IMEDI /  13 ნოემბერი 2020, 20:15 / სანდო წყარო

Covid-19 - ვითარება უცხოეთში

გაერთიანებული სამეფო, მეხუთე ქვეყანა გახდა, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 50 000-ს გადააჭარბა. ეპიდემიოლოგების აზრით, აღნიშნული სტატისტიკა ძალიან საგანგაშოა და დიდი ალბათობით, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ვირუსის გავრცელების დინამიკა კვლავ მზარდი იქნება;

პოლონეთი

12 ნოემბერს, პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირების 22 683 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 640 000-ს გადააჭარბა;

დაწესებული აკრძალვების მიუხედავად, 11 ნოემბერს, ქ. ვარშავაში, ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტური ჯგუფების ათასობით წარმომადგენელმა, პოლონეთის ეროვნული დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, მსვლელობის გამართვა სცადა. პოლიციის COVID-19-ის გავრცელების რისკებთან დაკავშირებული მოწოდებების უგულვებელყოფის შემდეგ, სამართალდამცველებს, ძალის გამოყენებით, მომიტინგეების დაშლა მოუხდათ. პოლიციელებმა რეზინის ტყვიები მას შემდეგ გამოიყენეს, რაც აქციის მონაწილეებმა, მათი მიმართულებით, ქვების სროლა დაიწყეს;

ესპანეთი

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ესპანეთში მომსახურების სექტორი შეზღუდვებს დაექვემდებარა.

კატალონიაში რესტორნები, ბარები, სავაჭრო ცენტრები და სასტუმროები 23 ნოემბრამდე დახურული დარჩება. 23 ნოემბრიდან, ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი რისკის ზონაში მყოფი ქვეყნებიდან მომავალი ვიზიტორებისთვის, ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი;

ბალტიის რეგიონის ქვეყნები

12 ნოემბერს, ბალტიის სამივე ქვეყანაში, ინფიცირების დღიური მაჩვენებლების ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი ლიეტუვაში - 1 553 შემთხვევა გამოვლინდა, ლატვიაში მორიგი ანტირეკორდი - 533 ფაქტი დაფიქსირდა, ესტონეთში კი შემთხვევების (+374) ნახტომისებური ზრდა მოხდა;

კვიპროსი

11 ნოემბერს, კვიპროსის მთავრობამ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ზონაში (ლიმასოლისა და პაფოსის რეგიონები) მ/წ 30 ნოემბრამდე „ლოქდაუნიგამოაცხადა. დაიკეტება რესტორნები და ბარები. აიკრძალება აუცილებლობის გარეშე სახლიდან გასვლა. კომენდანტის საათი 20:00-05:00 პერიოდში იმოქმედებს. აღნიშნული რეგიონების დატოვება ან რეგიონებში ჩასვლა შეიზღუდება. აიკრძალება ყველანაირი შეკრება. სკოლები (გარდა დაწყებითი კლასებისა) და უმაღლესი სასწავლებლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავა. საჯარო მოხელეების ნაწილი დისტანციურად იმუშავებს. დაიხურება თეატრები, კინოთეატრები, მუზეუმები, სავაჭრო ცენტრები, კაზინოები, სილამაზის სალონები, სავარჯიშო დარბაზები;

რუსეთი

12 ნოემბერს, რუსეთში, ერთ დღე-ღამეში, COVID-19-ით ინფიცირებულთა გარდაცვალების მორიგი ანტირეკორდი - 439 ფაქტი დაფიქსირდა. ინფიცირების კი 21 608 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა კვლავ ქალაქ მოსკოვზე მოდის. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დედაქალაქში ინფიცირების 6 000-ს შემთხვევამდე დაფიქსირდა; მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, ბოლო 4 კვირის განმავლობაში ქალაქის კლინიკებში მიყვანილ პაციენტთა რაოდენობა აჭარბებს გაწერილ მოქალაქეთა რაოდენობას. მისი თქმით, კვირის განმავლობაში, დამატებით 500-მდე საწოლის დამატება ხდება საჭირო, რაც ჯანდაცვის სექტორზე უდავოდ დიდი დატვირთვაა;

თურქეთი

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ფაჰრეტინკოჩას ბრძანებით, პირბადის ტარების წესის უკეთ აღსრულებისათვის, 12 ნოემბრიდან ქუჩებსა და ხალხის თავშეყრის ღია სივრცეებში სიგარეტის მოწევა აიკრძალა, რათა სიგარეტის მწეველებმა პირბადე არ მოიხსნან და ხალხმრავალ ადგილებში ინფექციის გავრცელების რისკი შემცირდეს;

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 52 მილიონზე მეტი შემთხვევა დაუდასტურდა, ხოლო 1.3 მილიონი ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

მოჰამედ ჯავად ზარიფი

01 დეკემბერი 2020, 01:20

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელს, აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის შეთქმულება მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობით დასრულდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ისრაელს, აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის შეთქმულება ირანელი ბირთვული ფიზიკოსის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობით დასრულდა.

01 დეკემბერი 2020, 00:53

ტაბლოიდი

კანადელმა კაცმა ჯეკპოტი მოიგო, თუმცა ერთი თვე ამის შესახებ არაფერი იცოდა

კანადაში კაცმა, რომელმაც აგვისტოს დასაწყისში ლატარეის ბილეთი შეიძინა, მხოლოდ სექტემბერში შეიტყო, რომ ჯეკპოტი $75 000-ზე მეტი მოიგო. როგორც ირკვევა, გათამაშების ყურებისას მან მხოლოდ ძირითადი რიცხვები შეამოწმა, თუმცა, თითქმის თვენახევრის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ბონუს რიცხვების წყალობით, ის $76 924-ის მფლობელი გახდა.

