IMEDI /  17 ნოემბერი 2020, 14:49 / სანდო წყარო

ბელგიაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა უფასო და ნებაყოფლობითი იქნება

ბელგიის ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთდა განცხადება, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ მომავალი ვაქცინა უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.

საკოორდინაციო კომიტეტი ვაქცინაციის შესახებ კამპანიის დაწყებას მომავალი წლის თებერვლიდან გეგმავს. სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში ცნობილი იქნება სრულყოფილი ინფორმაცია COVID-19-ზე უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინის შესახებ და ლიცენზიის გაცემაც დაიწყება.

„ვაქცინის გაკეთება არ იქნება სავალდებულო, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ძალიან აქტიურად დავიწყოთ კამპანია და დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ ვაქცინა იქნება სასარგებლო, უსაფრთხო და ეფექტიანი COVID-19-ის დასამარცხებლად და პანდემიის დასრულების გზაზე. ჩვენი მიზანია ბელგიის მოსახლეობის 70-80%-ის აცრა, რაც 8 მილიონი ადამიანისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას ნიშნავს. პრიორიტიეტების შესახებ ევროპული სააგენტოები რეკომენდაციებს ამზადებენ და სტრატეგიაზე ვმუშაობთ ჩვენც.

მუშაობის პროცესში ყველა ნიუანსი ევროკომისიასთან იქნება შეთანხმებული. სეზონური გრიპის ვაქცინის მიღებისას პრიორიტეტი მივანიჭეთ ხანდაზმულებს და რისკის ქვეშ მყოფ პირებს. ამ ჯგუფში ქრონიკული დაავადებების მქონე პირები შედიან. მსგავსი პრინციპი იქნება კორონავირუსზე ვაქცინის დისტრიბუციის დროსაც. პრიორიტეტს მივანიჭებთ ხანდაზმულებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ვაქცინაზე პირველ ეტაპზე მსოფლიოში ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება და მოთხოვნა ვაქცინის რეალურ მოცულობას გადააჭარბებს.

მომავალი ვაქცინის შესახებ ჯერ ბევრი პარამეტრი არ ვიცით და ამიტომ არ მინდა, მოსახლეობა წინასწარ დავაბნიო. ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია, თუ როგორი ეფექტი ექნება მომავალ ვაქცინას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე”, - განაცხადა ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა ფრანკ ვანდენბროუკმა.

იფსოს (Ipsos) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბელგიაში მცხოვრები ექვსი ადამიანიდან ერთს კორონავირუსზე აცრის გაკეთების სურვილი არ აქვს. კვლევაში 1 700 ადამიანი მონაწილეობდა. მათგან მხოლოდ 36%-მა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდებიან ვაქცინის გაკეთებას.

გამოკითხულთა 47%-ს არ ეჩქარება ვირუსზე აცრა და 17% არ აპირებს კოვიდ-19-ის ვაქცინაციაზე ჩაეწეროს. ბელგიელი ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ვაქცინაციის სტრატეგია დამოკიდებული იქნება მომავალი ვაქცინის პარამეტრებსა და ბელგიის არჩევანზე, რომელსაც ქვეყანა ევროკომისიასთან შეთანხმებით გააკეთებს.

ბელგიაში 7-დან 13 ნოემბრამდე ყოველდღიურად ინფიცირებულთა მაჩვენებელმა საშუალოდ 5 000 შეადგინა, რაც 49%-ით ნაკლებია 2-დან 6 ნოემბრამდე არსებულ მონაცემთან შედარებით. ბოლო ორ კვირაში 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 807 ინფიცირებული დაფიქსირდა, რაც ასევე 55%-ით კლების ტენდენციას ადასტურებს. ბოლო 24 საათში ბელგიის სამეფოში კორონავირუსი დაუდასტურდა 1 932 პაციენტს. გარდაიცვალა 195 ადამიანი. საავადმყოფოში რჩება 6 580 ინფიცირებული. მათგან 1 408 ადამიანი ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული. ჯანდაცვის ინსტიტუტის ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 5 დღეში ბელგიაში COVID-19-ზე 29 100 ადამიანს ჩაუტარდა ტესტი.

ყველა სიახლე

ენტონი ბლინკენი

28 იანვარი 2021, 02:23

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: აშშ შეშფოთებულია ალექსეი ნავალნის უსაფრთხოების საკითხით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია ალექსეი ნავალნის უსაფრთხოების საკითხით.

