IMEDI /  04 ნოემბერი 2020, 17:55 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: დაუშვებელია სამედიცინო დაწესებულებამ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში მოქალაქეს თანხის გადახდა მოსთხოვოს

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

დაუშვებელია რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ მოქალაქეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც მან ვიდეომიმართვისას განმარტა, გრიპის ვაქცინას და აცრის პროცესს სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

„როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს სრულად აფინანსებს სახელმწიფო. დაუშვებელია, რომელიმე პოლიკლინიკამ ან სამედიცინო დაწესებულებამ მოსთხოვოს მოქალაქეს შესაბამისი გასამრჯელო ან გარკვეული თანხის გადახდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში, ეს დაუშვებელია!“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, აქვს გარკვეული ინფორმაცია მედიიდან და სოციალური ქსელებიდან, რომ ზოგიერთ სამედიცინო დაწესებულებაში მოქალაქეებს გრიპის ვაქცინაციაში თანხის გადახდას სთხოვენ.

ამასთან, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ჯერჯერობით საქართველოში გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს.

“ნოემბერ-დეკემბერში ჩვენთან უკვე ჩნდება ცირკულაციაში გრიპის ვირუსი და ე.წ. რესპირაციული ინფექციების სეზონი იწყება. ტრადიციულად, საქართველოში გრიპის ვირუსი ცირკულაციაში ჩნდება 15-20 ნოემბრიდან ან ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში. საბედნიეროდ, წელს კარგი ამინდებია და ალბათ, შესაძლებელია, ეს ცოტა მოგვიანებით იყოს. იცით, რომ ჩვენ ქვეყანაში რესპირაციული ვირუსების ყოველკვირეულ მონიტორინგს ვაწარმოებთ. ჯერჯერობით, გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს. გრიპი, რომელიც საკმაოდ რთული რესპირაციული ინფექციაა, ადამიანების ძალიან დიდ რაოდენობას მსუბუქად გადააქვს, მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევაში რთულდება. მისი კარგი საპრევენციო საშუალება გახლავთ ის, რასაც ყოველდღიურად ვამბობთ- პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა, განიავება, სველი წესით დალაგება, სანიტარული წესრიგი და ასე შემდეგ. მაგრამ, კოვიდისგან განსხვავებით, გრიპისთვის არსებობს საკმაოდ ეფექტური ვაქცინა და წამალი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ყოველწლიურად იზრდება გრიპის ვაქცინაციის რაოდენობა.

„წელს ყველაზე მეტი შემოვიტანეთ, დაახლოებით 235 ათასი დოზა შეიძინა სახელმწიფომ, დაახლოებით 60-70 ათასამდე კერძო სექტორმა. ერთიანად დაახლოებით 300 ათასამდე ვაქცინის დოზა იქნება ქვეყანაში. გასულ კვირას შეივსო სახელმწიფო მარაგები, დღეისთვის ჩვენ გვაქვს 210 ათასი დოზა ადგილზე, რომელიც განაწილებულია ქსელში, მთელ ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მან მოსახლეობას მიმართა, რომ რისკ-ჯგუფში მყოფ მოქალაქეებს შეუძლიათ პოლიკლინიკებს მიმართონ და აიცრან.

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

12 მაისი 2021, 10:07

კულტურა

თეა წულუკიანი ხელოვნების საყმაწვილო ცენტრ „არტ ჰოლს“ ეწვია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ხელოვნების საყმაწვილო ცენტრ „არტ ჰოლს“ ეწვია და მის ხელმძღვანელ გოგა პიპინაშვილთან ერთად ცენტრში მოქმედი ინკლუზიური სახელოვნებო სწავლების პროექტს გაეცნო.

ირაკლი ღარიბაშვილი

12 მაისი 2021, 10:04

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს

გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.

12 მაისი 2021, 09:59

COVID19

თბილისის მე-11 საჯარო სკოლაში COVID19-ზე ტესტირება ჩატარდა

13 მაისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით COVID19-ზე მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის სავალდებულო ტესტირება უტარდებათ.

12 მაისი 2021, 09:48

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი €85 მილიონს გამოყოფს საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნისა და პანდემიისგან დაზარალებული კომპანიების მხარდასაჭერად

მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებზეც გავლენა იქონია COVID-19-ის პანდემიამ სარგებელს მიიღებენ 85 მლნ. ევროს მოცულობის ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს დაამტკიცა. ინფორმაციას საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა ავრცელებს.

12 მაისი 2021, 09:42

COVID19

ინდოეთში ბოლო 24 საათში COVID19-ით დაღუპულთა ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა

ინდოეთში ბოლო 24 საათში COVID19-მა 4 205 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 23 მილიონი ადამიანია ინფიცირებული.

12 მაისი 2021, 09:16

მსოფლიო

Reuters: ღაზაში დაღუპულია 35, ისრაელში კი - 5 ადამიანი

ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ღაზას სექტორში 35 პალესტინელი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა.

