imedi /  10 ნოემბერი 2020, 13:53 / სანდო წყარო

უწყებათაშორისმა საბჭომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მოქმედი შეზღუდვები განიხილა

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკაზე, რომელმაც უკვე 51 მილიონს გადააჭარბა და მორიგი რეკორდული მაჩვენებელია. აღინიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ქვეყანა ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენების სტრატეგიას და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება.

საუბარი შეეხო იმ წერტილოვანი შეზღუდვების აღსრულების პროცესს, რომელიც 9 ნოემბრიდან ამოქმედდა. მათ შორისაა დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი - 22:00 საათიდან 05:00 საათამდე როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების შეზღუდვა; ყველა ორგანიზაციის მუშაობა 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა; თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღების დროებით დახურვა. გარდა ამისა, საბჭოს გადაწყვეტილებით, მიღებულია და ხორციელდება სპეციალური ზომები აღნიშნულ ქალაქებში მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება არ იზღუდება, ასევე 22:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებსა და მიტანის სერვისის კურიერებზე;

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამატებით იმსჯელებს წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტზე, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შენელებას უფრო ეფექტიანად უზრუნველყოფს.

საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დადგენილი წესების ზედმიწევნით აღსრულების აუცილებლობას, მათ შორის პირბადის ტარებას და დისტანციის დაცვას, მათ შორის პოლიტიკური პროცესის დროს, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას და დამატებითი შეზღუდვების თავიდან აცილებას.

საბჭოს წევრებმა ისაუბრეს იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით ახორციელებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, რათა სისტემა არ გადაიტვირთოს და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება. მსუბუქი შემთხვევები განაგრძობენ ბინაზე მკურნალობას ოჯახის ექიმებთან აქტიური კონსულტაციით, ხოლო ინფიცირებულები, რომელთაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ - კოვიდ-სასტუმროებში, სადაც პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 63 650 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 47 390 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 521 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2765 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 3066 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4709 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ყველა სიახლე

ნიკოლოზ ხატიაშვილი

28 ივნისი 2022, 15:30

პოლიტიკა

ნიკოლოზ ხატიაშვილი: უმნიშვნელოვანესია სამთავრობო დონეზე შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც გაიწერება კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას

ფორუმის ფარგლებში მონაწილეები აშშ-დან, საქართველოდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და ბულგარეთიდან განიხილავენ შავი ზღვის რეგიონში არსებულ საფრთხეებს, ნატო-ს გაფართოების პერსპექტივებს, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიას და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებს.

28 ივნისი 2022, 15:14

სპორტი

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „სპორტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დააინიცირა

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, თელავში, გასვლითი საკომიტეტო სხდომის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ის ძირითადი პრინციპები და მიდგომები მომზადდა, რაც სპორტში კარგი მმართველობის დანერგვას ემსახურება.

ემანუელ მაკრონი

28 ივნისი 2022, 15:12

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: რუსეთმა უკრაინაში არ უნდა გაიმარჯვოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დასავლეთმა რუსეთის მიმართ მტკიცე მიდგომა უნდა შეინარჩუნოს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

დმიტრი პესკოვი

28 ივნისი 2022, 15:01

მსოფლიო

BFMTV: კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინაში საომარ მოქმედებებს მაშინ დაასრულებს, როდესაც უკრაინის ხელისუფლება კაპიტულაციას გამოაცხადებს

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში საომარ მოქმედებებს მაშინ დაასრულებს, როდესაც უკრაინის ხელისუფლება კაპიტულაციას გამოაცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

28 ივნისი 2022, 15:01

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკაში პირდაპირ ჩართულია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რაც მათ ნეიტრალობას ეწინააღმდეგება, მოვუწოდებ მათ, რეორგანიზდნენ პარტიად

„პოლარიზაციისთვის ყველაზე მაღალი მოთხოვნაა მთავრობის გადადგომა. როცა ამას ითხოვენ, რა დეპოლარიზაციის სურვილზეა საუბარი? სამწუხაროა, რომ პოლიტიკაში პირდაპირ ჩართულია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რაც ეწინააღმდეგება მათ ნეიტრალობის პრინციპს, მაგრამ დიდი ხანია, ვხედავთ, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია მონაწილეა პოლიტიკის ისე, რომ პოლიტიკურ პარტიად ორგანიზებული არ არიან“.

