IMEDI /  30 ოქტომბერი 2020, 18:37 / სანდო წყარო

ჯანდაცვის სამინისტროში „ცენტრალური ონლაინკლინიკა“ ამოქმედდა

COVID-19 დიაგნოზის მქონე პაციენტების და ასევე, მათთან კონტაქტში/თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე მეთვალყურეობის მიზნით, მართვის ცენტრალიზებული მექანიზმი, ე.წ. „ცენტრალური ონლაინკლინიკა“ ამოქმედდა.

ონლაინკლინიკა დღეიდან, დისტანციურად, პაციენტების მეთვალყურეობის სისტემატიურ და ეფექტურ მონიტორინგს განახორციელებს, ხოლო პაციენტის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, დაყოვნების გარეშე სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს.

ონლაინკლინიკა ჯანდაცვის სამინისტროს შენობაშია განთავსებული და ექიმებით, უმცროსი ექიმებით, რეზიდენტებით და ოპერატორებითაა დაკომპლექტებული,რომელთაც სპეციალური გადამზადება უკვე გაიარეს.

სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“რეგიონალური პრინციპით, ვერტიკალური მართვის ქვეშ ორი მიმართულებით იმუშავებს. გადამზადებული ოჯახის ექიმები პაციენტების ბინაზე მეთვალყურეობას განახორციელებენ. ხოლობინაზე მეთვალყურეობის ხარისხის კონტროლს და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისმუშაობის მონიტორინგს- მონიტორ/ოპერატორებიგანახორციელებენ.

„ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ შემთხვევების შესახებ ინფორმაციას იღებს 112-ის ცენტრიდან, სადაც იქმნება პაციენტის საქმე. შემდგომი რეაგირების მიზნით, ხორციელდება საქმეების განაწილება ონლაინ კლინიკებში და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს „ცენტრალურ ონლაინ კლინიკაში“, სადაც გადამზადებული ოჯახის ექიმები ახდენენ დიფერენციულ დიაგნოსტიკას და ზარი ბრუნდება ისევ 112-ში რეაგირების მიზნით ან რჩება ოჯახის ექიმთან მეთვალყურეობაზე.

დღეის მდგომარეობით, COVID-19-ის მართვაში სულ 59 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებააჩართული. ასევე გაფართოვდა აღნიშნული კლინიკების საქმიანობის არეალი და შემუშავდა COVID-19-ის მსუბუქად მიმდინარე ფორმის მქონე პაციენტების იზოლაციის პირობებში სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელების ალგორითმი (მინისტრის ბრძანება 30.09.20წ N01-493/ო).

ონლაინკლინიკის ფუნქცია-მოვალეობას წარმოადგენს: 112-ის ცენტრიდან გადამისამართებული სატელეფონო ზარების მიღება; შესაბამისი პაციენტების კონსულტირება (24/7) და ზედამხედველობა დისტანციურ რეჟიმში შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისად; ასევე, ამბულატორიულად პსრ ტესტირების განხორციელება; COVID-19-ის დიაგნოზის დადასტურებულ შემთხვევებზე სატელეფონო ზარის განხორციელება; ანამნეზის შეკრება, პაციენტის საწყისი კლინიკური შეფასება;მდგომარეობის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება პაციენტის ბინაზე დატოვების, შესაბამის საიზოლაციო სივრცეში (სასტუმრო) გადამისამართების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ; ამასთან, ბინაზე დატოვების შემთხვევაში, ონლაინ კლინიკის ექიმებს გაუჩნდათ პაციენტების ყოველდღიური სატელეფონო მონიტორინგის ფუნქცია;

ყოველდღიურად დაფიქსირებული მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით, აღნიშნული მოდელის ამოქმედება სამინისტროს მხრიდან დაჩქარებულ რეჟიმში განხორციელდა.

ყველა სიახლე

System of a down

30 ნოემბერი 2020, 00:03

კულტურა

ვიდეორგოლმა System of a Down-ის სიმღერაზე Chop Suey ​Youtube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა

Chop Suey ჯგუფის მეორე ალბომის Toxicity-ს ერთ-ერთი ჰიტია. სიმღერა 2001 წელს გამოვიდა, თუმცა ვიდეორგოლი Youtube-ზე მხოლოდ 2009 წელს აიტვირთა.

29 ნოემბერი 2020, 23:56

სპორტი

„ვიაიეს ინტერიასის" ფეხბურთელმა პაულა დაპენამ დიეგო მარადომას ხსოვნას პატივი არ მიაგო

მან განაცხადა, რომ უარს ამბობს პატივი სცეს პედოფილისა და მოძალადის ხსოვნას. დაპენა წუთიერი დუმილის დროს ზურგით შებრუნდა და ფეხზე დგომის ნაცვლად იჯდა.

კინო

29 ნოემბერი 2020, 23:36

კულტურა

ეროვნულმა კინოცენტრმა ონლაინ კინოკლუბი შექმნა

ონლაინ კინოჩვენებები იმართება Facebook-ლაივის ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ გვერდზე და ონლაინ კინოკლუბის ჯგუფში 22:00 საათზე.

29 ნოემბერი 2020, 23:22

სპორტი

„მილანმა" იტალიის ჩემპიონატში ბოლო 26 წელიწადში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა

როსონერიმ საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას" 2:0 დამარცხების შემდეგ 9 ტურში 23 ქულა დააგროვა, ასეთი კარგი შედეგი კი გუნდს ბოლოს 1994 წელს ჰქონდა.

ლეოპოლდო ლუკე და დიეგო მარადონა

29 ნოემბერი 2020, 23:20

მსოფლიო

დიეგო მარადონას პირად ექიმს ფეხბურთელის არაგანზრახ მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს

ექიმს ბრალად არაგანზრახ მკვლელობა, დახმარების არ გაწევა და ავადმყოფის მეთვალყურეობის გარეშე დატოვებაში სდებენ ბრალს. გამოძიება მარადონას ქალიშვილის ჩვენების შემდეგ დაიწყო, რომელმაც ლუკეს ქმედებებსა და კვალიფიკაციაში ეჭვი შეეპარა.

ტოკიო 2020

29 ნოემბერი 2020, 23:03

ეკონომიკა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადადება ორგანიზატორებს სულ მცირე $1.9 მილიარდი დაუჯდებათ

ხარჯებს ბევრი ფაქტორი ზრდის. მათ შორისაა თანამშრომლებისთვის გადასახდელი ხელფასები, არენების შენახვა-მომსახურება და გაყიდული ბილეთების საფასურის დაბრუნება. გაზრდილ ხარჯში არ შედის ის თანხები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლას ხმარდება.

ვალენტინა (Valentina)

29 ნოემბერი 2020, 23:01

კულტურა

საბავშვო ევროვიზის კონკურსში საფრანგეთის წარმომადგენელმა გაიმარჯვა

2020 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი ვალენტინა (Valentina) გახდა სიმღერით J’imagine. მან 200 ქულა მიიღო. საქართველოს წარმომადგენელი სანდრა გადელია კი 111 ქულით მეექვსე ადგილზე გავიდა.

სტრასბურგის სასამართლო

29 ნოემბერი 2020, 22:40

სამართალი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ დაზარალებულ მოქალაქეებს 6 მლნ ლარის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს

2012 წლამდე მომხდარ ფაქტებზე სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო სიცოცხლის უფლების დამრღვევად უკვე 13 საქმეზე ცნო; 28 საქმეზე წამების აკრძალვის დარღვევა დაადგინა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების ხელყოფაში სახელმწიფო 14 საქმეზე ამხილა; პირადი ცოვრების დარღვევა7 საჩივარზე დაადასტურა, საკუთრების უფლების შელახვა 7 საქმეზე დადგინდა. საჩივრებიდან ყველაზე მეტი სამართლიანი სასმართლოს უფლების დარღვევას ეხება. ასეთი კი 36 საქმეა.

კორონავირუსი

29 ნოემბერი 2020, 22:29

COVID19

რა ვითარებაა საფრანგეთში პანდემიის დროს - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

„იმედის“ ევროპის ბიურო, რომელიც ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში მდებარეობს უკვე რამდენიმე კვირაა ცდილობს მეზობელ ქვეყნებში არსებული ვითარება გადაიღოს და ამჯერად საფრანგეთში ჩავიდნენ.

ზურაბ აბაშიძე/გრიგორი კარასინი

29 ნოემბერი 2020, 22:21

პოლიტიკა

გრიგორი კარასინი ადასტურებს, რომ ზურაბ აბაშიძესთან ონლაინ-შეხვედრაზე სერგეი გავრილოვზე საუბარი არ ყოფილა

„ამჯერად არ გვიხსენებია ჩვენი პარლამენტარი გავრილოვი და არც ის ეპიზოდი, რომელიც მოხდა. სხვა საკითხი იყო ძალიან ბევრი, თუმცა ჩვენ, ბუნებრივია, გვახსოვს ეს ეპიზოდი“, - ამბობს კარასინი.

ლევან რატიანი

29 ნოემბერი 2020, 22:07

COVID19

კახი კავსაძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება

მისი მკურნალი ექიმის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას 85 წლის მსახიობის მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა, რადგან სახეზე იყო სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა.

