imedi /  06 ნოემბერი 2020, 00:51 / სანდო წყარო

ეკა ქავთარაძე: მთავარია, ჰოსპიტალური საწოლის დაკავება მოხდეს მხოლოდ იმ პაციენტებით, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება

ონლაინ კლინიკები, ეს არის პირველადი ჯანდაცვის მომსახურება იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ სჭირდება ჰოსპიტალური სერვისი, შესაძლებელია მისი დისტანციურად მართვა, - ამის შესახებ „ევექსის“ ჰოსპიტალების დირექტორის მოადგილემ, ეკა ქავთარაძემ „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ექიმი გამოკითხვის დროს საჭიროდ მიიჩნევს, რომ პაციენტს გამოკვლევების სჭირდება კვლევა, ან შემდგომი სტაციონარული მკურნალობა, ის პაციენტს მიმართავს სტაციონარში.

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს რგოლი, როდესაც იმ ციფრებზე ვსაუბრობთ ჩვენ, რასაც მიაღწია დღიური შემთხვევების რაოდენობამ. ძალიან ბევრი ითქვა მოქალაქეების თვითშეგნებასა და მობილიზებაზე და ერთ-ერთი მთავარი რაც არის, ჰოსპიტალური საწოლები დავუთმოთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდებათ. სწორედ საოჯახო მედიცინის ცენტრები და კოვიდსასტუმროები არის ის პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ჯანდაცვას, რომ ყველა პაციენტს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისზე ზუსტად იმ მასშტაბით, რა მასშტაბის სამედიცინო მომსახურებაც ამ ადამიანებს სჭირდებათ. ასეთი მართვის მოდელი აირჩია ყველა წარმატებულმა ქვეყანამ. ძალიან ბევრი ექსპერტი ჩვენს ქვეყანაში გაზაფხულზევე საუბრობდა, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩართვის აუცილებლობა დადგებოდა, რაც მოხდა და მეტიც, შუალედური რგოლი ჰოსპიტალსა და პირველად ჯანდაცვის ობიექტების, რაც კოვიდსასტუმროების სახითაა წარმოდგენილი სწორედ იმ ადამიანებისთვის არის, ვისაც სახლში არ აქვს იზოლირებულად მკურნალობის საშუალება, ან შიშისა თუ ექიმის გადაწყვეტილებით, ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყოს. ახლა ჰოსპიტალური სექტორის გამოწვევაა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ შედეგზეც გავალთ, მთავარია, ჰოსპიტალური საწოლის დაკავება მოხდეს მხოლოდ იმ პაციენტებით, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. კოვიდსასტუმროები ნამდვილად ამართლებს იმ კონტიგენტისთვის, რომელ კონტიგენტზეც ახლა ვსაუბრობთ. ექიმის გამარჯვება თითოეული სიცოცხლე და არასდროს ჰოსპიტალის ექიმი პაციენტს უარს არ ეტყვის ჰოსპიტალიზაციაზე, თუ ეს მას სჭირდება. მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ასე გვირჩევნია და ამ დროს მართლა ვისაც სჭირდება იმ ადამიანს არ მივცეთ ხელმისაწვდომობა ამ ყველაფერზე, არ იქნება სწორი“, - განაცხადა ეკა ქავთარაძემ.

ყველა სიახლე

12 მაისი 2021, 08:10

COVID19

„სინოფარმის“ მეორე დოზისთვის რეგისტრაცია დღეიდან იწყება

„სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაციას მოქალაქეები დღეს 20:00 საათიდან შეძლებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,12 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც გეგმავენ „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზით აცრის ვიზიტის დაჯავშნას პირველი აცრიდან 21-ე დღეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

12 მაისი 2021, 08:04

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

ჯიმ რიში

12 მაისი 2021, 02:44

პოლიტიკა

სენატორი ჯიმ რიში: ახლა, როდესაც ნიკა მელია გაათავისუფლეს, ველოდები, რომ ყველა პარტია პარლამენტში თავის ადგილს დაიკავებს

„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯიმ რიში ნიკა მელიას გათავისუფლებას ეხმაურება.

12 მაისი 2021, 02:40

პოლიტიკა

ისრაელში საქართველოს საელჩო ქალაქ ლოდში მცხოვრები თანამემამულეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ქალაქ ლოდში მცხოვრები თანამემამულეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

12 მაისი 2021, 01:15

მსოფლიო

თეთრი სახლი: ისრაელს ლეგიტიმური უფლება აქვს თავი დაიცვას „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმებისგან

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ისრაელს ლეგიტიმური უფლება აქვს თავი დაიცვას „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმებისგან.

ინდოეთი მძღნერი

12 მაისი 2021, 00:51

COVID19

ინდოელი ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ძროხის განავლის სხეულზე წასმა კორონავირუსის პრევენციის საშუალება არ არის

ქვეყნის დასავლეთით, გუჯარატის შტატში პოპულარული გახდა პრაქტიკა, როდესაც ადამიანების ძროხების თავშესაფრებში მიდიან, ფუნასა და შარდს აგროვებენ და სხეულზე ისვამენ. მათ სწამთ, რომ ეს იმუნიტეტს გააძლიერებს და შესაბამისად, კორონავირუსი არ დაემართებათ, ან ინფიცირების შემთხვევაში ვირუსს მარტივად დაამარცხებენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

12 მაისი 2021, 00:34

მსოფლიო

ისრაელის პრემიერი: „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ისრაელზე თავდასხმისთვის მძიმე საფასურს გადაიხდიან

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ტერორისტულ დაჯგუფებები ისრაელზე თავდასხმისთვის მძიმე საფასურს გადაიხდიან.

გურამ ნიკოლაშვილი

12 მაისი 2021, 00:31

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის განვითარების მხარეს დადგნენ და ადამიანები, რომლებიც ერთგვარად, საბჭოთა მემკვიდრეობის მხარეს დგანან

არიან ადამიანები, რომლებიც ცივილიზაციის, ქვეყნის განვითარების მხარეს დადგნენ და ადამიანები, რომლებიც ჯერჯერობით ერთგვარად, საბჭოთა მემკვიდრეობის მხარეს დგანან, - ამის შესახებ „იმედის“ ანალიტიკოსმა, გურამ ნიკოლაშვილმა გადაცემა ,,იმედის ფაქტორში“ განაცხადა. მისი თქმით, ადამიანებმა, რომლებსაც პასუხისმგებლობა ჰქონდათ ქვეყნისა და დასავლეთის წინაშე შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი

12 მაისი 2021, 00:30

ტაბლოიდი

საქმროსთან გაშორების შემდეგ ჯენიფერ ლოპესმა უიქენდი ბენ აფლეკთან ერთად გაატარა

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ერთმანეთს 2002-2004 წლებში ხვდებოდნენ. წყვილი დანიშნულიც იყო, თუმცა 17 წლის წინ, ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე ერთმანეთს დაშორდნენ.

კახა კუჭავა

12 მაისი 2021, 00:25

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება, ამნისტიის კანონს მივიღებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი იქნება, რა გზას აირჩევს

„ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი იქნება, რა გზას აირჩევს და თუნდაც ევროპაში თავიანთ პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფებს დაუმტკიცებენ, რამდენად არიან მზად, იყვნენ დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის თანამონაწილე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.

გია აბაშიძე

12 მაისი 2021, 00:20

პოლიტიკა

გია აბაშიძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი მავნებელი „ჟურნალისტების“ დღევანდელი აქტივობებითაც დაამტკიცა, რომ თავიანთი გვარების ისტორიასაც კი გააყალბებენ, ოღონდ რამე ფსევდო-დივიდენდი მიიღოს სექტის ბელადმა სააკაშვილმა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი უინტელექტო, მაგრამ მავნებელი "ჟურნალისტების" დღევანდელი აქტივობებითაც დაამტკიცა, რომ სტატისტიკას კი არა და საკუთარი გვარების ისტორიასაც კი გააყალბებენ, ოღონდ რამე ფსევდო-დივიდენდი მიიღოს სექტის ბელადმა სააკაშვილმა“, - წერს აბაშიძე.

იაგო ხვიჩია

12 მაისი 2021, 00:18

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ბატონ კუბილიუსს „ნაციონალური მოძრაობის“ დამცველად იცნობენ

ბატონ კუბილიუსს „ნაციონალური მოძრაობის“ დამცველად იცნობენ - იმედი მაქვს, მის აზრს გაითვალისწინებენ და შემოვლენ პარლამენტში, - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, პარტია „გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „იმედის ფაქტორში განაცხადა.

ლელა ტალიური

12 მაისი 2021, 00:10

პოლიტიკა

ლელა ტალიური: მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს დისკუსიები საარჩევნო საკითხებზე და სულისკვეთება, რაც 19 აპრილის შეთანხმებაშია, კეთილსინდისიერად შესრულდეს

მოსაზრებების გაზიარების, აზრების გაცვლის, პოზიციების თანხვედრის მცდელობისა და განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირების კუთხით კაჭრეთის ეს ორდღიანი შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო, - ამის შესახებ „მრავალეროვანი საქართველოს“ საარჩევნო ექსპერტ-კონსულტანტმა ლელა ტალიურმა „იმედის ფაქტორში“ ჩართვისას განაცხადა, რომელმაც კაჭრეთში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართული შეხვედრა შეაფასა.

შალვა პაპუაშვილი

12 მაისი 2021, 00:02

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, ბევრს თამარ ჟვანიასთვის ბოდიში აქვს მოსახდელი

„ვინაიდან სწორედ მათი პარალელური დათვლის „შეცდომებმა“ გამოიღო ის, რომ საბოლოო ჯამში ასეთი შტურმი განხორციელდა ჟვანიას მიმართ და ბევრი უნდა დაინტერესდეს რა გადაიტანა მან იმ დღეებში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

12 მაისი 2021, 00:00

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს სპეკულაციებს, არის შემთხვევით შერჩეული უბნების 10%-ის გადათვლა

სრულიად ვეთანხმები ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ჩვენი შეთანხმება უდნა იყოს იმგავრი, რომ გამოირიცხოს არჩევნებთან დაკავშირებული მანიპულაციის რაიმე თეორიული შესაძლებლობაც კი. ამისთვის არსებობს რამდენიმე მექანიზმი, ერთი - საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და იცით, რომ აქ იქნება პარტიული ნაწილი ე.წ. პარიტეტის პრინციპით, ერთი პარტია ერთი წარმომადგენელი. ეს იქნება დაზღვევა და ეს დაზღვევა იყო წინა არჩევნებშიც. ვიცით, რომ ყველა ოქმზე იყო პარტიების წარმომადგენლების ხელმოწერა, მაგრამ ეს ვერ აღმოჩნდა ოპოზიციისთვის ბარიერი, რომ შემდეგ უარეყოთ თავისივე ხელმოწერები, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

იაგო ხვიჩია

11 მაისი 2021, 23:51

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია კაჭრეთში შეხვედრაზე: პირველად ხდება, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ჩხუბის გარეშე სხედან და ლაპარაკობენ

„ფაქტობრივად პირველად ხდება, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება სხედან და ჩხუბის გარეშე რაღაცაზე ლაპარაკობენ. ძალიან თავშეკავებულად და კორექტულად იქცეოდა ამ პროცესის ყველა მონაწილე. ყველაზე კარგი რაც იყო და რაც მომეწონა, იყო ის, რომ ჩვენც და „ქართული ოცნებაც“ არგუმენტად ვიშველიებდით შარლ მიშელის დოკუმენტს. სულ ვამბობდით: „ეს ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს“. რაც ნიშნავს, რომ რაღაც საწყისი წერტილი გაჩნდა ქვეყანაში, რომელზეც შეიძლება შევთანხმდეთ. რაზედაც ვთქვით, რომ მოდი ამის ირგვლივ ვიტრიალოთ, რაღაც ათვლის წერტილი გაჩნდა. ჩემი აზრით ეს ძალიან კარგი იყო. გამიხარდა, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ამ ნარატივში იყო, რომ კრიტიკა ერთმანეთთან ამ დოკუმენტის მეშვეობით მიდიოდა. “, - განაცხადა ხვიჩიამ.

კახა კუჭავა

11 მაისი 2021, 23:40

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ევროპარლამენტის წევრები „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებენ, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, შევიდნენ პარლამენტში და იქიდან გააგრძელონ დებატები

„აქვე დაამატეს, რომ ზუსტად ეს არის ის დემოკრატიული, ევროპული ქვეყანა, როგორსაც ისინი ისურვებდნენ, რომ იყოს საქართველო. ამისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ მმართველი პარტია, აუცილებელია ოპოზიციის მხრიდან ის ჯანსაღი მიდგომა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ თუნდაც იმ პარტიების ნაწილში, რომლებმაც ხელი მოაწერეს, შემოვიდნენ პარლამენტში და დაიწყეს საპარლამენტო ცხოვრება“, - აღნიშნა კუჭავამ.

იაგო ხვიჩია

11 მაისი 2021, 23:35

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, ქვეყნის კანონმდებლობა არ უნდა იწერებოდეს და იცვლებოდეს მიხეილ სააკაშვილის გამო

„ჩვენ, „გირჩი“ სპეციფიკური პარტია ვართ და მხარდამჭერები გვყავს მსოფლიოს ყველა წერტილში. მაგალითად, ჩვენი მხარდამჭერია ბევრი ადამიანი, რომლებიც დიდი ხანია, წლებია წასულები არიან საქართველოდან. არის ამერიკის მოქალაქეც, მაგრამ ჩვენი სახით თანამოაზრეები აღმოაჩინა საქართველოში და პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩვენი მეშვეობით მონაწილეობს. მაგალითად, ჩვენი მმართველი ორგანოს, სათათბიროს წევრია. როდესაც ამ კანონს იღებენ, „ქართული ოცნება“ შეიძლება მიხეილ სააკაშვილს ხედავდეს ამ კანონპროექტში, მაგრამ მე ჩემს მეგობრებსა და თანამებრძოლებს ვხედავ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

დონალდ ტრამპი

11 მაისი 2021, 23:34

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ბაიდენის სისუსტე და ისრაელის მხარდაჭერის არარსებობა ჩვენს მოკავშირეებზე ახალ თავდასხმებს იწვევს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ტერორისტული დაჯგუფებების მიერ ისრაელზე თავდასხმას ეხმაურება.

ლევან იოსელიანი

11 მაისი 2021, 23:34

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: არის საკითხები, რაც ჯერ კიდევ რჩება შეუთანხმებელი, მათ შორის არის მაგალითად, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების მოდელი

დღეს საკმაოდ საინტერესო პრეზენტაცია გამართა შალვა შავგულიძემ, რომელიც, როგორც თვითონ გვითხრა, მთლიანად ოპოზიციის ნააზრევი და ნამუშევარია. მისი გამოთქმული ბევრი მოსაზრება არის საინტერესო და ვფიქრობთ, რომ როდესაც მუშაობას გავაგრძელებთ, იქიდან რაღაცეებს აუცილებლად გავიზიარებთ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.