28 ივნისი 2022, 15:00

პოლიტიკა

ნინო წილოსანი და მიხეილ სარჯველაძე სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის შემადგენლობაში არიან შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, შრომის და სოციალური საკითხების კვლევის ეროვნული ინსტიტუტის, სახალხო დამცველის ოფისის და სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენლები.

მიხეილ ჩხენკელი

28 ივნისი 2022, 15:00

ტექნოლოგიები

მიხეილ ჩხენკელმა COST-ის საინფორმაციო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია COST-ის საინფორმაციო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა.

რატი იონათამიშვილი

28 ივნისი 2022, 14:58

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: EPP გახდა საქართველოში კრიმინალური პარტიების თავშესაფარი

„თუნდაც ის ბოლო რეზოლუცია, რომელიც იყო მიღებული სწორედ ამ პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს მიმართ იყო მტრული. ეს ახალი არ არის. ჩვენ გვახსოვს, როდესაც ვიზალიბერალიზაციის პროცესი აქტიურად განიხილებოდა, მაშინ ყველანაირად ცდილობდა, რომ ეს არ მიეღო ჩვენს ქვეყანას, მაგრამ არც მაშინ და არც ახლა გამოუვიდათ, რომ საქართველოს არ მიეღო ევროპული პერსპექტივა და არც მომავალში გამოუვათ ისიც, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს“,- განაცხადა აღნიშნა იონათამიშვილმა.

ელისო ბოლქვაძე

28 ივნისი 2022, 14:57

კულტურა

ელისო ბოლქვაძე სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ვაღრამ დუმანიანს შეხვდა.

იაგო ხვიჩია

28 ივნისი 2022, 14:48

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: „ლელოს“ პოლიტიკიდან წასვლა უნდა და ხელს ნუ შევუშლით

„გინდა დეპოლარიზაცია - უნდა მიიღო ახალი პოლიტიკური შემადგენლობა, ახალი პარლამენტი და ასე მიხვიდე ევროპელებთან: ჩვენ ჩვენი საშინაო დავალებები შევასრულეთ, ახლა ამ კონფიგურაციით ვარსებობთ ქართული პოლიტიკური სპექტრი და მაზად ვართ, რასაც გვეტყვით შევასრულებთ“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

შალვა პაპუაშვილი

28 ივნისი 2022, 14:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობისა“ და EPP-ს კავშირებიდან გამომდინარე ჩვენ ვხედავთ გარკვეულ უსამართლო დამოკიდებულებებს, მაგრამ ეს არ არის ახალი და შეგუებული ვართ

„გამომდინარე იმ კავშირებიდან, რომელიც არსებობს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და EPP-ს შორის, ჩვენ ვხედავთ გარკვეულ დამოკიდებულებებს, რომელიც უსამართლოა საქართველოს მიმართ, მაგრამ ეს არ არის ახალი, ადრეც ასე იყო და შეგუებული ვართ ამას“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ვლადიმერ ბოჟაძე

28 ივნისი 2022, 14:45

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხაროა, რომ სამოქალაქო სექტორის ნაწილსა და ოპოზიციურ მედიას ჰგონია, რომ ვინმეს მათსავით მოკლე მეხსიერება აქვს - ყველაფერი კარგად გვახსოვს

მთელი საქართველო დავით იაკობაშვილს იცნობს, როგორც დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორს. სწორედ მას მიყიდა 2014 წელს, საქართველოს ბიუჯეტის და ქართული ჯარის ფულის მომპარავმა კეზერამ, თუმცა, დღეს ელენე გავრილოვნა ხოშტარია ამბობს, რომ დავით იაკობაშვილი, რომელიც რუსეთთან სერიოზული კავშირებით გამოირჩევა, თურმე კეზერაშვილის კი არა სხვების ბიზნესპარტნიორი ყოფილა, ის სხვები კიდევ სხვების და იმ სხვებს აქვთ სავარაუდოდ კავშირი საქართველოსთანო, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

28 ივნისი 2022, 14:42

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი უსინათლოთა თემის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი უსინათლოთა თემის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ახალ ინიციატივაზე იმსჯელეს, რომლის მიზანი უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის სანოტარო მომსახურების სერვისით სარგებლობის წესების გამარტივებაა.

