imedi /  11 ნოემბერი 2020, 10:57 / სანდო წყარო

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 056 თბილისში, 476 კი აჭარაში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევიდან 1 056 თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს გამოვლენილი 2 911 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 056 შემთხვევა, აჭარაში - 476, იმერეთში - 469, ქვემო ქართლში - 201, შიდა ქართლში - 134, გურიაში - 76,სამეგრელო - ზემო სვანეთში - 294, კახეთში - 69, მცხეთა-მთიანეთში - 19, სამცხე-ჯავახეთში - 92, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 25“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 66 561 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 49 811-ს შეადგენს. გარდაიცვალა 566 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 2656 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 4878 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში კი 3181 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

02 დეკემბერი 2020, 14:35

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსს 2 597 ადამიანი ემსხვერპლა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 180 083 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 597 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

02 დეკემბერი 2020, 14:35

საზოგადოება

იუსტიციის სახლის წარმომადგენელი: არ დაიზარა ზოგიერთმა და მოკრძალებული საჩუქარი დახმარებად გამოაცხადა, ხოლო პროექტი - კანონად, უხერხულია

დღეს ჩემთვის ძალიან საამაყო პროექტის - „კეთილი იყოს შენი მობრძანება“, გაფართოება გამოვაცხადეთ. ხოდა სანამ ძირითად სათქმელს ვიტყოდე, პატარა პრეისტორია უნდა მოგახსენოთ. პროექტი 2016 წელს დავიწყეთ და სოციალურად დაუცველ ოჯახში დაბადებული ახალშობილის მშობლებს, რომლებიც დაბადების მოწმობის ასაღებად მოდიოდნენ, ჩვილთან მოკრძალებულ საჩუქარს და არა სოციალურ დახმარებას ვატანდით, როგორც ამას ე.წ ჟურნალისტიკაში წასული პროკურორი და ძმანი მისნი იუწყებოდნენ, - ამის შესახებ იუსტიციის სახლის წარმომადგენელი, ანი გიგინეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

02 დეკემბერი 2020, 14:26

რეგიონი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 3 დასახლებაში სპორტული სივრცეები მოეწყო

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის გადაწყვეტილების შესაბამისად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხაიშში, ქოთიშსა და ასურეთში სპორტული სივრცეები მოეწყო. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტრენაჟორების მონტაჟისთვის სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 69 579 ლარი გამოიყო.

ობელისკი აშშ-ში/ობელისკი რუმინეთი

02 დეკემბერი 2020, 14:22

ტაბლოიდი

რუმინეთში აღმოჩენილი ლითონის ობელისკიც გაუჩინარდა

არავინ იცის, ვინ დაამონტაჟა და ვინ განახორციელა ქანდაკების დემონტაჟი.

02 დეკემბერი 2020, 14:03

სპორტი

ევრობასკეტ 2022-ის 11 მონაწილე ცნობილია

საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურის მონაცემებით ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება მოიპოვეს ბოსნია-ჰერცეგოვინამ, ხორვატიამ, საბერძნეთმა, ისრაელმა, სლოვენიამ, ესპანეთმა და უკრაინამ, ასევე 4 მასპინძელი ქვეყნის გუნდს: საქართველოს, ჩეხეთს, გერმანიასა და იტალიას ევრობასკეტზე მონაწილეობა გარანტირებული აქვთ.

02 დეკემბერი 2020, 13:50

ეკონომიკა

ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს

„ლიბერთი ბანკი“ სესხებზე მასშტაბურ აქციას იწყებს. 31 დეკემბრის ჩათვლით, სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე განსაკუთრებული პირობები და 4 თვემდე საშეღავათო პერიოდი იმოქმედებს, - ამის შსახებ აღნიშნულია ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

02 დეკემბერი 2020, 13:47

რეგიონი

ფონდ „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით ბათუმში წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ პეტრას ციხის და წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

02 დეკემბერი 2020, 13:24

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ 5G ინტერნეტის დანერგვასთან დაკავშირებით საკონსულტაციო დოკუმენტი გამოაქვეყნა

