imedi /  06 ნოემბერი 2020, 15:27 / სანდო წყარო

კოვიდინფიცირებულთა მართვის პროცესში სამედიცინო ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსების გადამზადებული სტუდენტები და მოხალისე ექიმები ერთვებიან

კორონავირუსით ინფიცირებულთა მართვის პროცესში სამედიცინო ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსების გადამზადებული სტუდენტები და მოხალისე ექიმები ერთვებიან, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, გარდა იმისა, რომ ვირუსთან ბრძოლის პროცესში სამედიცინო ფაკულტეტების გადამზადებული უფროსკურსელები სხვადასხვა ფორმით უკვე ჩართული არიან, ასევე მაღალი ინტერესია მოხალისე სტუდენტების მხრიდან, რომლებიც როგორც ჯანდაცვის უწყებას, ისე განათლების სამინისტროს მიმართავენ. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს კოორდინაციით, იქმნება მოხალისეთა ბაზა, რომელიც როგორც გადამზადებულ სტუდენტებს, ასევე პენსიონერ ექიმებს აერთიანებს. ისინი ნაწილდებიან როგორც კლინიკურ სექტორში, ასევე აქტიურად არიან ჩართული ინფიცირების შემთხვევების მართვაში ჯანდაცვის სამინისტროს ფარგლებში მოქმედი ონლაინკლინიკების მეშვეობით. ასევე, დამატებით მიმდინარეობს ყველა იმ სხვა პროფილის ექიმების მობილიზება, რომლებიც შესაბამის უნარ-ჩვევებს ფლობენ და პაციენტების მართვა შეუძლიათ.

საბჭოს წევრებმა ისაუბრეს იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილებას. ამისთვის აუცილებელია, განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია. აღინიშნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალი იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდებათ, არის მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მკურნალობა ოჯახის ექიმებთან აქტიური კონსულტაციით. ხოლო ინფიცირებულები, რომელთაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ, გადავიდნენ კოვიდ-სასტუმროებში, სადაც პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა.

საბჭოს სხდომაზე განიხილეს პანდემიის კუთხით გლობალურად არსებული ვითარება, რომელიც უარესდება. გასული 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ 600 000-ს გადააჭარბა, ხოლო ჯამური რიცხვი 49 მილიონს აღემატება, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აღინიშნა, რომ ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის პირობებში, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის პრევენცია მსოფლიოში ყველა ქვეყნის უპირველესი პრიორიტეტია.

ამასთან, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით და საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, დედაქალაქის მერია დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენში სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებს.

გადატვირთული მეტროსადგურების შესასვლელებში, პიკის საათებში, მგზავრთა ნაკადის კონტროლი რიგების მართვის მეშვეობით მოხდება, რათა შეძლებისდაგვარად შეეშალოს ხელი ვირუსის შესაძლო გავრცელებას.

ამ ეტაპზე, აღნიშნული ღონისძიებები "ვარკეთილის", "ახმეტელის თეატრის", "დიდუბისა" და "სადგურის მოედნის" მეტროსადგურებზე განხორციელდება.

გარდა ამისა, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტზე მსჯელობს, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შენელებას უფრო ეფექტიანად უზრუნველყოფს.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 51 993 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 37 019 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 423 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3094 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 2 438 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4 618 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ყველა სიახლე

გიორგი ჩიტიძე

25 ივნისი 2022, 11:35

პოლიტიკა

სოროსის ფონდის პროგრამების მენეჯერი გიორგი ჩიტიძე „სირცხვილიას“ მიერ დაყენებულ მოთხოვნას მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ მხარს უჭერს

სოროსის ფონდის პროგრამების მენეჯერი, გიორგი ჩიტიძე „სირცხვილიას“ მიერ დაყენებულ მოთხოვნას მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ მხარს უჭერს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ჩიტიძე ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეის შესახებ საუბრობს და განმარტავს, რომ ტექნიკური მთავრობა თავსებადია თანამედროვე კონსტიტუციურ სამართალთან და დემოკრატიის პრინციპთან. მაგალითისთვის მას იტალია (2007-2008წწ.) და ევროპის რამდენიმე ქვეყანა მოჰყავს.

სოზარ სუბარი

25 ივნისი 2022, 11:17

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ოპოზიციის მოთხოვნებზე: ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, გუშინდელ აქციაზე წამოყენებული მოთხოვნები ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.

გიორგი ვოლსკი

25 ივნისი 2022, 11:15

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: დაიშალოს მთავრობა, ბიძინა ივანიშვილი დაისაჯოს, სანქციები დაწესდეს ქვეყნის მიმართ - ესაა ოპოზიციის გარკვეული ნაწილის დღის წესრიგის მთავარი თემა

დაიშალოს მთავრობა, გადადგეს მთავრობის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაისაჯოს, სანქციები დაწესდეს ქვეყნის მიმართ - ესაა ოპოზიციის გარკვეული ნაწილის დღის წესრიგის მთავარი თემა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გუშინდელი აქციის შეფასებისას „ქრონიკას“ განუცხადა.

25 ივნისი 2022, 10:53

საზოგადოება

ვაკის რაიონში რამდენიმე მისამართზე ლიფტების რეაბილიტაცია განხორციელდა

კერძოდ, მრავალსართულიანი კორპუსების ლიფტები ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N1ა და N1ბ-ს და ნუცუბიძის II მ/რ-ის II კვარტლის N11-ში რეაბილიტირდა. სამუშაოების მიმდინარეობისას, გამოიცვალა როგორც ლიფტების მექანიკური ნაწილები, ისე კაბინები და სხვა დეტალები. ამასთან, განახლებული ლიფტი ნუცუბიძის II მ/რ-ის II კვარტლის N11 კორპუსში შშმ პირებზე ადაპტირებულია.

25 ივნისი 2022, 10:52

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა

საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პეტერ სიიარტომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც, უნგრეთის დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ელჩი უნგრეთში ზაალ გოგსაძე, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თარაშ პაპასქუა ესწრებოდნენ.

25 ივნისი 2022, 10:48

საზოგადოება

N16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა ფრანგული ენის საერთაშორისო გამოცდა ჩააბარეს

N16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა ფრანგული ენის საერთაშორისო გამოცდა ჩააბარეს. საგამოცდო პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა და მასში მონაწილეობდა ხუთი მსჯავრდებული და დაწესებულების ერთი თანამშრომელი.

25 ივნისი 2022, 10:46

თავდაცვა

25 ივნისი სერჟანტთა კორპუსის დღეა

თავდაცვის ძალების სერჟანტთა პირად შემადგენლობას პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალებში სერჟანტის როლის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სერჟანტთა კორპუსის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

25 ივნისი 2022, 10:46

რეგიონი

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრები საქართველოს ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალს სწავლობენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით კავკასიის უნივერსიტეტს ორ კვირიანი ვიზიტით აშშ-ის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტ-მკვლევართა ჯგუფი ეწვია. ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტის, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი საკვლევი პროექტის ფარგლებში შედგა. პროექტის მხარდამჭერია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა.

სერგეი სუროვიკინი
ვლადიმერ პუტინი

25 ივნისი 2022, 10:42

მსოფლიო

ბრიტანული დაზვერვა: დონბასში რუსული ჯარების მეთაურად გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი სუროვიკინი დაინიშნა

დონბასში რუსული ჯარების მეთაურად გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი სუროვიკინი დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს. მათივე ცნობით, ივნისის დასაწყისში რუსეთის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ, დიდი ალბათობით, ჩამოაშორა რამდენიმე გენერალი საკვანძო სამეთაურო როლებს.

25 ივნისი 2022, 10:42

საზოგადოება

წეროვანში პარა-კალათბურთში ტურნირი გაიმართა

წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ- დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ- დაშავებულმა სამხედროებმა პარა-კალათბურთში იასპარეზეს.

იენს სტოლტენბერგი

25 ივნისი 2022, 10:28

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: დიდი ალბათობით, უკრაინაში მიმდინარე ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება

დიდი ალბათობით, უკრაინაში მიმდინარე ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება, - ამის შესახებ ესპანურ El Pais-თან ინტერვიუში ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

25 ივნისი 2022, 10:17

საზოგადოება

ქართველი და უკრაინელი ბავშვებისთვის კახეთში სპორტული და შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა

სამდღიანი გასვლითი ღონისძიების ფარგლებში უკრაინელმა ბავშვებმა ქართველ თანატოლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ და სპორტულ აქტივობაში, რომელიც ფსიქოლოგების აქტიური ჩართულობით შემუშავდა.

25 ივნისი 2022, 09:41

სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საპროცესო კოდექსის ნორმა, რომელიც გირაოს შეტანამდე ბრალდებულის გათავისუფლებას გამორიცხავდა

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გირაოს შეტანამდე მოსამართლის მიერ ბრალდებულის გათავისუფლებას გამორიცხავდა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმე ეხება სადავო ნორმას, რომლიდან გამომდინარეც, დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება გირაოს უზრუნველყოფამდე ყველა შემთხვევაში იწვევდა ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნას.

ალექსეი რეზნიკოვი

25 ივნისი 2022, 09:00

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: ჯერჯერობით დასავლეთს თანამედროვე ტანკებისა და თვითმფრინავების გადმოცემა არ სურს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, ჯერჯერობით დასავლეთს კიევისთვის თანამედროვე ტანკებისა და თვითმფრინავების გადაცემა არ სურს. ამის შესახებ მან ICTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

25 ივნისი 2022, 08:49

მსოფლიო

ჯანმო: მწვავე ჰეპატიტის მძიმე ფორმა უკვე 33 ქვეყანაში მცხოვრებ 900-ზე მეტ ბავშვთან გამოვლინდა

მწვავე ჰეპატიტის საშიში მძიმე ფორმა 33 ქვეყანაში მცხოვრებ 900-ზე მეტ ბავშვთან გამოვლინდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინება.

აბდულა მეორე

25 ივნისი 2022, 08:31

მსოფლიო

იორდანიის მეფემ ახლო აღმოსავლეთში ნატოს ანალოგის შექმნის იდეას დაუჭირა მხარი

იორდანიის მეფე აბდულა მეორემ ახლო აღმოსავლეთში ნატოს ანალოგის შექმნის იდეას დაუჭირა მხარი. „მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი, ვინც ასეთ იდეას დაუჭერს მხარს“, - განაცხადა იორდანიის მეფემ CNBC-სთან ინტერვიუში და ამასთანავე ხაზი გაუსვა იმას, რომ ასეთი სამხედრო კავშირის როლი მკაცრად უნდა იყოს გაწერილი.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

25 ივნისი 2022, 08:11

მსოფლიო

ჯანმოს ხელმძღვანელი აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებაზე: იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან ქალთა უფლებები დაცული უნდა იყოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი იმედგაცრუებულია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლითაც აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმდა.

პიტერ სიიარტო

25 ივნისი 2022, 00:47

პოლიტიკა

პიტერ სიიარტო: დარწმუნებული ვარ, იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც მხარი არ დაგიჭირეს, როცა ჩამოდიან საქართველოში, ძალიან პოზიტიურად ლაპარაკობენ და არასდროს აღნიშნავენ პრობლემებს, მაგრამ დახურულ კარს მიღმა ძალიან მამაცები არიან

დარწმუნებული ვარ, იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც საქართველოს მხარი არ დაუჭირეს, როცა ჩამოდიან თქვენს ქვეყანაში, ძალიან პოზიტიურად ლაპარაკობენ და არასდროს აღნიშნავენ პრობლემებს, მაგრამ დახურულ კარს მიღმა, ძალიან მამაცები არიან, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.

სოზარ სუბარი

25 ივნისი 2022, 00:31

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ჩვენ ვიყავით ის პარტია, რომელმაც ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო რეჟიმის კარიბჭე გახსნა და რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას მიაღწია

„გაცილებით ადრე, სამივე პროცესი დაიძრა უკრაინასა და მოლდოვაში და გაცილებით ადრე მიიღო სამივე ეს პროცესი საქართველომ, რადგან ჩვენ ვატარებდით თანმიმდევრულ ნაბიჯებს ევროპისკენ. ის, რაც გუშინ მივიღეთ არის ისტორიული მიღწევა და ძალიან დიდი ნაბიჯი წინ, მაგრამ ზოგადად, სამართლიანი არ ევროკავშირის ქვეყნების გადაწყვეტილება. თუ დამსახურების მიხედვით იყო, სწორედ საქართველოს უნდა მიეღო საქართველოს და მერე სხვებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

25 ივნისი 2022, 00:23

პოლიტიკა

აშშ-ში ევროკავშირის ელჩი დავით ზალკალიანს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას ულოცავს

საქართველოს ელჩი აშშ-ში, დავით ზაკალიანი აშშ-ში ევროკავშირის ელჩს შეხვდა. ელჩმა სტავროს ლამბრინიდისმა დავით ზალკალიანს პირადად მიულოცა საქართველოსთვის ევროპერსპექტივის მინიჭება.