IMEDI /  20 ნოემბერი 2020, 23:33 / სანდო წყარო

დღეს ჩინეთში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს ჩინეთში კოვიდ19 -ის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 16-18 ნოემბერს ჩინეთს ყოველდღიურად 8 ახალი ინფიცირებული ჰყავდა. დღესდღეობით აქტიური 311 შემთხვევაა. ჩინეთში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსზე ჩატარებულ ტესტზე პოზიტიური პასუხი მიიღო 86 398 ადამიანმა. გამოჯანმრთელდა 81 453 პაციენტი. გარდაიცვალა 4 634 ინფიცირებული.

კორონავირუსის პანდემიის მსოფლიო რუკაზე ინფიცირებულების რიცხვით ჩინეთი 67-ე ადგილზეა. ბოლო 9 თვეში ქვეყანაში 160 მილიონი ადამიანის ტესტირება მოხდა. ამ დროისათვის კრიტიკულია მხოლოდ ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ჩინეთის გარდა ერთი კრიტიკული პაციენტი ჰყავს რამდენიმე ქვეყანას. მათ შორისაა სინგაპური, ტაილანდი და ბოცვანა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთში მილიონზე მეტი მოქალაქე კოვიდ19 -ის წინააღმდეგ უკვე აცრილია.

სამი თვეა კორონავირუსზე Sinopharm-ის ვაქცინით აცრა ისე მიმდინარეობს, რომ ვაქცინის ეფექტიანობაზე კლინიკური კვლევა დასრულებული არ არის. სინოფარმის (Sinopharm) ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, კლინიკური კვლევების მესამე ფაზაზეა და ფარმაკოლოგიური კომპანიიდან ჯანმო დოკუმენტაციას წლის ბოლომდე ელოდება. სინოფარმის პეკინის ინსტიტუტი ერთ ვაქცინაზე ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან თანამშრომლობს და მეორე ექსპერიმენტული ვაქცინა სინოფარმის ვუჰანის კვლევების ინსტიტუტმა ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან ერთად მიიღო. ჩინეთის ხელისუფლებამ კანდიდატ ვაქცინას ავტორიზაცია 2020 წლის ივლისში მიანიჭა და მიზეზად მისი გამოყენების გადაუდებელი საჭიროება დაასახელა. კომპანიაში აცხადებენ,რომ ჩინეთის ხელისუფლებას შეუძლია პირობითი ნებართვა კლინიკური ცდების სტადიაზე მყოფ ვაქცინებზე გასცეს მაშინ, როდესაც საზოგადოებრივ ჯანდაცვაში საგანგებო მდგომარეობაა შექმნილი.

„თითქმის მილიონმა ადამიანმა მიიღო ვაქცინა და სერიოზული გართულება არცერთ შემთხვევას არ მოჰყოლია. დაფიქსირდა მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები”,- განაცხადა ჩინეთის ნაციონალური ფარმაკოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელმა ლიუ ძინჟჟენიმ.

ამ განცხადების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი არ არის. კომპანიაში ამბობენ, რომ სინოფარმის ექსპერიმენტული ვაქცინა კოვიდ 19 -ზე ორი დოზისგან შედგება და 14 დღის შუალედით კეთდება. კომპანიამ ბრაზილიასთან მომავალი ვაქცინის დისტრიბუციაზე კონტრაქტი უკვე გააფორმა.

შეთანხმების საფუძველზე, სინოვაკის ვაქცინის 60 მილიონი დოზა ბრაზილიამ უნდა მიიღოს და მარტში 40 მილიონი დოზა ინდონეზიამ. ჩინეთში კოვიდ 19 -ის წინააღმდეგ ვაქცინაზეც მუშაობენ სხვა ფარმაცევტული კომპანიებიც. ექსპერიმენტული ვაქცინა სახელწოდებით “კორონავაკი”( CoronaVac) მოამზადა ჩინურმა ბიოფარმაცევტიულმა კომპანიამ “Sinovac Biotech”-მა. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კვლევების პირველი და მეორე ფაზა წარმატებით განხორციელდა.

სინოვაკის განცხადებით, დღესდღეობით კლინიკური კვლევების მესამე ეტაპი ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად ტარდება,რომელმაც უნდა დაადგინოს , თუ რამდენად ძლიერი იქნება და რამდენ ხანს შეინარჩუნებს კოვიდ19-ზე აცრილი მოხალისე იმუნიტეტს. თუმცა კვლევების ადრეული მონაცემებით, რომელიც 700 მოხალისეს ეყრდნობა, 14 დღის ინტერვალით გაკეთებული კორონავაკის 2 დოზა ვირუსისგან დასაცავად იმუნიტეტის გამომუშავებას 4 კვირაში იწვევს.

ჩინეთის ნაციონალური მედიკამენტების რეგისტრაციის ბიუროს ცნობით, ათი ათასობით ადამიანზე ჩინური ექსპერიმენტული ვაქცინის ტესტირებისთვის რამდენიმე ქვეყნიდან თანხმობა მიიღეს და კლინიკური კვლევების მესამე ფაზას პრობლემა არ შეექმნება. საერთო ჯამში ჩინეთში წარმოებული 4 ექსპერიმენტული ვაქცინის ცდები ბრაზილიაში, პაკისტანში,საუდია არაბეთში, რუსეთში, ინდონეზიასა და ბრაზილიაში ტარდება. გასულ კვირას სინოვაკის ვაქცინაზე კლინიკური კვლევის მესამე ფაზა ბრაზილიაში ექსპერიმენტში მონაწილე პირის გარდაცვალების გამო რამდენიმე დღით შეწყდა და მას შემდეგ განახლდა, რაც ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მოხალისის გარდაცვალების მიზეზი ექსპერიმენტული ვაქცინის გამოყენება არ ყოფილა. ჩინური ექსპერიმენტული ვაქცინები განსხვავდება Pfizer/BionTeck-ისა და Moderna-ა კანდიდატი ვაქცინებისგან. სინოვაკის ვაქცინაზე გამოყენებულია ვირუსის ქიმიურად ინაქტივირებული ვერსია. მაიმუნები, რომლებიც სინოვაკის მაღალი დოზით აცრეს და ვირუსი შეასუნთქეს, ინფექციას არ უჩიოდნენ. მათ ვირუსი ხახასა და ფილტვებში არ აღმოაჩნდათ. შუალედური კვლევა ჩატარდა 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში. ვაქცინით ინდუცირებული გამანეიტრალებელი ანტისხეულების პასუხი მოხალისეებს ვაქცინაციიდან 14 დღეში განუვითარდათ. ჯერ ცნობილი არ არის ,რამდენად შეუძლია ამ ექსპერიმენტულ ვაქცინას ადამიანების Covid19 -გან დაცვა.

გაერთიანებული საემიროები ჩინეთის შემდეგ პირველი ქვეყანაა, სადაც სინოფარმის ვაქცინას გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია მიანიჭეს. 2020 წლის ბოლომდე ჩინური ვაქცინის 10 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს თურქეთიც. ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ გაცემული გზამკვლევის მიხედვით, ვაქცინის დასამტკიცებლად, პლაცებო- კონტროლირებულ კვლევაში ეფექტიანობოს პირველადი მიზანი სულ მცირე 50 % უნდა იყოს და ამიტომ კლინიკური კვლევების მესამე ფაზის შედეგებს ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 9 ოქტომბერს ჩინეთი ორგანიზაცია კოვაქსს (COVAX) შეურთდა. კოვაქსი 90 -მდე ქვეყნისთვის ვაქცინებზე წვდომის უზრუნველსაყოფაზე მუშაობს.

ყველა სიახლე

შარლ მიშელი

24 ნოემბერი 2020, 01:05

მსოფლიო

შარლ მიშელმა ჯო ბაიდენი 2021 წელს ევროკავშირის სპეციალურ სამიტზე მიიწვია

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საიუბარი გამართა.

გიორგი ვოლსკი

24 ნოემბერი 2020, 00:49

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებით ზუსტად გამოიკვეთა, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად

ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთო/ოდირის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები არ არის ემოციური, როგორც ზოგიერთ ჩვენს ოპონენტს უნდა, რომ წარმოაჩინოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბორის ჯონსონი

24 ნოემბერი 2020, 00:44

COVID19

ბორის ჯონსონი: დიდ ბრიტანეთში ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება.

24 ნოემბერი 2020, 00:15

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 6 713 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 713 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 153 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

24 ნოემბერი 2020, 00:10

სპორტი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმის გამო ერთი თვე ვერ ითამაშებს

39 წლის შვედი ფორვარდი იტალიის სერია A-ს უკანასკნელ ტურში, „ნაპოლისთან“ მატჩის დროს დაშავდა და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა.დეტალურმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ზლატანს ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს, რომლის მკურნალობასაც სამიდან ოთხ კვირამდე დასჭირდება.

23 ნოემბერი 2020, 23:57

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 4 452 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 452 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 501 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

23 ნოემბერი 2020, 23:54

COVID19

ლევან რატიანი: პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელსაც 35 კვირაზე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, სიცოცხლისთვის იბრძვის

ლევან რატიანის თქმით, ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია და ის ახალშობილთა რეანიმაციაში იმყოფება.

23 ნოემბერი 2020, 23:46

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 25 886 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 25 886 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 512 ადამიანი გარდაიცვალა.

