13 ნოემბერი 2020, 08:40 / სანდო წყარო

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 67-ით გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 67-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვირუსთან ბრძოლის ეგრეთ წოდებული საგანგებო შტაბი ავრცელებს. ვირუსს გუდაუთის კლინიკის სტაციონარში 111 პაციენტი ებრძვის.

მათ შორის კრიტიკულად მძიმეა 21 პაციენტი. ჯამში ოკუპირებულ აფხაზეთში, 4 898 შემთხვევა გამოვლინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:26

საზოგადოება

გიორგი გახარია: ფინანსთა სამინისტროს უკვე დაევალა, ერთჯერადი სოციალური მიზნობრივი დახმარება წლის ბოლომდე გაეცეს

ფინანსთა სამინისტროს უკვე დაევალა, ერთჯერადი სოციალური მიზნობრივი დახმარება წლის ბოლომდე გაეცეს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:25

COVID19

გიორგი გახარია: მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთხოვო, დადგენილი წესები მაქსიმალური სიმკაცრით იყოს აღსრულებული

„რა თქმა უნდა, ქვეყანაში არავინ და არასდროს შეზღუდვას არც გამოხატვის თავისუფლებას, არც სიტყვის თავისუფლებას. თუმცა, ის მოთხოვნები, რომელსაც დღეს გვიყენებს კანონი, ეპიდემიოლოგები და ექიმები არ არის ისეთი რთული. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ როგორც გამოხატვის თავისუფლება, ამასთან ერთად დავიცვათ ელემენტარული წესები. არ არის რთული პირბადის ტარება და ეს წესები, რა თქმა უნდა, ეხება ყველას. მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთხოვო, ის წესები, რომელიც დადგენილია, როგორც მთავრობის, ეპიდემიოლოგების, ექიმების მხრიდან, რომელიც არ არანაირად არ უშლიან ხელს გამოხატვის თავისუფლებას სტანდარტის დაწესებას, აღსრულებული იყოს მაქსიმალური სიმკაცრით“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:24

პოლიტიკა

გიორგი გახარიამ ნატოს მინისტერიალში წარმატებული მონაწილეობისათვის დავით ზალკალიანს მადლობა გადაუხადა

„მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეული ჩვენი მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს იმისთვის, რომ მათ მხარი დაუჭირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის შემდგომ გაღრმავებას. მათ პრაქტიკული გეგმებითა და ნაბიჯებით დაუჭირეს მხარი საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას. ეს ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაცია სწორად არის აღქმული ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებისგან და გვაქვს სრული მხარდაჭერა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

03 დეკემბერი 2020, 11:23

COVID19

კახეთში კორონავირუსის 104 შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსი კიდევ 104 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4,431- მდე გაიზარდა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი-60, თელავი-16, ყვარელი-5, ლაგოდეხი-3, დედოფლისწყარო-4 და საგარეჯო-16.

03 დეკემბერი 2020, 11:19

COVID19

ქუთაისში 50 დღის ჩვილმა კორონავირუსი დაამარცხა

„კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრის პედიატრიულ განყოფილებაში კორონავირუსისგან ყველაზე პატარა - 50 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა. ჩვილი მკურნალობის და მონიტორინგის ქვეშ ათი დღე იმყოფებოდა. „კლინიკა ბომონდის“ პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელის, ედიშერ ასათიანის თქმით, ჩვილი თავიდან ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რესპირატორული ჩივილებით-სისუსტითა და ტემპერატურით მიიყვანეს, სადაც კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, სამკურნალოდ „კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრში გადაიყვანეს.

ადამ კინზინგერი

03 დეკემბერი 2020, 11:18

მსოფლიო

ადამ კინზინგერი დონალდ ტრამპს Twitter-ის ანგარიშის წაშლისკენ მოუწოდებს

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ადამ კინზინგერი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს Twitter-ის ანგარიშის წაშლისკენ მოუწოდებს.

