http://imedi.ge/ /  30 ოქტომბერი 2020, 17:00 / სანდო წყარო

ბელგია კორონავირუსის ახალი 23 921 შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, სრულ ლოკდაუნს განიხილავს

ბელგია

ბელგიაში დღეს კორონავირუსის 23 921 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 138 ადამიანი. დღეს საკონსულტაციო კომიტეტი პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით ბელგიის სამეფოში არსებულ ეპიდვითარებას შეაფასებს და გადაწყდება, გადავა თუ არა უახლოეს დღეებში ბელგია სრულ ლოკდაუნზე.

ექსპერტების ნაწილი ხელისუფლებას ურჩევს, რამდენიმე კვირით ქვეყნის სრული დახურვის - ლოკდაუნის გამოცხადაზე გადაწყვეტილება მიიღოს და ამით შეაჩეროს ვირუსის სწრაფად გავრცელება.

სპეციალისტების ნაწილი იმ დაწესებულებების დახურვის მომხრეა, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება. დღესდღეობით ბელგიაში დაკეტილია კაფე-ბარები, რესტორნები, კაზინოები, სავარჯიშო დარბაზები, აუზები, აკრძალულია 20:00 საათის შემდეგ ალკოჰოლის გაყიდვა, სუპერმაკეტებსა და მაღაზიებში კლიენტს უფლება აქვს, 30 წუთით გაჩერდეს და 75 % დისტანციურ მუშაობაზეა გადასული.

ასევე, თითოეულ ადამიანს სახლში შეუძლია დისტანციის წესების დაცვით მიიღოს 2 კვირის განმავლობაში მხოლოდ 4 სტუმარი. დაკეტილი მუზეუმები და თეატრები. რაც შეეხება გამოფენებსა და კონფერენციებს, ნებადართულია მხოლოდ 40 ადამიანის შეკრება.

პირბადეებისა და 1,5- 2-მეტრიანი დისტანციის უზრუნველყოფის შემთხვევაში ნებადართულია 200 ადამიანის შეკრება. თითოეულ მაგიდასთან უნდა იმყოფებოდეს 4 ადამიანი და სავალდებულოა დარბაზის ვენტილაცია ღონისძიების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ.

ბელგიაში არ მოქმედებს მოწოდება - დარჩი სახლში. ბელგიას დაკეტილი აქვს გარე საზღვრები. ევროკავშირის წითელი ზონებიდან ჩამოსული მგზავრები სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში იღებენ სპეციალურ კოდს, რაც მათ ტესტირების შესაძლებლობას აძლევთ.

ევროკავშირის სახელმწიფოებიდან ბელგიაში ჩამოსვლამდე მგზავრები ვალდებულები არიან, შეავსონ სპეციალური ფორმა. ჯანდაცვის ინსტიტუტის მონაცემებით, უკვე 6187 პაციენტი იმყოფება საავადყოფოში, 1057 ინტენსიურ განყოფილებაშია და საწოლების მაქსიმუმი, როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს მაქსიმუმ 2000-ს შეადგენს.

20-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით ბელგიაში გამოვლინდა 15 316 ახალი შემთხვევა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით მეტია, რადგან შეცვლილი სტრატეგიის თანახმად, მხოლოდ მკვეთრად გამოხატული სიმპტომების ან წითელი ზონიდან დაბრუნების შემთხვევაში კეთდება ტესტი COVID-19-ზე.

კრიზისის ცენტრის მონაცემებით, ბოლო 6 დღეში ყოველდღიურად 65 700 ტესტი ტარდებოდა. კრიზისის ცენტრის მონაცემებით, მომავალი კვირიდან ბელგიაში სწრაფი ტესტირების აქტიურად დაწყებას ვარაუდოებენ, რაც ლაბორატორიებზე ზეწოლას შეამცირებს.

