imedi /  07 ნოემბერი 2020, 16:47 / სანდო წყარო

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 1,410 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 1,410 ადამიანს გამოუვლინდა, 13 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 63,748 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 824 ადამიანი. ვირუსისგან 48,049 პაციენტი განიკურნა.

აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ივან კორჩოკი

02 დეკემბერი 2020, 23:12

პოლიტიკა

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სლოვაკეთი მზადაა საქართველოსა და უკრაინას მხარდაჭერა გაუწიოს ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაში

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან კორჩოკმა განაცხადა, რომ სლოვაკეთი მზადაა საქართველოსა და უკრაინას მხარდაჭერა გაუწიოს ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაში.

იენს სტოლტენბერგი

02 დეკემბერი 2020, 22:53

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: ნატო საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უცხადებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა „ქრონიკას“ განუცხადა.

02 დეკემბერი 2020, 22:45

პოლიტიკა

ნატოში ესტონეთის მისია: ესტონეთი ნატოს ღია კარის პოლიტიკის მტკიცე მხარდამჭერია - ნატო საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობას განაგრძობს

ნატოში ესტონეთის მისია აცხადებს, რომ ესტონეთი ნატოს ღია კარის პოლიტიკის მტკიცე მხარდამჭერია და ნატო საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობას განაგრძობს.

02 დეკემბერი 2020, 22:28

პოლიტიკა

ნატოში გერმანიის მისია: ნატო-საქართველოს არსებითმა პაკეტმა 2014 წლის შემდეგ საქართველოს ნატოსთან თავსებადობა გააუმჯობესა

ნატოში გერმანიის მისია ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის დამტკიცებას ეხმაურება.

ნათია მეზვრიშვილი

02 დეკემბერი 2020, 22:26

საზოგადოება

ნათია მეზვრიშვილი: ვაპირებ, გამოცდილება მოვახმარო დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, სამართალდამცავი სისტემების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გეგმავს, რომ დაგროვილი გამოცდილება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, სამართალდამცავი სისტემების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ რეალურ გამოწვევებს და საჭიროებებს მოახმაროს. ნათია მეზვრიშვილი Facebook-ში წერს, რომ აპირებს იმ რეფორმებზე მუშაობას, რომელიც ბოლომდე არაა მიყვანილი

თინა ხიდაშელი

02 დეკემბერი 2020, 22:21

საზოგადოება

თანა ხიდაშელი: ამ შლეგებს ჰგონიათ სააკაშვილის მიერ სამაგალითოდ დასჯილი და სიკვდილისთვის გამეტებული კობას ისტორიის დავიწყება შესაძლებელია ან პატიება შემიძლია

ამ შლეგებს ჰგონიათ სააკაშვილის მიერ სამაგალითოდ დასჯილი და სიკვდილისთვის გამეტებული კობას ისტორიის დავიწყება შესაძლებელია ან პატიება შემიძლია, - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი კობა დავითაშვილის გარდაცვალებას Facebook-ზე. როგორც ხიდაშელი წერს, 13 წელიწადი პრაქტიკულად დღე არ ყოფილა ერთმანეთი არ ენახათ.

მევლუთ ჩავუშოღლუ

02 დეკემბერი 2020, 22:20

პოლიტიკა

მევლუთ ჩავუშოღლუ: ნატოს მინისტერიალზე ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

თურეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ნატოს მინისტერიალზე ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ლინას ლინკევიჩუსი

02 დეკემბერი 2020, 22:02

პოლიტიკა

ლინას ლინკევიჩუსი: მაშინ, როდესაც რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას განაგრძობს, მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას განაგრძობს, მნიშვნელოვანია საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავება.

იენს სტოლტენბერგი

02 დეკემბერი 2020, 21:39

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტი დაამტკიცეს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტი დაამტკიცეს.

02 დეკემბერი 2020, 21:35

COVID19

კახეთში, კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კახეთში, კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა რიცხვმა 4,327- ს მიაღწია. imedinews- ის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგების მიერ გამოვლენილია ახალი დაინფიცირებულების 472 კონტაქტი. რეგიონის მასშტაბით ბოლო სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება: ამ დროისთვის ახმეტაში - 313 კოვიდინფიცირებულია, თელავში -1196, ყვარელში - 358, ლაგოდეხში - 597, გურჯაანში - 828, სიღნაღში - 254, დედოფლისწყაროში - 360 და საგარეჯოში - 421.

