31 ოქტომბერი 2020, 16:32 / სანდო წყარო

ბელგიის კრიზისის ცენტრის სპიკერი: ეგოიზმი ვირუსის საუკეთესო თანამზრახველია

იევეს სტევენსი

იევეს სტევენსი

„ეგოიზმი არის ვირუსის საუკეთესო თანამზრახველი”, - განაცხადა კრიზისის ცენტრის სპიკერმა დღეს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ბელგიაში ეპიდვითარებაზე საუბრისას.

კრიზისის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს და ყველა იმ წესის დაცვისკენ მოუწოდებს, რაც ვირუსის სწრაფად გავრცელების შესამცირებლად არის შემუშავებული.

„ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ დღეს მდგომარეობა ბელგიაშიც და ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც საკმაოდ მძიმეა. ჩვენ ვებრძვით ვირუსს, რომელიც ყველა ასაკობრივ ჯგუფს საფრთხეს უქმნის და ამ დროს, ჩვენ შორის ისევ არიან ადამიანები, რომლებიც სერიოზულად არ უდგებიან არსებულ მდგომარეობას და უფრო მეტიც, არ იცავენ წესებს. უპასუხისმგებლობა შეზღუდვების უპატივცემულობა მიგვიყვანს გაცილებით საგანგაშო ვითარებამდე და ქაოსამდე. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სოლიდარობა და პასუხისმგებლობა დღეს უმთავრესია. ჩვენი დღევანდელი ქცევა განაპირობებს ხვალინდელ დღეს. მეგობრების, ახლობლების, ოჯახის წევრების, შვილების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ჩვენს ხელშია და დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დავიცავთ წესებს. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ბელგიის ჯანდაცვის სისტემა ჯერ არ გამოსულა კორონავირუსის პირველი დარტყმისგან მიყენებული უმძიმესი მდგომარეობიდან და უკვე უწევთ მეორე ტალღასთან გამკლავება. მათ შესაძლებლობებსაც აქვს ლიმიტი. ჯანდაცვის სისტემამ უნდა გაუძლოს პაციენტების რიცხვის ზრდას და ჩვენ ამისთვისთვის მაქსიმუმს ვაკეთებთ, მაგრამ ჯანდაცვას ხელი უნდა შეუწყონ მოქალაქეებმა. ამისათვის საჭიროა კონტაქტების მინიმუმამდე შემცირება. დროის დაკარგვის მომენტი არ გვაქვს,- განაცხადა კრიზისის ცენტრის სპეიკერმა იევეს სტევენსმა.

დღეს ბელგიაში დაფიქსირდა 13 571 შემთხვევა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 139 პაციენტი. 28 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილთა რიცხვმა 11 000-ს გადააჭარბა.

„თუ ვირუსის გავრცელება არ შემცირდება, მაშინ 6 ნოემბერს ინტენსიურ განყოფილებებში შეიძლება გვყავდეს 2000 პაციენტი და ეს ამ ეტაპზე ბელგიისთვის მაქსიმუმია. ინფიცირებულებიდან ნახევარი 40 წელს ქვემოთაა, ინფექცია ისევ სწრაფად ვრცელდება ხანდაზმულებში”, - განაცხადა ჯანდაცვის ინსტიტუტის დირექტორმა პროფესორმა სტივენ ვან გუხტმა.

28 ოქტომბრის მონაცემებით, ჰოსპიტალებშია გადანაწილებული 5 554 პაციენტი. 911 ადამიანია ინტენსიურ განყოფილებაში მოთავსებული. 483 პაციენტს სჭირდება ხელოვნური სუნთქვის აპარატი. საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, ბელგიაში ყოველდღიურად ხდება 547 ინფიცირებულის ჰოსპიტალიზაცია, რაც გასულ კვირასთან შედარებით 85%-ით მეტია. ინფიცირებულთა უმრავლესობა სახლში მკურნალობს და მათ რეკომენდაციებს ოჯახის ექიმები აძლევენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

მამუკა ხაზარაძე

28 ნოემბერი 2020, 01:09

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე, მაგრამ უარს არ ვამბობთ პარტიის დაფინანსებაზე, ეს ორი პრინციპულად განსხვავებული რაღაცაა

უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე, მაგრამ უარს არ ვამბობთ პარტიის დაფინანსებაზე, ეს ორი პრინციპულად განსხვავებული რაღაცაა, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ტვ. „პირველის“ ეთერში განაცხადა.

