imedi /  20 ნოემბერი 2020, 01:29 / სანდო წყარო

ზურაბ გურული ლოკდაუნზე: მიხარია, რომ პრემიერ-მინისტრი არ ვარ, რადგან საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა მისაღები

ზურაბ გურული

ზურაბ გურული

მოხარული ვარ, რომ არ ვარ პრემიერ-მინისტრის მდგომარეობაში და მის ადგილზე, რადგან საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა მისაღები, - ამის შესახებ აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორმა, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ გურულმა „TV პირველის“ ეთერში საქართველოში ლოკდაუნის გამოცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

„ვიცი რომ არიან მკაცრი ჩაკეტვის მომხრეები და პირიქით, მოწინააღმდეგეები. საზოგადოება ორად არის გახლეჩილი და ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. მოსახლეობის 50 პროცენტი ფიქრობს, რომ ეს ვირუსი საშიში არ არის და უფრო საშიში ეკონომიკური კოლაფსი იქნება, ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც ეკონომიურად შედარებით უზრუნველყოფილია, ფიქრობს, რომ მთავარია ამ დაავადების აღკვეთა. აუცილებელია ორივე მხარე მივიდეს ერთმანეთთან, მოინახოს შეხების წერტილი, თორემ სხვანაირად პანდემიის დამარცხება შეუძლებელი იქნება“, - განაცხადა ზურაბ გურულმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 93 092 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 73 877-ს შეადგენს. გარდაიცვალა 853 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი

ყველა სიახლე

02 დეკემბერი 2020, 11:59

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 17,270 შემთხვევა დადასტურდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 17,270 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 487 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 1,084,743 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 17,123 ადამიანი გარდაიცვალა.

02 დეკემბერი 2020, 11:54

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 13,141 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 13,141 ადამიანს დაუდასტურდა, 169 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 758,264 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 12,717 პაციენტი ემსხვერპლა, 369,053 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

მაია ბუწაშვილი

02 დეკემბერი 2020, 11:53

COVID19

მაია ბუწაშვილი: არის პაციენტების საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც ვირუსს ცხვირ-ხახის ლორწოზე არ გამოყოფს, ყველა სიმპტომი აქვს და ტესტი უარყოფითია

პაციენტების დიდი ნაწილი არის სრულიად უსიმპტომო, დაავადების დაწყებიდან ბოლომდე არც ერთი სიმპტომი არ ვლინდება და ასეთი პაციენტების რაოდენობა ძალიან ბევრია და ამ დროს PCR ტესტი არის დადებითი და ამ ხალს შეიძლება კიდევ დიდხანს ჰქონდეთ დადებითი, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

02 დეკემბერი 2020, 11:51

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,264 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,264 ადამიანს დაუდასტურდა, 35 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 137,231 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2,228 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 111,795.

02 დეკემბერი 2020, 11:45

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1,028 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1,028 ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 83 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

02 დეკემბერი 2020, 11:41

სპორტი

24 იანვარს „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

24 იანვარს „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. რეგისტრაციისთვის აუცილებელი ხელმოწერების წარდგენა კანდიდატებს 23 დეკემბრიდან, 11 იანვრამდე შეეძლებათ, 15-დან 22 იანვრამდე მონაკვეთი კი საპრეზიდენტო კამპანიის წარმოებისთვის არის გაწერილი.

კახა კალაძე

02 დეკემბერი 2020, 11:35

საზოგადოება

კახა კალაძე: პირობას გაძლევთ, რომ თბილისი იქნება მოწინავე ქალაქი ევროპაში თავისი სიმწვანით

რეკრეაციულ სივრცეებს დიდი ყურადღება ეთმობა ჩვენი მთავრობის პერიოდში. ბევრი მაგარი პროექტი გაკეთდა და ბევრიც გაკეთდება მომავალში, რადგან სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენს ქალაქს სჭირდება, რომ ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, - ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კორონავირუსი

02 დეკემბერი 2020, 11:29

COVID19

აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 6 ათასს გადააჭარბა

გავრცელებული ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 122 ადამიანს გამოუვლინდა. სულ ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 6 092 შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსმა უკვე 84 კოვიდპაციენტი იმსხვერპლა, 4 002 კი გამოჯანმრთელდა.