„ოთხშაბათს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტების. 743 ადამიანი გადანაწილდა სხვადახვა ჰოსპიტალში. სიმპტომების გარეშე მყოფი პაციენტების ტესტირების შემთხვევაში სავარაუდოდ ყოველდღიური მაჩვენებელი 18 000 იქნება. ინფიცირებულთა უდიდესი ნაწილი მოდის 20-დან 60 წლის ასაკის პაციენტებზე. დღესდღეობით ინფიცირებულთა თითქმის ნახევარი 41 წლისაა, მაგრამ იზრდება ინფიცირების შემთხვევები 70-დან 90 წლის ასაკის პაციენტებშიც. ერთადერთი პოზიტიური მიმართულება და სტაბილიზაციაა 20 წლამდე ახალგაზრდებში. 20 წლამდე პაციენტებში აშკარად იკლო ინფიცირების შემთხვევებმა“, - განაცხადა დღეს პრესკონფერენციაზე კრიზისის ცენტრის სპიკერმა იევეს ვან ლაეტემ.

ყველა სიახლე

მიხეილ დუნდუა

04 დეკემბერი 2020, 00:20

პოლიტიკა

მიხეილ დუნდუა: კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტთა სიკვდილიანობის სიმცირით საქართველო ერთ-ერთი გამორჩეულია ევროპაში

ამ დროს დარტყმა პერსონალურად ჯანდაცვის მინისტრზე და სამინისტროზე ეს არის ბრძოლა ქვეყნის წინააღმდეგ და მეტი არაფერი, თავი რომ დავანებოთ იმ ამაზრზენ ცილისწამებას, რომელის მოსმენაც კი უხერხულია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, პაციენტთა სიკვდილიანობის სიმცირით საქართველო ერთ-ერთი გამორჩეულია ევროპაში.

მიხეილ ხიდურელი

04 დეკემბერი 2020, 00:20

ეკონომიკა

მიხეილ ხიდურელი: რეიტინგები არის პირველი, რასაც ინვესტორს ვაჩვენებთ

„ეს არის საინტერესო რეიტინგი, რომელიც აჩვენებს, რომ იმდენად დაბალი ბიუროკრატიაა, რომ ინვესტორ ინვესტიციის განხორციელება მთავრობასთან მინიმალური კონტაქტით შეუძლია. რეიტინგები არის პირველი, რასაც ვაჩვენებთ ინვესტორს, ამის შემდეგ კი ხდება კონკრეტული შეთავაზებები“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

03 დეკემბერი 2020, 23:57

მსოფლიო

ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის გარდაცვალების გამო, საფრანგეთში 9 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის გარდაცვალების გამო, ემანუელ მაკრონმა 9 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

თეა გვარამაძე

03 დეკემბერი 2020, 23:43

საზოგადოება

თეა გვარამაძე: 300-ლარიანი დახმარების მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურში 24 დეკემბრამდე გაგრძელდება

თვითდასაქმებულთა რეგიტრცია შემოსავლების სამსახურში დღეიდან დაიწყო და 24 დეკემბრამდე გაგრძელდება. უკვე ამ თვეში შესაძლებელი იქნება თვითდასაქმებულებისთვის თანხების გადარიცხვა, - ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, თეა გვარამაძემ „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ ჩართვისას განაცხადა.

ნიკა ჩიტაძე

03 დეკემბერი 2020, 23:39

ეკონომიკა

ნიკა ჩიტაძე: მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინვესტიციების მოცულობა შესაძლოა, მნიშვნელოვნად შემცირდეს

ძალიან კარგად მესმის, რომ 2020 წელს საქართველოში იგივე მსოფლიო „ბანკის მონაცემებით“ შესაძლებელია ინვესტიციების მოცულობა შემცირდეს დაახლოებით 40%-ით და ამაში ექსტრაორდინალურს ვერაფერს ვხედავ, რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებელია ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდეს, - ამის შესახებ ექსპერტმა, ნიკა ჩიტაძემ ნამდვილ რიცხვებში განაცხადა. მისი თქმით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებელია ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდეს.

მიხეილ დუნდუა

03 დეკემბერი 2020, 23:39

საზოგადოება

მიხეილ დუნდუა: საქართველოს საზღვრების გახსნის მიუხედავად, მიგრაციის სალდო მკვეთრად შემცირდა

მიგრაციაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ ე.წ. მიგრაციის სალდო, ანუ გამსვლელთა და შემომსვლელთა სხვაობა. ჩვენ თუ მხოლოდ გამსვლელებს დავითვლით და შემომსვლელებს არ მივათვლით, მცდარ მონაცემებამდე მივალთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

03 დეკემბერი 2020, 23:33

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 12 696 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 696 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 326 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