სალომე სამადაშვილი

28 ივნისი 2022, 14:37

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: ჩვენ ვიმოქმედებთ იმ დღის წესრიგიდან გამომდინარე, რაც იქნება შექმნილი არსებულ ვითარებაში ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად

„თუ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დაადასტურებს, რომ ის არის აცდენილი ჩვენი ქვეყნის არჩევანს, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი და მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ გადავხედოთ იმ პრინციპებს, რომლითაც დღეს ჩვენ ვთანამონაწილეობთ პოლიტიკურ პროცესში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გია გაბრიჭიძე

28 ივნისი 2022, 14:36

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე ელენე ხოშტარიას: დავით იაკობაშვილი პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან. რატომ გამოგრჩა - „ის ცხოვრობს მოსკოვში, სადაც არის ხაზინა, რომლიდანაც ბევრი რუსული რუბლი მერიცხება“

ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთის შესვლის უკან დავით იაკობაშვილი დგას - ეს პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან, რომელიც ცხოვრობს მოსკოვში, სადაც არის ხაზინა, რომლიდანაც რუბლები მერიცხება და ამ ქალაქის შესახებ პირველი ინფორმაცია თარიღდება 1147 წელს, რომელ წელსაც კონრად III-ის არმია დამარცხდა თურქების სულთან მასუდ I-ის მიერ, რომელიც ცხოვრობდა სტამბულში, რომელსაც ადრე ერქვა კონსტანტინოპოლი . . . ლენა კიდევ ლაპარაკობს“ - წერს გაბრიჭიძე facebook - ზე.

მიხეილ ყაველაშვილი

28 ივნისი 2022, 14:31

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: „ლელოს“, რომელიც რაღაც 2%-იანი პარტიაა, რა უფლება აქვს, ჩემზე წინ დადგეს? როგორ მესაუბრება ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსულ პოლიტიკოსს?

„ამ ყველაფერს უდის შეთქმულების სუნი, რომლის მონაწილეც არის „ლელო“, პირდაპირ შემიძლია ვთქვა. როცა ასეთ განცხადებას აკეთებ, ე.ი. შენც იმის ნაწილი ხარ, როდესაც გამოდიან და რაღაც ტექნიკურ მთავრობაზე საუბრობენ. „ლელოს“, რომელიც რაღაც 2%-იანი პარტიაა, რა უფლება აქვს. ჩემზე წინ დადგეს? როგორ მესაუბრება ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსულ პოლიტიკოსს? ეს არის სამარცხვინო განცხადება. კიდევ ერთხელ ვამბობ; ამას შეთქმულების სუნი ასდის, რასაც ვერ მიაღწევენ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გია აბაშიძე

28 ივნისი 2022, 14:29

პოლიტიკა

გია აბაშიძე: მეხუთე კოლონის კლასიკური წარმომადგენელი, МГИМО-ელი ხოშტარია უცხოელ ნაცლობისტებთან კოორდინაციაში დაუფარავად ეწევა საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ ბოროტი დეზინფორმაციის გავრცელებით

მეხუთე კოლონის კლასიკური წარმომადგენელი, МГИМО-ელი ხოშტარია უცხოელ ნაცლობისტებთან კოორდინაციაში დაუფარავად ეწევა საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ ბოროტი დეზინფორმაციის გავრცელებით. ეს ყველაფერი დიდი ხანია გაცდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ეს არაა დემოკრატიული აქტივობა, ეს მტრობაა, რასაც ევროპაში ვერცერთი ოპოზიციონერი ვერასდროს გაბედავს.“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.

რატი იონათამიშვილი

28 ივნისი 2022, 14:19

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: დარწმუნებული ვარ, ნატოს სამიტი იქნება ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონის უსაფრთხოების თვალსაზრისით

„ის დრო და მოცემულობა როდესაც ეს სამიტი იმართება, ამას აქვს განსაკუთრებულად სტრატეგიული მნიშვნელობა“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

28 ივნისი 2022, 14:15

პოლიტიკა

ბათუმის ავტობუსების პარკი 2022 წლის ბოლომდე სრულად განახლდება

აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 6,2 %-ით გაიზარდა და 482 მლნ ლარს აღემატება. 5, 570 000 ლარით გაიზრდა მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა და ჯამში163 230 000 ლარი შეადგინა.

28 ივნისი 2022, 14:08

პოლიტიკა

თავისუფლების მოედანზე არსებული პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თავისუფლების მოედანზე არსებული პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.