http://imedi.ge/ /  16 ნოემბერი 2020, 20:34 / სანდო წყარო

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა

თამარ გაბუნია

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „რუსთავის2“-ის ეთერში განაცხადა.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ეს საყურადღებო შემთხვევაა, რომელსაც უწყება აუცილებლად შეისწავლის.

„ამაზე საუბარი ეთიკურად არ მიმაჩნია სწორად. ჯანდაცვის სამინისტრო, რა თქმა უნდა, შეისწავლის ამ შემთხვევას. საყურადღებო შემთხვევაა და შესაფერის რეაგირებას გააკეთებს იმ კლინიკასთან მიმართებით, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური იმ მონაცემების საფუძველზე, რაც აქამდე გვქონდა. სხვა დანარჩენ ინფორმაციას, რომელიც მნიშვნელოვანია ამ ტიპის ინფორმაციის გაანალიზებისთვის, ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 157 ადამიანი დაინფიცირდა, 3 230 კი გამოჯანმრთელდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

მაია ცქიტიშვილი

25 ნოემბერი 2020, 23:18

COVID19

მაია ცქიტიშვილი: სისტემური ლოკდაუნი ან სრული ჩაკეტვა გამორიცხულია

არაერთხელ ვთქვით, სისტემური ლოკდაუნი ან სრული ჩაკეტვა გამორიცხულია. ეს არის სტრატეგია, რომელსაც ჩვენ მივდევთ, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, რომ ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

25 ნოემბერი 2020, 23:02

COVID19

კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. imedinews-ის ინფორმაციით, 70 წლის კაცი მკურნალობის კურსს ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადიოდა, თუმცა მედიკოსების შეფასებით, თანმხლები დაავადებების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი დედოფლისწყაროდან იყო და ის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. ბოლო მონაცემებით, ეს რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლების 24-ე შემთხვევაა.

25 ნოემბერი 2020, 22:57

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 16 282 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 282 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 384 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

25 ნოემბერი 2020, 22:57

რეგიონი

დაჭრილი მონადირე, რომელიც მეხანძრე-მაშველებს გამოჰყავდათ, გარდაიცვალა

უამინდობის და მიუვალი რელიეფის გამო, თვითმფრინავმა შემთხვევის ადგილზე დაჯდომა ვერ მოახერხა, რის გამოც ფეხით წასულ მაშველებს და ადგილობრივებს დაჭრილი მამაკაცი საკაცის საშუალებით ფეხით მოყავდათ, თუმცა მონადირე გზაში გარდაიცვალა. მას ღრმა ჭრილობა მუცლის არეში ქონდა მიყენებული.

25 ნოემბერი 2020, 22:51

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 10 222 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 222 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 369 ადამიანი გარდაიცვალა.

25 ნოემბერი 2020, 22:45

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 18 213 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 18 213 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 696 ადამიანი გარდაიცვალა.

25 ნოემბერი 2020, 22:42

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: დადასტურებული შემთხვევები შესაძლოა სამჯერ მეტი იყოს

საქართველოში ეპიდვითარება არის საკმაოდ რთული, იმაზე რთული ვიდრე ეს არის ციფრებში ასახული, რადგან დადასტურებული შემთხვევები შესაძლოა სამჯერ მეტი იყოს და სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილებაა მისაღები სასწრაფოდ, რომ გავწყვიტოთ ინფიცირების მზარდი ჯაჭვი, ტალღა და ეს დინამიკა რამენაირად წავიყვანოთ პოზიტივისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

25 ნოემბერი 2020, 22:41

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 25 853 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 853 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 722 ადამიანი გარდაიცვალა.

25 ნოემბერი 2020, 22:35

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 60 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 60 მილიონს გადააჭარბა.

25 ნოემბერი 2020, 22:27

მსოფლიო

საფრანგეთის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მთავრობას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ქვეყნის მთავრობას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი 305-მა სენატორმა დაუჭირა.

25 ნოემბერი 2020, 22:17

საზოგადოება

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა ნარინჯისფრად განათდა

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად კიდევ ერთხელ განათდა. ინიციატივა, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2016 წლიდან ხორციელდება. ამ სიმბოლური ჟესტით საქართველოს დედაქალაქი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდა. კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 16 დღეს გაგრძელდება.

