imedi /  11 ნოემბერი 2020, 00:05 / სანდო წყარო

მსოფლიოში კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 51 მილიონს გადააჭარბა

კორონავირუსი

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 51 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 51 248 841 შემთხვევა გამოვლინდა, 1 268 452 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 33 459 967 გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 10 180 798 შემთხვევაა გამოვლენილი და 239 002 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

გივი მიქანაძე

28 ივნისი 2022, 10:43

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: სად უნდა ეცალოს ბატონ არახამიას იმისთვის, რომ თურმე ამერიკაში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი მისთვის, ბიძინა ივანიშვილზე სანქციების მოთხოვნა ყოფილა

არახამია პირდაპირ კავშირში არის ნაციონალურ მოძრაობასთან და „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით ფუნქციონირებს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

28 ივნისი 2022, 10:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე არახამიას განცხადებაზე: როდესაც შენს ქვეყანაში, ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი გიკვდება და შენ ასეთი რაღაცებისთვის იცლი, ეს უსინდისობაზე მეტყველებს

ირაკლი კობახიძე დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, გაირკვა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არახამია მუდმივად ტყუილს ავრცელებდა.

დავით მათიკაშვილი

28 ივნისი 2022, 10:35

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია რაღაც გაუგებარ ვადებს აწესებს, თითიდან გამოწოვილ ტექნიკურ მთავრობაზე საუბრობს, რაც ჩვენს კანონმდებლობასთან და კონსტიტუციასთან ახლოსაც არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, დეპოლარიზაცია და ევროინტეგრაციისკენ სვლა ორივე მხარის - მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ჩართულობას მოითხოვს, თუმცა, მისი თქმით, ოპოზიციას სხვა მიზნები აქვს.

ირაკლი კობახიძე

28 ივნისი 2022, 10:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ევროკომისიის პირველივე მოთხოვნა დეპოლარიზაციაა - დასკვნის გამოქვეყნებიდან პირველივე წუთებში მათ პოლარიზაციაზე ზრუნვა დაიწყეს

„ჩვენი ამოცანაა დეპოლარიზაციის უზრუნველყოფა, ჩვენ ვმოქმედებთ იმ პუნქტის შესაბამისად, რომელიც არის წარმოდგენილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჰერმან საბო

28 ივნისი 2022, 10:22

პოლიტიკა

ჰერმან საბო აქციების ორგანიზატორების მოთხოვნებზე: ჩემი აზრით, ეს მოთხოვნები სიტუაციას არ პასუხობს

„გირჩის“ წევრის, ჰერმან საბოს განცხადებით, ის მოთხოვნები, რომლებიც 24 ივნისის აქციაზე გაჟღერდა, სიტუაციას არ პასუხობს.

28 ივნისი 2022, 10:12

რეგიონი

რძის გადამმუშავებელმა კოოპერაციულმა საწარმომ „ყვარის მთა“ სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი დანერგა

საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 1,5 ტონას შეადგენს, უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების, მათ შორის, ტრადიციული პროდუქტის დამბალხაჭოს წარმოებას. პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.

28 ივნისი 2022, 10:07

საზოგადოება

თამარ მახარაშვილმა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვა

„I, II და III ადგილის მფლობელი მოსწავლეები 1000, 700 და 500 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკის, აქსესუარებისა და სმარტფონების სასაჩუქრე ბარათებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ამასთან, ოლიმპიადის ფარგლებში IV-X ადგილებზე გასულ 79 მოსწავლეს კომპიუტერული ტექნიკის სასაჩუქრე ბარათები და შესაბამისი სიგელები გადაეცემათ, ხოლო სკოლების რეიტინგული სიის სამეულში გასული 29 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მადლობის სიგელს 36 ნომინაციაში მიიღებს“, -

28 ივნისი 2022, 09:56

პოლიტიკა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები დღეს პარლამენტში შეხვედრებს გამართავენ

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტისა და სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრები თბილისში იმყოფებიან. ისინი დღეს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს შეხვდებიან.

28 ივნისი 2022, 09:46

საზოგადოება

თამილა ბარკალაია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

თამილა ბარკალაიამ, სტუმრებს, შრომის უსაფრთხოებისა და შრომის უფლებების დაცვის მიმართულებით, ქვეყანაში, მიმდინარე რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია. ასევე გააცნო ამ სფეროში დაგეგმილი ცვლილებები. შეხვედრაზე, მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

28 ივნისი 2022, 09:27

კულტურა

თბილისის XIV საერთაშორისო სტუდენტურმა კინოფესტივალმა გამარჯვებულები გამოავლინა

კონოთეატრ „ამირანში“ თბილისის XIV საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელზეც საკონკურსო კინოპროგრამისა და „ფიჩინგ ფორუმის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

28 ივნისი 2022, 09:18

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში🌧️

ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.

