imedi /  29 ოქტომბერი 2020, 12:22 / სანდო წყარო

იუსტიციის სახლის ახალქალაქის ფილიალში მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მომსახურების დარბაზებსა და სამუშაო ოთახებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ამჯერად მასშტაბური დეზინფექცია იუსტიციის სახლის ახალქალაქის ფილიალში ჩატარდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღინისძიებების გატარება იუსტიციის სახლმა 2 მარტს დაიწყო. ამ დრომდე რეგულარულად ტარდება დეზინფექცია იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში. კერძოდ, დღეში რამდენჯერმე ხორციელდება სამუშაო ზედაპირების, კარის სახელურების, თვითმოსახურების სივრცეში არსებული ფოტოჯიხურებისა და მომხმარებელთა მოსაცდელი სივრცეების ანტიბაქტერიული ხსნარებით დამუშვება; იუსტიციის სახლის ცენტრალურ შემოსასვლელთან, მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილას მოწყობილია ხელის სადეზინფექციო კუთხეები; წინა ხაზის თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილია პირბადით, ხელთათმანითა და ხელის სადეზინფექციო ხსნარით; მომსახურების სივრცის მაგიდებზე დამონტაჟებულია მინის დამცავი ბარიერები და მომხმარებელსა და ოპერატორს შორის დაცულია 1-მეტრიანი დისტანცია.

„კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის და მომსახურების დარბაზებში ხალხმრავლობის განტვირთვის მიზნით, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მოქალაქეები დაიშვებიან მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპით. მზა დოკუმენტების მიწოდება კი ფოსტის მეშვეობით ხორციელდება. სივრცეებში არ დაიშვებიან, როგორც მომსახურების მისაღებად მოსული მოქალაქეების თანმხლები პირები, ასევე ის მომხმარებლები, რომლებიც ბავშვებთან ერთად ცხადდებიან ადგილზე. ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ვირუსის გავრცელების საფრთხე არ აღმოიფხვრება.

იუსტიციის სახლი მკაცრად იცავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, უფრთხილდება როგორც მომხმარებლის, ასევე თანამშრომლების ჯანმრთელობას, შესაბამისად ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ფილიალებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება ისევ გაგრძელდება.

იუსტიციის სახლი მოუწოდებს ყველას, დაიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

ალეკო ელისაშვილი

21 იანვარი 2021, 19:37

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი მამუკა ხაზარაძესთან ინციდენტზე: არაფერს ვნანობ!

„როცა სადმე შეცდომას დავუშვებ და მივხვდები, რომ ეს შეცდომა იყო, ბოდიშს მოვიხდი, არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ხაზარაძესთან მიმართებით, მე არც დამიგეგმავს ეს და არც შეურცხყოფა დამიწყია. მე მქონდა რეაქცია შეურაცხყოფაზე და ეს იყო ჩემი პასუხი. არავის ვაპატიებ არასდროს ჩემს შეურაცხყოფას, ეს ყველამ გაითვალსიწინოს. შესაბამისად, რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

21 იანვარი 2021, 19:34

მსოფლიო

ხარკოვში მოხუცებულთა პანსიონატში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის ქალაქ ხარკოვში მოხუცებულთა პანსიონატში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 11 - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

სოზარ სუბარი

21 იანვარი 2021, 19:28

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ოპოზიციისთვის უკეთესი იქნებოდა თუ გამოიყენებდნენ შანსს, რაც ამომრჩეველმა მისცა და შემოვიდოდნენ პარლამენტში

ყველას აქვს უფლება აქციები გამართოს, თუმცა ოპოზიციისთვის უკეთესი იქნებოდა თუ გამოიყენებდნენ იმ შანსს, რაც ამომრჩეველმა მისცა და შემოვიდოდნენ პარლამენტში. ბუნებრივია, პარლამენტში მუშაობა არ უშლის მათ ხელს აქციების გამართვაში, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

21 იანვარი 2021, 19:23

სამართალი

ოზურგეთში მკვლელობა მოხდა

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

რუსლან აბაშიძე

21 იანვარი 2021, 19:21

პოლიტიკა

რუსლან აბაშიძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ 2008 წელს საქართველო იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ის წარმოადგენს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის პირველ სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადასტურებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს. მისი თქმით, დღეს საქართველომ მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა!

ნიკოლოზ სამხარაძე

21 იანვარი 2021, 19:12

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: სტრასბურგის ისტორიულ გადაწყვეტილებაში ცალსახადაა დადგენილი, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების არაერთი უფლება დაარღვია

ეს არის სტრასბურგის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რაც საქართველოს შანსებს, რომ ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აღდგეს, კიდევ უფრო ზრდის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ცალსახად არის დადგენილი ის, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში და მას შემდეგ დაარღვია საქართველოს მოქალაქეების არაერთი ფუნდამენტური უფლება.

ანტონიუ კოშტა

21 იანვარი 2021, 19:08

COVID19

22 იანვრიდან პორტუგალიაში სკოლები 15 დღით დაიხურება

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, 22 იანვრიდან პორტუგალიაში სკოლები 15 დღით დაიხურება. ამის შესახებ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა.

კახა ბექაური

21 იანვარი 2021, 18:59

საზოგადოება

კახა ბექაური: უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება

„მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“ - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე გააკეთა.

თამარ გაბუნია

21 იანვარი 2021, 18:57

COVID19

თამარ გაბუნია: ვაქცინის გაკეთება ადამიანის კეთილი ნებაა და მან თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რისკებისა და სარგებლის შეფასების საფუძელზე

ვაქცინაცია ყველასთვის რეკომენდირებულია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ ამბობს, ვისაც დაავადება გადატანილი აქვს, მას არ სჭირდება ვაქცინაცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

სოზარ სუბარი

21 იანვარი 2021, 18:57

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე: ყველას უნდა შევხვდეთ, ვისაც დიალოგის სურვილი აქვს

ყველას უნდა შევხვდეთ, ვისაც დიალოგის სურვილი აქვს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას.

