06 ნოემბერი 2020, 13:09 / სანდო წყარო

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათის სკოლის პედაგოგი და მისი მეუღლე კორონავირუსით გარდაიცვალნენ

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათის სკოლის პედაგოგი და მისი მიუღლე კორონავირუსით გარდაიცვალნენ. 54 წლის ქალი დაწყებითი კლასის დამრიგებელი იყო.

როგორც სკოლაში აცხადებენ, გარდაცვლილი სკოლაში ბოლოს ორი კვირის წინ იყო, მას ტემპერატურა დაუფიქსირდა, მკურნალობდა და წუხელ გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი დღეს დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ისინი ქუთაისში ცხოვრობდნენ.

ცოლ-ქმრის ინფიცირების შესახებ სოციალურ ქსელში მათმა შვილმა დაწერა. ის ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებსა და უყურადღებობაზე საუბრობდა. როგორც მათი შვილი სოცქსელში წერს, მისი მშობლებისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილი ვერცერთ საავადმყოფოში ვერ იპოვეს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 37 019-ს შეადგენს. გარდაიცვალა 423 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:59

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ჩვენი პენსიონერები პენსიის ზრდას არჩევნებიდან არჩევნებამდე აღარ დაელოდებიან

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიუჯეტში გათვალისწინებულ ხარჯებზე მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში ასევე განსაზღვრულია პენსიის ზრდა, რომელიც ყოველწლირად კანონმდებლობით არის გამყარებული.

03 დეკემბერი 2020, 11:48

მსოფლიო

იაპონიაში 2035 წლისთვის შიდა ბაზრიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების ამოღება სურთ

2035 წლისთვის იაპონიის მთავრობა შიდა საავტომობილო ბაზრის რეგულირების წესების გამკაცრებას, კერძოდ კი, გაყიდვიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების ამოღებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:41

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ბიუჯეტის განხილვებში უკიდურესად მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური მხარის მონაწილეობა, რომელსაც ეს საქართველოს მოქალაქემ დაავალა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში ბიუჯეტის განხილვაში ყველა პოლიტიკური ძალის მონაწილეობას უკიდურესად მნიშვნელოვნად მიიჩნევს. გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და შესაბამისად დაავალა მსგავს ქვეყნისთვის სისტემურად მნიშნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობა.

03 დეკემბერი 2020, 11:40

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1,055 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1,055 ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 105 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

03 დეკემბერი 2020, 11:36

COVID19

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 274 შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 73 წლის კოვიდინფიცირებული კაცი, რუხის კლინიკაში მკურნალობდა. პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსის 274 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

03 დეკემბერი 2020, 11:32

საზოგადოება

Microsoft: საქართველოს განათლების სამინისტრო ციფრულ სწავლებას რეალობად აქცევს

Microsoft-მა თავის ოფიციალურ გვერდზე, საქართველოს განათლების სისტემის ტრანსფორმაციის თემაზე სტატია და ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სახელწოდებით: „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ციფრულ სწავლებას რეალობად აქცევს“, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სტატიაში აღნიშნულია, თუ როგორი წარმატებით იყენებს სამინისტრო Microsoft 365-ის საგანმანათლებლო პროდუქტებს სასწავლო პროცესში. Microsoft Teams-ის ინტერფეისისა და ყველა ონლაინ გაკვეთილის გაქართულებამ პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა და სამ თვეში ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 750-დან დაახლოებით 300,000-მდე გაზარდა.

03 დეკემბერი 2020, 11:28

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ ნოემბრის Comcom დაიჯესტი გამოაქვეყნა

კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებას ნოემბრის თვის ComCom დაიჯესტი წარუდგინა, რომელშიც კომისიის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და გასული თვის შემაჯამებელი აქტივობებია შესული. როგორც კომუნიკაციების კომისია იუწყება, რა დარღვევები გამოვლინდა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგისას და რომელ მაუწყებლებს შეუდგინა კომუნიკაციების კომისიამ სამართადარღვევის ოქმი, ასევე, როგორი ტენდენციით ხასიათდება და როგორი იყო სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები III კვარტალში - სატელეკომუნიკაციო სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს დეტალური ინფორმაციის მიიღება სწორედ ComCom დაიჯესტით შეუძლიათ.

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:26

საზოგადოება

გიორგი გახარია: ფინანსთა სამინისტროს უკვე დაევალა, ერთჯერადი სოციალური მიზნობრივი დახმარება წლის ბოლომდე გაიცეს

ფინანსთა სამინისტროს უკვე დაევალა, ერთჯერადი სოციალური მიზნობრივი დახმარება წლის ბოლომდე გაეცეს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:25

COVID19

გიორგი გახარია: არავინ და არასდროს შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ კანონისა და ეპიდემიოლოგების მოთხოვნები უნდა შესრულდეს

„რა თქმა უნდა, ქვეყანაში არავინ და არასდროს შეზღუდავს არც გამოხატვის თავისუფლებას, არც სიტყვის თავისუფლებას. თუმცა, ის მოთხოვნები, რომლებსაც დღეს გვიყენებს კანონი, ეპიდემიოლოგები და ექიმები, არ არის ისეთი რთული. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ როგორც გამოხატვის თავისუფლება, ამასთან ერთად დავიცვათ ელემენტარული წესები. არ არის რთული პირბადის ტარება და ეს წესები, რა თქმა უნდა, ეხება ყველას. მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთხოვო, ის წესები, რომლებიც დადგენილია, როგორც მთავრობის, ეპიდემიოლოგების, ექიმების მხრიდან, რომელიც არანაირად არ უშლის ხელს გამოხატვის თავისუფლებას, აღსრულდეს მაქსიმალური სიმკაცრით“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:24

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ნატოს მინისტერიალზე საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გზავნილები გაჟღერდა, გვაქვს სრული მხარდაჭერა

„მე მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეული ჩვენი მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს იმისთვის, რომ მათ მხარი დაუჭირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის შემდგომ გაღრმავებას. მათ პრაქტიკული გეგმებითა და ნაბიჯებით დაუჭირეს მხარი საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას. ეს ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია სწორად არის აღქმული ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებისგან და გვაქვს სრული მხარდაჭერა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

03 დეკემბერი 2020, 11:23

COVID19

კახეთში კორონავირუსის 104 შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსი კიდევ 104 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4,431- მდე გაიზარდა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი-60, თელავი-16, ყვარელი-5, ლაგოდეხი-3, დედოფლისწყარო-4 და საგარეჯო-16.

03 დეკემბერი 2020, 11:19

COVID19

ქუთაისში 50 დღის ჩვილმა კორონავირუსი დაამარცხა

„კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრის პედიატრიულ განყოფილებაში კორონავირუსისგან ყველაზე პატარა - 50 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა. ჩვილი მკურნალობის და მონიტორინგის ქვეშ ათი დღე იმყოფებოდა. „კლინიკა ბომონდის“ პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელის, ედიშერ ასათიანის თქმით, ჩვილი თავიდან ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რესპირატორული ჩივილებით-სისუსტითა და ტემპერატურით მიიყვანეს, სადაც კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, სამკურნალოდ „კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრში გადაიყვანეს.

ადამ კინზინგერი

03 დეკემბერი 2020, 11:18

მსოფლიო

ადამ კინზინგერი დონალდ ტრამპს Twitter-ის ანგარიშის წაშლისკენ მოუწოდებს

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ადამ კინზინგერი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს Twitter-ის ანგარიშის წაშლისკენ მოუწოდებს.

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:15

COVID19

გიორგი გახარია: ორთვიანი შეზღუდვები უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, რათა თებერვლიდან სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელება შევძლოთ

ჩვენ გამო​ვაცხადეთ ინტენსიური ტესტირების ახალი გრაფიკი, რომელიც გუშინ დაიწყო და უახლოეს პერიოდში დღეში 20 000 ტესტს მიაღწევს. ეს არის პარალელური პროცესი, რომელმაც შეზღუდვების პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ეპიდემიის გავრცელების დონის სწრაფ გამოვლენას, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:14

COVID19

პრემიერის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე უწყებათაშორისი კომისია იზრუნებს

„მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახლავთ COVAX პლატფორმის წევრი ქვეყანა. ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანასთან დაკავშირებით და ამ კომისიამ უნდა უზრუნველყოს როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე იმ ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტიანი ვაქცინაციის დასაწყებად“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:10

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ჩვენ წარვადგინეთ დაბალანსებული ბიუჯეტი, რომლის ძირითადი ამოცანა პანდემიასთან ბრძოლაა

„ჩვენ წარვადგინეთ დაბალანსებული ბიუჯეტი, რომლის ძირითადი ამოცანა პანდემიასთან ბრძოლაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „მოგეხსენებათ, პარლამენტში წარვადგინეთ 2021 წლის ბიუჯეტი, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ეს არის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ 2021 წელი - ფინანსური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს, როგორი იქნება ქვეყანა.

03 დეკემბერი 2020, 11:03

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 1 027 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე საქართველოში 1 027 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში-486, აჭარაში-152, იმერეთში-218. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 390 პირი, მათგან თბილისში-206, აჭარაში-45, იმერეთში-43.3 867 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 283-თბილისში, 1 997-აჭარაში, 332-იმერეთში. 11 227 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 974 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-478, აჭარაში-970, ხოლო იმერეთში-31.

03 დეკემბერი 2020, 10:59

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1,676 თბილისში, 591 იმერეთში, 525 კი აჭარაში დაფიქსირდა

დღეს დადასტურებული 4 260 შემთხვევიდან, თბილისში 1 676, ხოლო აჭარაში 525 შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მარიხუანა

03 დეკემბერი 2020, 10:58

მსოფლიო

გაერომ მარიხუანა საშიში ნარკოტიკების სიიდან ამოიღო

გაეროს ნარკოტიკული საშუალებების კომისიამ ამოიღო სამედიცინო მარიხუანა ყველაზე საშიში ნარკოტიკების სიიდან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

03 დეკემბერი 2020, 10:56

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 260 ადამიანს დაუდასტურდა, 2 947 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.