07 ნოემბერი 2020, 13:38 / სანდო წყარო

ლატვიაში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა ცხადდება

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, 9 ნოემბრიდან, ლატვიაში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტისა და კრიზისების მართვის საბჭოს ერთობლივ სხდომაზე მიიღეს, - ამის შესახებ The Baltic Times-ი წერს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 6 დეკემბრამდე გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში, ყველა საჯარო ღონისძიება აკრძალული იქნება. აკრძალვა არ გავრცელდება გარე შეკრებებსა და აქციებზე.

რაც შეეხება კერძო ღონისძიებებს: ნებადართული იქნება 10 ადამიანის შეკრება, თუ ისინი ერთი ან ორი სხვადასხვა ოჯახის წევრები არიან. დაკრძალვის ცერემონიის შემთხვევაში, შესაძლებელია 10 ადამიანზე მეტის შეკრებაც.

ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, მინისტრთა კაბინეტს აქვს უფლება, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, რომლის ხანგრძლივობაც 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. საფრთხის თავიდან აცილების შემთხვევაში, ის შეიძლება, უფრო მალეც დასრულდეს.

საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირი შეიძლება დაჯარიმდეს 10-დან 2 000 ევრომდე, ხოლო იურიდიული პირი 140-დან 5 000 ევრომდე.

ლატვიაში, სექტემბრის შუა რიცხვებიდან, კოვიდინფიცირების შემთხვევათა მკვეთრი მატება დაიწყო. ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების 6 200-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული, 1 400-ზე მეტი გამოჯანმრთელდა, 77 კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

10 მაისი 2021, 11:13

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიაზე: კარგია, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო

კარგია, რომ საბოლოო ჯამში, ნიკა მელია დათანხმდა გირაოს მიღებას და ეს რამდენიმეთვიანი ეპოპეა, რომელიც იყო უშედეგო მცდელობა მისი პოლიტიკურ ტანჯულად გამოცხადების, ამით დასრულდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

10 მაისი 2021, 11:11

მსოფლიო

ავღანეთში ავტობუსის აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში, ზაბულის პროვინციაში ავტობუსის აფეთქებას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 მაისი 2021, 11:07

თემა

შეიძლება თუ არა ორსულობის დროს COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება

ფეხმძიმე ქალები მიეკუთვნებიან რისკჯგუფს, რომელსაც ახალი კორონავირუსი შეიძლება მძიმე ფორმით განუვითარდეს. სწორედ ამიტომ ორსულების აცრა ძალიან აქტუალური და საინტერესო თემაა. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და ბელგიაში მივიდნენ დასკვნამდე, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არა მარტო ზიანს არ აყენებს ფეხმძიმე ქალებს, არამედ პირიქით, ის აუცილებელია. თუმცა გერმანიას (STIKO- Standing Committee on Vaccination- რობერტ კოხის ინსტიტუტის ვაქცინაციის მუდმივმოქმედი კომისია) ორსულებისა და მეძუძური დედების აცრის ზოგადი რეკომენდაცია ჯერ არ გაუცია. რა კითხვები ისმის ამ მიმართულებით და როგორია მათზე პასუხები, ამის გარკვევას Deutsche Welle შეეცადა.

ნიკა მელია

10 მაისი 2021, 11:05

სამართალი

სასამართლო ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი 16:00 საათზე ჩაინიშნა. პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს 9 მაისს მიმართა.

კორონავირუსი

10 მაისი 2021, 11:05

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებული 924 მძიმე პაციენტიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 197 იმყოფება

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 924 პირი, მათ შორის, თბილისში - 474, აჭარაში - 87, იმერეთში -131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 197 პირი, მათგან თბილისში - 135, აჭარაში - 9, იმერეთში - 16. 784 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 405 - თბილისში, 352 - აჭარაში. 10 444 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

10 მაისი 2021, 11:04

სამართალი

პოლიციამ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 000 ფაქტი გამოავლინა

შსს-ს ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 78 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

10 მაისი 2021, 10:58

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 300 თბილისში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 549 ახალი შემთხვევიდან 300 თბილისში გამოვლინდა. რეგიონების მიხედვით, მაჩვენებლები ასეთია: აჭარა - 77, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 9, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 45, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 11, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

კორონას სტატისტიკა

10 მაისი 2021, 10:55

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.76 %-ია

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6.03%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 6.48%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 322 468 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 302 428, გარდაიცვალა 4 305 პაციენტი.

10 მაისი 2021, 10:53

რეგიონი

„დელტა“: 9 მაისს კახეთში რეგიონში შემოსული მასშტაბური ატმოსფერული პროცესები მნიშვნელოვნად შემსუბუქდა

9 მაისს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად რეგიონში შემოსული მასშტაბური ატმოსფერული პროცესები მნიშვნელოვნად შემსუბუქდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეგიონში, დღის მეორე ნახევარში, შემოვიდა ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან.

საქართველო ვაქცინა

10 მაისი 2021, 10:51

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 322 468 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 302 428, გარდაიცვალა 4 305 პაციენტი.

10 მაისი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 322 468 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 302 428, გარდაიცვალა 4 305 პაციენტი.

10 მაისი 2021, 10:46

მსოფლიო

WSJ: აშშ ავღანეთიდან გაყვანილი ჯარების ნაწილის უზბეკეთსა და ტაჯიკეთში განთავსებას განიხილავს

აშშ ავღანეთიდან გაყვანილი ჯარების ნაწილის უზბეკეთსა და ტაჯიკეთში განთავსების შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 მაისი 2021, 10:46

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

10 მაისი 2021, 10:41

მსოფლიო

იტალიაში, კუნძულ ლამპედუზაზე ათასზე მეტი მიგრანტი ჩავიდა

იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე 1 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. მიგრანტთა უმეტესობა აფრიკის ქვეყნებიდანაა. მხოლოდ ერთ ნავში, რომელიც კუნძულის სანაპიროს მიადგა, 400-მდე კაცი, ქალი და ბავშვი იმყოფებოდა. ლამპედუზას სანაპიროზე არის პორტი, რომელიც იმ მიგრანტების პირველი დანიშნულების ადგილია, რომელთაც ევროპის სხვა ქვეყნებში გადასვლა სურთ.

10 მაისი 2021, 10:24

მსოფლიო

აშშ-ში, დაბადების დღის წვეულებაზე, შეიარაღებულმა პირმა 6 ადამიანი მოკლა და თავი მოიკლა

აშშ-ში, კოლორადოს შტატში, ქალაქ კოლორადო-სპრინგზში, დაბადების დღის წვეულებაზე, შეიარაღებულმა პირმა ჯერ 6 ადამიანი მოკლა, შემდეგ კი, თავი მოიკლა. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ერთ-ერთი მოკლულის მეგობარი ბიჭია. დღესასწაული ტრაილერში მოწყობილ მობილურ სახლში იმართებოდა და სროლისას მასში ბავშვებიც იყვნენ, თუმცა არც ერთი მათგანი არ დაშავებულა, ყველა დაღუპული ზრდასრული ადამიანია.

10 მაისი 2021, 10:22

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 786 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 786 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 12 994 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

10 მაისი 2021, 10:18

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 6 922 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 6 922 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 251 ადამიანი გარდაიცვალა.

10 მაისი 2021, 10:14

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 31 591 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 31 591 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 934 ადამიანი კი გარდაიცვალა.

10 მაისი 2021, 10:13

კულტურა

თეა წულუკიანი ხალხური და გამოყენებითი ხელოვნებისა და ხალხური საკრავების მუზეუმების მდგომარეობას გაეცნო

ხალხური და გამოყენებითი ხელოვნებისა და ხალხური საკრავების მუზეუმები 2019 წელს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის სტრუქტურული ერთეულები გახდნენ და ორივე მუზეუმს აქვს როგორც შენობის, ასევე საცავების მნიშვნელოვანი პრობლემა. სწორედ ამ საკითხზე და მუზეუმების განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს თეა წულუკიანმა და გიორგი კალანდიამ.

10 მაისი 2021, 10:08

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 366 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 366 161 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3 754 ადამიანი გარდაიცვალა.