კახა კუჭავა

29 ნოემბერი 2020, 22:06

პოლიტიკა

კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ, რომ არიან პარტიები, რომლებიც გადადგამენ ამ ნაბიჯს და მიიღებენ გადაწყვეტილებას შემოვიდნენ პარლამენტში

„ქართველი ამომრჩევლის ნება იყო, რომ მრავალპარტიული ყოფილიყო ეს პარლამენტი. ჩვენ ამას მივაღწიეთ. დღეს ამაზე უარის თქმა პირველ რიგში არის ამომრჩევლის ნებაზე უარის თქმა. მე დარწმუნებული ვარ, რომ არიან პარტიები, რომლებიც გადადგამენ ამ ნაბიჯს და მიიღებენ გადაწყვეტილებას შემოვიდნენ, იქნება მიღწეული შეთანხმება“,- განაცხადა კუჭავამ.

თენგიზ ცერცვაძე

29 ნოემბერი 2020, 22:03

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული

„არც ერთი მხრიდან არ დავზარალდეთ, ეს შეუძლებელია. ეს ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა. სწორი იყო, როდესაც სახელმწიფომ არ შემოიღო მკაცრი შეზღუდვები, სანამ არჩევნები არ დამთავრდა და ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული“,- განაცხადა ერცვაძემ.

29 ნოემბერი 2020, 21:44

COVID19

რა შეზღუდვები და შეღავათები მოქმედებს საქართველოში - „იმედის კვირის“ სიუჟეტი

სპეციალისტები ჯანდაცვის სისტემის სირთულეებსა და შეზღუდვების დაწესების აუცილებლობას უსვამენ ხაზს, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები კი იმ შეღავათებზე საუბრობენ, რომლებითაც პანდემიიდან გამომდინარე ბიზნეს-სექტორის წარმოამდგენლები სარგებლობენ.

29 ნოემბერი 2020, 21:24

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: გვარამიამ ბოიკოტის ულტიმატუმს ახალი პირობა დაამატა - ნანა ალექსანდრია მსოფლიო ჩემპიონად

„გვარამიამ ბოიკოტის ულტიმატუმს ახალი პირობა დაამატა: ნონა გაფრინდაშვილმა ნებაყოფლობით თქვას უარი ყველა ტიტულზე და ნანა ალექსანდრია ავტომატურად გამოცხადდეს მსოფლიოს ჩემპიონად“, – წერს ნაცვლიშვილი.

თენგიზ ცერცვაძე

29 ნოემბერი 2020, 21:24

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: საკუთარი თავისთვის ძალიან საინტერესო პაციენტი ვიყავი

„ჩემი თავისთვის, როგორც ექიმისთვის, ვიყავი ძალიან საინტერესო პაციენტი. ორშაბათიდან, 16-დან მდგომარეობა ძალიან სწრაფად დამძიმდა. მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და რაც მოსალოდნელი იყო ჩემი თანმხლები დაავადების გამო, 4 დღე თანმიმდევრულად მკვეთრად უარესდებოდა ჩემი იმუნური სტატუსის მაჩვენებლები“, - ამბობს ცერცვაძე.

29 ნოემბერი 2020, 20:56

რეგიონი

ბათუმში, ფიტნესკლუბში „რეფორმერი“ პოლიციამ სავარაუდოდ, ერთი მოქალაქე დააკავა

ბათუმში, „რეფორმერი ფიტნესის" შენობის მიმდებარედ, რომელიც „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, საცხოვრებელ სახლად იქირავა, პოლიციაა მობილიზებული.

შსს

29 ნოემბერი 2020, 20:53

სამართალი

პოლიციამ სავარაუდოდ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, დაკავებულია 1 პირი

გავრცელებული ინფორმაციით თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ერთ-ერთ აფთიაქში ორი პირი შევიდა, რომელთაც ხელში იარაღის მსგავსი ნივთი ჰქონდათ. აფთიაქის თანამშრომლებმა პრევენციის მიზნით პოლიცია გამოიძახეს. პოლიციამ ორივე პირი ადგილზევე შეაჩერა. როგორც ამ დროისთვის დგინდება, ერთი მათგანი არასრულწლოვანია, ხოლო მეორე 20 წლამდე ასაკის.

ფორმულა 1 ავარია

29 ნოემბერი 2020, 20:26

სპორტი

„ფორმულა 1-ის“ ბაჰრეინის გრან-პრიზე რომენ გროჟანის ბოლიდი აფეთქდა. ვიდეო

ფრანგი სპორტსმენი პირველივე წრეზე რუს დანიილ კვიატის ბოლიდთან კონტაქტის შემდეგ ჯებირებს შეეჯახა. შედეგად გროჟანის ავტომობილი აფეთქდა და მას ცეცხლი წაეკიდა.

ირლანდია საქართველო

29 ნოემბერი 2020, 19:58

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

მატჩის პირველი ტაიმი ირლანდიელთა უპირატესობით, ანგარიშით 20-7 დასრულდა. მასპინძლებმა ანგარიში მე-8 წუთზე გახსნეს, როდესაც ბილი ბერნსმა ლელო გაიტანა და გარდასახვაც გამოიყენა. მე-16 წუთზე გიორგი ლელო გიორგი კვესელაძემ დადო, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა.