imedi /  29 ოქტომბერი 2020, 23:55 / სანდო წყარო

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 47 636 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 47 636 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 250 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 1 282 768 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 36 020 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ჯარჯი წიკლაური

28 იანვარი 2021, 18:15

სამართალი

ჯარჯი წიკლაური: 200 ათასიანი მასშტაბის რუკის ელექტრონული ვერსიები ჩვენ ნატალია ილიჩოვას კომპიუტერშიც ვუპოვეთ

200 ათასიანი მასშტაბის რუკის ელექტრონული ვერსიები ჩვენ ნატალია ილიჩოვას კომპიუტერშიც ვუპოვეთ. ასევე, მის კომპიუტერში ვიპოვეთ კარტოგრაფიული დოკუმენტი, რუკა ელექტრონული სახით, სადაც მონიშნული იყო ის ტერიტორიები, რომლებიც ჩვენს საზიანოდ შეთანხმდა და ტერიტორიები დავკარგეთ, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ რუკაზე წითელი ხაზებითაა მონიშნული მონაკვეთები და იგი მეტყველებს, რომ ტერიტორია საქართველოს საზიანოდ გასხვისდა.

ალექსეი ნავალნი

28 იანვარი 2021, 18:11

მსოფლიო

მოსკოვის საოლქო სასამარლთომ ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დატოვა

მოსკოვის საოლქო სასამართლომ ძალაში დატოვა ხიმკის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ალექსეი ნავალნის 30 დღით დაპატიმრების შესახებ ძალაში დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

კახა ბექაური

28 იანვარი 2021, 18:11

საზოგადოება

კახა ბექაური: ჩვენ დავიცავთ მაყურებლის უფლებებს, რათა არ ხდებოდეს უხამსობით, შეურაცხყოფით, სიძულვილით განსხვავებული აზრის დევნა

„დღეს კომისიამ დაადგინა, რომ „მთავარმა არხმა“ ეთერში უხამსობა განათავსა, ეს საკითხი რიგ მედიასაშუალებებში ისე გაშუქდა, თითქოს კომუნიკაციების კომისია მედიის ცენზურას იწყებს, ვინც ამას აკეთებს და საუბრობს, ყველამ კარგად იცის, რომ კომუნიკაციების კომისიის მიზანი არა მედიის ცენზურა, არამედ პირიქით, გამოხატვის თავისუფლების და მაყურებლის ინტერესების დაცვაა. ყველამ იცის ისიც, რომ დღეს საქართველოში მედიის თავისუფლება ისეა დაცული, როგორც აქამდე არასდროს ყოფილა“, - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე გააკეთა, სადაც „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე კომუნიკაციების კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო.

ჯარჯი წიკლაური

28 იანვარი 2021, 18:07

სამართალი

პროკურორი გარეჯის საქმეზე: აღკვეთის შეცვლა ბრალდებულისთვის ბრალეულობის არც შეცვლას ნიშნავს და არც მის გამართლებას

გამოძიების პროცესში იკითხებოდნენ მოწმეები, ჩვენ გვაქვს უტყუარი ფაქტები, მათ შორის მელაშვილი როგორ ხვდებოდა ჩვენთან დასაბარებელ პირებს და ხდებოდა ჩვენებების შეთანხმება, რა უნდა ესაუბრათ, რა უნდა ეთქვათ ან არ უნდა ეთქვათ გამოძების წინაშე. უფრო მეტიც, საზოგადოებამ ნახა ფარული ჩანაწერები, სადაც მელაშვილი პირდაპირ ადასტურებს, რომ დავით გარეჯზე მიმდებარე საზღვარი შეათანხმა ჩვენი ინტერესების საზიანოდ და თანამოსაუბრესთან აღნიშნავს, რომ ეს არ არის გარეშე პირებთან სასაუბრო თემა და მათ შორის უნდა დარჩეს მხოლოდ. ანუ ეს არის დასტური რომ ფაქტიურად ყველა მის ხელთ არსებული მეთოდით, მელაშვილი გამოძიებას ხელს უშლიდა“, - აცხადებს საქმის პროკურორი.

გიორგი მათიაშვილი

28 იანვარი 2021, 18:07

თავდაცვა

თავდაცვის ძალების მეთაური ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატოს შტაბ-ბინაში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM) მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა სტიუარტ პიჩმა გახსნა. შეხვედრაზე მონაწილეებმა ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მიმდინარეობა, არსებული უსაფრთხოების გარემო და მისიის გაგრძელებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები განიხილეს.

28 იანვარი 2021, 18:03

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინის დელეგაციის წევრებს შეხვდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინელ კოლეგებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული კავშირების შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების შესახებ იმსჯელეს.

28 იანვარი 2021, 17:58

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 209 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 209 ადამიანს გამოუვლინდა, 8 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 229,793 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,113 ადამიანი. ვირუსისგან 224,154 პაციენტი განიკურნა.

მუჰამედ ჯავად ზარიფი სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2021, 17:51

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მუჰამედ ჯავად ზარიფმა ირანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

თამთა მეგრელიშვილი

28 იანვარი 2021, 17:47

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი დავით გარეჯზე: დარწმუნებული ვარ გამოიკვეთებიან საქმის მთავარი ფიგურანტები, ვინც ჯერ დუმს, ან შესაძლოა ის, ვინც ბევრს ყვირის

პროკურატურა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გააგრძელებს საქმეზე მუშაობას დარწმუნებული ვარ გამოიკვეთება საქმის მთავარი ფიგურანტები, ვინც ჯერ დუმს ან შესაძლოა ვინც ბევრ ყვირის, - იურისტი თამთა მეგრელიშვილი ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოთი გათავისუფლების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობას. როგორც იურისტი სოციალურ ქსელში წერს, დავით გარეჯის საქმის გარშემო ილიჩოვასა და მელაშვილის ბრალდებასთან დაკავშირებით გამოძიებას პრაქტიკულად ყველა მტკიცებულება ხელთ აქვს.

