imedi /  31 ოქტომბერი 2020, 11:58 / სანდო წყარო

სომხეთში ბოლო 24 საათში, 41 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,381 პაციენტს დაუდასტურდა, 41 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 89,813 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1,341 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 55,317.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

იორგი ცუცქირიძე

01 დეკემბერი 2020, 16:38

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: პანდემიის ახალი შემოტევისას, ბიუჯეტის განხილვის პროცესში პოლიტიკური ძალების აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

„როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კანონით დადგენილ ვადაში, 30 ნოემბერს პარლამენტს წარუდგინა 2021 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია. ბუნებრივია, გადამუშავებულ ვარიანტში აისახა ის ახალი რეალობა რაც სექტემბრიდან საქართველოში და მთლიანად მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებას და ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდას უკავშირდება“.

იოსებ არჩვაძე

01 დეკემბერი 2020, 16:35

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: მომავალის წლის ბიუჯეტში კონკრეტული სოციალური ჯგუფების მიმართ დახმარების პაკეტის შენარჩუნების მაგისტრალურ ხაზი პანდემიაზე საბოლოო გამარჯვებამდე გაგრძელდება

პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლამ სერიოზული გავლენა მოახდინა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებზე, რომელიც ჩამოყალიბდა ეკონომიკის 4.5-პროცენტიანი ზრდისა და ზომიერი (3%-იანი) ინფლაციის პროგნოზის საფუძველზე. ამასთან, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვანწილად შეამცირეს პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის ეფექტი ჯანდაცვის სექტორსა და მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, იოსებ არჩვაძე თავის Facebook-ზე წერს. ექსპერტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შეაფასა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

01 დეკემბერი 2020, 16:34

ეკონომიკა

ექსპერტი ოპოზიციას: საინტერესოა, ოპოზიცია ტრადიციულად ბიუჯეტის კრიტიკას დაიწყებს გარედან, თუ შევა პარლამენტში და იქ ეცდება რაიმე ფასეული არგუმენტები მოიყვანოს?

მსოფლიოში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება, რაც პანდემიით არის გამოწვეული, ასევე საქართველოში დაწყებული ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე და ბიუჯეტზე, რომლის პარამეტრები 1,6 მილიარდი ლარით არის შემცირებული 2021 წლის პროექტში. ეკონომიკური ზრდა მომავალ წელს 4.3 პროცენტით არის დაგეგმილი, რაც ასევე კორექტირებულია ვირუსის მეორე ტალღის გათვალისწინებით, - ამის შესახებ Facebook-ზე ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი წერს და 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს ეხმაურება.

01 დეკემბერი 2020, 16:27

COVID19

გაერო: 2021 წელს მსოფლიოში ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება მკვეთრად გაიზრდება

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, 2021 წელს მსოფლიოში პიკს მიაღწევს იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდებიან და გაიზრდება ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება. პროგნოზის თანახმად, მომავალ წელს 33-დან ერთ ადამიანს დასჭირდება დახმარება ისეთი ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორიცაა საკვები, წყალი და სანიტარული პირობები.

ვაქცინა

01 დეკემბერი 2020, 16:24

COVID19

BioNTech-მა და Pfizer-მა ევროკავშირში თავისი ვაქცინის რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანეს

გერმანულმა ფარმაცევტულმა კომპანია BioNTech-მა და მისმა ამერიკულმა პარტნიორმა Pfizer-მა მედიკამენტების ევროპულ სააგენტოში (EMA) თავისი ვაქცინის რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანეს. როგორც BioNTech-ის ვებგვერდზეა ნათქვამი, უწყებამ მათი განაცხადის განხილვა 1-ელ დეკემბერს დაიწყო.

რუსლან აბაშიძე ანდრიუს კალინდრა

01 დეკემბერი 2020, 16:05

საზოგადოება

რუსლან აბაშიძე ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ანდრიუს კალინდრას შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ლიეტუვის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ბექა ლილუაშვილი

01 დეკემბერი 2020, 15:54

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: ბიუჯეტში ასახული ფინანსური რესურსები მიმართული იქნება, ერთი მხრივ, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე, მეორე მხრივ, მათ სოციალურ მხარდაჭერასა და ბიზნესის ხელშეწყობაზე

მისივე თქმით, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკვე მომდევნო წლის განმავლობაში, პანდემიის რისკების შემსუბუქებისა და გლობალურად ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად საქართველოს ეკონომიკა წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს ასე ვთქვათ კრიზისიდან გამოსვლის აქტიურ ეტაპს და შესაბამისად წლის განმავლობაში გაიზრდება 4,5 %-მდე, ხოლო 2021-დან 2025 წლამდე ეკონომიკური ზრდის პარამეტრი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონსა და ევროპაში.

01 დეკემბერი 2020, 15:44

სპორტი

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოს წინა ტური რვა შეხვედრით გაიხსნება

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოს წინა ტური რვა შეხვედრით გაიხსნება. B ჯგუფში „შახტარი“ უკრაინაში მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. სამეფო კლუბი დონეცკელებთან სათამაშოდ ორი ტრავმირებული წამყვანი ფეხბურთელის, გუნდის კაპიტნის სერხიო რამოსისა და ედენ აზარის გარეშე ჩავიდა.