12 მაისი 2021, 09:03

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

12 მაისს ქუთაისში +26 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +13 გრადუსი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. მცირედ ღრუბლიან დღეს და ქარს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

12 მაისი 2021, 08:41

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალები: ღაზის სექტორში იერიშის შედეგად, „ჰამასის“ ორი ლიდერია ლიკვიდირებული

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად მოკლულია „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი ჰასან ხაოგი, ასევე მისი მოადგილე ვაილ ისსაა.

12 მაისი 2021, 08:23

საზოგადოება

12 მაისი ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეა

დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენება და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე - იმედის დღე აღინიშნება. ამ დღეს იკურთხა მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარიც.

12 მაისი 2021, 08:16

COVID19

„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის 45 წელს ზემოთ მოქალაქეები რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა 45 წლის ასაკამდე დაიწია. უწყების ცნობით, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის 45 წელს ზემოთ მოქალაქეები რეგისტრაციის გავლას დღეს, 20:00 საათიდან შეძლებენ.

12 მაისი 2021, 08:10

COVID19

„სინოფარმის“ მეორე დოზისთვის რეგისტრაცია დღეიდან იწყება

„სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაციას მოქალაქეები დღეს 20:00 საათიდან შეძლებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,12 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც გეგმავენ „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზით აცრის ვიზიტის დაჯავშნას პირველი აცრიდან 21-ე დღეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

12 მაისი 2021, 08:04

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

ჯიმ რიში

12 მაისი 2021, 02:44

პოლიტიკა

სენატორი ჯიმ რიში: ახლა, როდესაც ნიკა მელია გაათავისუფლეს, ველოდები, რომ ყველა პარტია პარლამენტში თავის ადგილს დაიკავებს

„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯიმ რიში ნიკა მელიას გათავისუფლებას ეხმაურება.

12 მაისი 2021, 02:40

პოლიტიკა

ისრაელში საქართველოს საელჩო ქალაქ ლოდში მცხოვრები თანამემამულეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ქალაქ ლოდში მცხოვრები თანამემამულეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

12 მაისი 2021, 01:15

მსოფლიო

თეთრი სახლი: ისრაელს ლეგიტიმური უფლება აქვს თავი დაიცვას „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმებისგან

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ისრაელს ლეგიტიმური უფლება აქვს თავი დაიცვას „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმებისგან.

ინდოეთი მძღნერი

12 მაისი 2021, 00:51

COVID19

ინდოელი ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ძროხის განავლის სხეულზე წასმა კორონავირუსის პრევენციის საშუალება არ არის

ქვეყნის დასავლეთით, გუჯარატის შტატში პოპულარული გახდა პრაქტიკა, როდესაც ადამიანების ძროხების თავშესაფრებში მიდიან, ფუნასა და შარდს აგროვებენ და სხეულზე ისვამენ. მათ სწამთ, რომ ეს იმუნიტეტს გააძლიერებს და შესაბამისად, კორონავირუსი არ დაემართებათ, ან ინფიცირების შემთხვევაში ვირუსს მარტივად დაამარცხებენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

12 მაისი 2021, 00:34

მსოფლიო

ისრაელის პრემიერი: „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ისრაელზე თავდასხმისთვის მძიმე საფასურს გადაიხდიან

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ტერორისტულ დაჯგუფებები ისრაელზე თავდასხმისთვის მძიმე საფასურს გადაიხდიან.

გურამ ნიკოლაშვილი

12 მაისი 2021, 00:31

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის განვითარების მხარეს დადგნენ და ადამიანები, რომლებიც ერთგვარად, საბჭოთა მემკვიდრეობის მხარეს დგანან

არიან ადამიანები, რომლებიც ცივილიზაციის, ქვეყნის განვითარების მხარეს დადგნენ და ადამიანები, რომლებიც ჯერჯერობით ერთგვარად, საბჭოთა მემკვიდრეობის მხარეს დგანან, - ამის შესახებ „იმედის“ ანალიტიკოსმა, გურამ ნიკოლაშვილმა გადაცემა ,,იმედის ფაქტორში“ განაცხადა. მისი თქმით, ადამიანებმა, რომლებსაც პასუხისმგებლობა ჰქონდათ ქვეყნისა და დასავლეთის წინაშე შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი

12 მაისი 2021, 00:30

ტაბლოიდი

საქმროსთან გაშორების შემდეგ ჯენიფერ ლოპესმა უიქენდი ბენ აფლეკთან ერთად გაატარა

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ერთმანეთს 2002-2004 წლებში ხვდებოდნენ. წყვილი დანიშნულიც იყო, თუმცა 17 წლის წინ, ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე ერთმანეთს დაშორდნენ.

კახა კუჭავა

12 მაისი 2021, 00:25

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება, ამნისტიის კანონს მივიღებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი იქნება, რა გზას აირჩევს

„ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი იქნება, რა გზას აირჩევს და თუნდაც ევროპაში თავიანთ პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფებს დაუმტკიცებენ, რამდენად არიან მზად, იყვნენ დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის თანამონაწილე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.