28 ივნისი 2022, 08:58

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილმა პრინცი რაიმონდო უმბერტო მარია ორსინი დ’არაგონა ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა პრინცი საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საქართველოში მრავალგზის განხორციელებული საქველმოქმედო საქმიანობისათვის დააჯილდოვა.

28 ივნისი 2022, 08:49

მსოფლიო

რა ხდება ომის 125-ე დღეს უკრაინაში

გავრცელებული ცნობით, დაბომბვის მომენტში სავაჭრო მოლში ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. რუსეთის მიერ უკრაინაზე ბოლო დროს განხორციელებული სარაკეტო დარტყმების გამო, კიევი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს.

ალექსანდრე წივწივაძე

28 ივნისი 2022, 08:31

სპორტი

ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე ევროპის 18-წლამდე ჩემპიონი გახდა

წივწივაძემ კანოეთი შეჯიბრში 1000-მეტრიან დისციპლინაში ყველას აჯობა და ოქროს მედალი არავის დაუთმო. ალექსანდრემ ანალოგიურ დისციპლინაში ოქროს მედალი გასულ წელსაც მოიგო და ამდენად, ტიტულის შენარჩუნება შეძლო.

28 ივნისი 2022, 08:15

საზოგადოება

აშშ-ში საქართველოს საელჩოსა და PH Prosthetics-ის პრეზიდენტის ერთობლივ ინიციატივას, რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახის დასახმარებლად, უკრაინული მედია გამოეხმაურა

პიტერ ჰარში და საელჩოს უფროსი მრჩეველი პაატა პატიაშვილი უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარელებულ ნატალია და იანა სტეპანენკოსა და მათი ოჯახის წევრებს ვარშავაში შეხვდნენ, რათა უზრუნველყონ ნატალიას და იანას გამგზავრება სან დიეგოში პროტეზირებისა და რეაბილიტაციის კურსის დაწყების მიზნით.

28 ივნისი 2022, 08:04

პოლიტიკა

დღეს მადრიდში ნატოს სამიტი იწყება

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ეს უპრეცედენტო მნიშვნელობის სამიტია და აქ მიღებული გადაწყვეტილებები იქნება საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის მაფორმირებელი მომდევნო წლების განმავლობაში.

28 ივნისი 2022, 01:34

მსოფლიო

აშშ-ში, სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, არის მსხვერპლი

აშშ-ის მისურის შტატში, სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, არის მსხვერპლი. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 ივნისი 2022, 00:34

მსოფლიო

ზელენსკი: სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმა ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უტიფარი ტერორისტული აქტია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრემენჩუგში, სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას ევროპის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უტიფარი ტერორისტული აქტი უწოდა.

ირაკლი კობახიძე

28 ივნისი 2022, 00:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გავიდნენ „ქართული ოცნებიდან“, მათი უდიდესი უმრავლესობა „ნაცმოძრაობის“ მიერ იყო დავერბოვკებული

„ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ? რის ყოფილი თანაგუნდელები?! ნასედკები იყვნენ „ნაცმოძრაობის“ დროიდან. ფაქტებით გეტყვით, ვინ როგორ დაავერბოვკეს. ნამდვილად ასე იყო და აღარ მინდა სახელების და გვარების დასახელება, ისინი არიან გაკოტრებული თავიდან ბოლომდე. კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გავიდნენ „ქართული ოცნებიდან“, მათი უდიდესი უმრავლესობა „ნაცმოძრაობის“ მიერ დავერბოვკებული იყო.

ლაშა ხუციშვილი

28 ივნისი 2022, 00:15

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: საბაჟო სამსახური, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სამაგალითოდ ახორციელებს მასზე დაკისრებული ფუნქციის შესრულებას და ამ თემაზე სპეკულაციები მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება

„ტვირთი, რომელიც შემოდის საქართველოში საზღვაო გზით, პირველ რიგში საზღვაო სააგენტოს მიერ მოწმდება სატრანსპორტო საშუალება და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი (გემი და გემთმფლობელი კომპანია). იმ შემთხვევაში, თუ არცერთი მათგანი არ არის სანქცირებული, სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს შემოვიდეს ქართულ საზღვაო ნავსადგურში.