IMEDI /  06 ნოემბერი 2020, 23:51 / სანდო წყარო

სტევენ ვან გუხტი: ბელგიამ კორონავირუსის მეორე ტალღის პიკი სავარაუდოდ უკვე გადაიტანა

„ბელგიამ კორონავირუსის მეორე ტალღის პიკი სავარაუდოდ უკვე გადაიტანა”,-განაცხადა ბელგიის ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა და საკოორდინაციო კომიტეტის სპიკერმა.

„რამდენიმე დღეა ყოველდღიური შემთხვევების კლება გვაქვს და ის ფონზე, როდესაც დამატებით ლაბორატორიებიც დაიტვირთა ტესტირებით და ყოველდღიურად უფრო მეტი ადამიანის შემოწმება ხდება COVID19-ზე. არსებული მონაცემები ნამდვილად გვაჩვენებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. ეს გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ დიდი ალბათობით კორონავირუსის მეორე ტალღის პიკი ბელგიაში უკვე გადავლახეთ. საუბარი ვირუსის გავრცელების საგრძნობლად შემცირებაზე არაა. ასევე, შედარებით შემცირდა საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტების რიცხვი, მაგრამ ჰოსპიტალიზირებული პირებიდან უფრო მეტს სჭირდება ინტენსიურ განყოფილებაში გადაყვანა.

გვყავს COVID19-ით გარდაცვლილები. თუ არსებული ტენდენცია გაგრძელდა, მაშინ მეორე ტალღის ყველაზე მძიმე დღედ ჩაითვლება 2020 წლის 27 ოქტომბერი. ეს იქნება პიკი, რადგან ამ დღეს ბელგიაში 22 000 ინფიცირებული დაგვემატა. ყველა პარამეტრი გვაჩვენებს, რომ დაწესებული მკაცრი ზომები მუშაობს და არის ეფექტიანი. ეპიდვითარების გაუმჯობესებამდე, კონტროლის მოხსნაზე ნაადრევია საუბარი. ჩვენ გრძელი და რთული გზა გვაქვს გასავლელი. შეზღუდვების ეს რეჟიმი უნდა შევინარჩუნოთ”,- განაცხადა კრიზისის ცენტრის პრესკონფერენციაზე სტევენ ვან გუხტმა.

ბელგიაში დღეს ინფიცირებულთა რიცხვი 11 128-ით გაიზარდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 189 ადამიანი. საავადყოფოში მკურნალობას გადის 7 282 პაციენტი. 1 428 ინფიცირებული იმყოფება ინტენსიურ განყოფილებაში. 822 პაციენტს სჭირდება ხელოვნური სუნთქვის აპარატი. 30-დან 5 ნოემბრამდე ბელგიაში 56 200 ტესტი ჩატარდა და მათგან 27,8 % COVID19-ზე დადებითი იყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

24 ნოემბერი 2020, 19:56

ეკონომიკა

კახა კალაძე: ბიუროკრატიული ხარჯები არ იზრდება, ეს ტყუილია

ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯების ზრდის შესახებ ტყუილია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

თორნიკე რიჟვაძე

24 ნოემბერი 2020, 19:49

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: მნიშვნელოვანია, რომ ყველა მეციტრუსე-ფერმერს ჰქონდეს შესაბამისი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან

რამდენიმე დღის წინ მოსულმა სეტყვამ ქობულეთში ციტრუსი ნაწილობრივ დააზიანა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მეციტრუსე ფერმერებს შეხვდა და მოსავლის ხარისხისა და რეალიზაციის შესახებ არსებულ სიტიუაციას ადგილზე გაეცნო.

დონალდ ტრამპი

24 ნოემბერი 2020, 19:44

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: საჯარო სამსახურების ადმინისტრაცია არ განსაზღვრავს, ვინ იქნება აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საჯარო სამსახურების ადმინისტრაცია არ განსაზღვრავს, ვინ იქნება აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი.

ლაზიერის გამბიტი

24 ნოემბერი 2020, 19:29

კულტურა

„ლაზიერის გამბიტი“ Netflix-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული მინისერიალი გახდა

„ლაზიერის გამბიტი“ Netflix-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული მინისერიალი გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის Twitter-გვერდზე გავრცელდა.

ილჰამ ალიევი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი

24 ნოემბერი 2020, 19:28

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: ჩემმა ძმამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა გაგვიწია

44 დღის განმავლობაში, მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა თურქეთის რესპუბლიკამ, ჩემმა ძმამ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რამდენიმე სხვა მუსლიმური და არამუსლიმური ქვეყნების ლიდერებმა გაგვიწიეს, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.

ცარიელი ტრასა

24 ნოემბერი 2020, 19:13

საზოგადოება

წყალარინების ქსელის მოწყობის გამო, აღმაშენებლის ხეივანში ხვალ მოძრაობა დროებით შეიზღუდება

„თბილისის მერია სოფელი დიღმისთვის წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოებს განაგრძობს. ამ ეტაპზე, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, წრიულ სამანქანო ზოლში ჩატარდება.

გიორგი გახარია

24 ნოემბერი 2020, 19:08

ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის გზები განიხილა

შეხვედრაში მთავრობის ეკონომიკური გუნდიდან ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მონაწილეობდნენ.

24 ნოემბერი 2020, 19:05

COVID19

ჯანმო: მეცნიერთა ჯგუფი ჩინეთში გაემგზავრება და კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიებას გააგრძელებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი ჩინეთში გაემგზავრება და კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიებას გააგრძელებს.

24 ნოემბერი 2020, 19:00

ეკონომიკა

მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების გადარჩევა დასრულდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტზე ბიზნესიდეების გადარჩევა დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ 26 307 მიღებული განაცხადიდან, შემდეგ ეტაპზე - 4 103 ბიზნესიდეის განაცხადის ავტორი გადავიდა.

ლიონელ მესი

24 ნოემბერი 2020, 18:46

სპორტი

„სიტის“ მფლობელები ლიონელ მესის ათწლიან კონტრაქტს სთავაზობენ

ჰოლდინგი City Football Group, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ მფლობელია, „ბარსელონას“ თავდამსხმელს, ლიონელ მესის ათწლიან კონტრაქტს სთავაზობს. ამის შესახებ გამოცემა The Times წერს. 33 წლის არგენტინელს კატალონიურ კლუბთან ნკონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისს ეწურება, რის შემდეგაც ის CFG-სგან ოფიციალურ შეთავაზებას მიიღებს. „სიტიში“ მესი მანამდე ითამაშებს, სანამ ოპტიმალურ ფორმაში იქნება, შემდეგ კი მას შესაძლებლობა ექნება კარიერა CFG-ს მფლობელობაში მყოფ კლუბებში გააგრძელოს.

ჯუზეპე კონტე

24 ნოემბერი 2020, 18:43

COVID19

იტალიაში კორონავირუსის ვაქცინის განაწილების დაწყება იანვრის ბოლოსთვის იგეგმება

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის განაწილების დაწყება იანვრის ბოლოსთვის იგეგმება.

კორონავირუსი ვაქცინა

24 ნოემბერი 2020, 18:41

COVID19

რუსული მედია: კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის ეფექტიანობა 95%-ს აღემატება

გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინის ეფექტურობა 18 794 მოხალისეზე გამოცდის შედეგად დადასტურდა. მანამდე რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა, რომ დარეგისტრირების შემდეგ ვაქცინის 117 000-ზე მეტი დოზაა გამოშვებული, წლის ბოლომდე კი კიდევ 2 მილიონი დოზის გამოშვება იგეგმება.

24 ნოემბერი 2020, 18:29

მსოფლიო

სომხეთის მთავრობა კიდევ ერთმა მინისტრმა დატოვა

სომხეთის ეკონომიკის მინისტრი ტიგრან ხაჩატრიანი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა ანა ოგანიანმა განაცხადა.ხაჩატრიანი მინისტრის პოსტს 2018 წლიდან იკავებდა. გადადგომის მიზეზი მას არ განუმარტავს. სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ერთი კვირის წინ განაცხადა.

24 ნოემბერი 2020, 18:23

სამართალი

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა

ფიცი ოცდაოთხმა ახლადგანწესებულმა მოსამართლემ დადო. ია ბარამიძე, ქეთევან ბერეკაშვილი, ნინო გიორგაძე, ირმა გოგალაძე, ნინო გოგატიშვილი, ირინა გოგოლაძე, თეონა ეპიტაშვილი, გვანცა ვარდანიძე, გრიგოლ ვატიტაძე, ვერიკო ზათიაშვილი, თეა თაყაძე, ქეთევან თხელიძე, ლაშა კლდიაშვილი, კონსტანტინე კოპალიანი, არჩილ კოჭლამაზაშვილი, ნათია მარშანია, ბაია ოტიაშვილი, გიზო უბილავა, ნინო შერბაკოვი, კობა ჩაგუნავა, გვანცა ჩიქოვანი, ლელა ცაგარეიშვილი, ირაკლი ხუსკივაძე, მიხეილ ჯინჯოლია სხვადასხვა რაიონულ(საქალაქო) სასამართლოში განწესდნენ.

24 ნოემბერი 2020, 18:22

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 169 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 169 190 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 889 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

საკრებულო

24 ნოემბერი 2020, 18:18

ეკონომიკა

საკრებულოში თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები განმარტავენ, რომ დოკუმენტში თბილისისთვის ყველა მნიშვნელოვანი პროექტია გათვალისწინებული. პრიორიტეტად რჩება სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები. არ არის გამორიცხული, ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი დამტკიცებამდე შეიცვალოს და რიცხვები გაიზარდოს.

24 ნოემბერი 2020, 18:17

რეგიონი

გოდერძის უღელტეხილზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები

გოდერძის უღელტეხილზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, გოდერძის უღელტეხილზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ზბიგნევ რაუ

24 ნოემბერი 2020, 18:16

მსოფლიო

ზბიგნიევ რაუ: ვარშავა აშშ-ში მოვლენების განვითარებას დაელოდება, ვიდრე ჯო ბაიდენს ახალ პრეზიდენტად აღიარებს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნიევ რაუს განცხადებით, ვარშავა დაელოდება, როგორ განვითარდება პოლიტიკური და სამართლებრივი მოვლენები აშშ-ში, ვიდრე ჯო ბაიდენს აშშ-ის ახალ პრეზიდენტად აღიარებს.

ვახტანგ ჭარაია

24 ნოემბერი 2020, 18:15

ეკონომიკა

ვახტანგ ჭარაია: წერტილოვანი შეზღუდვები თუ დროულად არ მივიღეთ, შემდეგ ლოკდაუნი გარდაუვალი იქნება

სრული ლოკდაუნის მომხრე ნამდვილად არ ვარ, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები თუ დროულად არ მივიღეთ, სამწუხაროდ, შესაძლოა, სიტუაცია ხელიდან გაგვექცეს. ასეთ შემთხვევაში კი ლოკდაუნი გარდაუვალი იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკურმა ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ გადაცემაში „იმედის ქრონიკა“ განაცხადა.

24 ნოემბერი 2020, 18:09

COVID19

100 წლის თამარ ფხაკაძემ კორონავირუსი დაამარცხა. ვიდეო

100 წლის თამარ ფხაკაძემ, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ COVID19-ისგან განიკურნა, უკვე აჭარულის ცეკვის ხასიათზეა. შვილთაშვილის დაბადება, მან აჭარულის ცეკვით აღნიშნა.