imedi /  17 ნოემბერი 2020, 16:28 / სანდო წყარო

ლევან რატიანი: ბევრი ინფიცირებული გვყავს, იმაზე მეტი ვიდრე წარმოგვედგინა და გათვლილი იყო

ლევან რატიანი

ლევან რატიანი

სამწუხაროდ, ბევრი ინფიცირებული გვყავს, იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგვედგინა და გათვლილი იყო, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მიდგომამ „სახლში დარჩი“ იმ ეტაპზე გაამართლა, არ გვყავდა ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა, შესაბამისად ყველა ინფიცირებული საავადმყოფოში ხვდებოდა. მათზე ზედამხედველობას ექიმები ახორციელებდნენ. სულ ვამბობდი, მთავარია საქართველოში არ დადგეს საკითხი, როცა ექიმმა ჰუმანურობა უნდა დაივიწყოს ან უნდა გადახედოს. ვერცერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს იმ დატვირთვას, რაც ჩვენს ქვეყანაში ამ ეტაპზე ხდება.

როდესაც სასწრაფო მირეკავდა, არასოდეს პაციენტის მიღებაზე უარი არ მითქვამს, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე დღეა ამის გაკეთება მომიწია, ეს ექიმისთვის გულსატკენია. სიცოცხლე უნდა გადარჩეს და რაც შეიძლება ბევრი! ყველაფერს აქვს თავის რესურსი, მით უფრო სამედიცინოს. ინფექციის გავრცელების წყვეტა რომ მოხდეს, ერთადერთი გამოსავალი ის აქვს ჩვენს ქვეყანას, რომ დაიწყოს მკაცრი შეზღუდვა“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 85 952 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 68 929-ს შეადგენს. გარდაიცვალა 778 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 2 797 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5 662 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში კი 3 351 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

28 ივნისი 2022, 13:13

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე საქართველოს მიმართ უფრო მკაფიო გზავნილები იქნება - მნიშვნელოვანია, რომ სიტყვები საქმედ გადაიქცეს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან ვისაუბრეთ თოთხმეტ-წლიან ჩიხზე, სადაც, ერთის მხრივ, ნატოს წევრობის კარი ღიაა, მაგრამ მეორეს მხრივ, ამისთვის პრაქტიკული ნაბიჯები არ იდგმება - მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით, უსაფრთხოების კუთხით თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, ამ მხრივ იყოს წინსვლა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ოთარ შამუგია

28 ივნისი 2022, 13:13

ეკონომიკა

ოთარ შამუგია: მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხორბლისა და ქერის მწარმოებლებთან არაერთი შეხვედრა გამართა და მათი პოზიციები მოისმინა. მწარმოებლების განცხადებით, ადგილობრივი ბაზარი, არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ქვეყანაში წარმოებულ მოსავალს სრულად აითვისებს, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

თორნიკე რიჟვაძე

28 ივნისი 2022, 12:59

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე: ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დაიკავებს ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში, თუმცა არ მგონია, ქართველი ხალხის ნება იყოს, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება

მნიშვნელოვანია როგორც ქალაქში, ისე ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა, ტურიზმის სექტორის მაქსიმალური მხარდაჭერა და ის ჩავარდნა, რაც გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში სრულად უნდა იქნეს გამოსწორებული ტურიზმის მიმართულებით.

28 ივნისი 2022, 12:49

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში ტურიზმის მაჩვენებელი სრულად არის აღდგენილი

აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ტურიზმის მიმართულებით არსებული პოზიტიური ტენდენციების და აღდგენის შესახებ გააკეთა გაცხადება.

28 ივნისი 2022, 12:29

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კამპანიის ,,გაუფრთხილდი წყალს” ფარგლებში თბილისის სკოლების მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტურებს მართავს

კამპანიის მიზანია წყლის, როგორც ამოწურვადი ბუნებრივი რესურსის მნიშვნელობის შესახებ მოზარდი თაობის ჩართულობით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

28 ივნისი 2022, 12:20

მსოფლიო

იორდანიაში ტოქსიკური ნივთიერებით სავსე კონტეინერი აფეთქდა, დაღუპულია 11 ადამიანი. ვიდეო

იორდანიაში, წითელი ზღვის სანაპირსთან მდებარე აკაბას პორტში, ტოქსიკური ქლორის აირის გარემოში მოხვედრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი კი დაშავდა.

28 ივნისი 2022, 12:17

თავდაცვა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ 6 წლის იუბილე აღნიშნა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაარსებიდან 6 წელი გავიდა. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას, რომელმაც წელს ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო, იუბილე თავდაცვის უწყების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

28 ივნისი 2022, 12:14

მსოფლიო

CNN: თეთრი სახლის ოფიციალური პირები რწმენას კარგავენ, რომ უკრაინა ოდესმე შეძლებს იმ ტერიტორიების დაბრუნებას, რომელიც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში რუსეთთან ომში დაკარგა

თეთრი სახლის ოფიციალური პირები რწმენას კარგავენ, რომ უკრაინა ოდესმე შეძლებს იმ ტერიტორიების დაბრუნებას, რომელიც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში რუსეთთან ომში დაკარგა, იმ შემთხვევაშიც კი თუ აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინას მძიმე და თანამედროვე შეიარაღებას მიაწვდიან. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადეს.

