07 ნოემბერი 2020, 14:33 / სანდო წყარო

კორონავირუსის მართვის საკითხებში, კვალიფიკაცია უკვე მაღალი კურსის 1 800-ზე მეტმა სტუდენტმა აიმაღლა

კოვიდის მართვის საკითხებში, მაღალი კურსის 1 800-ზე მეტმა სტუდენტმა აიმაღლა კვალიფიკაცია . აქედან 600-ზე მეტი სტუდენტი უკვე დარეგისტრირებულია მოხალისედ. ისინი უკვე საქმდებიან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ასეთივე პროცესი მიმდინარეობს და გაგრძელდება იმ ექიმებთან მიმართებითაც, რომელთაც ექიმის დიპლომი აქვთ და გარკვეული მიზეზების გამო, სამედიცინო საქმიანობა შეწყვიტეს. ეს პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კოორდინირდება, უშუალოდ, ყველა იმ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებასთან, რომლებიც, დღეის მდგომარეობით, კოვიდის მართვაში არიან ჩართულნი“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. ასევე, ამ ქალაქებში მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება.

ასევე, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში როგორც კერძო, ისე მუნიციპალური საბავშვო ბაღების ფუნქციონირება შეჩერდება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 54 852 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 37 773-ს შეადგენს. გარდაიცვალა 441 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

სავაჭრო ცენტრი

26 ნოემბერი 2020, 14:15

საზოგადოება

28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მსხვილ ქალაქებში არააუცილებელი სავაჭრო ობიექტები დისტანციურად იმუშავებენ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ახალი რეგულაციების თანახმად, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოს მსხვილ ქალაქებში, კერძოდ კი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ზუგდიდში, სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, სადეზინფექციო ნაწარმის მაღაზიებისა) დისტანციურად იმუშავებენ.

რესტორნები

26 ნოემბერი 2020, 14:15

საზოგადოება

რესტორნები და კვების ობიექტები სრულად გატანის სერვისზე გადადიან

დასაშვებია პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“, „დრაივი“.

26 ნოემბერი 2020, 14:13

COVID19

სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით: ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.

თბილისი კომენდანტის საათი

26 ნოემბერი 2020, 14:09

COVID19

28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან იმოქმედებს

„21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ტრანსპორტი

26 ნოემბერი 2020, 14:07

საზოგადოება

28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მსხვილ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ახალი რეგულაციების თანახმად, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მსხვილ ქალაქებში, კერძოდ კი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

26 ნოემბერი 2020, 14:05

COVID19

რა ახალი შეზღუდვები ამოქმედდება საქართველოში 28 ნოემბრიდან. სრულად

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

26 ნოემბერი 2020, 13:42

COVID19

ქუთაისში კორონავირუსისგან 101 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში ახალი კორონავირუსული ინფექცია 101 წლის ქალმა დაამარცხა. საუკუნის ქალბატონი, რომელიც ქუთაისის მკვიდრია, სამედიცინო დაწესებულებაში 20 ნოემბერს მოხვდა. პაციენტს ტემპერატურასთან ერთად ზოგადი სისუსტე და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა. კლინიკაში გატარებული ღონისძიებების შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.

დისნეილენდი

26 ნოემბერი 2020, 13:19

ეკონომიკა

პანდემიის გამო Disney 32 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს

ამ გეგმების შესახებ კომპანიაში ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადეს, თუმცა მაშინ საუბარი მხოლოდ 28 ათას სამუშაო ადგილზე იყო. ამასთან, Disney-ს 37 ათასი თანამშრომელი იძულებით შვებულებაში იმყოფება.

გიორგი კანდელაკი

26 ნოემბერი 2020, 13:13

პოლიტიკა

გიორგი კანდელაკი: არ ვიღებთ საპარლამენტო დაფინანსებას, მაგრამ ეს თანხა რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად გვჭირდება

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებას ეხმაურება. კანდელაკის თქმით, „ევროპული საქართველო“ არ მიიღებს საპარლამენტო დაფინანსებას, თუმცა, როგორც კანდელაკმა აღნიშნა, გადასახადების გადამხდელთა ეს თანხა პარტიას სჭირდება ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად საზოგადოებასთან ერთად.

26 ნოემბერი 2020, 13:01

პოლიტიკა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“ საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მოვლენების შესახებ ღია წერილს ავრცელებს

უმნიშვნელოვანესია, რომ არაერთ გამოწვევას კონსოლიდაციის გზით გავუმკლავდეთ. არსებული პოლარიზებული გარემო კი ამის შესაძლებლობებს პრაქტიკულად არ ქმნის. ამჟამად ამ მიზნის მიღწევა თანაბრად მოითხოვს ყველა პოლიტიკური აქტორის კონსტრუქციული ჩართულობით ერთობლივი და რეალურად ქმედითი გამოსავლის პოვნას, - ამის შესახებ ღია წერილს ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“, საპარლამენტო არჩევნების შემდგომი მოვლენების შესახებ ავრცელებს.

ლევან იოსელიანი

26 ნოემბერი 2020, 12:58

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: არასწორია - აიღო ფული იმაში, რის კეთებასაც არ აპირებ

გამორიცხულია ჩვენ პოზიცია შევცვალოთ, ჩვენ თანხას არ ავიღებთ! - ამის შესახებ „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან იოსელიანმა ოპოზიციური პარტიების დაფინანსებაზე საუბრისას განაცხადა.

სერგო ჩიხლაძე

26 ნოემბერი 2020, 12:52

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: პარტიული დაფინანსება პარლამენტში შესვლასთან არ არის დაკავშირებული

„ამიტომ ეს ბმაში არ არის. ჩვენ უფრო მეტი გვეკუთვნის დაფინანსება, ორჯერ მეტი იმიტომ , რომ მოგვპარეს ეს ხმები მაგრამ რაც არის ამაზე უარის თქმა იქნება საჩუქარი ხელისუფლებისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის რომ საერთოდ აღარ არსებობდეს ოპოზიციური პარტიები და ასეთ საჩუქარს არ გავუკეთებთ. ეს არის კანონით გაწერილი. ეს არავის ფული არ არის. ეს არ არის ივანიშვილის ან ქართული ოცნების ფული. დიახაც პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებისთვის , დიახაც, იმისთვის რომ უკეთესად გავითვალისწინოთ ჩვენი ამომრჩევლის ინტერესები და უკეთესად შევებრძოლოთ არსებულ რეალობას და ხელისუფლებას ამ შემთხვევაში, ოპოზიციურ ფრონტზე დაფინანსება საჭიროა პარტიისთვის და ჩვენ და კიდევ 9 პარტია დიახაც ვიღებთ ამ დაფინანსებას“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ნაპოლი სტადიონი

26 ნოემბერი 2020, 12:52

სპორტი

„ნაპოლის“ სტადიონს დიეგო არმანდო მარადონას სახელი დაერქმევა

საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ სტადიონს „სან პაოლოს“ დიეგო არმანდო მარადონას სახელი დაერქმევა. ამის შესახებ Twitter-ზე გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს.

26 ნოემბერი 2020, 12:51

საზოგადოება

თბილისის მერია დენდროლოგიური პარკის პროექტირებასთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრებს იწყებს

დისკუსიის ფორმატში, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოსახლეობასთან თანამშრომლობით, თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირებისთვის მილიონი ლარი დაიხარჯება. პირველ შეხვედრაზე მოქალაქეებს პროექტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ და პირადი პოზიციის დაფიქსირების საშუალება მიეცათ.

26 ნოემბერი 2020, 12:50

მსოფლიო

დიეგო მარადონას ცხედარი არგენტინის საპრეზიდენტო სასახლეში გადაასვენეს

დიეგო მარადონას ცხედარი არგენტინის საპრეზიდენტო სასახლეში (Casa Rosada) გადაასვენეს. სასახლის წინ ასობით ადამიანი გამთენიისას შეიკრიბა და ისინი დიეგოს სახელს სკანდირებდნენ. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენო AFP-ი ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციით, სახალხო პანაშვიდი ბუენოს აირესის დროით დილის 6 საათზე (თბილისის დროით, 13:00) დაიწყება. აღსანიშნავია, რომ დიეგოს ცხედარი საპრეზიდენტო სასახლეში სამი დღის განმავლობაში იქნება დასვენებული. მანამდე, არგენტინის მთავრობამ დიეგოს გარდაცვალების გამო ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

26 ნოემბერი 2020, 12:25

COVID19

ქუთაისის ინფექციურში 2 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

„გარდაიცვალა ორი პაციენტი 81 წლის კაცი და 75 წლის ქალი. 81 წლის კაცი კლინიკაში 24 ნოემბერს შემოიყვანეს, მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 78 წლის ქალი 10 დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა თანმხლები დაავადებების გამო ორმხრივი პნევმონია, არტერიული ჰიპერტენზია მისი მდგომარეობა დამძიმდა და გუშინ გვიან გარდაიცვალა. ამ დროისთვის კლინიკაში გვყავს 78 ინფიცირებული პაციენტი მათ შორის 3 მძიმე“, - აღნიშნა მაღლაფერიძემ.

ანზორ მელია

26 ნოემბერი 2020, 12:19

COVID19

„გულის“ გენდირექტორი ანზორ მელია, კლინიკის 40 ექიმი და 45 ექთანი ინფიცირებულია

კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ კლინიკაში მომუშავე 40 ექიმსა და 45 ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებულია კლინიკის გენერალური დირექტორი ანზორ მელიაც. ამის შესახებ ანზორ მელიამ „პრაიმტაიმთან“ თავად განაცხადა.

მარინა ენდელაძე

26 ნოემბერი 2020, 12:05

COVID19

მარინა ენდელაძე: უსიმპტომო პაციენტი, კოვიდინფექციის დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ აღარ არის გადამდები

„რაც შეეხება სიმპტომიან პაციენტებს, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომებით, მსუბუქ და საშუალო სიმძიმის პაციენტებს 10 დღეზე მეტი არ გაუგრძელდებათ სიმპტომები, შესაბამისად, კიდევ სამი უსიმპტომო დღე და 13 დღის შემდეგ აღარ არიან გადამდები, ითვლებიან გამოჯანმრთელებულად, შეუძლიათ, შეუერთდნენ საზოგადოებას“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

იაგო ხვიჩია

26 ნოემბერი 2020, 12:04

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: არჩევნებზე მიღებული ხმების შესაბამისად, საბიუჯეტო დაფინანსების მიღება ბოიკოტთან შეუთავსებელია

„არჩევნებზე მიღებული ხმების შესაბამისად დაფინანსების მიღება იმ ფონზე, როდესაც თავად არჩევნების შედეგებს პარტია არ აღიარებს, ბოიკოტთან შეუთავსებელია“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა

კორონავირუსი

26 ნოემბერი 2020, 11:51

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 524 ადამიანი ემსხვერპლა. ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 38 062 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. 1 685 492 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.