Imedi /  02 ნოემბერი 2020, 12:45 / სანდო წყარო

გასული 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსის 389 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი კი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსის 389 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 272 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი კი გარდაიცვალა.

სულ გამოჯანმრთელდა 8 509 პაციენტი.

გარდაცვლილი 6 პაციენტიდან სამი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. კერძოდ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 75 წლის კაცი, რომელიც კლინიკაში 16 ოქტომბერს შევიდა. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა: პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.

87 წლის ქალი კი 28 ოქტომბერს შეიყვანეს. მას აღენიშნებოდა: პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის ქრ. უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი.

ასევე, 91 წლის ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 12 ოქტომბერს მოათავსეს კოვიდთან ერთად მას აღენიშნებოდა: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ჭარბი წონა, არტ. ჰიპერტენზია, მარცხენა პარკუჭის მწ. უკმარისობა.

ამასთან, „მედცენტრში“ გარდაიცვალა 54 წლის კაცი, რომელიც კლინიკაში 16 ოქტომბერს შეიყვანეს. მისი დიაგნოზი კოვიდთან ერთად იყო: მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი,ღვიძლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა.

„ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში“ გარდაიცვალა 70 წლის ქალი. იგი კლინიკაში 19 ოქტომბერს მოათავსეს. მისი დიაგნოზია: მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული, ჭარბი წონა.

ბათუმის სამედიცინო ცენტრში კი 69 წლის კაცი გარდაიცვალა. კლინიკაში 29 ოქტომბერს მოათავსეს. კოვიდთან ერთად მას აღენიშნებოდა: მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა ინსულტი, ინფაქრტი, ესენციური ჰიპერტენცია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 42 579 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 26 800, გარდაიცვალა 342 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 3007 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4,188 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 2,204-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

27 ნოემბერი 2020, 23:07

COVID19

ამირან გამყრელიძე: თუ ყველა რეგულაციას დავიცავთ ორ თვეში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 1500 -1700 -ზე უნდა ჩამოვიდეს

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე „რუსთავი 2“-ის ეთერში განმარტავს, თუ რა შემთხვევაშია მოსალოდნელი 2 თვიანი შეზღუდვების დასრულების შემდეგ COVID-19-ით ინფიცირებულთა ყოველდღიური სტატისტიკის კლება. ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება ყველა რეკომენდაციასა და წესებს დაიცავს, 2 თვის შემდეგ ყოველდღიური შემთხვევების სტატისტიკა დაახლოებით 1 500-1 700-ის ფარგლებში დაიწევს. „თუ ჩვენ აღვასრულებთ ყველაფერი, ეს რეგულაციები რაც არის, თუ დავიცავით ის წესები, რაც რეკომენდებულია - ამ 2 თვის შემდეგ ჩვენი ყოველდღიური შემთხვევების სტატისტიკა უნდა ჩამოვიდეს დაახლოებით 1 500-1 700-ის ფარგლებში. იგივე ასეთი გათვლები აქვს იმ ინსტიტუტს, ვისთან ერთადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

27 ნოემბერი 2020, 23:05

COVID19

ბელგიაში მაღაზიები მომავალ კვირას გაიხსნება, მაგრამ მკაცრად გაკონტროლდება ხალხის ნაკადი

ბელგიაში მაღაზიები მომავალი კვირიდან გაიხსნება, მაგრამ მკაცრად გაკონტროლდება ხალხის ნაკადი და სოციალური დისტანციის დასაცავად შექმნილი პირობები. „ლოკდაუნის“ რეჟიმით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვები საკოორდინაციო საბჭომ იანვრის პირველ ნახევრამდე გაახანგრძლივა. 1 დეკემბრიდან მაღაზიებში ნებადართულია თანმხლები პირის გარეშე და მხოლოდ 30 წუთით შესვლა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ეპიდვითარებაზე იმსჯელეს და 4 კვირის განმავლობაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს გაეცნენ.

პაატა იმნაძე

27 ნოემბერი 2020, 23:03

COVID19

პაატა იმნაძე: შეზღუდვების გაფართოების გარეშე კოშმარული ზამთარი გველოდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, შეზღუდვების გაფართოების მთავარი მიზანი კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შეჩერება და ეპიდვითარების დასტაბილურებაა. ამის შესახებ იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

27 ნოემბერი 2020, 23:02

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 10 920 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 920 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 396 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ამირან გამყრელიძე

27 ნოემბერი 2020, 23:02

COVID19

ამირან გამყრელიძე: ქვეყანას​ კოვიდისთვის სულ 8 500 საწოლის რესურსი აქვს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე „რუსთავი2“-ის ეთერში კოვიდპაციენტებზე ორიენტირებულ საწოლფონდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანას სულ 8500 საწოლფონდის რესურსი აქვს. „დღეს, ჩვენ გვაქვს 12 000 საწოლის რესურსი, 12 000 საწოლიდან ყველას კოვიდს ვერ დავუთმობთ. ვიცით, რომ ქვეყანაში შეჩერებულია გეგმიური ოპერაციები, გეგმიური დახმარება, რომელიც ითმენს და ეს შეჩერებულია. მხოლოდ კოვიდზე ორიენტირებული დღეს 85-დან 90-მდე კლინიკაა და მათი საწოლფონდი სულ 7000-ია. ამას გარდა კიდევ არის 1500 საწოლი, შესაბამისად სულ 8500 საწოლი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დიეგო მარადონა

27 ნოემბერი 2020, 22:58

მსოფლიო

არგენტინაში დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო

არგენტინაში დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Todo Noticias-ი ავრცელებს.

27 ნოემბერი 2020, 22:52

სპორტი

გოდერძი შველიძე „ბრივის“ მთავარი გუნდის შერკინების მწვრთნელად დაინიშნა

გოდერძი შველიძე აქამდე 21-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებდა. ის ამ პოსტზე მარკ დელ მასოს შეცვლის, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო დროებით სპორტს ჩამოშორდა. შველიძეს საქართველოს ნაკრების რიგებში 62 მატჩი აქვს გამართული და სამ მსოფლიო თასზე უთამაშია. ის „ბრივში“ 2012-2016 წლებში თამაშობდა და 51 შეხვედრა ჩაატარა, 2016 წელს კი მორაგბის კარიერა დაასრულა და მწვრთნელობა დაიწყო.

27 ნოემბერი 2020, 22:50

მსოფლიო

NYT: ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტის მკვლელობის უკან ისრაელი დგას

გამოცემა The New York Times-ი სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობის უკან ისრაელი დგას.

მაშველები მდინარე

27 ნოემბერი 2020, 22:47

სამართალი

მცხეთაში 30 მეტრის სიმაღლიდან ავტომობილი მტკვარში გადავარდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი

მცხეთაში 30 მეტრის სიმაღლიდან ავტომობილი მტკვარში გადავარდა, მაშველებმა წყლიდან სამი გარდაცვლილი ამოიყვანეს, - ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

27 ნოემბერი 2020, 22:14

COVID19

ჯანმო: მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 60-70%-ს იმუნიტეტი უნდა ჰქონდეს ან ვაქცინაცია უნდა გაიაროს, რათა ინფექციის გადაცემის ჯაჭვი გავწყვიტოთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კეიტ ობრაიენის განცხადებით, კორონავირუსის ინფექციის ჯაჭვის გასაწყვეტად მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 60-70%-ს იმუნიტეტი უნდა ჰქონდეს ან ვაქცინაცია გაიაროს.

გივი თარგამაძე

27 ნოემბერი 2020, 21:57

COVID19

გივი თარგამაძე, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, ექიმებს მადლობას უხდის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, ექიმებს მადლობას უხდის. როგორც თარგამაძე Facebook-ზე წერს, 24 დღის წინ მას კორონავირუსი დაუდასტურდა, შემდეგ კი ვირუსი პნევმონიით გაურთულდა.

კარასინი-აბაშიძე

27 ნოემბერი 2020, 21:43

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა

2020 წლის 27 ნოემბერს, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

27 ნოემბერი 2020, 21:42

COVID19

კახეთის რეგიონში COVID19-ის 198 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთის რეგიონში კორონავირუსი 198 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3 336-მდე გაიზარდა. მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდტატიატიკა ასეთია: ახმეტა-218, გურჯაანი-661, დედოფლისწყარო -308, თელავი -957, ლაგოდეხი - 396, საგარეჯო -327, სიღნაღი-204 და ყვარელი -275.

27 ნოემბერი 2020, 21:31

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 28 352 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 28 352 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 827 ადამიანი გარდაიცვალა.

27 ნოემბერი 2020, 21:25

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 10 853 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 853 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 294 ადამიანი გარდაიცვალა.

ევროპელ მკვლევართა ღამე

27 ნოემბერი 2020, 21:22

საზოგადოება

პირველად ისტორიაში საქართველო „ევროპელ მკვლევართა ღამეს“ მასპინძლობს

2020 წლის 27 ნოემბერს საქართველო პირველად უერთდება 29 ქვეყანას „ევროპელ მკვლევართა ღამის“ საზეიმო აღნიშვნას. ღონისძიება მთელი ევროპის მასშტაბით იმართება და მისი მიზანია მეცნიერებისა და ფართო საზოგადოების დაახლოება

27 ნოემბერი 2020, 21:21

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 16 022 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 022 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 521 ადამიანი გარდაიცვალა.

მიხეილ სადრაძე

27 ნოემბერი 2020, 21:13

სამართალი

დავით გარეჯის საქმის პროკურორი: დაკავებულთა ადვოკატებს საქმეში არსებული მტკიცებულებები ამ დრომდე არ მოუთხოვიათ

დღეს ოპოზიციური პარტიების ნაწილმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას ითხოვდნენ და განაცხადეს, რომ დაკავებულების ადვოკატებს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გადასცეს დოკუმენტაცია, რითაც შეკრებილების თქმით, მათი უდანაშაულობა დასტურდება.

ბექა დოჭვირი

27 ნოემბერი 2020, 20:58

COVID19

ბექა დოჭვირი: მთავარი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა, ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალური ბალანსი დავიჭიროთ შეზღუდვებსა და რეგულაციებს შორის

რეგულაციების შემოღებისას, ბუნებრივია, ყველას ინტერესის გათვალისწინება ვერ მოხდებოდა, იმიტომ, რომ პირველ რიგში, მთავარი მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა ცდილობს, მაქსიმალური ბალანსი იქნას დაჭერილი შეზღუდვებსა და რეგულაციებს შორის, ასევე მაქსიმალურად იქნას დაცული ადამიანის უფლებები.

დონალდ ტრამპი

27 ნოემბერი 2020, 20:25

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ბაიდენი თეთრ სახლში პრეზიდენტის რანგში შესვლას მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც დაამტკიცებს, რომ „80 მილიონი ხმა“ თაღლითურად არ მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის თეთრ სახლში პრეზიდენტის რანგში შესვლის პირობა დაასახელა.