თინა ხიდაშელი

03 დეკემბერი 2020, 23:29

პოლიტიკა

თინა ხიდაშელი: ჩემთვის კობა დავითაშვილი პატარა ბიჭად დარჩება, ბავშვური ბუნებით, რომელიც ბოლომდე შერჩა

ჩემთვის კობა იმ პატარა ბიჭად დარჩება, იმ ბავშვური ბუნებით, რომელიც ბოლომდე შერჩა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში კობა დავითაშვილზე განაცხადა. მან ეთერში კობა დავითაშვილი გაიხსენა და მისი გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

03 დეკემბერი 2020, 23:26

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1.5 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1.5 მილიონს გადააჭარბა. აღნიშნულ მონაცემებს საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ ჯანდაცვის ეროვნული ორგანოების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიხეილ დუნდუა

03 დეკემბერი 2020, 23:25

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის. ეს საჭიროა იმის განსასაზღვრად, თუ განვითარების რა გზას ადგას ქვეყანა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ Trace International-ის ინდექსში საქართველოს პოზიციების შეფასებისას განაცხადა.

03 დეკემბერი 2020, 23:03

სპორტი

ქართულ ენაზე და ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნი „ჭადრაკი ყველასთვის“ გამოიცა

ავტორების, საერთაშორისო დიდოსტატების სალომე მელიასა და დავით ჯოჯუას თქმით, შშმ პირებისთვის განკუთვნილი საჭადრაკო სახელმძღვანელო საქართველოს ყველა დიდი ქალაქის ბიბლიოთეკას, უსინათლოთა კავშირს და იმ ორგანიზაციას გადაეცემა, სადაც ამის მოთხოვნა იქნება.

03 დეკემბერი 2020, 22:59

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 32 381 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 32 381 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 187 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

03 დეკემბერი 2020, 22:52

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 10 127 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 127 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 254 ადამიანი გარდაიცვალა.

ოლივიე ვერანი

03 დეკემბერი 2020, 22:45

COVID19

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი: უახლოეს თვეებში ვაქცინა ეპიდემიის სახეს ძირეულად არ შეცვლის

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა, რომ ვაქცინა გადამწყვეტი იარაღია Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა მისი ეფექტი დაუყოვნებლივ არ დადგება.

ლევან კობიაშვილი

03 დეკემბერი 2020, 22:38

სპორტი

ლევან კობიაშვილი: ტურნირის მასპინძლობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება საქართველოში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა

უეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. ფეხბურთის ფედარაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ტურნირის მასპინძლობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება საქართველოში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა.

03 დეკემბერი 2020, 22:14

სპორტი

საქართველო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

უეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში გაიმართება. ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

ჟან კასტექსი

03 დეკემბერი 2020, 22:14

COVID19

საფრანგეთის პრემიერი: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველ ეტაპზე დაახლოებით მილიონი ადამიანი აიცრება

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველ ეტაპზე დაახლოებით მილიონი ადამიანი აიცრება.

ჟან-ივ ლე დრიანი

03 დეკემბერი 2020, 21:58

მსოფლიო

ჟან-ივ ლე დრიანი: საფრანგეთის მთავრობა მთიანი ყარაბაღის აღიარების წინააღმდეგია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ საფრანგეთის მთავრობა მთიანი ყარაბაღის აღიარების წინააღმდეგია.

03 დეკემბერი 2020, 21:37

COVID19

კახეთის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 265 მოქალაქეს დაუდასტურდა

კახეთის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 265 მოქალაქეს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგებმა ახალი ინფიცირებულების 401 კონტაქტი უკვე მოიძიეს. ცხელების ცენტრს დღეს 56-მა პაციენტმა მიმართა. კახეთში ამ დროისთვი 2 296 კოვიდინფიცირებული პირი მკურნალობს, მათ შორის 2 077 ბინაზე იმყოფება, 26 - კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 193 პაციენტი მკურნალობის კურსს კოვიდ-კლინიკაში გადის.

დავით ზალკალიანი

03 დეკემბერი 2020, 21:32

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების საფუძველი, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებაში მდგომარეობს

„რამდენიმე დღის წინ, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის, ე.წ. ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის მიღება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რუსეთის მცდელობებს, მოახდინოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების მის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემებში სრულად გაერთიანება.“ - განაცხადა მინისტრმა.