯები, რომელზეც არის საუბარი, რაც გულისხმობს ადამიანებს შორის კონტაქტის შემცირებას, მასობრივი თავშეყრების შემცირებას, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

ზურაბ გურული

25 ნოემბერი 2020, 00:25

COVID19

ზურაბ გურული: მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს

რეალობა არის ის, რომ სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს, - ამის შესახებ მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა, აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ზურაბ გურულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თამარ გაბუნია

25 ნოემბერი 2020, 00:22

COVID19

თამარ გაბუნიას თქმით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად აქტიურად ემზადება

„ჩვენთვის ოპტიმისტური სცენარი ვაქცინის მიღებისა არის გაზაფხული, როცა ვაქცინები გაივლის საბოლოო ეტაპს და მოხდება მათი ავტორიზაცია და ქვეყნებისთვის მიწოდება. რა თქმა უნდა, ველოდებით ამ ყველაფერს, მაგრამ ველოდებით არა პასიურად, არამედ აქტიურად, მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება და უკვე დონორი ორგანიზაციების გვეხმარებიან იმაში, რომ ქვეყანამ შეაფასოს მისი მზაობა“, - განაცხადა გაბუნიამ.

25 ნოემბერი 2020, 00:20

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული უკანონო ნაბიჯები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული უკანონო ნაბიჯები, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თამარ გაბუნია

25 ნოემბერი 2020, 00:19

COVID19

თამარ გაბუნია სთხოვს მოსახლეობას, ნუ შეეცდებიან თავიანთი გზებით საავადმყოფოში მოხვედრას

გვინდა მოსახლეობას ვთხოვოთ, რომ ნუ შეეცდებიან თავიანთი გზებით საავადმყოფოში მოხვედრას და დაელოდონ ექიმის გადაწყვეტილებას. ყველას შეიძლება ჰყავდეს ნაცნობი ექიმი და ადამიანი უფრო მშვიდად გრძნობს თავს, თუ საავადმყოფოში იქნება, და ვერც ეს ექიმი ეუბნება უარს, მაგრამ ასე ჩვენ ვიკავებთ ადგილს, რომელიც უფრო მძიმე პაციენტს სჭირდება. ამიტომ რაღაც პერიოდი დაგვჭირდება, რათა ნაკადები უფრო ეფექტურად იყოს მართული, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

თამარ გაბუნია

25 ნოემბერი 2020, 00:11

COVID19

თამარ გაბუნია: ნებისმიერ შემთხვევაში პაციენტი ოჯახის ექიმს უნდა დაუკავშირდეს, თვითმკურნალობა დაუშვებელია

ნებისმიერ შემთხვევაში პაციენტი ოჯახის ექიმზე უნდა გავიდეს. თვითმკურნალობა არცერთ შემთხვევაში გამართლებული არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.