25 ნოემბერი 2020, 22:13

COVID19

კახეთის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

imedinews-ის ინფორმაციით, კახეთში კოვიდსტატისტიკა ცოტა ხნის წინ განახლდა. რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის მატარებელი სულ 2 979 მოქალაქეა. ეპიდემიოლოგებმა ახალი ინფიცირებულების 333 კონტაქტი უკვე მოიძიეს.

შალვა პაპუაშვილი

25 ნოემბერი 2020, 22:02

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: თუკი პარტიები გამოთქვამენ ინტერესს დაფინანსების მიმართ, ეს სავარაუდოდ, შეიძლება კარგი სიგნალი იყოს იმისა, რომ ისინი მზად არიან საპარლამენტო საქმიანობისთვის

თუკი პარტიები გამოთქვამენ ინტერესს დაფინანსების მიმართ, ეს სავარაუდოდ, შეიძლება კარგი სიგნალი იყოს იმისა, რომ ისინი მზად არიან საპარლამენტო საქმიანობისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ინიციატივის ახალი სისტემა შემოვიდა პარტიების დაფინანსების, რომელიც უფრო გამჭვირვალეა.

დიეგო მარადონა და პელე

25 ნოემბერი 2020, 21:47

მსოფლიო

პელე მარადონას გარდაცვალებაზე: იმედი მაქვს, ერთ დღეს ზეცაში ბურთის თამაშს ერთად შევძლებთ

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე დიეგო მარადონას გარდაცვალებას ესხმაურება.

ნინო კალანდაძე

25 ნოემბერი 2020, 21:44

საზოგადოება

ნინო კალანდაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნინო კალანდაძე, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. მისი თქმით, ვინაიდან უფლება აქვს, გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩატარდეს, პროკურატურაში მისვლას გამოკითხვის ეს ფორმა არჩია.

25 ნოემბერი 2020, 21:31

საზოგადოება

კახა კალაძემ სამგორის რაიონში ახლადრეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა

სამგორის რაიონში, თაყაიშვილის ქუჩაზე, პოლიციის შენობის მიმდებარედ, 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული სკვერი რეაბილიტირდა, რაც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. თბილისის მერის თქმით, სიმწვანე და გაუმჯობესებული ეკოლოგია, ეს ის არის, რაც ჩვენს ქალაქს ძალიან სჭირდება და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

ალბერტო ფერნანდესი და დიეგო მარადონა

25 ნოემბერი 2020, 21:19

მსოფლიო

დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო, არგენტინაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა

არგენტინის პრეზიდენტი, ალბერტო ფერნანდესი ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება.

25 ნოემბერი 2020, 20:56

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 260 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 260 ათასს გადააჭარბა.

ზაზა წერეთელი

25 ნოემბერი 2020, 20:51

ეკონომიკა

ზაზა წერეთელი: ყველა ერთად უნდა დავდგეთ - ჯანდაცვა და ეკონომიკა, ბიზნესსექტორი და მოსახლეობა, იმისათვის, რომ ეს მძიმე სიტუაცია როგორმე გამოვასწოროთ

ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ჯანდაცვა და ეკონომიკა, ბიზნესსექტორი და მოსახლეობა, იმისათვის, რომ ეს მძიმე სიტუაცია, როგორმე გამოვასწოროთ, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა განაცხადა.

ვლადიმერ ჯობავა

25 ნოემბერი 2020, 20:48

COVID19

„ელიტ ელექტრონიქსის" გენერალური დირექტორი: მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა გადაწყვეტილებებს შეზღუდვებთან დაკავშირებით ბიზნესთან და ჯანდაცვის სექტორთან კონსულტაციების შედეგად იღებს

დღესაც რამდენიმე მიმართულება განვიხილეთ. იმედი გვაქვს, რომ ვიპოვით ისეთ გამოსავალს, რომელიც არ იქნება ძალიან მტკივნეული ბიზნესისთვის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი“, - განაცხადა ვლადიმერ ჯობავამ.