http://imedi.ge/ /  29 ოქტომბერი 2020, 18:07 / სანდო წყარო

საფრანგეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საფრანგეთი

საფრანგეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო მოქალაქეებს მიმართავს.

„ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით საფრანგეთში კვლავ საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინი ძალაში შედის ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს ღამის 00:00 საათიდან დაპირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.

არ იხურება საბავშვო ბაღები, დაწყებითი სკოლები, კოლეჯები და ლიცეუმები. ისინი რეგულაციების მკაცრი დაცვით განაგრძობენ მუშაობას; მუშაობას განაგრძობენ ქარხნები, სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორები; იკეტება უმაღლესი სასწავლებლები; არ დაიხურება პირველადი მოხმარების სავაჭრო ობიექტები; იხურება რესტორნები, ბარები, ტანსაცმლისა და სპორტული მაღაზიები, კომერციული ცენტრები, კინო-დარბაზები, თეატრები, მუზეუმები, სპორტ-დარბაზები, ასევე, სილამაზის სალონები;

ყველა, ვისთვისაც ეს შესაძლებელია, უნდა გადავიდეს დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე;
იქიდან გამომდინარე, რომ კვირას, პირველ ნოემბერს სასკოლო არდადეგები სრულდება, რეგიონებს შორის გადაადგილება ორშაბათიდან შეიზღუდება; დაშვებული იქნება ვიზიტი მოხუცთა თავშესაფარში; არ იკეტება მუნიციპალური პარკები; მოქალაქეების გადაადგილება დაშვებული იქნება ერთი საათის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილიდან 1კმ-ის რადიუსში. ამისათვის, კვლავ დაგძირდებათ შესაბამისი საბუთის შევსება; იხურება ევროპის გარე საზღვრები; ყოველ 15 დღეში ერთხელ რეგულაციები გადაიხება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საფრანგეთში 30 ოქტომბრიდან საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ზურაბ გურული

25 ნოემბერი 2020, 00:25

COVID19

ზურაბ გურული: მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს

რეალობა არის ის, რომ სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს, - ამის შესახებ მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა, აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ზურაბ გურულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თამარ გაბუნია

25 ნოემბერი 2020, 00:22

COVID19

თამარ გაბუნიას თქმით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად აქტიურად ემზადება

„ჩვენთვის ოპტიმისტური სცენარი ვაქცინის მიღებისა არის გაზაფხული, როცა ვაქცინები გაივლის საბოლოო ეტაპს და მოხდება მათი ავტორიზაცია და ქვეყნებისთვის მიწოდება. რა თქმა უნდა, ველოდებით ამ ყველაფერს, მაგრამ ველოდებით არა პასიურად, არამედ აქტიურად, მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება და უკვე დონორი ორგანიზაციების გვეხმარებიან იმაში, რომ ქვეყანამ შეაფასოს მისი მზაობა“, - განაცხადა გაბუნიამ.

25 ნოემბერი 2020, 00:20

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული უკანონო ნაბიჯები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული უკანონო ნაბიჯები, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თამარ გაბუნია

25 ნოემბერი 2020, 00:19

COVID19

თამარ გაბუნია სთხოვს მოსახლეობას, ნუ შეეცდებიან თავიანთი გზებით საავადმყოფოში მოხვედრას

გვინდა მოსახლეობას ვთხოვოთ, რომ ნუ შეეცდებიან თავიანთი გზებით საავადმყოფოში მოხვედრას და დაელოდონ ექიმის გადაწყვეტილებას. ყველას შეიძლება ჰყავდეს ნაცნობი ექიმი და ადამიანი უფრო მშვიდად გრძნობს თავს, თუ საავადმყოფოში იქნება, და ვერც ეს ექიმი ეუბნება უარს, მაგრამ ასე ჩვენ ვიკავებთ ადგილს, რომელიც უფრო მძიმე პაციენტს სჭირდება. ამიტომ რაღაც პერიოდი დაგვჭირდება, რათა ნაკადები უფრო ეფექტურად იყოს მართული, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

25 ნოემბერი 2020, 00:11

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ულტიმატუმების ფონზე შეთანხმება ძალიან მძიმე მისაღწევია

„ულტიმატუმების ფონზე შეთანხმება ძალიან მძიმე მისაღწევია, მით უმეტეს, როცა ულტიმატუმი არის იმდგავარი, რომ პრაქტიკულად მმართველმა გუნდმა უარი უნდა თქვას საკუთარი ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე, რაც არათუ არასწორი იქნება, ეს არის დაუშვებელი. აი მაშინ იქნება სწორედ შეცდომა უმრავლესობის მხრიდან დაშვებული, რომელიც საკუთარი საზოგადოების გაღებულ ხმას არ დაიცავს და ქვეყანაში ბიძგს მისცემს უსაფუძვლო, გაუთავებელ არჩევნებს“, - განაცხადა ხუნდაძემ.

