imedi /  09 ნოემბერი 2020, 09:33 / სანდო წყარო

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +5. ოზურგეთში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5. ბათუმში მზიანი ამინდია ნავარაუდევი, +17 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მცირე ნალექს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში ჰაერის, ღამით კი +13 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +10.

ფოთში დღის განმავლობაში ტემპერატურა 17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. სინოპტიკოსები ზუგდიდში ასევე მზიან ამინდსა და 18 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 5 გრადუსი იქნება.

მზიან ამინდს ვარაუდობენ სოხუმშიც, სადაც +18 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +12 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. ამბროლაურში ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება.

ჭიათურაში +18 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი ახალციხეში. დღე +14, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში +16 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. +8 გრადუსს და მზიან ამინდს ვარაუდობენ ბაკურიანში, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.

გუდაურში +7 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს. დღის განმავლობაში ომალოში ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი არის ნავარაუდევი.

წვიმაა მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+17 გრადუსი და მზიანი ამინდი მოსალოდნელი გურჯაანში, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +16 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +3 გრადუსი არის ნავარაუდევი.

ღრუბლიანობის მომატებაა ნავარაუდევი რუსთავში, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში კი დღეს ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ყველა სიახლე

კარლოს სლიმი

28 იანვარი 2021, 01:01

COVID19

კარლოს სლიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს

მექსიკელი ბიზნესმენი, კარლოს სლიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბიზნესმენის წარმომადგენელი, არტურო ელიასი ავრცელებს.

28 იანვარი 2021, 00:55

მსოფლიო

არხანგელსკში ანტისამთავრობო აქცია თოვლის კაცებმა მოაწყვეს

არხანგელსკელმა ეკოაქტივისტმა ელენა კალინინამ სოფელ ზაჩატიეში უცნაური პერფორმანსი მოაწყო. „ვოვა, ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა!“ „ ძირს მეფე!“ „მშვიდობა ქოხებს, ომი სასახლეებს!“ „ეს ჩვენი ქვეყანაა!“ - ამ შინაარსის პლაკატები ხელში თოვლის კაცებს ეჭირათ, რომლებიც კალინინამ სოფლის ცენტრში დადგა. „აქციები ძირითადად ქვეყნის დიდ ქალაქებში ეწყობა, სოფლებში კი ასეთი შეკრებები მიღებული არ არის. ამიტომ, გადავწყვიტე პროტესტს ამ ფორმით შევუერთდე“, - აღნიშნა ეკოაქტივისტმა.

28 იანვარი 2021, 00:51

ტაბლოიდი

ტაივანელი კაცი კარანტინის 7-ჯერ დარღვევისთვის $35,000-ით დააჯარიმეს

ტაივანელი კაცი კარანტინის წესების დარღვევისთვის, 1 მილიონი ტაივანური დოლარით, (35,000 აშშ დოლარი) დააჯარიმეს. როგორც CNN-ი, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, უცნობი პირი ჩინეთში მივლინებით იმყოფებოდა და ტაივანში დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციას საკუთარ სახლში გადიოდა.

28 იანვარი 2021, 00:43

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 26 916 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 26 916 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 351 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

28 იანვარი 2021, 00:30

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 468 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 468 808 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 12 856 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

28 იანვარი 2021, 00:24

მსოფლიო

WSJ: ბაიდენის ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთისთვის შეიარაღების მიყიდვა დროებით შეაჩერა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთისთვის შეიარაღების მიყიდვა დროებით შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესაზებ გაზეთი The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

28 იანვარი 2021, 00:11

რეგიონი

28 იანვარს15 წუთით რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

28 იანვრის 22:00 სთ-დან 22:15 სთ-მდე რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გვირაბში საბურღი მანქანის გატარება საჭირო და მისი გაბარიტებიდან გამომდინარე, ამ დროს საჭიროა გვირაბში ავტოტრანპსორტის მოძრაობის გაჩერება 15 წუთით.

ლევან ხაბეიშვილი

28 იანვარი 2021, 00:08

პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი: ოდესმე თუ დაასრულებენ ამ საგას და დეკემბერში შეტანილ განცხადებებს დააკმაყოფილებენ კარგი იქნება

ოდესმე თუ დაასრულებენ ამ საგას და დეკემბერში შეტანილ განცხადებებს დააკმაყოფილებენ კარგი იქნება, - სადეპუტატო მანდატების გაუქმების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა. „51 დეპუტატს შეტანილი აქვს განცხადება, მათ შორის მეც. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოლაპარაკებების ველი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ შემთხვევაში იქნება, თუკი ხელისუფლება გონს მოვა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

არმაზ ახვლედიანი

27 იანვარი 2021, 23:56

პოლიტიკა

არმაზ ახვლედიანი: არ ვიქნები იმის წინააღმდეგი, რომ სისტემა დაინგრეს კონსტიტუციის ფარგლებში, თუნდაც რევოლუციის გზით

ოპოზიცია ამ შემთხვევაში მომგებიან მდგომარეობაშია. იკითხოს ხელისუფლებამ, როცა ჩვენს მანდატებს გააუქმებს, იმიტომ რომ ეს დამოკლეს მახვილი დაეცემა სწორედ „ქართულ ოცნებას“. თქვენ მერე ნახავთ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლას და აგრეთვე ჩვენი საზოგადოების საპროტესტო განწყობის ზრდას,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, რამაზ ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ენტონი ბლინკენი

27 იანვარი 2021, 23:47

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: მსოფლიოს ამერიკის ლიდერობა ესაჭიროება

მსოფლიოს შეერთებული შტატების ლიდერობა ესაჭიროება, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველ სამუშაო დღეს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა. „მსოფლიოს ჩვენი ლიდერობა სჭირდება, რადგანაც პრობლემები უფრო ადვილად გვარდება, თუ საქმეში შეერთებული შტატებია ჩართული. ამერიკას კვლავინდებურად შესწევს ძალა, მოახდინოს სხვა ქვეყნების მობილიზება საუკეთესო მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნა ბლინკენმა.

ნიკი ჰეილი

27 იანვარი 2021, 23:43

მსოფლიო

ნიკი ჰეილი: პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენის პირველი კვირა რუსეთისთვის კარგი აღმოჩნდა

გაეროში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ნიკი ჰეილი განაცხადა, რომ პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენის პირველი კვირა რუსეთისთვის კარგი აღმოჩნდა.

27 იანვარი 2021, 23:08

COVID19

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, 29 იანვრიდან ნორვეგია საზღვრებს დახურავს

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, 29 იანვრიდან ნორვეგია საზღვრებს დახურავს. ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, ერნა სულბერგმა განაცხადა.

დეკანოზი თადეოზი სარალიძე

27 იანვარი 2021, 22:57

საზოგადოება

დეკანოზი თადეოზი სარალიძე: ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო ეროვნული, სოციალური და პედაგოგიური კუთხით, რისთვისაც შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარის მღვდელმსახურის, დეკანოზ თადეოზ სარალიძის შენდობის თხოვნის წერილს აქვეყნებს, სადაც სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ მისი ქადაგება არაკორექტული იყო, რამაც საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია.

27 იანვარი 2021, 22:37

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 40 285 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 40 285 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 492 ადამიანი გარდაიცვალა.

27 იანვარი 2021, 22:31

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 7 489 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 489 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 132 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

27 იანვარი 2021, 22:15

COVID19

კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების გამო, პორტუგალიის მთავრობამ ბრაზილიასთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა

კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების გამო, პორტუგალიის მთავრობამ ბრაზილიასთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილება 29 იანვრიდან ამოქმედდება.

მაია ცქიტიშვილი

27 იანვარი 2021, 22:12

COVID19

მაია ცქიტიშვილი: მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნების ეტაპობრივი პროცესი არის შეზღუდვების მოხსნის დასაწყისი

ძალიან ბევრ ქალაქში და დასახლებულ პუნქტში შეგვიძლია მივულოცოთ ჩვენს მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დაბრუნება. სწორედ ეს ეტაპობრივი პროცესი არის შეზღუდვების მოხსნის დასაწყისი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში ეს პროცესი მაღალი მობილობის და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ცოტა ხნით კიდევ გადაიდება. გვინდა შეზღუდვები მოვხნათ ისე, რომ აღარ მოგვიწიოს მათი კვლავ დაწესება.

ანრი ოხანაშვილი

27 იანვარი 2021, 22:03

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის არჩევანი თუ ისევ საბოტაჟი და ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობა იქნება, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს

ოპოზიციის არჩევანი თუ ისევ საბოტაჟი და ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობა იქნება, მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში გარკვეული პირების მხრიდან გაჟღერდა გზავნილები, რომ ეს ცუდი გადაწყვეტილება იქნება, რაც აჩენს კითხვას, ხომ არ შეიცვალეს მათ პოზიცია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

ნიკოლოზ სამხარაძე

27 იანვარი 2021, 22:02

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ეუთოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და მისი გამკლავების გზებზე იმსჯელეს. ეუთოს ეფექტურობის გაზრდის შესახებ დისკუსია დღეს გაიხსნა, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 57 ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. „გაიმართა დისკუსია თემაზე თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ეუთოს, როგორც ორგანიზაციის ეფექტურობა. ასევე, ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა შეიძლება ეუთოში შეიცვალოს ჰელსინკის აქტიდან 50 წლისთავზე იმისთვის, რომ ორგანიზაცია ახალი გამოწვევებისთვის უფრო ქმედითი გახდეს. ეუთოს ეფექტურობის გაზრდის შესახებ დისკუსია დღეს გაიხსნა, რომელიც კვლავაც გაგრძელდება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

27 იანვარი 2021, 21:54

COVID19

კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების გამო, გერმანია სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებასა და საჰაერო მიმოსვლის მკვეთრად შემცირებას განიხილავს

კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების გამო, გერმანია სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებასა და საჰაერო მიმოსვლის მკვეთრად შემცირებას განიხილავს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განუცხადა.