imedi /  05 ნოემბერი 2020, 11:06 / სანდო წყარო

ამ დროისთვის საქართველოში 638 მძიმე პაციენტია, 293 მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

კორონავირუსი

ამ ეტაპზე გვაქვს 15 332 აქტიური ინფიცირებული შემთხვევა, აქედან 4 489 საავადმყოფოში მკურნალობს, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

„ამ ეტაპზე გვაქვს 15 332 აქტიური ინფიცირებული შემთხვევა. 4 489 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 198, აჭარაში - 723. მძიმე პაციენტი გვყავს 638, მათ შორის, თბილისში - 316, აჭარაში - 100. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 293 პირი - მათ შორის, თბილისში - 150, აჭარაში - 94. 2 446 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 127 - აჭარაში, ხოლო 822 - თბილისში. 8 397 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 160 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 682, აჭარაში - 1 426. სულ 6 ოქტომბრიდან - 4 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 12 110 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 690 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 2 819 პირი, აჭარაში - 11 423, იმერეთში - 4 177“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ყველა სიახლე

თორნიკე რიჟვაძე

02 დეკემბერი 2020, 23:43

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ის პოლიტიკური მოლოდინები, რაც ჰქონდათ, რეალობას აბსოლუტურად აცდენილი იყო

„მე მინდა აჭარის მოსახლეობას მივმართო და ვუთხრა, ჩვენ ნერვიულობის არანაირი საფუძველი არ გვაქვს. ყველა უნდა ვიყოთ მშვიდად, ვინაიდან მე მესმის მათი სამართლიანი აღშფოთება ამ ზღვარგადასული პროტესის გამო, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა უმორჩილესად ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მოვითმინოთ ეს ორკესტრირებული შეტევა და ყველაფერი დასრულდება მშვიდად“- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძე

02 დეკემბერი 2020, 23:42

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე აქციის მონაწილეებზე: პროტესტის გამოხატვას კანონით დადგენილ ფარგლებში არავინ უზღუდავს, თუმცა ნებისმიერ სამართლებრივ გადაცდომაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება

როგორც მე, ისე ჩემი გუნდის თითოეული წევრი, მზადაა შეხვდეს, დაეხმაროს, მოუსმინოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც კონკრეტული პრობლემა აქვს, მაგრამ არანაირი სურვილი არ გვაქვს ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა მივიღოთ ამ უპასუხისმგებლო წარმოდგენებში, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ„ღია ეთერში“ განაცხადა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, მათ პროტესტის გამოხატვას კანონით დადგენილ ფარგლებში არავინ უზღუდავს, თუმცა ნებისმიერ სამართლებრივ გადაცდომაზე შესაბამისი რეაგირება ექნებათ.

თორნიკე რიჟვაძე

02 დეკემბერი 2020, 23:38

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: აჭარის უმაღლესი საბჭოს შეკრების წინაღობა არ არსებობს

„იმის გათვალისწინებით, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი იქნება კონსტიტუციური უმრავლესობით, ანუ ორი მესამედით, სამართლებრივად, უმაღლესი საბჭოს შეკრების არანაირი წინაღობა არ არსებობს. პოლიტიკურად ორი მესამედი საზოგადოების იმდენად მაღალი ნდობაა ამომრჩევლის მხრიდან, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაციის მხრივაც ვერანაირ დაბრკოლებას ვერ ვხედავთ. ეს ყველაფერი, არის ფორმალობები, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. ამის შესახებ მიმდინარეობს კონსულტაციები გუნდის შიგნით, პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის გამოწვევები და პრობლემები, სოციალური ფონი, რომელიც სამწუხარო მოქალაქეებისთვის დღითიდღე მძიმდება“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

02 დეკემბერი 2020, 23:37

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 9 331 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 331 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 273 ადამიანი გარდაიცვალა.

თორნიკე რიჟვაძე

02 დეკემბერი 2020, 23:26

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: პოლიციელი საზოგადოების გამორჩეული წევრი იქნება ყოველთვის, ისინი მართლაც გმირები არიან

„მარცხი იმდენად განიცადეს და იმდენად დიდი სასოწარკვეთაა, რომ ჩემთვის გასაგებია ყოველდღიური მცდელობა, რომ როგორმე პროცესები განავითარონ არასწორი მიმართულებით. ჩვენი მთავრობა, პარტია, გუნდი და ინსტიტუციები, მათ შორის სამართალდამცველები იმოქმედებენ კანონმდებლობის შესაბამისად. სამარცხვინოა ის, რაც გუშინ მოვისმინეთ კონკრეტული პარტიის წარმომადგენლისგან, მნიშვნელოვანია, რომ ეს ადმიანი უკვე პასუხისგებაშია მიცემული. პოლიციელი ყოველთვის, როგორც დღეს, ასევე წარსულშიც, საზოგადოების გამორჩეული წევრი იქნება. ისინი მართლაც გმირები არიან და არავის ეპატიება გადაცდენით მათზე საუბარი“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

02 დეკემბერი 2020, 23:25

პოლიტიკა

ნატოში კანადის მისია: საქართველოსა და უკრაინასთან ალიანსის თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას უწყობს ხელს

ნატოში კანადის მისია აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინასთან ალიანსის თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას უწყობს ხელს.

