imedi /  10 ნოემბერი 2020, 12:13 / სანდო წყარო

პაატა იმნაძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით PCR ტესტის გაკეთება 30 ლაბორატორიაშია შესაძლებელი

პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე

საქართველოში 30 ლაბორატორიაა, რომელიც PCR ტესტს აკეთებს და დღეში საშუალოდ 10 ათასამდე PCR ტესტი კეთდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „იმედის დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ასევე ჩაერთო ანტიგენის სწრაფი ტესტი.

„ანტიგენის სწრაფი ტესტი არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაშვებული, ევროპის ქვეყნებმა უკვე დაიწყეს მილიონობით სწრაფი ტეტის შესყიდვა. საბედნიეროდ, ჩვენ ეს სწრაფი ტესტები გაქვს და გვაქს იმ ორიდან, რომელიც რეკომენდებულია და მაღალი ხარისხის სამხრეთ-კორეულია. ამ ტესტის მთავარი მოგება არის ის, რომ ის სწრაფად და იგივე სიზუსტით იძლევა პასუხს, როგორც PCR ტესტი“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 348 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 63 650 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 47 390-ს შეადგენს. გარდაიცვალა 521 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ჯეიკ სალივანი

18 მაისი 2021, 11:19

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მხარს უჭერს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

კახა კალაძე

18 მაისი 2021, 11:14

საზოგადოება

კახა კალაძე: ჩემს გუნდთან ერთად, უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდი და გავაკეთებ, რათა ჩვენი, სიცოცხლით სავსე ქალაქი კიდევ უფრო მეტად გავალამაზოთ, განვავითაროთ და დავამშვენოთ

ამ ქალაქში ერთად ვცხოვრობთ სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა აღმსარებლობის, საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ღირებულებები, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ გვაქვს ერთი, რაც ყველას გვაერთიანებს. ეს არის ჩვენი ქალაქის სიყვარული და სურვილი, რომ თბილისი იყოს უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ და ვიდრე არის დღეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

18 მაისი 2021, 11:06

ეკონომიკა

კომუნიკაციების კომისია: სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა, რადიოების კი შემცირდა

2021 წლის პირველ კვარტალში ტელე მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 14.5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 13.2 მილიონი ლარი პირდაპირ რეკლამასა და სპონსორობაზე მოდის.

18 მაისი 2021, 11:02

სამართალი

შსს-მ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 240 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 240 ფაქტი გამოვლინდა.

18 მაისი 2021, 11:00

საზოგადოება

პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთაზე საგზაო მოძრაობა სრულად აღდგენილია

პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთაზე, ასევე, თინა იოსებიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა სრულად აღდგენილია, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მგზავრებს დადგენილი მარშრუტით ემსახურება.

18 მაისი 2021, 10:58

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 25 მილიონს გადააჭარბა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 263 533 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 4 329 ადამიანი გარდაიცვალა.

18 მაისი 2021, 10:55

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 893 თბილისში, 136 კი იმერეთში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 562 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 893 შემთხვევა, აჭარა - 102, იმერეთი - 136, ქვემო ქართლი - 98, შიდა ქართლი - 52, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 123, კახეთი -75, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

18 მაისი 2021, 10:54

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 562 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 490 პაციენტი.

18 მაისი 2021, 10:52

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 30 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 30 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 332 441 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 312 349, გარდაიცვალა 4 499 პაციენტი.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 მაისი 2021, 10:51

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 19-20 მაისს ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვევა. მთავრობის მეთაური, მადრიდში, საერთაშორისო ტურისტული გამოფენის FITUR-2021-ის გახსნას დაესწრება, რომელშიც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. ღონისძიებას ესპანეთის მეფე ფელიპე VI გახსნის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

18 მაისი 2021, 10:28

საზოგადოება

„ბოლო ზარი – 2021“ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში „ბოლო ზარი“ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

18 მაისი 2021, 10:19

ეკონომიკა

მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება

19-23 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, მადრიდის „FITUR“ -ში მიიღებს მონაწილეობას.

18 მაისი 2021, 10:14

საზოგადოება

ტოკიოში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ტოკიოში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იაპონიის დედაქალაქში გამართული ღონისძიების „მსოფლიოს ორმაგი მემკვიდრეობა“ ფარგლებში გამართული დეგუსტაციის მთავარი კონცეფცია ქართული ღვინის იაპონურ ტრადიციულ სამზარეულოსთან „ვაშოკუ“ შეხამება იყო.

18 მაისი 2021, 10:09

სამართალი

გოგო, რომელიც პეკინის ქუჩაზე ხანძარმოკიდებული კორპუსიდან შიშის გამო გადახტა, გარდაიცვალა

ახალგაზრდა გოგო, რომელიც თბილისში, პეკინის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის დროს ბინიდან გადახტა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის კლიკაში იყო მოთავსებული. გოგო შენობიდან გადმოხტომის მიზეზი, სავარაუდოდ შიშის ფაქტორი გახდა.

მიხეილ ჩხენკელი

18 მაისი 2021, 10:07

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ მსოფლიო ონლაინ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თავის საქმიანობას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად ახორციელებს. ეს ყოველივე კი ემსახურება უმთავრეს მიზანს, უზრუნველყოს მოსწავლეებსა და სტუდენტებში ისეთი უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების ჩამოყალიბება, რომლებიც ხელს შეუწყობს მდგრადი საზოგადოების განვითარებას. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი განათლების სისტემა, რომელიც გაზრდის პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეებს, წაახალისებს სამეცნიერო კვლევებს, რათა გავიგოთ ამა თუ იმ მოვლენის მიზეზები და შედეგები და ცოდნის საფუძველზე დავძლიოთ გამოწვევები“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

18 მაისი 2021, 09:57

პოლიტიკა

დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება

მმართველი გუნდი კი თვლის, რომ ოპოზიციური პარტიების თანხმობა და კომისიაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა იმაში დასარწმუნებლად, აქვს თუ არა ოპოზიციას არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ფაქტები.

18 მაისი 2021, 09:45

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 მაისს ქუთაისში წვიმა და +27 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში უმეტესად მზიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

18 მაისი 2021, 09:33

სამართალი

პეკინის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, პეკინის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა.

კახა კუჭავა
ილიან ტილიოსი

18 მაისი 2021, 09:28

პოლიტიკა

კახა კუჭავა ბელგიის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაზე და დღემდე მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე. აღინიშნა საქართველოს ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი, მათ შორის ყურადღება გამახვილდა უცხოურ ინვესტიციებზე.

18 მაისი 2021, 09:21

საზოგადოება

იოსებიძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხაძრის გამო, საგზაო მოძრაობა შეზღუდულია

ყაზბეგის გამზირიდან გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, პეკინის გამზირის მიმართულებით, ხოლო გაგარინის ქუჩიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელია კანდელაკის ქუჩის დახმარებით.