5G ტექნოლოგიას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ისეთი სფეროების განვითარებისთვის, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი. ყველა იმ სიკეთის გათვალისწინებით, რომელიც 5G ტექნოლოგიას შეუძლია მოუტანოს ქვეყანას, კომუნიკაციების კომისია აქტიურად აგრძელებს მუშაობას ქვეყანაში მისი დანერგვის მიზნით, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

კორონავირუსით გარდაცვალება

02 დეკემბერი 2020, 13:19

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: კლინიკური აუდიტი სწავლობს გარდაცვალების ყველა შემთხვევას, რომელიც დღემდე დამდგარა

ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი კლინიკური აუდიტი მუშაობს და სწავლობს გარდაცვალების ყველა შემთხვევას, რომელიც დღემდე დამდგარა და რომელიც, სამწუხაროდ, მაგრამ მაინც დადგება შემდეგ დღეებშიც, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

02 დეკემბერი 2020, 13:16

COVID19

კახეთში, კორონავირუსით 29-ე პაციენტი გარდაიცვალა

კახეთში, კორონავირუსის დიაგნოზით 29-ე პაციენტი გარდაიცვალა. imedinews-ის ინფორმაციით, 80 წლის კაცი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანიდან იყო და ის მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა.

ამირან გამყრელიძე

02 დეკემბერი 2020, 13:07

COVID19

ამირან გამყრელიძე: მზადების მიუხედავად არ მეგონა, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამდენ შემთხვევას გაუძლებდა

საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდში შესრულებული აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, იქნებოდა ეს 9 აპრილი, აფხაზეთის ომი, სამაჩაბლოს კონფლიქტი, 2008 წლის ომი თუ სხვა და დღესაც თითოეული ქართველი ექიმი იმსახურებს მხოლოდ მადლობას, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

02 დეკემბერი 2020, 13:05

რეგიონი

აჭარის მთავრობის შენობასთან დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია ორი პირი

ბუშტებით პერფომანსი აჭარის მთავრობის სახლთან დღესაც დაპირისპირების მიზეზი გახდა. ადგილზე დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი და ასევე აქციის მონაწილე ირაკლი ჩხვირკია. ხარაზი ბუშტების დამაგრებას განათების ბოძზე ცდილობდა. რის საშუალებასაც პოლიცია არ აძლევდა. მათი არგუმენტი იყო ის, რომ პოლიციელის თავზე ბუშტის დაბმა მუნდირის შემლახველია.

ამირან გამყრელიძე

02 დეკემბერი 2020, 13:03

COVID19

ამირან გამყრელიძე: კოვიდვაქცინასთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს

კიდევ უფრო ინტენსიური მუშაობა მიდის კოვიდვაქცინასთან დაკავშირებით. ჩვენ გაერთიანებული ვართ „კოვაქს“ პლატფორმაზე და პირველი შენატანი, დაახლოებით $4 მილიონი გადახდილი გვაქვს, იმ პირობით, რომ ჩვენ ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა გვექნება, ანუ „კოვაქსი“ შეისყიდის დაახლოებით 5 ვაქცინას და ჩვენ არჩევანის გაკეთების საშუალება გვექნება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

02 დეკემბერი 2020, 12:59

COVID19

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება როგორც სწრაფი, ასევე PCR-ტესტებით ჩატარდება

„ინტენსიური ტესტირება არ არის მხოლოდ საქართველოს პრაქტიკა. მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მიმართავს ჩაკეტვების პერიოდში ეფექტური და გაფართოებული ტესტირებების მიზნობრივ ჩატარებას იმისთვის, რომ დროულად აღმოჩინონ ის შემთხვევები, რომლებიც დღეს ქვეყანაში არსებობს. ეს ხელს შეუწყობს მათ იზოლაციას და შესაბამისად, იმოქმედებს ინფექციის გავრცელების კლებაზე. ეს არის მიზანი. აქ იქნება ჩართული სწრაფი ტესტებიც და ასევე PCR-ტესტებიც, რაც ჩვენი ქვეყნის ოქროს სტანდარტია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამირან გამყრელიძე