თამარ გაბუნია

25 ნოემბერი 2020, 00:11

COVID19

თამარ გაბუნია: ნებისმიერ შემთხვევაში პაციენტი ოჯახის ექიმს უნდა დაუკავშირდეს, თვითმკურნალობა დაუშვებელია

ნებისმიერ შემთხვევაში პაციენტი ოჯახის ექიმზე უნდა გავიდეს. თვითმკურნალობა არცერთ შემთხვევაში გამართლებული არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

25 ნოემბერი 2020, 00:01

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: შეზღუდვების გამკაცრება გარდაუვალია, გადაწყვეტილება ალბათ ხვალ იქნება მიღებული

ამ ვითარებაში შეზღუდვების გამკაცრება გარდაუვალია. გადაწყვეტილება ალბათ ხვალ იქნება მიღებული და ეკონომიკური გუნდი, ეპიდემიოლოგები და მთავრობა - ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას შეზღუდვებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

24 ნოემბერი 2020, 23:59

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე კორონავირუსის შემთხვევების მატებაზე: რა თქმა უნდა, ფეთქებადი ბიძგი მისცა ქუჩაში ოპოზიციის მიერ მოწყობილმა აურზაურმა

„რა თქმა უნდა, ფეთქებადი ბიძგი მისცა ქუჩაში ოპოზიციის მიერ მოწყობილმა აურზაურმა. წარმოიდგინეთ, მთელი მსოფლიო ემზადება შესაძლო მეორე ტალღისთვის, დარგის სპეციალისტები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ მთავარი იარაღი გამოვიყენოთ - ფიზიკური დისტანცირება და პირბადე, რომ არ გავრცელდეს ინფექცია და პრაქტიკულად ოპოზიციამ ეს იარაღი აყარა პირველ რიგში საკუთარ მომხრეებს და რისკის ქვეშ დააყენა მათი ჯანმრთელობა და სწორედ ეს ნაწილი გახლდათ დანარჩენი საზოგადოებისთვის საფრთხე“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ემანუელ მაკრონი

24 ნოემბერი 2020, 23:58

COVID19

ემანუელ მაკრონი: საფრანგეთში კარანტინის რეჟიმი, შესაძლოა, 15 დეკემბერს გაუქმდეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი, შესაძლოა, 15 დეკემბერს გაუქმდეს.

ნიკოლოზ სამხარაძე

24 ნოემბერი 2020, 23:52

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ წინადადებას წარუდგენს

„ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე მმართველი გუნდი ოპოზიციას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ წინადადებას წარუდგენს.

ბიძინა კულუმბეგოვი

24 ნოემბერი 2020, 23:51

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ეპიდემიას ამ დონეზე ვერ დავტოვებთ, ჩვენ მასზე უნდა ვიმოქმედოთ

ერთი მთავარი კონსენსუსი, რაც რეალურად არის მიღწეული, გახლავთ ის, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკური გავლენა იყოს მინიმალური საზოგადოებაზე, ზოგადად ქვეყანაზე, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

24 ნოემბერი 2020, 23:45

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: პიკური ფაზა დაიწყება დეკემბრის პირველ კვირაში და შესაძლოა 2-3 კვირა გაგრძელდეს

ხელისუფლება რომ არ მომზადებულიყო, სიტუაცია ბევრად მძიმე იქნებოდა. დღეს 12 000 ტესტზე მეტი კეთდება დღეში, კლინიცისტებს უფრო მეტი გამოცდილება აქვთ, 60 კლინიკაზე მეტი გადამზადდა ამ მიზნით და ეს პროცესი უფრო კარგად იმართება, მაგრამ ჯანდაცვის სექტორსაც აქვს თავისი შესაძლებლობების ზედა ზღვარი და თუ წესებს არ დავიცავთ, შესაძლოა სისტემამ ამას ვერ გაუძლოს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

24 ნოემბერი 2020, 23:42

COVID19

წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა.

თამარ გაბუნია

24 ნოემბერი 2020, 23:38

COVID19

თამარ გაბუნია: კოვიდმა კიდევ მეტად დაგვანახა ის ხარვეზები, რაც სისტემას აქვს და რაც მომავალში უნდა გამოსწორდეს

„კოორდინაცია იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, კრიტიკული ფაქტორი და დღესაც ასე რჩება, რადგან მხოლოდ ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გააკეთებს და ყველა სექტორის მონაწილეობა და ის საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც ამ პერიოდში ჩამოყალიბდა, ასევე იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ დღეიდანაც, ამის შემდეგაც ეს სერიოზულ როლს ითამაშებს პასუხში“, - აღნიშნა გაბუნიამ.