02 დეკემბერი 2020, 11:25

საზოგადოება

კახა კალაძე ბიზნეს სექტორს მადლობას უხდის

„მინდა მადლობა გადავუხადო ბიზნეს სექტორს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, ბევრი ზარი შემოვიდა ცხელ ხაზზე, რომ არის სრული მზადყოფნა იმისთვის, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა პროდუქტების უზრუნველყოფაში და მათ ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ეს პლათფორმა შექმნილია ყველასთვის და მინდა მივმართო ახალგაზრდებს და მოხალისეებს, რომ დაეხმაროთ მუნიციპალიტეტს პროდუქტების მიტანაში კონკრეტულ ოჯახებში. უსაფრთხოების ყველანაირი წესი დაცული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

02 დეკემბერი 2020, 11:24

COVID19

ბრიტანეთმა Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მასობრივი მოხმარებისთვის დაამტკიცა

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მასობრივი მოხმარებისთვის დაამტკიცა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის მარეგულირებელმა ორგანომ (MHRA) განაცხადა, რომ პრეპარატის გამოყენება, რომლის ეფექტიანობაც 95%-მდეა, უსაფრთხოა. ქვეყანამ ვაქცინის 40 მილიონი დოზა უკვე შეიძინა, რაც 20 მილიონი ადამიანის ასაცრელად საკმარისია. ვაქცინის პირველი პარტია ქვეყანაში უახლოეს დღეებში ჩავა.

კახა კალაძე

02 დეკემბერი 2020, 11:23

საზოგადოება

კახა კალაძემ დიზაინერებს „ვარკეთილის“ მეტროს სადგურის დიზაინის შექმნაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დიზაინერებს „ვარკეთილის“ მეტროს სადგურის დიზაინის შექმნაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძე

02 დეკემბერი 2020, 11:15

საზოგადოება

კახა კალაძის თქმით, თბილისში საახალწლო სოფელში დასახარჯი თანხები სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება

„ეს თანხმა მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში და ჩვენ დავეხმარებით იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. ეს იქნება საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა წინასაახალწლო დღეებში და ამისთვის ჩვენ სპეციალური პლატფორმა უკვე შექმნილი გვაქვს“, - აღნიშნა კალაძემ.

საახალწლო სოფელი

02 დეკემბერი 2020, 11:15

საზოგადოება

კახა კალაძე: წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა

მისივე თქმით, წელს საახალწლო სოფელი არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარობიდან გამომდინარე არ მოეწყობა. კალაძემ განაცხადა, რომ საჭიროა ერთამანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს გავუფრთხილდეთ. დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ საახალწლო სოფელი მიზიდულობის ცენტრია. ამ მიზნით გათვალისწინებული თანხები კი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პროდუქტების შეძენას მოხმარდება.

კახა კალაძე

02 დეკემბერი 2020, 11:14

საზოგადოება

პოლიტიკურმა პარტიებმა სააგიტაციო მასალა საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 15 დღეში უნდა ჩამოხსნან

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტებმა არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ პლაკატებისა და სხვა სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. მინდა მოვუწოდო ყველა პარტიას, რომ მაქსიმალურად ყველაფერი მოაწესრიგონ ამ მიმართულებით, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

02 დეკემბერი 2020, 11:04

COVID19

აშშ-ში თვითიზოლაციის ვადას ამცირებენ

აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში თვითიზოლაციის ვადის 10 დღემდე შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში თვითიზოლაციის პერიოდი შესაძლოა 7 დღემდეც შეამცირონ. დღეისათვის ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში აშშ-ის მოქალაქეებს 14-დღიანი თვითიზოლაცია ევალებათ.

დაკავება

02 დეკემბერი 2020, 11:01

სამართალი

პოლიციამ კლდიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ქ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

02 დეკემბერი 2020, 10:59

COVID19

ამ დროისთვის საქართველოში 1,058 მძიმე პაციენტია

ამ დროისთვის საქართველოში 1,058 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში-507, აჭარაში -154, იმერეთში-223. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი, მათგან თბილისში-215, აჭარაში-119, იმერეთში-47. 3,798 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1,272- თბილისში, 1,973-აჭარაში, 291-იმერეთში. 10,192 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

02 დეკემბერი 2020, 10:57

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 705 თბილისში, 624 იმერეთში, 402 კი აჭარაში დაფიქსირდა

„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 705 შემთხვევა, აჭარაში-402, იმერეთში-624, ქვემო ქართლში-286, შიდა ქართლში-281, გურიაში-84, სამეგრელო-ზემო სვანეთში-273, კახეთში-239, მცხეთა-მთიანეთში-62, სამცხე-ჯავახეთში-68, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-9“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კორონავირუსი

02 დეკემბერი 2020, 10:56

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 033 ადამიანს დაუდასტურდა, 4 061 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

02 დეკემბერი 2020, 10:55

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.