02 დეკემბერი 2020, 21:11

რეგიონი

ხელვაჩაურში სოციალური სახლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში სოციალური სახლის მშენებლობა სრულდება. პროექტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა. სოციალურ სახლში ბინა 39 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა. პროექტის ღირებულება 2 977 792 ლარია.

02 დეკემბერი 2020, 21:09

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 20 709 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 709 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 684 ადამიანი გარდაიცვალა.

ბრუნო ფერნანდეში

02 დეკემბერი 2020, 21:03

სპორტი

ბრუნო ფერნანდეში „მანჩესტერის იუნაიტედის“ ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ბრუნო ფერნანდეში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ფანების გამოკითხვის შედეგად პორტუგალიელმა ლეგიონერმა ფრედს და გუნდის კაპიტანს ჰარი მაგუაირს აჯობა.

02 დეკემბერი 2020, 21:00

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 16 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 648 ადამიანი გარდაიცვალა.

02 დეკემბერი 2020, 20:55

პოლიტიკა

ლევან იზორია საქსონიის ფედერალურ მიწაზე ვიზიტით იმყოფებოდა

საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლევან იზორია ვიზიტით იმყოფებოდა საქსონიის ფედერალურ მიწაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ლევან იზორია საქსონიის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრს, მიქაელ კრეჩმერს შეხვდა. ელჩმა გერმანულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ.

სალომე ზურაბიშვილი

02 დეკემბერი 2020, 20:54

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

„ძალიან ვწუხვარ კობას გარდაცვალების გამო! ეს არის ადამიანი, რომელსაც კარგად ვიცნობდი და რომელიც ჩემთვის განსაკუთრებული წესიერებისა და პატიოსნების მქონე პიროვნებას წარმოადგენდა, რაც პოლიტიკაში არც ისე ხშირია. ვუსამძიმრებ ქართულ საზოგადოებას, მეგობრებს და ოჯახის წევრებს და ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს“,- წერს პრეზიდენტი.

მაიკ რაიანი

02 დეკემბერი 2020, 20:48

COVID19

ჯანმო: უახლოესი 3-6 თვის განმავლობაში, ვაქცინის საკმარისი მარაგი არ იქნება, რათა ინფიცირების ზრდა თავიდან ავიცილოთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, უახლოესი 3-6 თვის განმავლობაში, ვაქცინის საკმარისი მარაგი არ იქნება, რათა ინფიცირების ზრდა თავიდან ავიცილოთ.

კახა კალაძე

02 დეკემბერი 2020, 20:45

საზოგადოება

კახა კალაძე: კობა დავითაშვილის სახით საქართველომ დაკარგა გულანთებული, სიმართლისთვის მებრძოლი, პატრიოტი ადამიანი

თბილისის მერი, კახა კალაძე კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც დედაქალაქის მერი Facebook-ში წერს , კობა დავითაშვილის სახით საქართველომ დაკარგა გულანთებული, სიმართლისთვის მებრძოლი, პატრიოტი ადამიანი.

დავით ზალკალიანი

02 დეკემბერი 2020, 20:33

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ჩვენ ყველანაირად მზად ვართ იმისთვის, რომ ჩვენი მიზანი, ნატოს წევრობა, ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ

ჩვენ ყველანაირად მზად ვართ იმისთვის, რომ საბოლოო მიზანი, რომელიც გაცხადებული გვაქვს, ნატოს წევრობა მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, კიდევ ერთხელ არის დადასტურებული 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები.

02 დეკემბერი 2020, 20:33

COVID19

ბელგია,​ მოდერნას მიერ წარმოებული, კოვიდ19 -ის საწინააღმდეგო კანდიდატი ვაქცინის 2 მილიონ დოზას მიიღებს

“დასაკარგი დრო არ გვაქვს.5 იანვრისთვის მზად ვიქნებით. ვაქცინას ევროპულმა სააგენტომ ავტორიზაცია უნდა მიანიჭოს. როგორც კი ვაქცინა დამტკიცდება, ბელგია იქნება მზად მოქალაქეები აცრას. გეგმაზე შეთანხმება და გრაფიკის შედგენა აუცილებელია . დღეს ამ თემაზე ვმუშაობთ. რაც შეეხება შეზღუდვებს, ჩვენ გასულ კვირას გამოვაცხადეთ ეტაპობრივად ზომების მოხსნა, რაც გეგმის მიხედვით განხორციელდება და საშობაოდ ცვლილებები არ იქნება. საუკეთესო საჩუქარი საშობაოდ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა და უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“,-განაცხადა ბელგიის პრემიერმა ალექსანდრე დე კრომ.