28 ნოემბერი 2020, 01:02

მსოფლიო

სომალის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში თვითმკვლელმა ტერორისტმა კაფეში თავი აიფეთქა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გოგა ხაინდრავა

28 ნოემბერი 2020, 00:42

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ექიმების შეურაცხყოფა არის ყველა ჩვენგანის შეურაცხყოფა, ეს არის საკუთარი თავის, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ღირსების შეურაცხყოფა

ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, სადაც ექიმებს აგინებენ. ეს მეტყველებს საზოგადოების გარკვეული ნაწილისა და პოლიტიკური ჭაობის აბსოლუტურ დეგრადაციაზე. 30 წელია ეს ჭაობია. სამწუხაროდ ამ ჭაობში ნებაყოფლობით ჩავიდნენ ახალი მოთამაშეები, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „ფეისბურგში“ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა. „ქართველმა საზოგადოებამ ხმა უნდა ამოიღოს, ამაზე დიდი შეურაცხყოფა, ვიდრე ექიმების ლანძღვა წარმოუდგენელია. ეს ექიმები არიან ჩვენი შვილები, მამები და ეს არის მეორე მსოფლიო ომის დონის ბრძოლა. ის სტუდენტები, რომლებმაც გაიარეს ტრენინგები და დღეს ებრძვიან ძალიან მძიმე სენს და ძალიან დიდ ჭირს, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო. ესენი არიან იმ დონის ადამიანები, რომლებიც ადრე ომში ნებაყოფლობით მიდიოდნენ სამშობლოსა და ოჯახების დასაცავად. მათი შეურაცხყოფა არის ყველა ჩვენგანის შეურაცხყოფა. ეს არის საკუთარი თავის, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ღირსების შეურაცხყოფა. ბუნებრივია, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც ღირსება არ გააჩნიათ და ამ პოლიტიკურ ჭაობს ღირსება არ გააჩნია, ესენი არიან 2 კაპიკზე გაყიდულები, მთელი ცხოვრება. უკანასკნელი მოვლენები ამას აჩვენებს“, - განაცხადა გოგოა ხაინდრავამ.

მაია ცქიტიშვილი

28 ნოემბერი 2020, 00:39

COVID19

მაია ცქიტიშვილი: ბავშვები პანდემიის პირობებში ახალი წლის გარეშე არ უნდა დარჩნენ

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა საკოორდინაციო საბჭომ ახალი წლის დღეებში რეგულაციების შემსუბუქება. მისი თქმით, პანდემიის დროს ის ბავშვები, რომლებიც სკოლის გარეშე დარჩნენ, არ უნდა დარჩნენ ახალი წლის გარეშეც.

28 ნოემბერი 2020, 00:35

მსოფლიო

ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტის მკვლელობის გამო, თეირანი საშინელი შურისძიებით იმუქრება

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა მოჰამად ბაღერიმ განაცხადა, რომ მათ, ვინც მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობის უკან დგას, საშინელი შურისძიება ელით.

მაია ცქიტიშვილი

28 ნოემბერი 2020, 00:29

COVID19

მაია ცქიტიშვილი „შავ პარასკევზე“: დღევანდელ დღეს აუცილებლად ექნება უარყოფითი დინამიკა ვირუსის გავრცელების ნაწილში

ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილიის თმით დღეს ქვეყნის სხვადსხვა სავაჭრო ცენტრებში „შავი პარასკევის“ გამო შექმნილი ხალხმრავლობა, უახლოეს დღეებში სტატისტიკაში აისახება. მინისტრმა „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ ყველა შეკრებამ, იყო ის პოლიტიკური შინაარსის, თუ უბრალოდ ხალხმრავლობა, რომელიც წესების დაცვის გარეშე გაიმართა, ქვეყანას ვირუსის გავრცელების მიმართულებით უარყოფითი დინამიკა მოუტანა.