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:15

COVID19

გიორგი გახარია: გუშინ დავიწყეთ ინტენსიური ტესტირება, რათა ორთვიანი შეზღუდვები იყოს მაქსიმალურად ეფექტური

ჩვენ გამო​ვაცხადეთ ინტენსიური ტესტირების ახალი გრაფიკი, რომელიც გუშინ დაიწყო და უახლოეს პერიოდში დღეში 20 000 ტესტს მიაღწევს. ეს არის პარალელური პროცესი, რომელმაც შეზღუდვების პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ეპიდემიის გავრცელების დონის სწრაფ გამოვლენას, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:14

COVID19

პრემიერის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე უწყებათაშორისი კომისია იზრუნებს

„მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახლავთ COVAX პლატფორმის წევრი ქვეყანა. ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანასთან დაკავშირებით და ამ კომისიამ უნდა უზრუნველყოს როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე იმ ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტიანი ვაქცინაციის დასაწყებად“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარია

03 დეკემბერი 2020, 11:10

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ჩვენ წარვადგინეთ დაბალანსებული ბიუჯეტი, რომლის ძირითადი ამოცანა პანდემიასთან ბრძოლაა

„ჩვენ წარვადგინეთ დაბალანსებული ბიუჯეტი, რომლის ძირითადი ამოცანა პანდემიასთან ბრძოლაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „მოგეხსენებათ, პარლამენტში წარვადგინეთ 2021 წლის ბიუჯეტი, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ეს არის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ 2021 წელი - ფინანსური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს, როგორი იქნება ქვეყანა.

03 დეკემბერი 2020, 11:03

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 1 027 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე საქართველოში 1 027 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში-486, აჭარაში-152, იმერეთში-218. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 390 პირი, მათგან თბილისში-206, აჭარაში-45, იმერეთში-43.3 867 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 283-თბილისში, 1 997-აჭარაში, 332-იმერეთში. 11 227 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 974 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-478, აჭარაში-970, ხოლო იმერეთში-31.

03 დეკემბერი 2020, 10:59

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1,676 თბილისში, 591 იმერეთში, 525 კი აჭარაში დაფიქსირდა

დღეს დადასტურებული 4 260 შემთხვევიდან, თბილისში 1 676, ხოლო აჭარაში 525 შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მარიხუანა

03 დეკემბერი 2020, 10:58

მსოფლიო

გაერომ მარიხუანა საშიში ნარკოტიკების სიიდან ამოიღო

გაეროს ნარკოტიკული საშუალებების კომისიამ ამოიღო სამედიცინო მარიხუანა ყველაზე საშიში ნარკოტიკების სიიდან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

03 დეკემბერი 2020, 10:56

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 260 ადამიანს დაუდასტურდა, 2 947 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

03 დეკემბერი 2020, 10:55

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 45 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი

03 დეკემბერი 2020, 10:49

COVID19

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა. ამის შესახებ ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის სახელობის ფონდში განაცხადეს.

ნარკოტიკი

03 დეკემბერი 2020, 10:39

სამართალი

საქართველოში რუსეთის მოქალაქე 2 მლნ ლარამდე ღირებულების 7 კგ „ჰეროინის“ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღო. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 2 მილიონამდე ლარს შეადგენს.

ანჯელინა ფრიდმანი

03 დეკემბერი 2020, 10:39

COVID19

აშშ-ში 102 წლის ქალმა კორონავირუსი მეორედ დაამარცხა

ფრიდმანი მოხუცებულთა პანსიონში ცხოვრობს, სადაც COVID-19-ის დიაგნოზი პირველად მარტში დაუდგინეს. მან კლინიკაში 1 კვირა გაატარა, რის შემდეგაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. სიმპტომებიდან ქალს ცხელება აღენიშნებოდა.

03 დეკემბერი 2020, 10:34

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 22,046 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22,046 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 479 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 1,106,789 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 17,602 ადამიანი გარდაიცვალა.

03 დეკემბერი 2020, 10:31

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით სიკვდილიანობის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

03 დეკემბერი 2020, 10:30

COVID19

ინდოეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 9,5 მილიონს გადააჭარბა

ინდოეთში კორონავირუსის 35,551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 9,534,964-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 526 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 138,648-ს აღწევს. ჯამში 9 მილიონამდე ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.