სოზარ სუბარი

21 იანვარი 2021, 18:56

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უზარმაზარი ნაბიჯი საქართველოს დეოკუპაციის გზაზე

ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი საქართველოს დეოკუპაციის გზაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს მთელი რიგი მტკიცებულებები გამქრალი იყო.

ნიკოლას მადურო

21 იანვარი 2021, 18:51

მსოფლიო

ნიკოლას მადურო: დონალდ ტრამპი წავიდა, ეს ჩვენი ტრიუმფია

ვენესუელის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ხელისუფლებიდან წასვლა ვენესუელის ტრიუმფს ნიშნავს.

თამარ გაბუნია

21 იანვარი 2021, 18:47

COVID19

თამარ გაბუნია: ქვეყანაში ვაქცინაციის გეგმის არსებობა ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, რომ ჩვენ „კოვაქს“ პლატფორმიდან ვაქცინა მივიღოთ

თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის გეგმის ძირითადი ამოცანაა, ვაქცინაციამ წლის ბოლომდე 60% პროცენტი მოიცვას. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ალექსანდრე მოწერელია იგორ დოლგოვი

21 იანვარი 2021, 18:47

პოლიტიკა

ალექსანდრე მოწერელია უკრაინის ელჩს შეხვდა

აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე მოწერელია საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი ძირითად შეეხო საქართველოსა და უკრაინის პარლამენტებს შორის სამომავლო თანამშრომლობას, განსაკუთრებით აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე, სოფლის მეურენობის სხვადასხვა დარგების განვითარებაზე.

მამუკა მდინარაძე

21 იანვარი 2021, 18:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე დავით გარეჯის საქმეზე: წარმოუდგენელია, რომელიმე კონკრეტული ორი ან სამი ადამიანის ბრალეულობით მთავრდებოდეს ეს საქმე

ყოველთვის ვამბობდით და ეჭვს გამოვთქვამდით, რომ წარმოუდგენელია, რომელიმე კონკრეტული ორი ან სამი ადამიანის ბრალეულობით მთავრდებოდეს ეს საქმე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „დღის ქრონიკაში“ დავით გარეჯის საქმეზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პროკურატურის მიერ გავრცელებულმა ჩანაწერმა კიდევ ერთხელ დაუსვა წერტილი იმას, რომ საქართველოს საზიანო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ეს არ იყო შემთხვევითი.

21 იანვარი 2021, 18:28

საზოგადოება

გენადი არველაძე: ვქმნით მექანიზმებს იმისთვის, რომ ავტომობილების ტექისპექტირების პროცესში უფრო მეტი აღსრულებისა და თვითმონიტორინგის შესაძლებლობები გვქონდეს

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, შეიქმნა და ტესტირების რეჟიმში მუშაობს ახალი, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა, რომლის პრეზენტაცია დღეს ტექნოპარკში გაიმართა. გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელშიც, ტექინსპექტირების ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე საქართველოს პარლამენტის, აკრედიტაციის ცენტრისა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, დეტალურად განიხილეს ერთიანი ელექტრონული პლატფორმის შესაძლებლობები და მის წარმატებულ მუშაობასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. დისკუსიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე უძღვებოდა.

ანგელა მერკელი

21 იანვარი 2021, 18:27

COVID19

ანგელა მერკელი: კორონავირუსის მუტაცია გაცილებით გადამდებია და პანდემიის კონტროლს ართულებს

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანელები კორონავირუსის ახალ, უფრო გადამდებ ვარიანტს სერიოზულად უნდა მოეკიდონ.

მამუკა მდინარაძე

21 იანვარი 2021, 18:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: საქართველოს პროკურატურამ 2013 წლის შემდეგ ასობით მტკიცებულება მოიპოვა, რომელთა საფუძველზეც გადაწყვეტილება ლოგიკური იყო

„ჩვენ სამართლებრივი დოკუმენტი ხელში გვიჭირავს და ამაში უდიდესი წვლილი აქვთ ქართველებს, იმ ადამიანებს, რომელბმაც გამოძიებაში მიიღეს მონაწილეობა. წარადგინეს მტკიცებულებები. როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე მადლობას გადავუხდი პროკურატურას, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ამ წარმატებაში. უამრავი მტკიცებულება მოიპოვა. 2013 წლის შემდეგ არაერთი, ასეულობით მტკიცებულება მოიპოვა, რომელტა საფუძველზეც სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც ლოგიკური იყო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Sputnik V-ვაქცინა

21 იანვარი 2021, 18:21

COVID19

უნგრეთი გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული ვაქცინა Sputnik V დაარეგისტრირა

უნგრეთი გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული ვაქცინა Sputnik V დაარეგისტრირა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

21 იანვარი 2021, 18:14

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილზე: ის არის დამარცხებული „მთავარსარდალი“, ომიდან გაქცეული, რომელმაც მიატოვა თავისი ჯარისკაცები

მქონდა ილუზია, რომ დღევნდელ დღეს მაინც ამ სპეკულაციებსა და სიგიჟეში არ შევიდოდნენ და ამ ისტორიული გამარჯვების დღეს გადადებდნენ ყველაფერს და უბრალოდ მიულოცავდნენ ქართველ ხალხს, თავიანთ სამშობლოს, თავიანთ თავს ისტორიულ, სამართლებრივ ომში გამარჯვებას რუსეთის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „დღის ქრონიკაში“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.