თამარ გაბუნია

24 ნოემბერი 2020, 23:36

COVID19

თამარ გაბუნია: დიდი ხნის განმავლობაში ასეთ ზეწოლასთან გამკლავება ჯანდაცვის სისტემას გაუჭირდება

ჯანდაცვის სისტემას დიდი ხნის განმავლობაში ასეთ ზეწოლასთან გამკლავება გაუჭირდება. ზოგადად, არსებობს ბევრი პარამეტრი და რთულია პირდაპირ ვთქვათ, რას გაუძლებს სისტემა და რას ვერა. როდესაც ჩვენ დღეში 4000 შემთხვევა გვაქვს, ეს უკვე არის სოლიდური რაოდენობა. ზუსტი რიცხვის დასახელება, თუ როდის ვეღარ გაუმკლავდება სისტემა, მაგრამ მოქმედება საჭიროა უკვე დღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეპიდსიტუაციის მართვა იქნება ძალიან რთული, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

თამარ გაბუნია

24 ნოემბერი 2020, 23:34

COVID19

თამარ გაბუნია: როდესაც ვხედავდით ფართომასშტაბიან აქციებს, თავყრილობებს, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ კვებავს ეპიდემიის მიმდინარეობას

„მობილობა არის პირდაპირი მიზეზი იმისა თუ რამდენად სწრაფად, ინტენსიურად და ფართოდ ვრცელდება ვირუსი. მობილობის მატება დაიწყო ზაფხულში, როდესაც ჯერ კიდევ მცირე იყო ვირუსის ცირკულაცია და ამან ცოტათი გაგვათამამა კიდეც. შემდეგ უკვე, ბოლო პერიოდში, 3-4 კვირა, როდესაც ჩვენ ვხედავდით ფართომასშტაბურ აქციებს, თავყრილობებს, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ კვებავს ეპიდემიის მიმდინარეობას. მხოლოდ და მხოლოდ ეპიდემიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ერთადერთი დასკვნა, პირველი მიზეზი, რამაც ხელი შეუწყო ამას, რა თქმა უნდა არის მაღალი მობილობა დაკავშირებული უჩვეულოდ მაღალ აქტივობებთან აქციების ფონზე და ასევე იმან, რომ ინდივიდუალურ დონეზე, პირადი დაცვის საშუალებები (არ გამოიყენება)“, - აღნიშნა გაბუნიამ.

ხათუნა ზახაშვილი

24 ნოემბერი 2020, 23:30

COVID19

ხათუნა ზახაშვილი შეზღუდვებზე: ხელისუფლების გადასაწყვეტია, როგორ წარმართავს პროცესებს, ისე რომ დაცული იყოს ოქროს ბალანსი

ლოკდაუნი ინფექციის გადაცემის მექანიზმის გაწყვეტის კარგი საშუალებაა, მაგრამ მეორეს მხრივ, თუ ეს ქვეყნისთვის დიდ ეკონომიკურ ზარალს გამოიწვევს, ეს უკვე ხელისუფლების გადასაწყვეტია, როგორ წარმართავს პროცესებს, ისე რომ დაცული იყოს ოქროს ბალანსი ამ ორ მდგომარეობას შორის, როგორიც არის ჯანმრთელობის უფლება და ეკონომიკური მდგრადობა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილიმა „იმედის“ გადაცემა „არენაში“ განცხადა.

ხათუნა ზახაშვილი

24 ნოემბერი 2020, 23:21

COVID19

ხათუნა ზახაშვილი: მე მგონია, რომ ახლა გადარჩენის ერთადერთი საშუალება არის ხალხმრავალ შეკრებებზე უარის თქმა

ალბათ, ადამიანთა უმრავლესობას ჯერ მაინც არ ესმის ამ დაავადების ვერაგობა, და ჩვენ ვერ შევძელით, თითოეულ მათგანამდე სწორი ინფორმაციის მიტანა. სამწუხაროდ, კორონავირუსი არის დაავადება, რომელსაც აქვს დამძიმებისა და ლეტალური შედეგის პოტენციალი. ადამიანთა 80% გადაიტანს მსუბუქუად ან საშუალოდ მძიმედ, მაგრამ ვიღაცისთვის ეს იქნება სასიკვდილო დაავადება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

ხათუნა ზახაშვილი

24 ნოემბერი 2020, 23:19

COVID19

ხათუნა ზახაშვილმა განმარტა რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს კორონავირუსის გავრცელების პიკი საქართველოში

„ჩვენ ახლა ნამდვილად შევდივართ პიკში, პიკური გავრცელების ეტაპი გვაქვს. ჩვენი ვარაუდით და რამდენიმე გათვლაზე დაფუძნებით, ასეთი სიტუაცია ალბათ უნდა გაგრძელდეს მაქსიმუმ კვირა-კვირანახევარი, შეიძლება ორ კვირამდე, რის მერეც შემთხვევების კლების ტენდენცია დაიწყებს უკვე და წარმოგვიდგება ქვეყანაში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დატვირთვა ჯანდაცვის სისტემაზე ერთიანად მოიხსნება და ასევ თქვათ ამოისუნთქებს ეს სისტემა, ვინაიდან მძიმე შემთხვევების გარკვეული ეტაპი უკვე მოგვიანებით ეტაპზეც გვეყოლება, მათ შორის იქნება ლეტალუტი გამოსავლით დასრულებული შემთხვევებით“, - განაცხადა ზახაშვილმა.

24 ნოემბერი 2020, 23:14

COVID19

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 155 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 458 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.