Imedi /  11 ნოემბერი 2020, 12:30 / სანდო წყარო

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 476 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 14 პაციენტი კი გარდაიცვალა

კორონავირუსზე ტესტირება

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 476 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 14 პაციენტი კი გარდაიცვალა.

დღეის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 347 პაციენტი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 10 935-ს შეადგენს.

ამასთან, აჭარაში 6 000-ზე მეტი ინფიცირებულია რეგისტრირებული, მათგან 810 კლინიკებშია მოთავსებული; 14 პაციენტი კი შემდეგ კლინიკებში გარდაიცვალა:

„მედცენტრში“ 88 წლის ქალი 3 ნოემბერს მოათავსეს. მას კოვიდთან ერთად, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი დაუზუსტებელი, თირკმლის მწვავე უკმარისობა. რტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი აღენიშნებოდა.

„ბათუმის სამედიცინო ცენტრსი“ კი 75 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში 4 ნოემბრიდან მკურნალობდა. მას თანმხლები დაავადებები: მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზია, თირკმლების მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 69 წლის კაცი. იგი კლინიკაში 1-ელ ნოემბერს შემდეგი დიაგნოზით მოათავსეს: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირატორული დისტრეს სინდრომი, სპონტანური პნევმოთორაქსი. არტერიული ჰიპერტენზია.

ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 88 წლის ქალი. მას კოვიდთან ერთდ, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ანემია, შაქრიანი დიაბეტი, გულის ათეროსკლეროზული დაავდება და გულის უკმარისობა ჰქონდა.

იმავე კლინიკაში გარდაიცვალა 79 წლის ქალი, შემდეგი თანმხლები დაავადებებით: მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი და არტერიული ჰიპერტენზია.

კლინიკაში „ბაუ“ 57 წლის კაცი 17 ოქტომბერს მოათავსეს. გარდაცვლილს კოვიდთან ერთად აღენიშნებოდა მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული და ესენციური ჰიპერტენზია.

ასევე „ბაუში“ გარდაიცვალა 17 ოქტომბერს მოთავსებული 74 წლის ქალი, რომლის დიაგნოზი იყო: კოვიდ-19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ანემია, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული და ესენციური ჰიპერტენზია.

კლინიკაში „ბომონდი“ შეყვანიდან სამ დღეში გარდაიცვალა 68 წლის კაცი, რომლის ანამნეზი იყო: კოვიდ-19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. შაქრიანი დიაბეტი, იშემიური კარდიომიპათია, ჰიპერტონული დაავადება და გულის ქრონიკული უკმარისობა.

„ქობულეთის სამედიცინო ცენტრში“ 66 წლის ქალი კი შემდეგი დიაგნოზით გარდაიცვალა: კოვიდ-19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გულის მწ. უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული, თირკმლის მწ. უკმარისობა.

„ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ მოთავსებიდან სამ დღეში გარდაიცვალა 86 წლის ქალი. მისი დიაგნოზი ასეთი იყო: კოვიდ-19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გულის ქრ. უკმარისობა, ესენციური ჰიპერტენზია.

ამავე კლინიკაში კიდევ 25 ოქტომბერს მოთავსებული 77 წლის ქალი გარდაიცვალა. მას კოვიდ-19-თან ერთად, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გულის იშემიური დაავადება, ესენციური ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი და გულის ქრონიკული უკმარისობა აწუხებდა.

რამდენიმე გარდაცვლილი პაციენტის მონაცემები კი დგინდება.

საქართველოში კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 421 პაციენტი.

პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 66 561-ს შეადგენს, ჯამში, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 49 811-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 566 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 2656 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 4878 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში კი 3181 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

შსს ვერტმფრენი ევაკუცია

27 ივნისი 2022, 12:57

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთიდან მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანისთვის სპეციალური ღონისძიება მიმდინარეობს

მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვის გამო რეგიონში ჩარჩენილი მოქალაქეების დახმარების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიერ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოქალაქეთა გამოყვანის პროცესი დაიწყო.

ქართული ოცნება ქალთა ორგანიზაცია ბათუმი

27 ივნისი 2022, 12:51

რეგიონი

ბათუმში „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

„პარტიის ქალთა ორგანიზაცია რეგიონულ შეხვედრებს მართავს, უკვე მეცხრე რეგიონში ჩავედით. შეხვედრები დინამიკურ პროცესში მიმდინარეობს, ამ შეხვედრაზე ჩვენს მხარდამჭერებთან, პარტიის წევრებთან ერთად რეგიონულ საბჭოებს ვაყალიბებთ, რომლებიც ადგილზე იმუშავებენ, ამავდროულად სამომავლო გეგმებზე ვთანხმდებით, გეგმები კი ასეთია: პარტიის შიგნით ქალების გაძლიერება”, - განაცხადა წილოსანმა.