23 ნოემბერი 2020, 23:41

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 15 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 206 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯო ბაიდენი და იენს სტოლტენბერგი

23 ნოემბერი 2020, 23:36

მსოფლიო

ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გამართა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გამართა და ამერიკასა და ევროპას შორის კავშირების განმტკიცების მიზნით, მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ ნატოს პრესსამსახური ავრცელებს.

კახეთი

23 ნოემბერი 2020, 23:24

COVID19

კახეთში კორონავირუსის 70 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კახეთის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 70-ით გაიზარდა და ვირუსის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2,711-ს მიაღწია. ბოლო ინფორმაციით რეგიონში კოვიდსტატისტიკა ასეთია: ახმეტა - 158, გურჯაანი-569, დედოფლისწყარო -224, თელავი - 789, ლაგოდეხი - 297, საგარეჯო -257, სიღნაღი-177 და ყვარელი -240.

ესპანეთის მეფე ფილიპე VI

23 ნოემბერი 2020, 23:11

COVID19

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, ესპანეთის მეფე კარანტინში გადავიდა

კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო, ესპანეთის მეფე ფილიპე VI კარანტინში გადავიდა. ინფორმაციას ამის შსახებ ესპანეთის სამეფო სახლი ავრცელებს.

ენტონი ბლინკენი

23 ნოემბერი 2020, 22:47

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახელმეწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის კანდიდატურა წარადგინა

ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახელმეწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის კანდიდატურა წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯო ბაიდენის გარდამავალი გუნდი ავრცელებს.

23 ნოემბერი 2020, 22:11

პოლიტიკა

PACE: საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის მიზნით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მანდატები მიიღონ და ახალ პარლამენტში შევიდნენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები, ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ, საპარლამენტო მანდატები მიიღონ და პარლამენტში შევიდნენ.

თემურ ქეცბაია

23 ნოემბერი 2020, 22:05

სპორტი

თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. გამოკითხვაში უმაღლესი დივიზიონის კლუბებიდან ყველა მისი კოლეგა მონაწილეობდა და 13 მწვრთნელიდან 12-მა ხმა ქართველ სპეციალისტს მისცა.

ლევან რატიანი

23 ნოემბერი 2020, 21:51

COVID19

ლევან რატიანი: თუ ერთმანეთზე მზრუნველობას დავიწყებთ, კიდევ გვაქვს იმის რესურსი რომ გადავრჩეთ

„ძალიან რთულია, როდესაც საშველად გთხოვს პაციენტი და ვერ ეხმარები. იმედია ყველა ერთად გავერთიანდებით, გვექნება ერთი ლოზუნგი - „ყველა უნდა გადავრჩეთ“! ხვალიდან ყველა ერთად უნდა დაჯდეს და გადაწყვიტონ რა გააკეთოს ქვეყანამ რომ ნაკლები მსხვერპლი ჰქონდეს. ერთმანეთში ქიშპობით ქვეყანა უფსკრულისკენ წავალთ. თუ გავერთიანდებით ქვეყანა გადარჩება“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

23 ნოემბერი 2020, 21:35

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ბნელი გვირაბის ბოლოს შუქი უფრო კაშკაშა ხდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი პოზიტიური სიახლეები კორონავირუსის პანდემიის დამარცხების იმედს იძლევა.

23 ნოემბერი 2020, 21:17

პოლიტიკა

ევროპარლამენტი: საქართველოში ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოვუწოდებთ, პატივი სცენ ამომრჩევლის დემოკრატიულ არჩევანს

ევროპარლამენტარები 21 ნოემბერს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

ლევან ბერძენიშვილი

23 ნოემბერი 2020, 21:12

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მომხრეებზე განცხადების გამო, ლევან ბერძენიშვილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი აკრიტიკებს

ლევან ბერძენიშვილი „მთავარ არხთან“ გაკეთებული განცხადების გამო შესაძლოა ომბუდსმენის წლიურ ანგარიშში მოხვდეს. „ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ ეს დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამი იყო“, - ასე შეაფასა ლევან ბერძენიშვილის მიერ „ქართული ოცნების“ მომხრეების შესახებ გაკეთებული განცხადება „ქრონიკასთან“ სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა, ქეთი შუბაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე

23 ნოემბერი 2020, 21:01

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე ლევან ბერძენიშვილის განცხადებაზე: გაუგებარი საქციელია, როცა პარტიული კუთვნილების გამო მთელ ერს შეურაცხყოფ

„გაუგებარი საქციელი არ არის მთლად კარგი და მისასალმებელი რამ, პარტიამ ასეთ დღეში არ უნდა ჩაგაგდოს. დემოკრატიულ სახელმწიფოებში, არჩევნების დასრულების შემდეგ ერთმანეთს ხელს ართმევენ, არ აგინებენ ერთმანეთს, აბსოლუტურად არადემოკრატიული, არაევროპული და სამწუხაროდ, არავაჟკაცური საქციელია“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.