02 დეკემბერი 2020, 12:55

COVID19

ამირან გამყრელიძემ COVID-19-ზე ტესტირების გაფართოების მიზნები განმარტა

„ეპიდემიის გავრცელების ე.წ. ჯაჭვი რომ გავწყვიტოთ ან შევანელოთ, ამისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ ეტაპზე ყველა ინფიცირებულის, მსუბუქის და უსიმპტომოს გამოკვლევას და შემდგომ მათ იზოლირებას. ეს არის ძირითადი მიზანი, თუ რატომ უნდა გაფართოვდეს კიდევ უფრო სწრაფად ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა და ტესტირების მაჩვენებელი ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება მიღებულია. ამ ორი თვის განმავლობაში რა შეზღუდვებიც იმოქმედებს ქვეყანაში, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს პროცესი გაფართოვდეს“, - განმარტა გამყრელიძემ.

მაია ბუწაშვილი

02 დეკემბერი 2020, 12:54

COVID19

მაია ბუწაშვილი: გამოჯანმრთელების კრიტერიუმად განმეორებითი PCR-ტესტი არ კეთდება

„ბევრი ადამიანი ვიცი, რომ კვირაობით ჩაკეტილია იმიტომ, რომ PCR დადებითია. ამ დროს შეიძლება 3 თვე ტესტი დადებითი იყოს, ეს არის ვირუსის ფრაგმენტები, ნაგლეჯები, ამიტომ ეს ადამიანი გადამდები აღარაა. მინდა აღვნიშნო, რომ გამოჯანმრთელების კრიტერიუმად განმეორებითი PCR აღარ კეთდება და უბრალოდ ვადების გასვლის შემდეგ იზოლაციიდან თავისუფლდებით“, - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.

ამირან გამყრელიძე

02 დეკემბერი 2020, 12:49

COVID19

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რა შემთხვევაში ხდება ანტიგენზე დამყარებული ტესტის პასუხის გადამოწმება

ანტიგენით გამოვლენილი შემთხვევა უკვე აღარ ექვემდებარება გადამოწმებას, როგორც ეს გაზაფხულზე ხდებოდა. ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადამოწმება ხდება მხოლოდ 2 შემთხვევაში. თუ არის უსიმპტომო ადამიანი და პასუხია დადებითი ან თუ არსებობს სიმპტომები და ანტიგენის პასუხია უარყოფითი, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

02 დეკემბერი 2020, 12:45

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე ბიზნეს სექტორზე: არსებული შეზღუდვები არ გადაიხედება

არსებული შეზღუდვები არ გადაიხედება, რადგან ეს არის ის შეზღუდვები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას ჯანმრთელობის უსაფრთხოების კუთხით ესაჭიროება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

02 დეკემბერი 2020, 12:42

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: გარდაცვლილია ჩემი ოჯახის წევრი, მაგრამ ჟურნალისტები მაინც აგრძელებენ ზეწოლას ჩემი ოჯახის მიმართ

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში მისი და მისი ოჯახის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ტიკარაძის განცხადებით, მისი ოჯახის მიმართ ცალკეული ჟურნალისტების მხრიდან ძალადობა ხორციელდება. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ როგორც საჯარო პირი, მზადაა ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი, მაგრამ როდესაც საქმე მის შვილებს ეხება, ეს საზოგადოებამ უნდა დაგმოს.

ეკატერინე ტიკარაძე

02 დეკემბერი 2020, 12:38

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ცხელი ხაზი 111 მოემსახურება შშმ ბავშვების ყველა საჭიროებას კოვიდის მიმართულებით

„ეს ცხელი ხაზი მოემსახურება შშმ ბავშვების ყველა საჭიროებას კოვიდის მიმართულებით და რა თქმა უნდა არა მხოლოდ. ცხელ ხაზზე დაკავშირების შედეგად მშობლებს საშუალება მიეცემათ, რომ მათი საჭიროებები გადაეცეს ოლაინ-კლინიკას, რომელიც დაარსებული არის ჯანდაცვის სამინისტროში და ყველაფერი იქნება აყვანილი ქალბატონ თამარ ბარკალაიას პირადი კონტროლის ქვეშ, რომ ყველა საჭიროება, რომელიც ბავშვებს და ასევე მშობლებს აქვთ პანდემიის პირობებში, იყოს გათვალისწინებული და მყისიერი რეაგირება განხორციელდეს ყოველივეზე“, - განაცხადა მინისტრმა.