28 იანვარი 2021, 17:37

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე. ბექა ძამაშვილი, საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქეთი სარაჯიშვილი და იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი, აიმანიში ტაკაო, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გოჩა ლორთქიფანიძემ აკირა იმამურას მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს.

მიხეილ ჩხენკელი

28 იანვარი 2021, 17:36

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ონლაინ კონფერენცია „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება: მიღწევები და გამოწვევები“ გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

28 იანვარი 2021, 17:36

რეგიონი

31 იანვარს ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბში მოძრაობა რამდენიმე საათით ნაწილობრივ შეიზღუდება

თუმცა, აღნიშნული სამუშაოების ჩატარება ტექნიკურად ვერ ხერხდება დაგეგმილ დროს. რის გამოც, სამუშაოები შესრულდება, 2021 წლის 31 იანვრის 00:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე. ამ პერიოდში შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ, ჯერ ერთ შემდეგ მეორე მხარეს.

28 იანვარი 2021, 17:36

პოლიტიკა

ალესანდრე მოწერელია: ელჩის მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ ქართული აგროსამრეწველო პროდუქცია იხილონ ჩეხეთის ბაზარზე

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე მოწერელია ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პეტრ მიკისკას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობას და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს, განსაკუთრებით კი საპარლამენტო კავშირების განმტკიცებას დაეთმო.

გიორგი კვარაცხელია

28 იანვარი 2021, 17:32

ეკონომიკა

„ლილოს“ დირექტორის თქმით, მთავრობასთან შეხვედრაზე ითქვა, რომ ბაზრობების გახსნის თარიღი 15 თებერვლის იქით არ გადაიწევს

„ბევრი ვიკამათეთ, ბევრი ვიდავეთ და იმედია თარიღი არ გადაიწევს. ჯერჯერობით შაბათ-კვირას არ გვხსნიან და როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ყველაფერი დამოკიდებულია, როგორი ვითარება იქნება შემდეგ კვირას. ეკონომიკური გუნდი ჩვენ მხარეს დგას, სურვილი აქვთ რომ მოგვყვნენ, რადგან სხვა გამოსავალი არაა, თავზე გვენგრევა ეკონომიკა“, - აღნიშნა კვარაცხელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

28 იანვარი 2021, 17:29

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტად მყოფი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მუჰამედ ჯავად ზარიფს ტელეფონით ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დავით ზალკალიანი მიესალმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტს და მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით პირადად ვერ უმასპინძლა კოლეგას.

ვახტანგ გომელაური

28 იანვარი 2021, 17:16

სამართალი

პარლამენტის ნდობის ჯგუფი ვახტანგ გომელაურს უსმენს

გომელაური ნდობის ჯგუფს წარუდგენს ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2020 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ.

ნათია თურნავა

28 იანვარი 2021, 17:13

პოლიტიკა

ნათია თურნავა ვაქცინებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ეს არის მორიგი ტყუილი და არასერიოზული გამონათქვამი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას შეფასებით, ვაქცინებთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება „მორიგი ტყუილი და არასერიოზული გამონათქვამია“. მისი თქმით, აქტიურად მუშაობენ, არამარტო „კოვაქს“ პლატფორმის შიგნით, არამედ პირდაპირ მომწოდებელ კომპანიებთან და სხვა ქვეყნებთან.

ალეკო ელისაშვილი

28 იანვარი 2021, 17:12

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება მოლაპარაკების შედეგია

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ულოცავს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

ნათია თურნავა

28 იანვარი 2021, 17:05

პოლიტიკა

ნათია თურნავა: კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველოს ქულა არის სტაბილურად კარგი, რაც ნიშნავს, რომ აღქმა კორუფციისა და კორუფციის საფრთხისა არის ძალიან დაბალი

კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 2020 წელს კვლავაც შეინარჩუნა საკმაოდ კარგი ქულა, ეს არის 56 ქულა, ანუ არანაირად ჩვენი პოზიციები არ გაუარესებულა და პირიქით, კვლავაც საქართველო ინარჩუნებს რეგიონში ლიდერის პოზიციას, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო აღნიშნული მაჩვენებლით რეგიონში საუკეთესოა.

ეკატერინე ტიკარაძე

28 იანვარი 2021, 17:03

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბაზრობების გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ თარიღზე, არამედ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე

„ბაზრობებს ჰქონდათ სურვილი და მესმის, რომ არსებობს მათი დროულად გახსნის საჭიროება. ჩვენ შევეცადეთ აგვეხსნა მათთვის ყველა ის მიზეზი, რატომ არის ბიზნესის გახსნისას თანმიმდევრობის დაცვა საჭირო. ისინი ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდნენ და შევჯერდით იმაზე, რომ გახსნა დამოკიდებული იქნება არა კონკრეტულ თარიღზე, არამედ დავაკვირდებით ეპიდემიოლოგიური მდგომარეობას, სტატისტიკურ მონაცემებს და შესაბამისად, როგორც კი ეპიდემია მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ დროულად მივიღოთ გადაწყვეტილება ბაზრობებისა და სხვა ბიზნესის სასარგებლოდ, რა თქმა უნდა, საბჭო იმსჯელებს ამის თაობაზე“.