28 ივნისი 2022, 12:01

COVID19

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოში კოვიდინფიცირების 1 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 20 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, საქართველოში კოვიდინფიცირების 1 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 646 ადამიანი, 2 პაციენტი კი გარდაიცვალა.

28 ივნისი 2022, 11:54

ეკონომიკა

სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა

პრივატიცაზიის პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო აქტივების პრივატიზაციას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

კახა კალაძე

28 ივნისი 2022, 11:43

საზოგადოება

მუსიკალური პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება

„პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, უამრავი ადამიანი ესწრება. პროექტის ფარგლებში, ესტრადის წარმომადგენლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში კონცერტები გამართონ. პროექტი გრძელდება და ამჯერად, სამგორის რაიონს ვეწვევით, სადაც 2 და 3 ივლისს, დედაქალაქის მერია საკონცერტო საღამოებზე გეპატიჟებათ. თქვენს განწყობაზე საესტრადო შემსრულებლები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ. კონცერტები აფრიკის დასახლებაში, გუმათჰესის სკვერში, 19:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ზურაბ აზარაშვილი

28 ივნისი 2022, 11:37

პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კემლინ ფურლეს შეხვდა.

28 ივნისი 2022, 11:33

ეკონომიკა

ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით პირველად საქართველოში ლაშქრობის გლობალური პროექტი „HIGHLANDER“ გაიმართება

„HIGHLANDER-ის მოსამზადებელი კამპანიის ფარგლებში დღეს შევხვდით სათავგადასავლო ტურიზმის კომპანიებს, გავაცანით პროექტის დეტალები, დიდი იმედი გვაქვს, რომ დაინტერესდებიან თანამშრომლობით, რაც შეიძლება მეტ უცხოელ ტურისტს მიაწვდიან ინფორმაციას და 25-27 აგვისტოს ძალიან ბევრი უცხოელი მოლაშქრე გვეყოლება სვანეთში“,-აცხადებს HIGHLANDER GEORGIA-ს მენეჯერი თევდორე მაყაშვილი.

28 ივნისი 2022, 11:28

სამართალი

ვანდალიზმის შემთხვევები თბილისში - ვიდეოკადრები

თბილისის მერიამ გაავრცელა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც დედაქალაქში დაფიქსირებული ვანდალიზმის შემთხვევაა ასახული.

28 ივნისი 2022, 11:26

საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

„N39, N173, N177, N191 და N175 საჯარო სკოლების მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ხოლო N117 საჯარო სკოლის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“. რაც შეეხება N103 საჯარო სკოლას, აღნიშნული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით ავტობუსი გავა მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ნანა კაკაბაძე

28 ივნისი 2022, 11:25

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: დავით არახამია მაქსიმალური მონდომებით ცდილობს არ ჩამორჩეს ევროპელ და ამერიკელ „ინსტრუქტორებს“ და არაარგუმენტირებული ბრალდებებით ლიდერის პოზიციები შეინარჩუნოს

როგორც კაკაბაძე წერს, არახამიამ კუბილიუსი, კალიურანტი, ჟიგიმანტასი, კარლ ბილდტი, ფოტიგა, გალერი და ზოგიერთი სხვა ცნობილი ევრონაცი ინსტრუქტორებიც კი დაჩრდილა.

ირაკლი ბერაია

28 ივნისი 2022, 11:23

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს სამიტზე ადგილი ეთმობა საქართველოს მხარდაჭერის ახალ ზომებს

„ეს სამიტი თავისი დღის წესრიგით 5 ძირითად საკითხზეა ორიენტირებული და გადაწყვეტილებებით იქნება მომდევნო წლების განმავლობაში საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის მაფორმირებელი სამიტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საქართველოს, კერძოდ, ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის ახალ ზომებს“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

28 ივნისი 2022, 11:18

მსოფლიო

ტეხასში, მიტოვებულ სატვირთო ავტომობილში 50-მდე ადამიანის ცხედარი იპოვეს

სახანძრო დაცვის წარმომადგენლის განცხადებით, 16 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი მზის დარტყმისა და ხანგრძლივი გადახურების შედეგად დაშავდნენ.

გიორგი ვოლსკი

28 ივნისი 2022, 11:17

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ნატოსთან თანამშრომლობა ქვეყნისთვის არის პრიორიტეტი მისი მომავალი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით

„საქართველოსა და ნატოს ქვეყნების საერთო ინტერესია - არ დაუშვან ტერორიზმის გავრცელება და მსოფლიო საერთაშორისო უსაფრთხოებას ფარად დაუდგნენ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკი.

კახა კალაძე

28 ივნისი 2022, 11:12

საზოგადოება

კახა კალაძე: ვანდალიზმის ძალიან ბევრი ფაქტი ფიქსირდება - თუ რეაბილიტირებულ პარკებს, სკვერებს დავაზიანებთ, ინფრასტრუქტურას დავამტვრევთ, მცენარეებს მოვიპარავთ და სახლში წავიღებთ, არაფერი არ გამოვა, ყველაფერს აზრი ეკარგება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომა ვანდალიზმის გახშირებულ შემთხვევებზე საუბრით გახსნა.