პაატა იმნაძე

28 ნოემბერი 2020, 00:16

COVID19

პაატა იმნაძე: ვისაც კორონავირუსის არ სჯერა, გამახსენოს გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს

ჩვენ ათასი ადამიანი დავკარგეთ უკვე. კითხვაც დასვით, არიან ადამიანები, ვისაც არ სჯერა და ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპია. გამახსენოს ვინმემ ერთი გრიპი, რომელიც ორ თვეში ათას ადამიანს მოკლავს, ასეთი გრიპი თუ უნახავთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

შეზღუდვები

28 ნოემბერი 2020, 00:00

COVID19

რა ახალი შეზღუდვები ამოქმედდა საქართველოში 28 ნოემბრიდან. სრულად

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ეკატერინე ტიკარაძე

27 ნოემბერი 2020, 23:51

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: დარწმუნებული ვარ, აგვისტოში ბათუმის ჩაკეტვით უფრო მეტ კრიტიკას გამოვიწვევდით, ვიდრე გუშინდელი გადაწყვეტილებით

პირობითად, 24 აგვისტოს ბათუმი რომ ჩაგვეკეტა, დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში გაცილებით მეტ კრიტიკას გამოვიწვევდით, ვიდრე გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით გამოვიწვიეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

27 ნოემბერი 2020, 23:49

სპორტი

ირლანდიასთან მატჩისთვის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ირლანდიასთან მატჩისთვის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა თამაზ მჭედლიძე და სოსო მათიაშვილი. მჭედლიძისთვის ეს მე-60 სანაკრებო შეხვედრა იქნება, კაპიტანი მერაბ შარიქაძე კი ეროვნული გუნდის რიგებში 70-ე თამაშს ჩაატარებს.

ამირან გამყრელიძე

27 ნოემბერი 2020, 23:07

COVID19

ამირან გამყრელიძე: თუ ყველა რეგულაციას დავიცავთ ორ თვეში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 1500 -1700 -ზე უნდა ჩამოვიდეს

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე „რუსთავი 2“-ის ეთერში განმარტავს, თუ რა შემთხვევაშია მოსალოდნელი 2 თვიანი შეზღუდვების დასრულების შემდეგ COVID-19-ით ინფიცირებულთა ყოველდღიური სტატისტიკის კლება. ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება ყველა რეკომენდაციასა და წესებს დაიცავს, 2 თვის შემდეგ ყოველდღიური შემთხვევების სტატისტიკა დაახლოებით 1 500-1 700-ის ფარგლებში დაიწევს. „თუ ჩვენ აღვასრულებთ ყველაფერი, ეს რეგულაციები რაც არის, თუ დავიცავით ის წესები, რაც რეკომენდებულია - ამ 2 თვის შემდეგ ჩვენი ყოველდღიური შემთხვევების სტატისტიკა უნდა ჩამოვიდეს დაახლოებით 1 500-1 700-ის ფარგლებში. იგივე ასეთი გათვლები აქვს იმ ინსტიტუტს, ვისთან ერთადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

27 ნოემბერი 2020, 23:05

COVID19

ბელგიაში მაღაზიები მომავალ კვირას გაიხსნება, მაგრამ მკაცრად გაკონტროლდება ხალხის ნაკადი

ბელგიაში მაღაზიები მომავალი კვირიდან გაიხსნება, მაგრამ მკაცრად გაკონტროლდება ხალხის ნაკადი და სოციალური დისტანციის დასაცავად შექმნილი პირობები. „ლოკდაუნის“ რეჟიმით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვები საკოორდინაციო საბჭომ იანვრის პირველ ნახევრამდე გაახანგრძლივა. 1 დეკემბრიდან მაღაზიებში ნებადართულია თანმხლები პირის გარეშე და მხოლოდ 30 წუთით შესვლა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ეპიდვითარებაზე იმსჯელეს და 4 კვირის განმავლობაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს გაეცნენ.

პაატა იმნაძე

27 ნოემბერი 2020, 23:03

COVID19

პაატა იმნაძე: შეზღუდვების გაფართოების გარეშე კოშმარული ზამთარი გველოდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, შეზღუდვების გაფართოების მთავარი მიზანი კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შეჩერება და ეპიდვითარების დასტაბილურებაა. ამის შესახებ იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

27 ნოემბერი 2020, 23:02

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 10 920 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 920 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 396 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ამირან გამყრელიძე

27 ნოემბერი 2020, 23:02

COVID19

ამირან გამყრელიძე: ქვეყანას​ კოვიდისთვის სულ 8 500 საწოლის რესურსი აქვს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე „რუსთავი2“-ის ეთერში კოვიდპაციენტებზე ორიენტირებულ საწოლფონდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანას სულ 8500 საწოლფონდის რესურსი აქვს. „დღეს, ჩვენ გვაქვს 12 000 საწოლის რესურსი, 12 000 საწოლიდან ყველას კოვიდს ვერ დავუთმობთ. ვიცით, რომ ქვეყანაში შეჩერებულია გეგმიური ოპერაციები, გეგმიური დახმარება, რომელიც ითმენს და ეს შეჩერებულია. მხოლოდ კოვიდზე ორიენტირებული დღეს 85-დან 90-მდე კლინიკაა და მათი საწოლფონდი სულ 7000-ია. ამას გარდა კიდევ არის 1500 საწოლი, შესაბამისად სულ 8500 საწოლი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დიეგო მარადონა

27 ნოემბერი 2020, 22:58

მსოფლიო

არგენტინაში დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო

არგენტინაში დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Todo Noticias-ი ავრცელებს.

27 ნოემბერი 2020, 22:52

სპორტი

გოდერძი შველიძე „ბრივის“ მთავარი გუნდის შერკინების მწვრთნელად დაინიშნა

გოდერძი შველიძე აქამდე 21-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებდა. ის ამ პოსტზე მარკ დელ მასოს შეცვლის, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო დროებით სპორტს ჩამოშორდა. შველიძეს საქართველოს ნაკრების რიგებში 62 მატჩი აქვს გამართული და სამ მსოფლიო თასზე უთამაშია. ის „ბრივში“ 2012-2016 წლებში თამაშობდა და 51 შეხვედრა ჩაატარა, 2016 წელს კი მორაგბის კარიერა დაასრულა და მწვრთნელობა დაიწყო.

27 ნოემბერი 2020, 22:50

მსოფლიო

NYT: ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტის მკვლელობის უკან ისრაელი დგას

გამოცემა The New York Times-ი სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობის უკან ისრაელი დგას.

მაშველები მდინარე

27 ნოემბერი 2020, 22:47

სამართალი

მცხეთაში 30 მეტრის სიმაღლიდან ავტომობილი მტკვარში გადავარდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი

მცხეთაში 30 მეტრის სიმაღლიდან ავტომობილი მტკვარში გადავარდა, მაშველებმა წყლიდან სამი გარდაცვლილი ამოიყვანეს, - ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

27 ნოემბერი 2020, 22:14

COVID19

ჯანმო: მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 60-70%-ს იმუნიტეტი უნდა ჰქონდეს ან ვაქცინაცია უნდა გაიაროს, რათა ინფექციის გადაცემის ჯაჭვი გავწყვიტოთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კეიტ ობრაიენის განცხადებით, კორონავირუსის ინფექციის ჯაჭვის გასაწყვეტად მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 60-70%-ს იმუნიტეტი უნდა ჰქონდეს ან ვაქცინაცია გაიაროს.