imedi /  10 ნოემბერი 2020, 22:17 / სანდო წყარო

ბელგიაში ინფიცირების ყოველდღიურმა შემთხვევებმა იკლო, სიკვდილიანობის კუთხით კი პოზიტიური ტენდენცია ჯერ არ შეინიშნება

კორონავირუსი

ბელგიაში კოვიდ19-ით ინფიცირების ყოველდღიურმა შემთხვევებმაც იკლო და მძიმე პაციენტთა რიცხვმაც, მაგრამ ინფიცირებულთა სიკვდილიანობის კუთხით პოზიტიური ტენდენცია ჯერ არ შეინიშნება. მთავრობა ინფიცირებულთა შემცირებას კომენდანტის საათს და ლოკდაუნს უკავშირებს.

10 ნოემბერს ბელგიის სამეფოში 2 393 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 2 კვირის განმავლობაში. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 161 ადამიანი. ბელგიაში მეორე ტალღის პიკი 27 ოქტომბერს იყო, როდესაც 22 000 ინფიცირებული გამოვლინდა. დღესდღეობით აქტიურია 460 170 შემთხვევა. კრიტიკულია 1474 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 881 ადამიანია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე.

კრიზისის ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყოველდღიურად მცირდება იმ ინფიცირებულთა რიცხვი, ვინც ჰოსპიტალიზებას საჭიროებს და ამით ზეწოლა საავადმყოფოებზე შემცირდა. 31 ოქტომრიდან დღეში საშუალოდ 8 260 ადამიანმა მიიღო პოზიტიური პასუხი კოვიდ19-ზე ჩატარებულ ტესტზე, რაც წინა კვირასთან შედარებით 46%-ით ნაკლებია. გასულ კვირას ბელგიაში დღეში 41 400 ტესტი ჩატარდა.

„სწრაფად შევძელით მიღებული ზომებით ვირუსის კონტროლი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ უამრავი ადამიანია ინფიცირებული. საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. კარანტინი არის აუცილებელი იმ შემთხვევაში, როდესაც მაღალი რისკის შემცველი კონტაქტი გვქონდა. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ინფიცირებულთან დისტანციის დარღვევით 15 წუთს ან მეტს ვატარებთ. მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის 15 წუთი მასთან საუბარი თუ ინფიცირებულთან მთელი დღის განმავლობაში 15 წუთით ყოფნა. თუ დისტანცია არ არის დაცული და თქვენ მინიმუმ 15 წუთი მოგიწიათ კოვიდ 19-ით ინფიცირებულთან ყოფნა, მაშინ ეს მაღალი რისკის შემცველია. ასევე, მაღალი რისკი ამ კონტაქტს ეწოდება მაშინ, როდესაც თქვენ და ინფიცირებულს პირბადეები არ გეკეთათ. დაბალი რისკის ქვეშ იმყოფებით, როდესაც პირბადით თუნდაც მინიმუმ 15 წუთს გაატარებთ ვირუსის მატარებელ პირთან. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ მაღალი რისკის მქონე კონტაქტის შემდეგ 3-დან 1 პირი დაინფიცირდა. თქვენ შესაძლოა ვირუსი საზოგადოებაში გაავრცელოთ ისე, რომ არ იცოდეთ თქვენი ინფიცირების შესახებ და ამიტომ არის მნიშვნელოვანი კარანტინი. ამ გზით შეგვიძლია ვირუსის გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტა, რაც ყველაზე დიდ დატვირთვას ატარებს პანდემიის დროს“, - განაცხადა კრიზისის ცენტრის სპიკერმა ივეს ვან ლაეტემ.

მისივე განმარტებით, ინფიცირებული, რომელიც სახლში მკურნალობს, მაქსიმალურად უნდა მოერიდოს ოჯახის წევრებს და გადაუდებელი აუცილებლობის დროს მათთან კონტაქტის შემთხვევაში უნდა ატაროს პირბადე, რადგან ეს არის ინფიცირებულის მორალური ვალდებულება ოჯახის წევრების მიმართ.

„ინფიცირებულ პირთან კონტაქტის ბოლო მომენტიდან 10 დღე კარანტინის რეჟიმის დაცვა აუცილებელია. თუ ვამბობთ, რომ ინფიცირებული პირი გადამდებია 7 დღის განმავლობაში, მაშინ მას შეუძლია ბოლო მე-7 დღესაც სხვისთვის ვირუსის გადადება და ამიტომ ინფიცირებულის ერთ ჭერქვეშ მყოფმა ადამიანებმა საკანტინო რეჟიმი 17 დღე უნდა დაიცვან. ვიცით ეს ძნელია, მაგრამ მხოლოდ ამ ნაბიჯებით შეგვიძლია გავწყვიტოთ ვირუსის გავრცელების ჯაჭვი“, - განაცხადა ივეს ვან ლაეტემ.

ბელგიაში ეპიდვითარებას კვირის ბოლოს შეაფასებენ.

„ჩვენ მივიღებთ მონიტორინგის შედეგებს, ვიმსჯელებთ მონაცემებზე და გვექნება არსებული ვითარების დეტალური ანალიზი. პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, შეზღუდვების მოხსნის ეტაპზე გადასვლა ან შემსუბუქების გეგმის გამოცხადება ნაადრევი მგონია“, - განაცხადა ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

„მე არ მინდა მოლოდინის შექმნა. ჩვენ საავადმყოფოებში გეგმური მკურნალობისა და ოპერაციების გადადების ხარჯზე საწოლების რაოდენობა გავზარდეთ, რადგან ქვეყანა საწოლების ხელმისაწვდომობის კუთხით კრიტიკულ ზღვარზე იყო. დღეს ზეწოლა ჯანდაცვაზე არ არის ისეთი, როგორც ოქტომბერში, მაგრამ კონტროლის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოდის შობა და ვიცით, რომ ეს პერიოდი განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს ჩვენი მოქალაქეებისათვის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ, მაგრამ შეზღუდვების დღესვე მოხსნა ახალ ტალღას გამოიწვევს”, - განაცხადა ანელიეს ვერლინდენმა.

ბელგიაში ვირუსის გავრცელების შესამცირებლად ლოკდაუნი 13 დეკემბრამდეა გამოცხადებული. დაკეტილია კაფე- ბარები, რესტორნები, საცურაო აუზები, ფიტნესცენტრები და მაღაზიები. ბელგიის დედაქალაქში კომენდანტის საათი 22:00 საათიდან 06:00 საათამდე, დანარჩენ ქალაქებში კი 00:00 საათიდან 05:00 საათამდეა გამოცხადებული.

ყველა სიახლე

02 დეკემბერი 2020, 11:04

COVID19

აშშ-ში თვითიზოლაციის ვადას ამცირებენ

აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში თვითიზოლაციის ვადის 10 დღემდე შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში თვითიზოლაციის პერიოდი შესაძლოა 7 დღემდეც შეამცირონ. დღეისათვის ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში აშშ-ს მოქალაქეებს 14-დღიანი თვითიზოლაცია ევალებათ.

დაკავება

02 დეკემბერი 2020, 11:01

სამართალი

პოლიციამ კლდიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ქ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

02 დეკემბერი 2020, 10:59

COVID19

ამ დროისთვის საქართველოში 1,058 მძიმე პაციენტია

ამ დროისთვის საქართველოში 1,058 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში-507, აჭარაში -154, იმერეთში-223. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი, მათგან თბილისში-215, აჭარაში-119, იმერეთში-47. 3,798 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1,272- თბილისში, 1,973-აჭარაში, 291-იმერეთში. 10,192 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

02 დეკემბერი 2020, 10:57

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 705 თბილისში, 624 იმერეთში, 402 კი აჭარაში დაფიქსირდა

„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 705 შემთხვევა, აჭარაში-402, იმერეთში-624, ქვემო ქართლში-286, შიდა ქართლში-281, გურიაში-84, სამეგრელო-ზემო სვანეთში-273, კახეთში-239, მცხეთა-მთიანეთში-62, სამცხე-ჯავახეთში-68, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-9“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კორონავირუსი

02 დეკემბერი 2020, 10:56

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 033 ადამიანს დაუდასტურდა, 4 061 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

02 დეკემბერი 2020, 10:55

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

02 დეკემბერი 2020, 10:51

რეგიონი

გუდაურში 40 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები ხორციელდება

საკურორტო ზონებში წყლისა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, გუდაურში მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო და არსებული ვითარება შეაფასა.

02 დეკემბერი 2020, 10:42

COVID19

კახეთში კორონავირუსის 361 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში კახეთის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 361 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 4,218- ს მიაღწია. ეპიდემიოლოგები მიერ ახალი დაინფიცირებულების 460-მდე კონტაქტი უკვე მოიძიეს. სპეციალისტების რეკომენდაციით, ყველა მათგანი გადასულია თვითიზოლაციაში.

ხელოვნური ხორცი

02 დეკემბერი 2020, 10:35

ეკონომიკა

სინგაპურში ლაბორატორიაში შექმნილი „ქათმის ხორცი“ გაიყიდება

სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, რომლებიც მომხმარებელს ხორცის მცენარეულ საფუძველზე შექმნილ ალტერნატივას სთავაზობენ, Eat Just-ი ხელოვნურ ხორცს ცხოველების კუნთოვანი მასის უჯრედებისგან „ზრდის“.

02 დეკემბერი 2020, 10:34

თემა

ჩემს შვილს სწავლა არ უნდა. ამბობს, რომ გაკვეთილები მას არაფერში გამოადგება. როგორ გადავარწმუნო?

თქვენი შვილი ამბობს, რომ სწავლა არ უნდა და ის, რაზეც გაკვეთილებზე მას ესაუბრებიან, არასდროს არაფერში გამოადგება? თქვენ ეს ძალიან გაღელვებთ და ფიქრობთ, რა უნდა უპასუხოთ? საინტერესოა, რა არგუმენტებით შეიძლება გაამყაროთ მოსაზრება, რომ სასკოლო საგნები სამომავლო საქმიანობაში ნამდვილად გამოსადეგია.

ბიულეტენი

02 დეკემბერი 2020, 10:29

მსოფლიო

Washington Examiner: არჩევნებზე 288 ათასი ბიულეტენი უკვალოდ გაქრა, კიდევ 100 ათასი კი წინა რიცხვით იყო დათარიღებული

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე 288 ათასი ბიულეტენი უკვალოდ გაქრა, კიდევ 100 ათასი კი წინა რიცხვით იყო დათარიღებული. ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Washington Examiner-ი წერს.

02 დეკემბერი 2020, 10:27

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 36,504 შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 36,504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 9,499,413-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 501 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 138,122-ს აღწევს. ჯამში 9 მილიონამდე ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

კრიშტიანუ რონალდუ

02 დეკემბერი 2020, 10:20

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუ Golden foot Award-ის გამარჯვებული გახდა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსმელი კრიშტიანუ რონალდუ Golden foot Award-ის გამარჯვებული გახდა. პორტუგალიელმა შემტევმა ეს ინდივიდუალური პრიზი კარიერაში პირველად მოიგო. 10 კანდიდატს შორის რონალდომ ლიონელ მესის, არტურო ვიდალს, რობერტ ლევანდოვსკის, ნეიმარს, ჯორჯო კიელინის, მოჰამედ სალაჰს, სერხიო რამოსს, ჟერარდ პიკესა და სერხიო აგუეროს აჯობა.

პოლიცია

02 დეკემბერი 2020, 09:59

სამართალი

პოლიციამ ქუთაისში კომპანია „მისო ინტელექსპრესის“ გაქურდვის ფაქტი გახსნა

„პოლიციამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული გ.მ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ოქროს ნივთებისა და მოპარული ფულის ნაწილი. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ს.ჯ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოიღეს: 2 შეკვრად დაფასოებული, 3,231 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ნაქურდალი ფულისა და ოქროს ნივთების ნაწილი, დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული სამუშაო იარაღები“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ილონ მასკი

02 დეკემბერი 2020, 09:49

ტექნოლოგიები

ილონ მასკი: მარსზე პირველი ადამიანი უახლოეს 6 წელიწადში დადგამს ფეხს

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს 6 წელიწადში მოხდება, თუმცა თუ გარემოებები შეგვიწყობს ხელს, შესაძლოა პროცესები დაჩქარდეს და მარსზე ადამიანის გაყვანა 4 წელიწადში შევძლოთ“, - აღნიშნა მასკმა.

იუსტიციის სახლი

02 დეკემბერი 2020, 09:31

საზოგადოება

იუსტიციის სახლი: 25-ლარიანი ვაუჩერი, არის ერთ-ერთი კომპონენტი სასაჩუქრე პაკეტთან ერთად და ის არის არა დახმარება, არამედ საჩუქარი

„ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ. სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა ყველა მშობელს, რომლებიც პირველად იღებენ ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას. მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტული ბრენდების შეძენას 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. პროექტის ბენეფიციარები ვაუჩერების გამოყენებას სს „გეფას“ სააფთიაქო ქსელებში - „ფარმადეპოსა“ და „ჯპს-ის“ ფილიალებში შეძლებენ, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში ფუნქციონირებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ლატვია კარანტინი

02 დეკემბერი 2020, 09:16

COVID19

ლატვიაში საგანგებო მდგომარეობა 11 იანვრამდე გაახანგრძლივეს

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა განაცხადა. მისივე თქმით, მოქალაქეებს ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა ევალებათ, პირბადეების ტარება კი დახურულ სივრცეებში სავალდებულო ხდება.

მონობა ანტონიუ გუტურეში

02 დეკემბერი 2020, 09:00

მსოფლიო

გაერო: მსოფლიოში 40 მილიონზე მეტი ადამიანი მონობაში ცხოვრობს

„ღარიბი და მარგინალიზებული ჯგუფები, ძირითადად რასობრივი და ეთნიკური უმცირესობები და მიგრანტები დისპროპორციულად არიან ჩართულნი მონობის თანამედროვე ფორმებში. მოვუწოდებ წევრ სახელმწიფოებს, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო სექტორს გააძლიერონ კოლექტიური ძალისხმევა ამ საზიზღარი პრაქტიკის დასასრულებლად. ასევე მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ მსხვერპლთა და გადარჩენილების იდენტიფიცირებას და მათ დაცვას.“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ჯანეტ იელენი

02 დეკემბერი 2020, 08:48

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე ჯანეტ იელენის კანდიდატურა წარადგინა

„მიხარია, რომ მეძლევა საშუალება ფინანსთა მინისტრის პოსტზე ჯანეტ იელენი წარვადგინო. მასზე კარგად კრიზისთან ბრძოლისთვის არავინაა მომზადებული“, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

ბენ ჰოჯესი

02 დეკემბერი 2020, 08:37

პოლიტიკა

გენერალი ბენ ჰოჯესი: საქართველო ნატო-ში ახლავე უნდა მივიწვიოთ

„პირველი - ახლავე მივიწვიოთ საქართველო ნატო-ში. ჩვენ გვაქვს პრეცედენტი, დასავლეთ გერმანია ნატო-ს წევრი გახდა, როდესაც აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა ჯარი იდგა. ასე რომ, არსებობს სახელმწიფოს ნატო-ში მიწვევის პრეცედენტი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, - განაცხადა ჰოჯესმა.