უჩა მამაცაშვილი

27 ივნისი 2022, 12:48

პოლიტიკა

უჩა მამაცაშვილის ადვოკატი: არ არსებობს არცერთი დოკუმენტი, მტკიცებულება ან თუნდაც ირიბი დადასტურება, რომ ბატონი უჩა მამაცაშვილი, რაიმე სახით, დაკავშირებულია საწვავის ტვირთთან და ზოგადად, საზღვაო გადაზიდვებთან

ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „იმედინიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

იბრაჰიმ კალინი

27 ივნისი 2022, 12:47

მსოფლიო

ოფიციალური ანკარა: რუსეთთან ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები ისეთი ხასიათისაა, რომ სანქციების დაწესება უფრო მეტად თურქეთის ეკონომიკას დააზარალებს, ვიდრე რუსეთს

თურქეთის პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ თურქეთი რუსეთს სანქციებს არ უწესებს, რადგან ქვეყნის ინტერესები უნდა დაიცვას.

27 ივნისი 2022, 12:44

მსოფლიო

ევროკავშირის ქვეყნები ზამთრისთვის გაზის საცავების შევსებას იწყებენ - ევროპული საბჭოს დებულება

ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, 2022-2023 წლის ზამთრის სეზონამდე, ევროკავშირში გაზის საცავების მოცულობა უნდა შეივსოს, რაც სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს, მიუხედავად გაზის ბაზარზე არსებული შეფერხებისა, ის წევრ ქვეყნებს შორის სოლიდარობის სულისკვეთების გათვალისწინებით გაანაწილონ, - შესაბამისი განცხადება საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ლევან დავითაშვილი

27 ივნისი 2022, 12:19

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იგრძნონ პროგრესი, ეს ეკონომიკური ზრდა ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ არა ერთი თვე ან წელი, არამედ რამდენიმე წელი

ამ გაჭირვებული ქვეყნის ტრანსფორმაციას სჭირდება დრო და ამიტომ გვჭირდება სტაბილურად ამ ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

27 ივნისი 2022, 12:18

საზოგადოება

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. „კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებთან.

ლევან დავითაშვილი

27 ივნისი 2022, 12:16

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი არახამიაზე: ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩარევა საქართველოს საქმეებში სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მხრიდან, რაც, ვფიქრობ, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის მიუღებელია

„რაც შეეხება ბატონი არახამიას ცრუ ბრალდებებს, რაც მანამდეც მოგვისმენია, ეს იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებები წინა შემთხვევებში, რასაც არანაირი ფაქტები არ ამყარებდა. დღესაც იგივეა. მოვისმინეთ მხოლოდ საუბარი ბრალდებებზე, მაგრამ არ არის კონკრეტული ფაქტებით გამყარებული. მან უნდა წარმოადგინოს ფაქტები. ძალიან მარტივია, ნებისმიერი ბრალდება გამყარებული უნდა იყოს ფაქტებით. ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩარევაა საქართველოს საქმეებში სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მხრიდან, რაც, ვფიქრობ, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილი

27 ივნისი 2022, 12:10

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილის განცხადებით, შესაძლოა, მიმდინარე წლის ზაფხულში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიამდელ მონაცემებს - 2019 წლის ზაფხულის მაჩვენებელს გადააჭარბოს

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, საქართველოში ტურიზმის სექტორიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიამდელ, 2019 წლის ზაფხულის თვეების მაჩვენებელს გადააჭარბოს.

ზაალ ანჯაფარიძე

27 ივნისი 2022, 12:06

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: არალეგიტიმური „ტექნიკური მთავრობის“ შექმნას, რა თქმა უნდა არაფერი აქვს საერთო კონსტიტუციასთან, თუმცა, ბევრი საერთო აქვს იმ მოვლენასთან რასაც ეწოდება „პუტჩი“

„ტექნიკური მთავრობის“ ლეგიტიმურობისა და კონსტიტუციურობის შესახებ, კონსტიტუციონალისტების აზრი გაიყო. მათი უმეტესობა სრულიად სამართლიანად უწოდებენ ამ იდეას არაკონსტიტუციურს. თუმცა, არიან კონსტიტუციონალისტები, რომლებიც მხურვალედ უჭერენ მხარს „ტექნიკურ მთავრობას.“ მერე შევლენ მშვიდად აუდიტორიაში და სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავენ კონსტიტუციაზე“, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

სანდრო რაქვიაშვილი

27 ივნისი 2022, 11:52

პოლიტიკა

სანდრო რაქვიაშვილი: ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომელთაც არახამიასთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, მოვუწოდებდი, სთხოვონ, მტკიცებულებები დადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ცუდად გამოიყურება

„გირჩის“ წევრი, სანდრო რაქვიაშვილი გამოეხმაურა „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას მიერ „ტელეგრამზე“ გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.