თორნიკე რიჟვაძე

02 დეკემბერი 2020, 23:24

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: „ნაცმოძრაობა“ აბსოლუტური მარგინალიზაციის ბოლო ეტაპზეა

„ნაცმოძრაობა“, როგორც ცალკე აღებული პოლიტიკური ძალა რეგიონში, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის აბსოლუტური მარგინაზაციის ბოლო ეტაპზე და რა თქმა უნდა, ის მდგომარეობა, რომელშიც ისინი იმყოფებიან, საკმაოდ კომიკური, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ივან კორჩოკი

02 დეკემბერი 2020, 23:12

პოლიტიკა

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სლოვაკეთი მზადაა საქართველოსა და უკრაინას მხარდაჭერა გაუწიოს ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაში

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან კორჩოკმა განაცხადა, რომ სლოვაკეთი მზადაა საქართველოსა და უკრაინას მხარდაჭერა გაუწიოს ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაში.

იენს სტოლტენბერგი

02 დეკემბერი 2020, 22:53

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: ნატო საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უცხადებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა „ქრონიკას“ განუცხადა.

02 დეკემბერი 2020, 22:45

პოლიტიკა

ნატოში ესტონეთის მისია: ესტონეთი ნატოს ღია კარის პოლიტიკის მტკიცე მხარდამჭერია - ნატო საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობას განაგრძობს

ნატოში ესტონეთის მისია აცხადებს, რომ ესტონეთი ნატოს ღია კარის პოლიტიკის მტკიცე მხარდამჭერია და ნატო საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობას განაგრძობს.

02 დეკემბერი 2020, 22:28

პოლიტიკა

ნატოში გერმანიის მისია: ნატო-საქართველოს არსებითმა პაკეტმა 2014 წლის შემდეგ საქართველოს ნატოსთან თავსებადობა გააუმჯობესა

ნატოში გერმანიის მისია ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის დამტკიცებას ეხმაურება.

ნათია მეზვრიშვილი

02 დეკემბერი 2020, 22:26

საზოგადოება

ნათია მეზვრიშვილი: ვაპირებ, გამოცდილება მოვახმარო დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, სამართალდამცავი სისტემების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გეგმავს, რომ დაგროვილი გამოცდილება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, სამართალდამცავი სისტემების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ რეალურ გამოწვევებს და საჭიროებებს მოახმაროს. ნათია მეზვრიშვილი Facebook-ში წერს, რომ აპირებს იმ რეფორმებზე მუშაობას, რომელიც ბოლომდე არაა მიყვანილი

თინა ხიდაშელი

02 დეკემბერი 2020, 22:21

საზოგადოება

თანა ხიდაშელი: ამ შლეგებს ჰგონიათ სააკაშვილის მიერ სამაგალითოდ დასჯილი და სიკვდილისთვის გამეტებული კობას ისტორიის დავიწყება შესაძლებელია ან პატიება შემიძლია

ამ შლეგებს ჰგონიათ სააკაშვილის მიერ სამაგალითოდ დასჯილი და სიკვდილისთვის გამეტებული კობას ისტორიის დავიწყება შესაძლებელია ან პატიება შემიძლია, - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი კობა დავითაშვილის გარდაცვალებას Facebook-ზე. როგორც ხიდაშელი წერს, 13 წელიწადი პრაქტიკულად დღე არ ყოფილა ერთმანეთი არ ენახათ.

მევლუთ ჩავუშოღლუ

02 დეკემბერი 2020, 22:20

პოლიტიკა

მევლუთ ჩავუშოღლუ: ნატოს მინისტერიალზე ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

თურეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ნატოს მინისტერიალზე ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ლინას ლინკევიჩუსი

02 დეკემბერი 2020, 22:02

პოლიტიკა

ლინას ლინკევიჩუსი: მაშინ, როდესაც რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას განაგრძობს, მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას განაგრძობს, მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავება.

იენს სტოლტენბერგი

02 დეკემბერი 2020, 21:39

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტი დაამტკიცეს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტი დაამტკიცეს.

02 დეკემბერი 2020, 21:35

COVID19

კახეთში, კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კახეთში, კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა რიცხვმა 4,327- ს მიაღწია. imedinews- ის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგების მიერ გამოვლენილია ახალი დაინფიცირებულების 472 კონტაქტი. რეგიონის მასშტაბით ბოლო სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება: ამ დროისთვის ახმეტაში - 313 კოვიდინფიცირებულია, თელავში -1196, ყვარელში - 358, ლაგოდეხში - 597, გურჯაანში - 828, სიღნაღში - 254, დედოფლისწყაროში - 360 და საგარეჯოში - 421.

02 დეკემბერი 2020, 21:11

რეგიონი

ხელვაჩაურში სოციალური სახლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში სოციალური სახლის მშენებლობა სრულდება. პროექტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა. სოციალურ სახლში ბინა 39 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა. პროექტის ღირებულება 2 977 792 ლარია.

02 დეკემბერი 2020, 21:09

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 20 709 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 709 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 684 ადამიანი გარდაიცვალა.

ბრუნო ფერნანდეში

02 დეკემბერი 2020, 21:03

სპორტი

ბრუნო ფერნანდეში „მანჩესტერის იუნაიტედის“ ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ბრუნო ფერნანდეში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ფანების გამოკითხვის შედეგად პორტუგალიელმა ლეგიონერმა ფრედს და გუნდის კაპიტანს ჰარი მაგუაირს აჯობა.