კარლოს სლიმი

28 იანვარი 2021, 01:01

COVID19

კარლოს სლიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს

მექსიკელი ბიზნესმენი, კარლოს სლიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბიზნესმენის წარმომადგენელი, არტურო ელიასი ავრცელებს.

28 იანვარი 2021, 00:55

მსოფლიო

არხანგელსკში ანტისამთავრობო აქცია თოვლის კაცებმა მოაწყვეს

არხანგელსკელმა ეკოაქტივისტმა ელენა კალინინამ სოფელ ზაჩატიეში უცნაური პერფორმანსი მოაწყო. „ვოვა, ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა!“ „ ძირს მეფე!“ „მშვიდობა ქოხებს, ომი სასახლეებს!“ „ეს ჩვენი ქვეყანაა!“ - ამ შინაარსის პლაკატები ხელში თოვლის კაცებს ეჭირათ, რომლებიც კალინინამ სოფლის ცენტრში დადგა. „აქციები ძირითადად ქვეყნის დიდ ქალაქებში ეწყობა, სოფლებში კი ასეთი შეკრებები მიღებული არ არის. ამიტომ, გადავწყვიტე პროტესტს ამ ფორმით შევუერთდე“, - აღნიშნა ეკოაქტივისტმა.

28 იანვარი 2021, 00:51

ტაბლოიდი

ტაივანელი კაცი კარანტინის 7-ჯერ დარღვევისთვის $35,000-ით დააჯარიმეს

ტაივანელი კაცი კარანტინის წესების დარღვევისთვის, 1 მილიონი ტაივანური დოლარით, (35,000 აშშ დოლარი) დააჯარიმეს. როგორც CNN-ი, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, უცნობი პირი ჩინეთში მივლინებით იმყოფებოდა და ტაივანში დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციას საკუთარ სახლში გადიოდა.

28 იანვარი 2021, 00:43

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 26 916 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 26 916 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 351 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

28 იანვარი 2021, 00:30

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 468 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 468 808 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 12 856 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

28 იანვარი 2021, 00:24

მსოფლიო

WSJ: ბაიდენის ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთისთვის შეიარაღების მიყიდვა დროებით შეაჩერა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთისთვის შეიარაღების მიყიდვა დროებით შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესაზებ გაზეთი The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

28 იანვარი 2021, 00:11

რეგიონი

28 იანვარს15 წუთით რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

28 იანვრის 22:00 სთ-დან 22:15 სთ-მდე რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გვირაბში საბურღი მანქანის გატარება საჭირო და მისი გაბარიტებიდან გამომდინარე, ამ დროს საჭიროა გვირაბში ავტოტრანპსორტის მოძრაობის გაჩერება 15 წუთით.

ლევან ხაბეიშვილი

28 იანვარი 2021, 00:08

პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი: ოდესმე თუ დაასრულებენ ამ საგას და დეკემბერში შეტანილ განცხადებებს დააკმაყოფილებენ კარგი იქნება

ოდესმე თუ დაასრულებენ ამ საგას და დეკემბერში შეტანილ განცხადებებს დააკმაყოფილებენ კარგი იქნება, - სადეპუტატო მანდატების გაუქმების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა. „51 დეპუტატს შეტანილი აქვს განცხადება, მათ შორის მეც. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოლაპარაკებების ველი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ შემთხვევაში იქნება, თუკი ხელისუფლება გონს მოვა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

არმაზ ახვლედიანი

27 იანვარი 2021, 23:56

პოლიტიკა

არმაზ ახვლედიანი: არ ვიქნები იმის წინააღმდეგი, რომ სისტემა დაინგრეს კონსტიტუციის ფარგლებში, თუნდაც რევოლუციის გზით

ოპოზიცია ამ შემთხვევაში მომგებიან მდგომარეობაშია. იკითხოს ხელისუფლებამ, როცა ჩვენს მანდატებს გააუქმებს, იმიტომ რომ ეს დამოკლეს მახვილი დაეცემა სწორედ „ქართულ ოცნებას“. თქვენ მერე ნახავთ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლას და აგრეთვე ჩვენი საზოგადოების საპროტესტო განწყობის ზრდას,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, რამაზ ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ენტონი ბლინკენი

27 იანვარი 2021, 23:47

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: მსოფლიოს ამერიკის ლიდერობა ესაჭიროება

მსოფლიოს შეერთებული შტატების ლიდერობა ესაჭიროება, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველ სამუშაო დღეს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა. „მსოფლიოს ჩვენი ლიდერობა სჭირდება, რადგანაც პრობლემები უფრო ადვილად გვარდება, თუ საქმეში შეერთებული შტატებია ჩართული. ამერიკას კვლავინდებურად შესწევს ძალა, მოახდინოს სხვა ქვეყნების მობილიზება საუკეთესო მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნა ბლინკენმა.