27 ივნისი 2022, 11:39

საზოგადოება

საგანგებო მდგომარეობის გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ მუშაობას დროებით წყვეტს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 ივნისი 2022, 11:23

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით ქვეყანას ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობის დამატებითი იმპულსი მიეცა

სამი ძირითადი მიღწევის გარდა, ჩვენ ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს თუნდაც ზოგადად, ევრორეგულაციებისა და ევროდირექტივების შესრულება, დაახლოებით 45%-ია შესრულებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 ივნისი 2022, 11:15

ეკონომიკა

პრემიერი: იმ ფონზე, როდესაც ინგრევა მსოფლიო ბაზრები, ეკონომიკა რეცესიას განიცდის და ზოგადად, პრობლემა არის ყველგან, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ 5 თვეში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

„ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ 5 თვეში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით წელს პირველ კვარტალში რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს, იზრდება ტურიზმი, ვაჭრობა, ექსპორტი, ლარი არის გამყარებული. ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა. რა თქმა უნდა, ამას შევინარჩუნებთ, ახლა კიდევ უფრო მაღალი ტემპით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. რა თქმა უნდა, არცერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს პროცესი შეაფერხოს. პირიქით, გავაგრძელებთ წინსვლას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას. მშვიდობა, სტაბილურობა იქნება ქვეყანაში, სტაბილურობა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა. ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა და ამ დაკვეთას ყველა ერთად შევასრულებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 ივნისი 2022, 11:13

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ხვალ იწყება ნატოს სამიტი, სადაც ჩემი ხელმძღვანელობით მთავრობის დელეგაცია მიემგზავრება; ველოდებით რომ იქნება აღიარებული ყველა ის პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განიცადა

ხვალ იწყება ნატოს სამიტი, სადაც მთავრობის დელეგაცია მიემგზავრება ჩემი ხელმძღვანელობით. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ნატოს სამიტზე. პირადად გენერალური მდივნის მოწვევა მივიღე და ველოდებით რომ იქნება შეფასებული და აღიარებული ყველა ის პროგრესი, რომელიც განიცადა ჩვენმა ქვეყანამ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 ივნისი 2022, 11:10

პოლიტიკა

პრემიერი: 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, ეს მართლაც ისტორიული თარიღია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 8 წლის შესრულებაზე საუბრით დაიწყო.

მიხეილ ცაგარელი

27 ივნისი 2022, 10:46

ტაბლოიდი

მიხეილ ცაგარელი: ამ კვირაში ე.წ. სატანური დღე გველის

მიხეილ ცაგარელმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „იმედის დილაში“, მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ ტენდენციებზე ისაუბრა.

27 ივნისი 2022, 10:43

რეგიონი

ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე, დღეიდან 6 ივლისამდე მსუბუქი ავტოტრანსპორტით მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ქ.ზესტაფონში თამარ მეფის ქუჩაზე (ე.წ. ყავების ქუჩა, კმ193-კმ195 მონაკვეთი), მიმდინარე წლის 27 ივნისიდან 6 ივლისამდე, პერიოდული სამუშაობი ჩატარდება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

27 ივნისი 2022, 10:41

რეგიონი

სოფ. ჩარგლის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე კი მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს

ამასთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ22-კმ35 მონაკვეთზე, მეწყრულ ადგილებში, ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია ცალმხრივად. უხვი ნალექის შედეგად, ამავე საავტომობილო გზის კმ43 და კმ45 მონაკვეთებში, ადიდებულმა მდინარე არაგვმა დააზიანა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც, ჟინვალი-ბარისახო-შატილის კმ43-კმ50 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

27 ივნისი 2022, 10:27

პოლიტიკა

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წელი გავიდა

2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტს. ასოცირების შეთანხმების გაფორმებამ ახალ ეტაპზე გადაიყვანა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და დასაბამი დაუდო საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს.