imedi /  15 ნოემბერი 2020, 15:40 / სანდო წყარო

შიდა ქართლში კორონავირუსი 153 ადამიანს დაუდგინდა

შიდა ქართლში 24 საათის განმავლობაში, ინფიცირებულთა რიცხვი 153-ით გაიზარდა. სულ ლუგარის ლაბორატორიაში 172 ნიმუში იყო გაგზავნილი.

24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 54 ადამიანი. თვითიზოლაცია კი 171 პირს მოეხსნა.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 2,100 შეადგენს, თვითიზოლაცაში იმყოფება 1,796 პირი. 986 პაციენტი კი მკურნალობას სახლში გადის.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 79 678 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 62 061-ს შეადგენს. გარდაიცვალა 703 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 00:50

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ, რომ ლარის კურსის ცვალებადობა არ აისახოს აუცილებელ პროდუქციაზე

ძალიან კარგად მესმის, რომ ლარის კურსი, მისი მერყეობა და გაუფასურება ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, თუმცა ეს არის ლოგიკური შედეგი ისევ და ისევ პანდემიის, - ამის შესახებ ეკონიმიკის მინისტრმა ნათია თურნავამ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მანდალორელი

03 დეკემბერი 2020, 00:47

კულტურა

კინოსა და ტელევიზიის სფეროში საუკეთესო ფრანშიზები დასახელდა

კომპანიამ საკითხის კვლევა 2019 წლის იანვარში დაიწყო და მასში 350 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ისინი 700 პოპულარული ფრანშიზის შესახებ კითხვებს პასუხობდნენ. შედეგების დამუშავების შემდეგ საუკეთესო ფილმებისა და სერიალების ოცეული დადგინდა.

ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 00:38

COVID19

ნათია თურნავა: ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად არის დაზარალებული, მაგრამ ამავდროულად ყველაზე მეტი დახმარების ობიექტია

ზამთრის კურორტები ევროპაშიც მიჩნეულია ეპიდემიოლოგიურად ერთ-ერთ რისკის მატარებელ ფაქტორად და აქედან გამომდინარე, ევროპულმა სახელმწიფოებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც არ არის მარტივი და ზამთრის სეზონს, არ ჩაატარებენ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა „ღია ეთერში“ განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, ნებისმიერი საქმიანობის შეზღუდვა იწვევს ნეგატიურ ზემოქმედებას იმ მცირე ბიზნესსა და ოჯახებზე, ვინც ჩართული არიან ამ საქმიანობაში.

03 დეკემბერი 2020, 00:34

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 14 064 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 14 064 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 313 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 00:32

ეკონომიკა

ნათია თურნავა: შეგვიძლია თითოეულ კონკრეტულ კომპანიასთან, სასტუმროსთან თუ რესტორანთან გავიაროთ პრობლემა და დავეხმაროთ გადაწყვეტაში

„შეგვიძლია თითოეულ კონკრეტულ კომპანიასთან, სასტუმროსთან თუ რესტორათან გავიაროთ პრობლემა და დავეხმაროთ გადაწყვეტაში, თუნდაც ბანკთან ურთიერთობაში. ამასთან, ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ამ ვითარებაზე. ეს ეხებათ მოლებს, სავაჭრო ქსელებს. ჩვენ დავინახეთ, რომ დიდი გამოწვევაა ელემენტარულად ფასდაკლების აქცია“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

ანგელა მერკელი

03 დეკემბერი 2020, 00:22

COVID19

გერმანიაში ნაწილობრივი ლოკდაუნი 10 იანვრამდე გახანგრძლივდა

გერმანიაში ნაწილობრივი ლოკდაუნი 10 იანვრამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ფედერალური მიწების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 00:21

COVID19

ნათია თურნავა: რეგულაციების დაცვით პროცესს ძალიან მალე ავიყვანთ კონტროლზე, ამ პრობლემას გადავლახავთ და ვაქცინაციისთვის მოვემზადებით

„სიმართლე ერთია, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ძალა, „ქართული ოცნება“, ჩვენი სამთავრობო გუნდი, ვისაც აკისრია პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე, რომ დავიცვათ მათი ჯანმრთელობა, დავიცვათ მათი სიცოცხლე. ყველა ჩვენი ნაბიჯი, კონკრეტული ლოგიკით არის გამსჭვალული. რა თქმა უნდა, საარჩევნო ციკლმაც გარკვეული კორექტირება შეიტანა ჩვენს ანტიპანდემიურ კალენდარში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ დაგვეცვა მაქსიმალურად ჩვენი დემოკრატიული მონაპოვარი, სიტყვის, არჩევანისა და მანიფესტაციის თავისუფლება. უფრო ადრე შეუძლებელი იყო შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება. თუმცა ახლაც, თუ ყველა გავინაწილებთ იმ პასუხისმგებლობას და ზედმიწევნით მივყვებით ყველა რეგულაციას და დროებით შეზღუდვას, პროცესს ძალიან მალე ავიყვანთ კონტროლზე, გადავლახავთ ამ პრობლემას და მოვემზადებით ვაქცინაციისთვის.“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 00:03

COVID19

ნათია თურნავა: ყველა ზომა უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ მეტად შევზღუდოთ ვირუსის გავრცელება და ყველა ერთად მოვემზადოთ მომავალ წელს ვაქცინაციისთვის

რაც შეეხება პანდემიასთან ბრძოლას, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ პირველივე დღიდან გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, რაც ორ ძირითად ამოცანას ემსახურება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა საერთოდაც რომ არ მართავდეს არავითარ შემზღუდავ ღონისძიებას თვითონ ვირუსი არის ეკონომიკის მტერი.

ნათია თურნავა

03 დეკემბერი 2020, 00:00

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მალე ჩვენ კვლავ ვიქნებით რეგიონის ლიდერი ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით

„პირველმა ნაბიჯებმა და ეფექტურმა მართვამ მოგვცა საშუალება, რომ შემდეგ ეკონომიკამ თანდათან აღდგენა დაიწყო, ეს ჩანდა თვიდან თვემდე შემცირებული კლების დინამიკაში. ჯერ იყო ორ ნიშნა კლება, შემდეგ გადავედით უფრო მცირე კლებაზე და საშუალება მოგვეცა, პოზიტიურ დინამიკაზე გვესაუბრა. სავალუტო ფონდისა და ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, საქართველო მომავალ წელს უკვე გადავა ზრდაზე. საშუალო ვადიან პერიოდში, ჩვენ კვლავ ვიქნებით რეგიონის ლიდერი ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით. ამის ყველა ყველა წინაპირობა არის, მაგრამ დადგა მეორე ტალღა, რომელსაც პრაქტიკულად ვერცერთი სახელმწიფო ასცდა, ეს თავისთავად ნეგატიურად აისახა ეკონომიკაზე. შემცირდა გაყიდვები, შემცირდა რესტორნების ბრუნვა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა

02 დეკემბერი 2020, 23:59

პოლიტიკა

ნათია თურნავა ოპოზიციაზე: მათ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ანაცვალეს ისეთ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ინტერესებს, როგორებიცაა ჯანმრთელობა და სიცოცხლის დაცვა

არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა იყო საქართველოსთვის და ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა. მთლიანად საზოგადოებამ ეს გამოცდა ჩააბარა წარმატებით, - ამის შესახებ ეკონიმიკის მინისტრმა ნათია თურნავამ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

02 დეკემბერი 2020, 23:52

პოლიტიკა

სახდეპი: ნატოს მინისტერიალზე მოკავშირეთა ლიდერებს გულწრფელი საუბარი ჰქონდათ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მონაწილეობაზე ნატოს მინისტერიალში და საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაზე.

თორნიკე რიჟვაძე

02 დეკემბერი 2020, 23:43

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ის პოლიტიკური მოლოდინები, რაც ჰქონდათ, რეალობას აბსოლუტურად აცდენილი იყო

„მე მინდა აჭარის მოსახლეობას მივმართო და ვუთხრა, ჩვენ ნერვიულობის არანაირი საფუძველი არ გვაქვს. ყველა უნდა ვიყოთ მშვიდად, ვინაიდან მე მესმის მათი სამართლიანი აღშფოთება ამ ზღვარგადასული პროტესის გამო, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა უმორჩილესად ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მოვითმინოთ ეს ორკესტრირებული შეტევა და ყველაფერი დასრულდება მშვიდად“- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძე

02 დეკემბერი 2020, 23:42

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე აქციის მონაწილეებზე: პროტესტის გამოხატვას კანონით დადგენილ ფარგლებში არავინ უზღუდავს, თუმცა ნებისმიერ სამართლებრივ გადაცდომაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება

როგორც მე, ისე ჩემი გუნდის თითოეული წევრი, მზადაა შეხვდეს, დაეხმაროს, მოუსმინოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც კონკრეტული პრობლემა აქვს, მაგრამ არანაირი სურვილი არ გვაქვს ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა მივიღოთ ამ უპასუხისმგებლო წარმოდგენებში, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ„ღია ეთერში“ განაცხადა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, მათ პროტესტის გამოხატვას კანონით დადგენილ ფარგლებში არავინ უზღუდავს, თუმცა ნებისმიერ სამართლებრივ გადაცდომაზე შესაბამისი რეაგირება ექნებათ.

თორნიკე რიჟვაძე

02 დეკემბერი 2020, 23:38

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: აჭარის უმაღლესი საბჭოს შეკრების წინაღობა არ არსებობს

„იმის გათვალისწინებით, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი იქნება კონსტიტუციური უმრავლესობით, ანუ ორი მესამედით, სამართლებრივად, უმაღლესი საბჭოს შეკრების არანაირი წინაღობა არ არსებობს. პოლიტიკურად ორი მესამედი საზოგადოების იმდენად მაღალი ნდობაა ამომრჩევლის მხრიდან, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაციის მხრივაც ვერანაირ დაბრკოლებას ვერ ვხედავთ. ეს ყველაფერი, არის ფორმალობები, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. ამის შესახებ მიმდინარეობს კონსულტაციები გუნდის შიგნით, პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის გამოწვევები და პრობლემები, სოციალური ფონი, რომელიც სამწუხარო მოქალაქეებისთვის დღითიდღე მძიმდება“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

02 დეკემბერი 2020, 23:37

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 9 331 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 331 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 273 ადამიანი გარდაიცვალა.

თორნიკე რიჟვაძე

02 დეკემბერი 2020, 23:26

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: პოლიციელი საზოგადოების გამორჩეული წევრი იქნება ყოველთვის, ისინი მართლაც გმირები არიან

„მარცხი იმდენად განიცადეს და იმდენად დიდი სასოწარკვეთაა, რომ ჩემთვის გასაგებია ყოველდღიური მცდელობა, რომ როგორმე პროცესები განავითარონ არასწორი მიმართულებით. ჩვენი მთავრობა, პარტია, გუნდი და ინსტიტუციები, მათ შორის სამართალდამცველები იმოქმედებენ კანონმდებლობის შესაბამისად. სამარცხვინოა ის, რაც გუშინ მოვისმინეთ კონკრეტული პარტიის წარმომადგენლისგან, მნიშვნელოვანია, რომ ეს ადმიანი უკვე პასუხისგებაშია მიცემული. პოლიციელი ყოველთვის, როგორც დღეს, ასევე წარსულშიც, საზოგადოების გამორჩეული წევრი იქნება. ისინი მართლაც გმირები არიან და არავის ეპატიება გადაცდენით მათზე საუბარი“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

02 დეკემბერი 2020, 23:25

პოლიტიკა

ნატოში კანადის მისია: საქართველოსა და უკრაინასთან ალიანსის თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას უწყობს ხელს

ნატოში კანადის მისია აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინასთან ალიანსის თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას უწყობს ხელს.

თორნიკე რიჟვაძე

02 დეკემბერი 2020, 23:24

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: „ნაცმოძრაობა“ აბსოლუტური მარგინალიზაციის ბოლო ეტაპზეა

„ნაცმოძრაობა“, როგორც ცალკე აღებული პოლიტიკური ძალა რეგიონში, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის აბსოლუტური მარგინაზაციის ბოლო ეტაპზე და რა თქმა უნდა, ის მდგომარეობა, რომელშიც ისინი იმყოფებიან, საკმაოდ კომიკური, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ივან კორჩოკი

02 დეკემბერი 2020, 23:12

პოლიტიკა

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სლოვაკეთი მზადაა საქართველოსა და უკრაინას მხარდაჭერა გაუწიოს ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაში

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან კორჩოკმა განაცხადა, რომ სლოვაკეთი მზადაა საქართველოსა და უკრაინას მხარდაჭერა გაუწიოს ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაში.

იენს სტოლტენბერგი

02 დეკემბერი 2020, 22:53

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: ნატო საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უცხადებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა „ქრონიკას“ განუცხადა.