ნიკი ჰეილი

27 იანვარი 2021, 23:43

მსოფლიო

ნიკი ჰეილი: პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენის პირველი კვირა რუსეთისთვის კარგი აღმოჩნდა

გაეროში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ნიკი ჰეილი განაცხადა, რომ პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენის პირველი კვირა რუსეთისთვის კარგი აღმოჩნდა.

27 იანვარი 2021, 23:08

COVID19

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, 29 იანვრიდან ნორვეგია საზღვრებს დახურავს

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, 29 იანვრიდან ნორვეგია საზღვრებს დახურავს. ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, ერნა სულბერგმა განაცხადა.

დეკანოზი თადეოზი სარალიძე

27 იანვარი 2021, 22:57

საზოგადოება

დეკანოზი თადეოზი სარალიძე: ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო ეროვნული, სოციალური და პედაგოგიური კუთხით, რისთვისაც შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარის მღვდელმსახურის, დეკანოზ თადეოზ სარალიძის შენდობის თხოვნის წერილს აქვეყნებს, სადაც სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ მისი ქადაგება არაკორექტული იყო, რამაც საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია.

27 იანვარი 2021, 22:37

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 40 285 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 40 285 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 492 ადამიანი გარდაიცვალა.

27 იანვარი 2021, 22:31

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 7 489 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 489 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 132 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

27 იანვარი 2021, 22:15

COVID19

კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების გამო, პორტუგალიის მთავრობამ ბრაზილიასთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა

კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების გამო, პორტუგალიის მთავრობამ ბრაზილიასთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილება 29 იანვრიდან ამოქმედდება.

მაია ცქიტიშვილი

27 იანვარი 2021, 22:12

COVID19

მაია ცქიტიშვილი: მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნების ეტაპობრივი პროცესი არის შეზღუდვების მოხსნის დასაწყისი

ძალიან ბევრ ქალაქში და დასახლებულ პუნქტში შეგვიძლია მივულოცოთ ჩვენს მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დაბრუნება. სწორედ ეს ეტაპობრივი პროცესი არის შეზღუდვების მოხსნის დასაწყისი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში ეს პროცესი მაღალი მობილობის და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ცოტა ხნით კიდევ გადაიდება. გვინდა შეზღუდვები მოვხნათ ისე, რომ აღარ მოგვიწიოს მათი კვლავ დაწესება.

ანრი ოხანაშვილი

27 იანვარი 2021, 22:03

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის არჩევანი თუ ისევ საბოტაჟი და ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობა იქნება, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს

ოპოზიციის არჩევანი თუ ისევ საბოტაჟი და ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობა იქნება, მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში გარკვეული პირების მხრიდან გაჟღერდა გზავნილები, რომ ეს ცუდი გადაწყვეტილება იქნება, რაც აჩენს კითხვას, ხომ არ შეიცვალეს მათ პოზიცია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

ნიკოლოზ სამხარაძე

27 იანვარი 2021, 22:02

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ეუთოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და მისი გამკლავების გზებზე იმსჯელეს. ეუთოს ეფექტურობის გაზრდის შესახებ დისკუსია დღეს გაიხსნა, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 57 ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. „გაიმართა დისკუსია თემაზე თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ეუთოს, როგორც ორგანიზაციის ეფექტურობა. ასევე, ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა შეიძლება ეუთოში შეიცვალოს ჰელსინკის აქტიდან 50 წლისთავზე იმისთვის, რომ ორგანიზაცია ახალი გამოწვევებისთვის უფრო ქმედითი გახდეს. ეუთოს ეფექტურობის გაზრდის შესახებ დისკუსია დღეს გაიხსნა, რომელიც კვლავაც გაგრძელდება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.