01 დეკემბერი 2020, 00:52

მსოფლიო

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანი თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

01 დეკემბერი 2020, 00:37

COVID19

ჯანმოს დირექტორი: პანდემია დასრულდება და ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ მის დასრულებაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულდება და მის დასრულებაში ყველამ გარკვეული როლი უნდა ითამაშოს.

01 დეკემბერი 2020, 00:29

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 87 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 308 ადამიანს ჩუტარდა, საიდანაც 87-ს ინფექცია აღმოაჩნდა. ამასთან, 3 პაციენტი გარდაიცვალა. დღე-ღამეში ვირუსისგან 167 ადამიანი განიკურნა. პანდემიის დაწყების დღემდე, ოკუპირებულ რეგიონი კორონავირუსის 5 970 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 84 პაციენტი, 3 845 კი გამოჯანმრთელდა.

30 ნოემბერი 2020, 23:52

ეკონომიკა

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მზადყოფნას ადასტურებენ, რომ საქართველოს მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძონ

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, 28 ნოემბრიდან ამოქმედებული გამკაცრებული შეზღუდვები, მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების პაკეტი და ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოები იყო მთავარი თემები ონლაინფორმატის შეხვედრაზე, რომელიც ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და დონორებთან გაიმართა.

30 ნოემბერი 2020, 23:32

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 4 005 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 005 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 406 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ანდრეი პლენკოვიჩი

30 ნოემბერი 2020, 23:19

COVID19

ხორვატიის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხორვატიის პრემიერ-მინისტრს, ანდრეი პლენკოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

30 ნოემბერი 2020, 23:07

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 63 029 075 შემთხვევა გამოვლინდა, 1 464 232 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 40 333 589 - გამოჯანმრთელდა.

30 ნოემბერი 2020, 23:04

ტექნოლოგიები

იტალიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კომპანია Apple-ი 10 მილიონი ევროთი დააჯარიმა

იტალიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კომპანია Apple-ი 10 მილიონი ევროთი დააჯარიმა. მარეგულირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ კომპანიამ მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანა iPhone-ების წყალგაუმტარობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას.

მალხაზ თორია

30 ნოემბერი 2020, 22:22

COVID19

სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული: დაწესებული შეზღუდვები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულებასთან დაკავშირებით, სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმსჯელეს. სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას განცხადებით უნდა მოხდეს დაწესებული შეზღუდვების მკაცრად გაკონტროლება, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების შენელებ

30 ნოემბერი 2020, 22:16

პოლიტიკა

ირანის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა, აქბარ ყასემი ალიაბადიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში ირანის ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

30 ნოემბერი 2020, 22:12

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 19 979 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 19 979 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 401 ადამიანი გარდაიცვალა.

30 ნოემბერი 2020, 22:10

საზოგადოება

სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო, თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა ერთი თვით ნაწილობრივ შეიზღუდება

მაჭავარიანის ქუჩაზე პირველიდან 30 დეკემბრამდე, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. შეზღუდვა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის („112“) შენობიდან ვაშლიჯვრის და უკუმიმართულებით, მაჭავარიანის ქ. N1 კორპუსიდან BP-ის ბენზინგასამართ სადგურამდე იმოქმედებს.

30 ნოემბერი 2020, 21:47

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, თურქეთში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი იმოქმედებს

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, თურქეთში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი იმოქმედებს.

კორონავირუსი

30 ნოემბერი 2020, 21:43

COVID19

კახეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 147 გამოჯანმრთელდა. სპეციალისტებმა ახალი ინფიცირებულების 375 კონტაქტი უკვე მოიძიეს, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ყველა მათგანი გადაყვანილია თვითიზოლაციაში. დღეს ცხელების ცენტრს 81- მა პაციენტმა მიმართა.

30 ნოემბერი 2020, 21:41

მსოფლიო

ლონდონის ცენტრში ნაპოვნი შეფუთვის გამო ჩაკეტილი ქუჩები კვლავ გახსნეს

ლონდონის პოლიციამ ქალაქის ცენტრში, Heron Tower-ის ცათამბრჯენის მიმდებარე ქუჩები კვლავ გახსნა, - ამის შესახებ პოლიციის Twitter-ის გვერდზე წერია. „შეფუთვა არაა საეჭვოდ მიჩნეული და ყველა მიმდებარე გზა გახსნილია“ - აღნიშნულია პოსტში.

30 ნოემბერი 2020, 21:33

COVID19

„საქნახშირი“ 1-ლი დეკემბრიდან მუშაობას ადაპტირებული განრიგით განაახლებს

27, 28 და 29 ნოემბერს ტესტირება განმეორებით ჩაუტარდა კომპანიის იმ 774 თანამშრომელს, რომელიც პირველი ტესტირებისას კოვიდდადებითი არ აღმოჩნდა. კვლევის შედეგად, 716 ადამიანს ვირუსი არ დაუდასტურდა. ისინი სამუშაო პროცესს დაუბრუნდებიან.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

30 ნოემბერი 2020, 21:27

COVID19

ჯანმოს დირექტორი: მოერიდეთ ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრებს, ისარგებლეთ ონლაინ შოპინგით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ პირველად სექტემბრიდან მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა.

30 ნოემბერი 2020, 21:09

კულტურა

დღეს თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება - ფილმების ნახვა უფასოდ, ონლაინ იქნება შესაძლებელი

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი წელს ონლაინ ფორმატში იმართება. Covid-19-ის გავრცელებისა და დაწესებული შეზღუდვების გამო თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 30 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, ონალინ გაიმართება.