02 ნოემბერი 2020, 11:43 / სანდო წყარო

ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება, - ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

„კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა. ამ ეტაპისთვის, მას არ აღენიშნება კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი და თავს კარგად გრძნობს“, - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

თვითიზოლაციაშია მთავრობის მეთაური, გიორგი გახარიაც.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 42 579 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 26 800, გარდაიცვალა 342 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 3007 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4,188 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 2,204-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

იაგო ხვიჩია

10 მაისი 2021, 12:54

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე: საკმარისად ვიხმაურეთ, ახლა დროა, შედეგებს მივაღწიოთ

„ამ პროცესში მონაწილეობა დამოკიდებულია იმაზე, რომ ამას რეალური შინაარსი ჰქონდეს და არ იყოს უბრალოდ პიარსვლა, რომ ჩვენ რაღაცას ვხმაურობთ. საკმარისად ვიხმაურეთ. ახლა დროა შედეგებს მივაღწიოთ. ამ პრინციპის გათვალისწინების შემთხვევაში, გიორგი ვაშაძეს მხარს დავუჭერ“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.

10 მაისი 2021, 12:48

სამართალი

დიდუბეში სამი საწყობი იწვის. ვიდეო

არსებული ინფორმაციით, ადგილზე 6 სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, მოხდა მომუშავე პირების ევაკუირება. ხანძრის ჩაქრობის პროცესს ძლიერი ქარი უშლის ხელს.

10 მაისი 2021, 12:48

რეგიონი

ატენის ხეობაში საავტომობილო გზის ნაპირების გასუფთავების სამუშაოები დილიდან განახლდა

დღეს დილიდან განახლდა სამუშაოები ატენის ხეობაში. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალური ტექნიკით ქვა-ღორღის გატანა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შლამისა და ნაშალისგან სუფთავდება ატენის საავტომობილო გზის ნაპირები. რაც შეეხება სავალ ნაწილს, გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლების მიერ გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაიწმინდა და ავტომობილების მოძრაობა აღდგა.

10 მაისი 2021, 12:43

მსოფლიო

იერუსალიმში პალესტინელ აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები განახლდა

იერუსალიმში პალესტინელ აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები განახლდა. ისრაელის პოლიციას ტაძრის მთის ტერიტორიაზე შესვლა და სპეციალური საშუალებების გამოყენება მოუწია.

10 მაისი 2021, 12:41

რეგიონი

კახეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

კახეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს დილიდან ითვლიან. გუშინდელმა ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ძლიერმა ქარმა რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა, აქედან განსაკუთრებით დაზარალებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები - ჭანდარი, ძირკოკი და ვეჯინი.

ირაკლი ქარსელაძე

10 მაისი 2021, 12:40

ეკონომიკა

ირაკლი ქარსელაძე: კვირის განმავლობაში, პროექტების შესასრულებლად ტენდერები საქართველოს 63-ვე მუნიციპალიტეტში გამოცხადდება

კვირის განმავლობაში, პროექტებისთვის ტენდერები საქართველოს 63-ვე მუნიციპალიტეტში გამოცხადდება, - ამის შესახებ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა. გასული კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც კომისიის სხდომები გაიმართა. ქარსელაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული კომისია მუნიციპალიტეტების ჩართულობით მათ წინადადებებს იხილავდა, რის შედეგადაც პროექტების განხორციელების მიზნით არიალები დაამტკიცა.

ნათია თურნავა

10 მაისი 2021, 12:34

COVID19

ნათია თურნავა: სერიოზული შეზღუდვების გარეშე სიტუაციის კონტროლს დღემდე ვახერხებთ

ხვალ გვექნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა, რომელიც ეხება კოვიდს და მასთან ბრძოლას. დღემდე ვახერხებთ იმას, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ სიტუაცია, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია თურნავა

10 მაისი 2021, 12:29

ეკონომიკა

ნათია თურნავა: „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მედიაციაში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართვა პროექტის მიმართ ნდობას გააჩენს

„ჩვენ პირველ რიგში მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი არ აშენდება უახლოესი 12 თვის განმავლობაში, ანუ ფაქტობრივად მორატორიუმი არის გამოცხადებული კაშხლის მშენებლობაზე. გაგრძელდება კვლევები. მეტიც, იცით, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარე ჩაერთო პირადად ჩვენი თხოვნისა და სახელმწიფოს მოწვევით მედიაციის პროცესში. ეს მედიაციის პროცესი იქნება არასამთავრობო სექტორსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის - კონკრეტულად, პროცესი რამდენად სწორად იყო წარმართული, იგივე გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ახლა როგორ წარიმართება სამომავლო კვლევები და რა თქმა უნდა გააჩენს ნდობას პროექტის მიმართ“, - განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავა

10 მაისი 2021, 12:18

ეკონომიკა

ხელისუფლება მოიჯარე ფერმერებს ახალ შეღავათს სთავაზობს

„იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს, უფრო ეფექტიანად გამოიყენონ საკუთარი უფლება და პირდაპირი წესით შეიძინონ მიწები, გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან, შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება 25%-იანი ფასდაკლებით. სამხარაულის ბიუროს მიერ შეფასებული ფასიდან იქნება 25%-იანი „დისქაუთი“, რომლითაც მოიჯარეები ისარგებლებენ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

10 მაისი 2021, 12:13

რეგიონი

აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის 11 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის 11 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

10 მაისი 2021, 12:03

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ აპრილის ComCom დაიჯესტი გამოაქვეყნა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომ სფეროში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებულ პირებს აპრილის თვის ComCom დაიჯესტი წარუდგინა, რომელშიც კომისიის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და გასული თვის მოვლენებია შესული.

ენტონი ფაუჩი

10 მაისი 2021, 11:58

COVID19

ენტონი ფაუჩი: აშშ-ში შემოდგომასა და ზამთარში კოვიდაფეთქება ნაკლებად სავარაუდოა

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ში შემოდგომასა და ზამთარში კოვიდაფეთქება ნაკლებად სავარაუდოა.

10 მაისი 2021, 11:46

თემა

ბოლოს და ბოლოს, Apple-მა წარადგინა AirTag-ი, რომლის შესახებაც ბოლო რამდენიმე წელი საუბრობდნენ

Apple-ის ვირტუალური პრეზენტაცია, რომელიც 20 აპრილს შედგა, გრანდიოზულობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. აქ არ იყო არც ახალი iPhone-ები (როგორც წესი, მათ შემოდგომაზე წარადგენენ) და არც ვირტუალური რეალობის სათვალეები, რომელთა შესახებაც ჭორები ბოლო წლების განმავლობაში ვრცელდებოდა. თუმცა ღონისძიება ნამდვილად საინტერესო აღმოჩნდა - პირველ რიგში, ახალი ფერადი iMac-ის წყალობით. რა სიახლეები წარადგინა ამჯერად Apple-მა?

10 მაისი 2021, 11:46

სამართალი

თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ხანძარია. ვიდეო

დიდუბის რაიონში, ერისთავის ქუჩაზე ხანძარია. როგორხ „იმედინიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.

10 მაისი 2021, 11:46

სპორტი

საქართველოს პარატაეკვანდოს ნაკრებმა ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე 2 მედალი მოიპოვა

სანდრო მეგრელიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბელგიელ მეტოქეს აჯობა, რითაც ორი რეკორდი მოხსნა. მან ტურნირზე ყველაზე დიდი, 72-ქულიანი სხვაობით შეძლო მოწინააღმდეგის დამარცხება და ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა აიღო.

10 მაისი 2021, 11:44

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვია. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პარლამენტის წევრი, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი ჩრდილოეთ მაკედონიაში, თამარ ლილუაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში, კონსტანტინე ნაცვლიშვილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი, ნინო ბარათაშვილი.

რატი იონათამიშვილი

10 მაისი 2021, 11:35

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე სწორი იყო და მას პოლიტპატიმარად არ აღიქვამს

ფაქტობრივად, ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე იყო სწორი, სამართლიანი და მას პოლიტპატიმარად არ აღიქვამს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შეუერთდება თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” შეთანხმებას, მას შემდეგ რაც ნიკა მელია საპყრობილეს დატოვებს.

10 მაისი 2021, 11:35

მსოფლიო

ჩინეთში დაკიდებული შუშის ხიდი ნაწილობრივ დაინგრა მაშინ, როცა მასზე ტურისტები გადადიოდნენ

კაცმა ხიდის დაუზიანებელ მონაკვეთზე დაახლოებით ერთი საათი გაატარა, სანამ მაშველები უსაფრთხო ადგილას გადასვლაში არ დაეხმარნენ. ტურისტი ფიზიკურად არ დაშავებულა, თუმცა მას ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა.

10 მაისი 2021, 11:25

სპორტი

საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრებმა მსოფლიოს თასზე 2 მედალი მოიპოვა

ვერცხლის პრიზიორი გახდა იაგო გორგოძეც, რომელიც 107 კილოგრამ წონით კატეგორიაში ცდიდა ძალებს და 190 კილოგრამი დააფიქსირა. ტაილანდში გამართული მსოფლიო თასის გათამაშება ტოკიოს პარალიმპური თამაშების წინასაკვალიფიკაციო ტურნირი იყო.

10 მაისი 2021, 11:22

COVID19

რუმინეთში, დრაკულას ციხესიმაგრეში ვაქცინაციის ცენტრი გახსნეს

რუმინეთში, დრაკულას ციხესიმაგრეში ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა. ციხესიმაგრეში მისულ ადამიანებს „ფაიზერის“ ვაქცინით აცრიან, რის შემდეგაც ისინი ვაქცინაციის სპეციალურ დიპლომს მიიღებენ, თუმცა ციხე-სიმაგრის უფასოდ დათვალიერების უფლება მათ არ მიეცემათ.