გერმანული ჰოსპიტალი

01 დეკემბერი 2020, 15:42

COVID19

კორონავირუსით 19 წლის პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გერმანული ჰოსპიტალი განმარტებას აკეთებს

კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობა განაპირობა თანდართულმა დაავადებამ. მიუხედავად გაწეული დახმარებისა, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო. ვარაუდი შეიძლება იყოს იმის, რომ მან დაგვიანებით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას თუ ექიმს, ჩვენთან მოსული იყო კრიტიკულ მდგომარეობაში“, - განაცხადა ეკატერინე ლორიამ.

01 დეკემბერი 2020, 15:40

საზოგადოება

წელს ფაროსანას საწინააღმდეგოდ 325 700 ჰექტრამდე ფართობი დამუშავდა

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარე წელს წარმატებით დასრულდა. ახალი კორონავირუსის (COVID - 19) გავრცელების მიუხედავად, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მთელი წლის განმავლობაში შეუფერხებლად მიმდინარეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში ჩართული იყო 250-მდე სპეციალიზებული ტექნიკა.

01 დეკემბერი 2020, 15:27

COVID19

შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეის მდგომარეობით, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 3159 პაციენტს შეადგენს, მათ შორის - 1126 მკურნალობას გადის სახლში. სულ თვითიზოლაციაშია 2237 პირი. 24 საათში შიდა ქართლში კოვიდინფიცირების შედეგად გარდაიცვალა 2 პაციენტი. გორში მცხოვრებ 80 წელს გადაცილებულ კაცსა და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 80 წელს გადაცილებულ ქალს თანმხლები დაავადებებიც ჰქონდათ.

01 დეკემბერი 2020, 15:18

სპორტი

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მესამე რაუნდის ყველა წყვილი ცნობილია

მერსისაიდელებისა და ბირმინგემელების დაპირისპირება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგან მიმდინარე სეზონში „ვილამ“ ინგლისის მოქმედი ჩემპიონი გამანადგურებელი სხვაობით, ანგარიშოთ 7:2 დაამარცხა და ახლა „წითლები“ რევანშისთვის ემზადებიან. შეხვედრები 8-11 იანვარს გაიმართება.

ანგელა მერკელი

01 დეკემბერი 2020, 15:10

COVID19

ანგელა მერკელი: ზამთრის განმავლობაში ყურადღებით უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეპიდემიის მესამე ტალღას მივიღებთ

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიის მოქალაქეებმა შესზღუდვები უნდა დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფი ტემპებით გაიზრდება.

იუსტიციის სახლი

01 დეკემბერი 2020, 15:09

საზოგადოება

ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ბავშვის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, სპეციალური სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ

2016 წელს დაწყებული სოციალური პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ კიდევ უფრო დიდ მასშტაბს იძენს. პროექტი, რომელიც დღემდე სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისათვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო ხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ.

01 დეკემბერი 2020, 14:59

რეგიონი

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დიალიზის 14 აპარატი და ჟანგბადის დანადგარები შეემატა

აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

01 დეკემბერი 2020, 14:56

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ასლან ვაშაყმაძის მუქარა იმ შინაარსს გამოხატავს, რაც საერთო ოპოზიციურ გუნდს აქვს

„დღეს ეს ადამიანი ოპოზიციამ დაბალ ღობედ წარმოადგინა და ყველა გაემიჯნა. სააკაშვილს გაემიჯნონ იმ განცხადებაში, რაც გააკეთა. ერთიც უბადრუკია და მეორეც, მაგრამ რეალურად გამოხატავს გაერთიანებული ოპოზიციის შინაარსს, სახელმწიფოს სტაბილურობის მიმართ მათი ქმედებებსა და დამოკიდებულებას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

01 დეკემბერი 2020, 14:45

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა.

01 დეკემბერი 2020, 14:44

COVID19

ავსტრიაში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო

ავსტრიაში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყო. ქვეყნის მოსახლეობამ ეს გადაწყვეტილება იმ ინფიცირებულთა გამოსავლენად მიიღო, რომლებსაც დაავადება უსიმპტომოდ გაადაქვთ.

ლაშა გუჯეჯიანი

01 დეკემბერი 2020, 14:39

სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს. ამ თანამდებობაზე ნოდარ მეტრეველი ლაშა გუჯეჯიანმა შეცვალა, რომელიც აქამდე ახალგაზრდულ ნაკრებს ავარჯიშებდა. გუჯეჯიანი „გამოწვევა 2020“-ის ერთ-ერთი ავტორია. პროექტმა რამდენიმე წარმატებული სპორტსმენი, ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე, გელა ზაალიშვილი და ლაშა ბექაური აღმოაჩინა. პირველი ტურნირი, რომლისთვისაც გუჯეჯიანს ნაკრების მომზადება მოუწევს, მსოფლიოს მასტერსია, რომელსაც 11-13 იანვარს ყატარის დედაქალაქი დოჰა უმასპინძლებს.

01 დეკემბერი 2020, 14:24

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა.